1 500 000 დოლარად დაზღვეული უნიკალური ექსპონატი საქართველოში ივნისის ბოლოს დაბრუნდება

საზოგადოება

1 500 000 დოლარად დაზღვეული უნიკალური ექსპონატი საქართველოში ივნისის ბოლოს დაბრუნდება

2015 აპრ 2 18:08:41

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, 14 მარტიდან 21 ივნისის ჩათვლით, სტროცის სასახლეში გამოფენა იმართება, სადაც მსოფლიოს უნიკალურ ექსპონატებთან ერთად ქართული ექსპონატი, ვანში აღმოჩენილი "ჭაბუკის ტორსიც" არის გამოფენილი. 

გამოფენაზე - "ძალაუფლება და პათოსი: ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები", ხმელთაშუა და შავიზღვისპირა ქვეყნებში ძველი წელათაღრიცხვით მე-4 და ახალი წელთაღრიცხვის 1 საუკუნეებში აღმოჩენილი და შექმნილი ბრინჯაოს მსოფლიო შედევრებად აღიარებული სკულპტურებია წარმოდგენილი ისეთი მუზეუმებიდან, როგორიცაა: მეტროპილიტენ მუზეუმი, ბრიტანეთის მუზეუმი, უფიცის გალერეა, ნეაპოლის, ათენის, ლუვრის, პარიზის, ვატიკანისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა ქართული ხელოვნების ნიმუშის ექსპონირების საკითხით და გაარკვია, რომ "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, ექსპონატის სადაზღვევო ღირებულება 1, 500, 000 აშშ დოლარია (1, 309,950 ევრო). ხოლო მისი მომზადება, შეფუთვა და გატანა, ასევე ტრანსპორტირებისას პროცესის მონიტორინგი, ადგილზე ექსპონატის მდგომარეობის შეფასება და საგამოფენო სივრცეში განთავსება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მართვის, რესტავრაციისა და კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსის დოქტორ ნინო კალანდაძის უშუალო ხელმძღვანელობითა და თანხლებით განხორციელდა.

გამოფენის დასრულების შემდეგ კი,  მუზეუმის შესაბამისი დარგის სპეციალისტი ასევე უზრუნველყოფს ექსპონატის მდგომარეობის შეფასებას, შეფუთვას და საქართველოში დაბრუნების მონიტორინგს.

ცნობისთვის, ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი,  ბრინჯაოს ჭაბუკის ფიგურა ძვ. წთ. აღ.-ის მეორე  საუკუნითაა დათარიღებული. მისი სიმაღლე 105 სმ-ია. 

"გურია ნიუსისთვის" მოწოდებულ ინფორმაციის თანახმად, უნიკალურ ექსპონატს კონსერვაცია 1988 წელს ჩაუტარდა.

"მისი მომზადების, მასალის შემადგენლობისა და  ექსპონატის მდგომარეობის გათვალისწინებით სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების საჭიროება დღემდე არ გაჩენილა", _ აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ  "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.

რაც შეეხება გამოფენაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებებს ექსპოზიციის ორგანიზატორებთან, 2014 წლის იანვრიდან მიმდინარეობდა, ხოლო ოფიციალური მიწვევა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა 2014 წლის 8 მაისს მიიღო.

როგორც ეროვნულ მუზეუმში განმარტავენ, საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად, გამოფენის დასრულებისას საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის ხელმძღვანელობით მოიხსნება ექსპონატი, ჩატარდება მისი მდგომარეობის შეფასება, შეფუთვაა და ტრანსპორტირება საქართველოში.

რაც შეეხება  გამოფენის გახსნიდან, მის დასრულებამდე საქართველოს წარმომადგენლის ექსპონატზე ზედამხედველობას, ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ "თანმხლები პირის (რესტავრატორის) ქვეყანაში დარენის ვალდებულება ხანგრძლივვადიანი გამოფენისას ექსპოზიციის მიმდინარეობის მთელი ვადის განმავლობაში, მსოფლიო სამუზეუმო პრაქტიკაში არ არსებობს".

"ექსპონატის დაბრუნების სამართლებრივ გარანტიას, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ერთად, ქმნის სახელმწიფოს კომპეტანტური ორგანოების საგარანტიო წერილი (სახელმწიფო გარანტია), რომელიც წარმოდგენილ იქნა ზემოაღნიშნული გამოფენის ორგანიზატორების მიერ", _ აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის წერილში.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ჯან-პოლ გეტის მუზეუმის თანამშრომლობას, როგორც ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, თანამშრომლობა უკვე მრავალი წელია გრძელდება. ამის ერთ ერთ კომპონენტს კი, უძველესი ლითონების სამეცნიერო შესწავლა და ტექნიკური კვლევა წარმოადგენს.

"სწორედ ამ პროექტის ფარგლებში 2009-2010 წლებში განხორციელდა "ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსის" მიწისძვრის საწინააღმდეგო ახალი სადგამის დამზადება, რომლითაც ჩანაცვლდა ძველი დაზიანებული სადგამი", _ აღნიშნავენ ეროვნულ მუზეუმში.

ეროვნული მუზეუმის ცნობით,  პლაცო სტოცის მუზეუმის შემდეგ, 2016 წლის მარტამდე, "ჭაბუკის ტორსს" ვაშინგტონის ეროვნული გალერეა და ჟან-პოლ გეტტის მუზეუმი უმასპინძლებს.

მას შემდეგ კი, რაც 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში  ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდასრულდება, ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსი უკვე განახლებულ საგამოფენო სივრცეში თავის პირვანდელ ადგილსამყოფელს დაუბრუნდება.

ცნობისთვის, პირველი ცნობა ვანის სიძველეების შესახებ 1840-იანი წლებიდან ჩნდება. პირველი სამეცნიერო გათხრები 1896 წელს აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სისტემატური გათხრები კი, 1947 წლიდან დაიწყო. მისი პირველი ხელმძღვანელი ნინო ხოშტარია იყო. 1966 წლიდან 2002 წლამდე ექსპედიციას სათავეში ედგა აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე, სწორედ მან განსაზღვრა "ჭაბუკის ტორსი", როგორც ელინისტური ეპოქის ე.წ. კლასიცისტური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში. 

ექსპონატის საქართველოდან გატანის შესახებ, "გურია ნიუსისთვის" მოწოდებული დოკუმენტები

ამავე თემაზე: 

უნიკალური ქართული ექსპონატი - "ჭაბუკის ტორსი" იტალიაში გამოფინეს

"ჭაბუკის ტორსი" იტალიის შემდეგ ვაშინგტონში გამოიფინება




 ახალი ამბები
  • სუფთა ჰაერი, ნისლი, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _Sunset Fest Bakhmaro დასრულდა სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _ აი, ასე დახვდა Sunset Fest Bakhmaro 2019 სტუმრებს. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები 10 საათზე მეტ ხანს უკრავდნენ და მრეროდნენ. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua, Kraumur _ ამ შემსრულებლების მოსასმენად ბახმაროში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია რაც ტარდება და უკვე მოიპოვა პოპულარობა,  „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა და მისი თანადამფინანსებელი საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო იყო. უკვე მეორე წელია, ფესტივალის გენერალური სპონსორი „წყალი მარგებელია“. სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ ... ...
  • საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო (R) Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს 2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank New York-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2017-2018 წლებში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Operational Excellence Award ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს. ამისთვის კი მიუკერძოებელი ჟიური შეისწავლის კორესპონდენტი ბანკების შეფასებებს, და ასევე, ბანკის მიერ განხორციელებული გადახდების ხარისხსა და ტრანზაქციების რაოდენობას. სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასების შედეგად ვლინდებიან გამარჯვებული ბანკები. წელს კი ეს აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, Deutsche Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STP პროცესებისთვის. ... ...
  • დაინიშნება თუ არა სეს-ის გურიის სამმართველოს უფროსად კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი მანანა ერქომაიშვილისანდო წყაროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ამავე სამმართველოს სპეციალისტი, მანანა ერქომაიშვილი ინიშნება. იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კოტე შარაშენიშის დეიდაშვილია და ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, მისი ძალისხმევით ხერხდება ეს საქმე.„გურია ნიუსმა“ სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურიშვილთან სცადა დაკავშირება, თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვნელმა თეა შველიძემ გვითხრა, რომ ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებს. სამაგიეროდ, თითქმის დაგვიდასტურა ინფორმაცია სამმართველოს სპეციალისტმა მანანა ერქომაიშვილმა._ჯერ ვერ გეტყვით დაზუსტებით. მე თვითონ დაგირეკავთ._ქალბატონო მანანა, სანდო წყაროს ინფორმაციით, თქვენ კოტე შარასენიძის ძალისხმევით ინიშნებით. მართალია ეს? ადასტურებთ თუ არა?_კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი რომ ვარ, ამიტომ არ მნიშნავენ, არ შეგიყვანოთ ვინმემ შეცდომაში. მე გაცილებით ადრე ვმუშაობდი სისტემაში და ეს აქ არ წყდება, მუნიციპალიტეტში, თბილისი წყვეტს, _ „აგვიხსნა“ ... ...
  • ვინ გახდა ბახმაროს დოღის მთავარი პრიზის მფლობელი და რა საჩუქრები მიიღეს გამარჯვებულებმაბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნა, საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო და სახალხო ზეიმით გაგრძელდა.  ზღვის დონიდან 2050 მეტრზე ასულ სტუმრებს, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტის პარალელურად, ადგილობრივ ოსტატთა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაზე მისვლა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების „სტუმარ-მასპინძლის“ კუთხეებში შესვლაც შეეძლო. გამოვლინდა „ბახმაროს ფალავანი", რომლის დასრულების შემდეგ ტრადიციული დოღი დაიწყო. I გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი) 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, რომელშიც სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა. 2 გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც დაიმსახურა. 3 გარბენი 2400 მეტრზე (ნახევრად წმინდა ჯიშის ცხენები), "ნაბეღლავის თასი და 1000 ლარი ზუგდიდელმა საბა ეხვარიამ მოიპოვა. საბა ეხვარია, ასევე, მთავარი პრიზის _ "მარულას" მფლობელი გახდა და ჯილდოდ 2500 ლარი გადაეცა. დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი კომპანია "New Road"-ისგან გადაეცა. აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსნებმა, ფულადი პრიზების გარდა, კომპანია "გალფისგან" პერსონალური კომპიუტერები მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულ დოღი, ბახმაროში, მეორე წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით იმართება. ამავე თემაზე: ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის ... ...
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...