„ცხადია მათთვის პოლიციელის სიცოცხლე სიცოცხლე არ არის და შესაბამისად არც მათი მოკვლაა დასაძრახი საქმე“

საზოგადოება

„ცხადია მათთვის პოლიციელის სიცოცხლე სიცოცხლე არ არის და შესაბამისად არც მათი მოკვლაა დასაძრახი საქმე“

2015 აპრ 5 15:52:01

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი კანდელაკი, თბილისში 2 პოლიციელის მკველელობაში ბრალს ყოფილ პრემიერის სდებს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გუნდმა წაახალსია ქვეყანაში მსგავსი გარემოს შექმნა.

"ქედს ვიხრი დაღუპული პოლიციელის, 28 წლის ბექა მარგიშვილის ხსოვნის წინაშე. ბრალს ვდებ ბიძინა ივანიშვილს და მის თოჯინებს ამ და სხვა არაერთი კეთილსინდისიერი პოლიციელის მკველობის წამახალისებელი გარემოს შექმნისათვის; ასევე ქურდულ სამყაროსთან შეკვრისა და ქურდული სამყაროს წევრთათვის პოლიციელების განადგურების მწვანე შუქის ანთებისთვის.

ორმა პოლიციელმა სცადა საეჭვო პირის შეჩერება, რომელმაც ერთს შვიდი ტყვია ესროლა მეორეს კი ოთხი. ცხადია მკვლელი ჯერაც არ დაუკავებიათ. გავუსწოროთ რეალობას თვალი: ივანიშვილი გეგმაზომიერად ახდენს ჩვენი ქვეყნის ამ ერთ-ერთი საყრდენის, პოლიციის დაჩმორებასა და დემორალიზებას. აბა როგორ ავხსნათ ის რომ მკვლელი ჯერაც არ არის დაკავებული. როგორ ავხსნათ ის რომ:

• ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელ ქურდული სამყაროს წევრს პრემეირის დაცვის უფროსის მეშვეობით უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებით აპარებდნენ ქვეყნიდან, თავად მუკბანიანის გასვენებაში კი არც ერთი თანამდებობის პირი არ ჩავიდა;

• რომ წუხელ, როცა არამიანცის საავადმყოფოში რამდენიმე საათის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა დაჭრილი პოლიციელი სოლიდარობის გამოსახატად ან თუნდაც უბრალოდ ადამიანურად დემონსტრაციულად არ მივიდა არც ერთი თანამდებობის პირი;

• რომ მთავრობა რეალურად შეეკრა ქურდულ სამყაროს, ქვეყანაში შემოყავს კანონიერი ქურდები და მათთან ერთად საქმეებს „ჩარხავს“ - რისი მრავალი უტყუარი მტკიცებულებაც დაგროვდა;

• რომ ბორჯომში სწორედ მთავრობის მიერ გმირად შერაცხულმა კრიმინალმა - ბესელიას გაგებით კი ვაჟკაცმა - მოკლა პოლიციელი გიორგი ბერუაშვილი, მხოლოდ იმიტომ რომ პოლიციელის ფორმა ეცვა. მკვლელი, ცხადია, ჯერაც არ დაუკავებიათ - პრიორიტეტი არ არის და იმიტომ.

• რომ ზვიძინის მორიგმა თოჯინა გომელაურმა მინისტრობის პირველსავე დღეს აბსოლიტურად გამოგონილი ბრალდებით დააჭერინა შვიდი სპეცრაზმელი რითაც მნიშვნელოვნად დაასუსტა შსს სპეცრაზმების ბრძოლისუნარიანობა;

• და თუნდაც ის რომ ივანიშვილის კოლექტიური მონა ამაზეც იტყვის „მოსაკლავი იყო და მოკლესო.“ ცხადია მათთვის პოლიციელის სიცოცხლე სიცოცხლე არ არის და შესაბამისად არც მათი მოკვლაა დასაძრახი საქმე.
საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ვისაც არ სურს ჩვენი სახელმწიფოს ივანიშვილის ხელში გარდაუვალი კოლაფსი, ხმა უნდა აღიმაღლოს პოლიციელების დასაცავად რათა პოლიციამ დაგვიცვას ჩვენ",_ წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...