800 ათასამდე გლეხს ფართობების მოხვნასა და მოსავლის შენარჩუნებაში სახელმწიფო დაეხმარება

საზოგადოება

800 ათასამდე გლეხს ფართობების მოხვნასა და მოსავლის შენარჩუნებაში სახელმწიფო დაეხმარება

3 აპრ. 2015, 19:37:23

მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი, წელს, 800 ათასამდე ბენეფიციარს მოემსახურება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სააგენტოს ინიციატივით, სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი გაფართოვდა და მას წელს ქუთაისს, ფოთსა და რუსთავს შემოერთებული სოფლებიც დაემატა. პროექტი მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს.

სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებს.

გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ _ ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ, მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰა-ზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს, ფერმერები კი, რომელთაც საკუთრებაში 0.25ჰა-მდე მიწის ფართობი აქვთ, ისარგებლებენ 50-ლარიანი აგრობარათით. მათ ეს თანხა ქულების სახით ბარათზე დაერიცხებათ.

პროგრამის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ "გურია ნიუსს" სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია ესაუბრა:

"აგრობარათი სიახლე იყო _ შარშან შემოვიღეთ და 100 ათასზე მეტ ფერმერს დაურიგდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგრობარათის მოსარგებლეთა სიები "ლიბერთი ბანკს" უკვე გადასცა. თუ 2015 წლის საგაზაფხულო პროექტის მოსარგებლეს არ აქვს აგრობარათი, იგი "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში უნდა მივიდეს, სადაც მას პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ გადასცემენ მისთვის განკუთვნილ აგრობარათს. ამავე ბანკს უნდა მიმართონ იმ შემთხვევაშიც, თუ მოსარგებლეს აგრობარათი დაეკარგა ან დაუზიანდა. იმ შემთხვევაში კი, თუ მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და არ შეუძლია ბანკში მისვლა, რათა აიღოს მისთვის განკუთვნილი აგრობარათი, უნდა მიმართოს გამგებლის წარმომადგენელს და მიუთითოს ის პირი (შემდეგში "უფლებამონაცვლე"), ვიზეც სურს თავისი სარგებლის გადაცემა. შესაბამისი ქმედებების შემდეგ, მოხდება მოსარგებლის ცვლილება ბანკისთვის გადაცემულ სიაში და სარგებელი გადავა უფლებამონაცვლეზე.

გარდა იმისა, რომ ეს ფერმერები ჩვენი პროექტის ფარგლებში იღებენ დახმარებას, ასევე, ბარათი სხვადასხვა საჭიროებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ. მაგალითად, სტიქიური მოვლენების დროს თუ დაზარალდებიან, სახელმწიფოსგან თანხები ამ ბარათზე დაერიცხებათ, ასევე, რთველისგან მიღებული შემოსავალიც. ასე რომ, ბარათები მრავალჯერადი გამოყენებისაა და აქტიურადაა დატვირთული, _ ამბობს ბუკია და დასძენს, რომ ფერმერებს მათ საკუთრებაში არსებულ ბარათებზე ქულები უკვე დარიცხული აქვთ: _ აღმოსავლეთ საქართველოში ყველა ტერმინალი გააქტიურებულია, დასავლეთ საქართველოში კი ტერმინალები 1 აპრილიდან გააქტიურდება."

როგორც ბუკია განმარტავს, აგრობარათით ფერმერს შესაძლებლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შეძენა (სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად:

"ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს, დაახლოებით, 800 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. სახნავი ბარათების ქულების გამოყენება ფერმერებს შემოდგომაზეც შეუძლიათ, რადგან პროგრამის მოქმედების ვადა დეკემბრამდეა გაზრდილი", _ აღნიშნავს ბუკია და დასძენს, რომ ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს "მექანიზატორი" და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. კონტრაქტორი კომპანიების რეგისტრაცია კი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე დაწყებულია:

"აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლებელია, ხვნის ბარათის წარმომადგენელზე გადაცემაც იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე გარკვეული მიზეზების გამო შეზღუდულია გამოიყენოს ხვნის ბარათი ან ფიზიკურად არ იმყოფება ადგილზე ნიადაგის ხვნის პროცესის დროს, მას აქვს უფლება ერთჯერადად გადასცეს კუთვნილი ხვნის ბარათი მის წარმომადგენელს, რასაც მოსარგებლე ადასტურებს ბარათზე ხელმოწერით სპეციალურ ველში. მოსარგებლის წარმომადგენლის პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) უნდა შეივსოს ბარათზე სპეციალურად გამოყოფილ ველებში, რასაც სპეციალური ბეჭდით და ხელმოწერით ადასტურებს გამგებლის წარმომადგენელი. გარკვეულ შემთხვევებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მოსარგებლეს აძლევს საშუალებას, ხვნის ბარათი სააგენტოში დააბრუნოს, რათა ამ ბარათით გათვალისწინებული სარგებელის ექვივალენტი ქულების რაოდენობა მას აგრობარათზე დაერიცხოს."

ამასთან, როგორც არჩილ ბუკია განმარტავს, ხვნის ბარათის დაბრუნება სააგენტოში რამდენიმე შემთხვევის დროს ხდება, თითოეულ შემთხვევას კი თავისი კოდი და განმარტება აქვს:

"მაგალითად, იმ შემთხვევაში ბრუნდება ხვნის ბარათი სააგენტოში, თუ მოსარგებლის მიწის ფართობი ვერ მუშავდება ტექნიკური მიზეზების გამო. მოსარგებლის ნაკვეთი წარმოადგენს: ქვიან ნიადაგს, დამრეც მიწის ფართობს, სათიბ მიწის ფართობს, საძოვარს, დამეწყრილ მიწის ფართობს. მოსარგებლის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს რაიმე ნაგებობა, რაც ხელს უშლის ტექნიკის მუშაობას.
ასევე, იმ შემთხვევაშიც, დაუბრუნდება ბარათი სააგენტოს გამოსაცვლელად, თუ მოსარგებლის მიწის ნაკვეთი უკვე დამუშავებულია და არ საჭიროებს ნიადაგის მოხვნას. ბარათის სააგენტოში დასაბრუნებლად გამგებლის წარმომადგენელმა ბარათზე გამოყოფილ სპეციალურ ველში უნდა ჩაწეროს ბარათის დაბრუნების მიზეზის შესაბამისი კოდი და დაადასტუროს როგორც თავისი, ასევე მოსარგებლის ხელმოწერით და სპეციალური ბეჭდით. ბარათის სააგენტოში დაბრუნების ბოლო ვადა 2015 წლის 15 ნოემბერია",
_ განმარტავს ბუკია და ამბობს, რომ თუ მოსარგებლე უარს ამბობს ბარათის მიღებაზე, მაშინ მას ხვნის ბარათი უუქმდება და ქულები "აგრო ბარათზე" არ დაერიცხება.

რაც შეეხება ბენეფიციარის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მოხვნას, "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" ამ სამუშაოს შესრულებას 2015 წლის 1 დეკემბრამდე ითვალისწინებს. თითოეულ სოფელში ხვნის სამუშაოების ჩატარების გრაფიკი გამგებლის წარმომადგენლისთვის იქნება ცნობილი. როგორც ბუკია განმარტავს, იგი ვალდებულია კოორდინაცია გაუწიოს და გააკონტროლოს სამუშაოების შემსრულებლების მიერ გაწეული ხვნის სამუშაოების პროცესი.

"ნიადაგის ხვნის მომსახურების მიღებისას, მოსარგებლე ან მოსარგებლის წარმომადგენელი და სამუშაოს შემსრულებელი, ვალდებულნი არიან ხვნის ბარათზე გამოყოფილ სპეციალურ ველში ხელმოწერით დაადასტურონ ხვნის სამუშაოების შესრულება, რასაც ასევე სპეციალური ბეჭდით და ხელმოწერით ადასტურებს გამგებლის წარმომადგენელი. ბენეფიციარებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართონ გამგებლის წარმომადგენელს ან სააგენტოს ცხელ ხაზს _ (032) 247 01 01", _ აღნიშნავს ბუკია.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი პროექტს წარმატებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები წარმოებულ სამუშაოს დადებითად აფასებენ.

"მთავარი ის არის, რომ ამ პროექტის შემდეგ მიწის ფართობების დამუშავება გაიზარდა, პირველ წელს 180 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთები მოიხნა, 2014 წელს - 220 ათასი ჰექტარი, წელს კი თუ რაოდენობა არ გაიზრდება, მინიმუმ 220 ათასი ჰექტარის მოხვნას ისევ ველოდებით. სულ 290 ჰექტრის სახნავი ბარათებია დარიგებული, თუმცა ჩვენზე არ არის დამოკიდებული მიწის მოხვნა, ეს ბენეფიციარების გადასაწყვეტია", _ აღნიშნავს ბუკია.

ცნობისთვის, პროექტის ბიუჯეტი 2013 წელს 195 მილიონი ლარი იყო, 2014 წელს - 90 მილიონი, წელს კი, ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა, სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში 61 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებენ, საჭიროების შემთხვევაში კი, სააგენტო თანხებს კიდევ დაამატებს.

"მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა" 2013 წელს დაიწყო. წელს კი, სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია.

(R)




 ახალი ამბები
  • მდინარე ჯუმში მოზარდს ეძებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსთან" აცხადებენ, ბიჭი, სავარაუდოდ, პირუტყვს მწყემსავდა და მდინარეში გადავარდა. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ადიდებულია, სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უბედური შემთხვევა სოფელ დარჩელში გუშინ, საღამოს საათებში ... ...
  • როდის იწყება და რა ცვლილებებია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონშიგადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება.  აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: • ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა. • ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე. • 2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა. • ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033 ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ ბმულზე: ... ...
  • გურიაში „ქართული ოცნება” კანდიდატის ვინაობას, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაასახელებსგავრცელებული ინფორმაციით,  გურიაში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში, ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე იქნება. „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანლის, დავით დარჩიას თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება დეპუტატობის კანდიდატი. „ყველაფერი თვის ბოლომდე გაირკვევა. ამ ეტაპზე პირადად ჩემთვის არაფერია ცნობილი”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს დავით დარჩიამ. „გურია ნიუსის“ კითხვაზე- განიხილება თუ არა ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურა, დავით დარჩიამ გვიპასუხა: „ჩემთვის ცნობილი არ არის ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურის შესახებ”. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაზუსტებულად არაფერია გადაწყვეტილი. საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება სამ ადამიანს შორის უნდა გააკეთოს.  ესენია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დავით მდინარაძე, ბიზნესმენი ზურა ჩხაიძე და ყოფილი პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე. „გურია ნიუსმა“ ამ ეტაპზე მხოლოდ დავით მდინარაძესთან მოახერხა დაკავშირება. „დაველოდოთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას. როგორც  ვიცი, 15 ივლისის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ იქნება „ქართული ოცნებიდან“ გურიაში დეპუტატობის კანდიდატი“, - გვითხრა ... ...
  • როდის დაიწყება გომისმთაზე მიწის დარეგისტრირება„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გომის მთის მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 15 ივლისს აღარ დაიწყება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის,  ეკატერინე მგელაძის თქმით,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლების ჩამოსვლა დროებით გადაიდო. „საჯარო რეესტრის წარმომადგენლების ჩამოსვლის თარიღი ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ისინი შემოქმედის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდებიან. იმ პირებს, რომლებსაც სურთ გომისმთაზე საკუთარი მიწის დარეგისტრირება, პირველ რიგში, რეესტრს განცხადებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც, რეესტრის წარმომადგენლები მათ ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებაში დაეხმარებიან, რათა ოფიციალურად გახდნენ საკუთარი  მიწის მფლობელები დაბა გომისთაზე", _ გვითხრა ეკატერინე ... ...
  • ორი შვილი საშიში დაავადების ერთი და იმავე სიმპტომებით _ პატარებს ჩვენი დახმარება სჭირდებათქეთევან მურმანიძე და მურმან სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობენ. ახალგაზრდა წყვილს ორი გოგონა ჰყავთ _ 11 თვის მარიამი და 2 კვირის ანა. მიუხედავად მცირე ასაკისა, პატარებს უკვე უწევთ ძალიან საშიშ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლა. მარიამის და ანას მშობლები „გურია ნიუსთან“ თავიანთი გასაჭირის შესახებ სასაუბროდ მოვიდნენ. უნდათ, რომ დაწვრილებით მოგვიყვნენ იმ პრობლემის შესახებ, რომელიც მარიამის დაბადების პირველსავე დღეებში გამოვლინდა და იგივე განმეორდა ანას შემთხვევაშიც. „სიცოცხლის პირველსავე დღეებში მარიამს კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეექმნა. ადგილზე პედიატრმა გვირჩია, რომ წაგვეყვანა ქუთაისში. დედის რძეს ხელოვნურად ვაძლევდით და ჩავთვალეთ, რომ პრობლემა იმან წარმოშვა. ქუთაისის საავადმყოფოში ვიწექით ცოტა ხანი, სადაც ბავშვს ძლიერ ანტიბიოტიკს უკეთებდნენ. როცა ვიკითხე, რატომ უკეთდებოდა ჩემს შვილს ძლიერი ანტიბიოტიკი, მითხრეს, რომ ბავშვის მოწამვლა დედის პრობლემებმა გამოიწვია, რადგან ონკოლოგიური პრობლემები მქონდა. ქუთაისიდან, თითქოს, გამოჯანმრთელებულები წამოვედით, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ისევ დაგვეწყო იგივე პრობლემები, უკვე _ გამწვავებულად. ბავშვს დაეწყო კრუნჩხვითი მოვლენები. წავედით იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც გვითხრეს, რომ ბავშვი ჯანმრთელია, ავადობის ვერავითარი ნიშანი ვერ აღმოაჩინეს და ეს მდგომარეობა საკვებით გამოწვეულ ინტოქსიკაციას მიაწერეს, თუმცა, მარიამს დედის რძეს უკვე აღარ ვაძლევდით და ისეთ საკვებზე გვყავდა, რომელსაც, წესით, პრობლემა, რომელიც ბავშვს ჰქონდა (დიარეა და ღებინება), აღარ უნდა ჰქონოდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვს ჰქონდა ცილის აუტანლობა და საკვებში გამოვრიცხეთ ცილის შემცველობა. გამოგვწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ამის შემდეგ კრუნჩხვითი მოვლენები გახშირდა და ისევ შევბრუნდით საავადმყოფოში. ისეთი ხანმოკლე იყო ეს კრუნჩხვითი მოვლენები, დაფიქსირებაც ვერ შევძელით. იაშვილის სახელობის კლინიკაში კარგა ხანს ვიწექით. გამოიკვლიეს ბავშვი, თავზეც გადაგვიღეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება ეპილეფსია ყოფილიყო, თუმცა, არ დადგინდა _ მითხრეს, რომ ამ მხრივ მარიამი ჯანმრთელი იყო. უკვე 3 თვის მარიამს დაუდგინდა სტაფილოკოკი. დავიწყეთ ამაზეც მკურნალობა. საავადმყოფოში ყოფნისას ბავშვს, კისრის უკანა მხარეში გაუჩნდა სიწითლე, რომელიც წამებში გაქრა. ისე სწრაფად მოხდა ეს, რომ ექიმს რომ დავუძახეთ, სანამ მოვიდა, სიწითლე აღარ იყო. ვუმკურნალეთ სტაფილოკოკზე და გამოგვწერეს. არც წამალი დაგვინიშნეს, რადგან ამბობდნენ, რომ ბავშვი იყო ჯანმრთელი, მაგრამ სახლში ეს გამონაყარები თუ სიწითლეები მოემატა. მივედით ისევ საავადმყოფოში. პედიატრებმა მითხრეს, რომ საჭირო იყო ალერგოლოგის ჩარევა და ბიძინა კულუმბეგოვთან ჩავეწერეთ მიღებაზე. იქედან წამოვედით ატოპიური დერმატიტის დიაგნოზით. დაგვენიშნა პრეპარატები და მკაცრი დიეტა. მაგრამ მკურნალობის მომენტში უკეთესობის ნაცვლად, მდგომარეობა გართულდა, ამას თან დაერთო ბავშვის უმადობაც _ წონაში მატების ნაცვლად, იკლებდა. ჩავრთეთ კვების ექიმიც. იმედს მაძლევდნენ, რომ ეს მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდებოდა. ამის შემდეგ სხვა ექიმსაც მივმართეთ, რომელმაც მითხრა, რომ მარიამის სიმპტომები ურთულეს, ძალიან ვერაგ დაავადებაზე მიუთითებდნენ _ მას ეჭვი ჰქონდა გალაქტოზომიაზე. ეჭვის გამოსარიცხად შემომთავაზა გამოკვლევა, რომელიც 6 000 ლარი ღირს. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს გადავხედეთ _ ამხელა თანხას სად და როგორ ვიშოვიდით?! შემდეგ უფრო იაფფასიანი გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც მითხრეს, ანალიზი იგზავნებოდა გერმანიაში და პასუხი 2 კვირაში გვექნებოდა. ისე ცუდად ვიყავი, რა ჭირდა, რა გაუკეთდა ჩემს შვილს, ესეც არ ვიცოდი, _ გვეუბნება დედა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს, რომ ამ დროს უკვე 9 თვის ფეხმძიმე იყო და მეორე შვილი უნდა გაეჩინა, რომელსაც, დიდი იყო რისკი, რომ დაავადება, რომელიც პირველ შვილს ჰქონდა, აღმოჩენოდა. _ მითხრეს, რომ ეს იყო გენეტიკური დაავადება, რომელიც მომდევნო შვილებშიც იჩენდა თავს, თუ გავაჩენდი. ჩვენ ირგვლივ არავინაა, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და ვერ ვხვდებით, საიდან უნდა ჰქონოდათ ბავშვებს. მივიღეთ პასუხი _ დადასტურდა გალაქტოზომია, მაგრამ გადავრჩით, რომ რთულ ფორმაში არ აქვს. თუმცა, გამონაყარი მატულობს და ხანგრძლივდება ბავშვის კანზე. კავშირი მაქვს ბიძინა კულუმბეგოვთან და ფოტოებით ვაჩვენებ, როგორი სახის გამონაყარი უჩნდება, თორემ წასვლისთვის საშუალება ვეღარ გამოვნახეთ. ერთ თვის განმავლობაში რამდენჯერმე გვიხდება ჩასვლა. დაავადების დადგენის მომენტში მე უკვე მეორე შვილი გამიჩნდა, რომელსაც ზუსტად იგივე სიმპტომები აქვს, რაც პირველ შვილს. პატარასაც იმავე ანალიზის გაკეთება სჭირდება, თუმცა, ვეღარ ვახერხებთ, _ გვეუბნება ბავშვების დედა და მედიცინის დოქტორის, ირაკლი ჯოლოხავას მიერ გაცემულ სამედიცინო-გენეტიკურ დასკვნას გვაწვდის, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გამოკვლევა, რომელიც ესაჭიროება ახალშობილს, მისი ღირებულების სიძვირის გამო, ვერ გაკეთდა: როგორც ბავშვების მშობლები გვიყვებიან, მათი ოჯახი 7 წევრისგან შედგება, მათგან მხოლოდ ქეთევანია დასაქმებული, რომლის ხელფასიც ექიმთან თვეში რამდენჯერმე წასასვლელ გზის ხარჯსაც კი ვერ ანაზღაურებს. მათი ოჯახის შემოსავალია, ასევე, ბებიის პენსია, რომელიც ექიმის გასამრჯელოსა თუ წამლებისთვის წინასწარ სესხის სახით აქვთ აღებული. მათივე თქმით, ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური შემწეობის მიღების მიზნით, განცხადებაც დაწერეს, თუმცა, მაღალი სარეიტინგო ქულა მიიღეს, არადა, როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამბობს, მათი შვილებისთვის თითოეული თეთრიც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, ქეთევან მურვანიძემ დახმარების თხოვნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძესაც მიმართა. იმის გასარკვევად, რა დახმარებას გაუწევს ანა და მარიამ სიხარულიძეებს მუნიციპალიტეტი, ზაალ მამალაძეს დავუკავშირდით. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტი სიხარულიძეების ოჯახს, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება. თუმცა, მკურნალობა და სპეციალური კვება, რომელიც პატარა გოგონებს სჭირდებათ, გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რასაც ოჯახი ჩვენი _ საზოგადოების დახმარების გარეშე ვერ შეძლებს. ანასა და მარიამის დახმარება შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება. ხელმოკლე ოჯახისთვის შემოწირული ყოველი ლარი მნიშნელოვანია. გოგონებისთვის ლიბერთი ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში: GE20LB0711164907961000 მიმღები: ქეთევან მურმანიძე. ტელეფონი: (551) ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...