რატომ შეწყვიტა "რუსთავი 2"-მა პრემიერის გამოსვლა

საზოგადოება

რატომ შეწყვიტა "რუსთავი 2"-მა პრემიერის გამოსვლა

2015 აპრ 1 19:34:53

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გაწყვიტა, რაც ტელეკომპანიამ დღეს ამოქმედებული "მაუწყებლობის შესახებ კანონის" მოთხოვნით ახსნა.

"ჩვენ იძულებული ვართ გავწყვიტოთ პრემიერის გამოსვლა, ვინაიდან ამას მოითხოვს ამოქმედებული "მაუწყებლობის შესახებ კანონი", _ აღნიშნა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა პაატა იაკობაშვილმა.  

ცნობისთვის, "მაუწყებლობის შესახებ" კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 2015 წლის 19 თებერვალს დაამტკიცა.

ცვლილებით, მაუწყებელს შეუძლია, საათში მხოლოდ 20% - 12 წუთი დაუთმოს რეკლამას. დღეს მოქმედი წესებით, მაუწყებელს დაწესებული აქვთ ლიმიტი, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიებს დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20% შეუძლია, გამოიყენოს რეკლამისთვის და ეს დრო სურვილის მიხედვით გადაანაწილოს. ამ წესის შენარჩუნებას, საათობრივი ლიმიტის შემოღებასთან ერთად, ითვალისწინებდა კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორობით მოამზადა და რომლის პირველადი ვარიანტის მიმართ ტელეკომპანიებმა არაერთი კრიტიკული შენიშვნა გამოთქვეს.

ტელეკომპანიების შენიშვნების უმეტესობასთან ერთად, გაითვალისწინეს მოთხოვნა მაუწყებლობის ხანგრძლივობის მიხედვით დაწესებული 20%-იანი შეზღუდვის გაუქმების შესახებ. კანონპროექტიდან ასევე ამოიღეს ნორმა, რომელიც სატელევიზიო პროგრამების ანონსებში სპონსორებზე მითითებას კრძალავდა - ამგვარი მითითებისთვის საათში 4 წუთიანი ლიმიტი წესდება; ტელეკომპანიის სხვა შენიშვნებთან ერთად, გათვალისწინებულია იმ წესის ორი წლით შენარჩუნება, რომლის მიხედვითაც ახალი ამბების რეკლამით შეწყვეტა შეიძლება 15 წუთში ერთხელ - ეს ლიმიტი 30 წუთამდე 2017 წლის 15 იანვრიდან გაიზრდება. იმ შენიშვნებიდან, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ჰქონდა, ერთადერთი მხოლოდ ის შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული, რომელიც საათში 20%-იანი სარეკლამო ლიმიტის ამოქმედების 2016 წლისთვის გადავადებას ეხებოდა. 

კანონი ძალაში დღეიდან შევიდა. 




 ახალი ამბები
  • ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, შეფ!"- ივანე ხუხუნაიშვილი გარდაიცვალა47 წლის ასაკში, გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ივანე ხუხუნაიშვილი. 1996 წლიდან ის იკავებდა საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას. 2017 წლიდან იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ივანე ხუხუნაიშვილი ლანჩხუთელია, სადაც  დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ივანე ხუხუნაიშვილის მამა, ლუდვიგ ხუხუნაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სამტრედიის სამხედრო კომისრად. დღეს მთელი დღეა, საკრებულოს თანამშრომლები სამძიმარს იღებენ და უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამენ არაჩვეულებრივი ადამიანის, განათლებული და კეთილშობილი ხელმძღვანელი პირის გარდაცვალების გამო. სოციალურ ქსელში ადამიანები ივანე ხუხუნაიშვილს მოსაფერებელი სახელით ემშვიდობებიან: ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, ... ...
  • მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიცილალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახური ... ...
  • ტყემალაძე: "ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ"საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, კუხიანიძის პოსტი იყო არაკორექტული, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომლის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ", - განაცხადა ტყემალაძემ. შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძის ,,ფეისბუქ პოსტის"გამო ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს დეპუტატის თანამდებობიდან გადადგომის ... ...
  • მოჭენავს მერაბ ბრძენიშვილის ცხენი გურიაში? _საიუბილეო დაპირება ოზურგეთელებს_ვანდალური აქტი როცა  მოხდა ქუთაისში და მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაშალეს, ეს იყო მისი ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც თან გაჰყვა დიდ ხელოვანს, _ თქვა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის 30 წლის  საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხატვრო გალერეის დირექტორმა, ავთანდილ თავართქილაძემ და ანონსის სახით  გააცნო ზეიმის მონაწილეებს სამომავლო ჩანაფიქრი. _თქვენ იცით, რომ ჩვენი სახვითი ხელოვნების ცენტრი მერაბ ბერძენიშვილის სახელს ატარებს. მინდა,   გითხრათ, რომ მომავალ წელს მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაიდგმება ოზურგეთში, გალერეის წინ. როცა მისი ქნდაკება ისე დაშალეს, რომ მისი დემონტაჟიც არ მოხერხდა, მაშინ გვქონდა საუბარი, ძალიან კარგი ლაპარაკი იმის  შესახებ, რომ მერაბის ქანდაკება უნდა  დადგმულიყო აქ. „მზეჭაბუკი“ ჰქვიოდა ამ ქანდაკებას. მახსოვს, მაშინ  მითხრა: „ მე მგონია, ავთოია, ბიჭო, ჩემი ცხენი მოჭენავს გურიაშიო“... მერე ის პროექტიც ჩავარდა. სირცხვილია, რომ ასეთი ხელოვანის, დიდი გურულის ქანდაკება არ იყოს ოზურგეთში.  მართალია,  ასე ვთქვათ, ეს ცხენი რომ გამოჭენდეს გურიაში,  თანხები და მობილიზება სჭირდება,  თუმცა,  ეს მოხერხდება და ძალიან კარგი.  ასეთი  დიდ გურულის ძეგლი რომ არ იყოს გურიაში, სირცხვილიცაა,_  თქვა მან და დასძინა, რომ ბერძენიშვილის ქანდაკება განსაკუთრებით დაამშვენებს ფოლკლორის ქალაქს. საიუბილეო ღონისძიები მონაწილეები ტაშით და ოვაციით შეხვდნენ ავთანდილ თავართქილაძის ... ...
  • წარწერა ,,ღორი" და ,,ნაძირალა"- საკრებულოს წევრის კაბინეტის აბრაზეაქციის მონაწილე ოპოზიციის  დეპუტატებმა საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრაზე გააკეთეს წარწერა ,,ღორი" და ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...