"ქვეყანას არ შეიძლება სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი ხელისუფლება ჰყავდეს"

საზოგადოება

"ქვეყანას არ შეიძლება სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი ხელისუფლება ჰყავდეს"

2015 აპრ 4 16:08:10

ირინა სარიშვილი, ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და ამ სფეროში ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით საუბრობს.

"რაღა თქმა უნდა, ირაკლი ალასანიას, როგორც პოლიტიკოსის მიმართ, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. დასაფიქრებელია მისი ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მიწურულს, როცა ის წამოვიდა პრეზიდენტის გუნდიდან ოპოზიციაში და სააკაშვილს ისეთი ბრალდებები წაუყენა, რომელიც თავიდანვე უნდა ჰქონოდა, თუ ამ ბრალდებებს საფუძვლიანად თვლიდა და არა მხოლოდ მაშინ, როცა სააკაშვილის პოზიციები დასუსტდა.

ანალოგიური კითხვები ჩნდება ალასანიას მიმართ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშიც, როცა ის, ივანიშვილის ერთ–ერთი ფავორიტი და მისი გუნდის წევრი, ბოლო პერიოდში აქტიურად უპირისპირდება ივანიშვილს და მთლიანად ხელისუფლებას და მათ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს, ისეთ ბრალდებებს, რომელიც თავიდანვე უნდა ჰქონოდა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, თუ ამდენ ინფორმაციას ფლობდა.

და მიუხედავად ამ საკმაოდ უხერხული მდგომარეობისა, რომელშიც აშკარად იმყოფება საკუთარ გუნდთან უკვე მეორედ დაპირისპირებული პოლიტიკოსი, მე მაინც ვთვლი, რომ ამ ეტაპზე გაცილებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს არა მისი პიროვნული თვისებების ან დღევანდელი პოზიციის მოტივების დადგენას (ამის დროც მოვა), არამედ იმ განცხადების შინაარსს, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გააკეთა 2015 წლის 3 აპრილს და ბრალი დასდო ხელისუფლებას სახელმწიფო ღალატში.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთელი ჩვენი ყურადღება სწორედ ამ ბრალდების მიმართ უნდა იყოს კონცენტრირებული, რადგან ხელისუფლებას, რომლის საშინაო პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ამჯერად სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი!

ეს არის უმძიმესი ბრალდება, რომელსაც ამ ხელისუფლებამ სრულიად კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს: ან აღიაროს, ან დაამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის. დუმილის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ხშირად მიმართავს ხოლმე, როცა საქმე ქვეყნის შიდა მდგომარეობას ეხება, ამ შემთხვევაში მის მიმართ წაყენებული ბრალდების აღიარების ტოლფასია.

ჩემი მხრიდან, საზოგადოებასაც მინდა მოვუწოდო, ნაკლები ყურადღება დავუთმოთ იმას, ვის გვესიმპათიურება ან არ გვესიმპათიურება ირაკლი ალასანია და პირველ რიგში მისი განცხადების შინაარსზე ვიფიქროთ, რადგან, ვიმეორებ: თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავისი განცხადებით ბრალს დებს ხელისუფლებას სახელმწიფო ღალატში!

დუმილი, ან ალასანიას პიროვნების ლანძღვა–გაქილიკება, არც ხელისუფლების, და არც საზოგადოების მხრიდან, გამოსავალი არ არის!

ასეთ ბრალდებას პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ და არა საზოგადოებამ ხელისუფლების ნაცვლად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე!

ქვეყანას არ შეიძლება ჰყავდეს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი ხელისუფლება! დუმილი ან გაურკვეველი პასუხი ხელისუფლების მხრიდან ამ უმძიმესი ბრალდების დადასტურებას ნიშნავს!",_წერს სარიშვილი ფეისბუქის პირადად გვერდზე.




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...