მსოფლიო ბაზარზე ქართველი ინტერნეტპროვაიდერები კაბალური ფასებით ოპერირებენ - აფბა

საზოგადოება

მსოფლიო ბაზარზე ქართველი ინტერნეტპროვაიდერები კაბალური ფასებით ოპერირებენ - აფბა

8 აპრ. 2015, 00:32:55

"დღეისათვის საქართველოს ინტერნეტბაზარზე რამდენიმე ათეული კომპანია ოპერირებს, თუმცა ბაზრის 60%–ს კომპანიები "კავკასუს ონლაინი" და "სილქნეტი" ფლობენ და შესაბამისად, თამაშის წესებსაც ისინი ადგენენ", _ ამის შესახებ, სეპციალურად გამართულ ბრიფინგზე "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე–პრეზიდენტმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

ორგანიზაციამ ინტერნეტპროვაიდერების მხრიდან ტარიფების ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მომხმარებლების ინტერესები გათვალისწინებული არ ყოფილა.

"როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე ინტერნეტ ტარიფებზე ფასი კომპანია "კავკასუს ონლაინმა" გაზარდა დაახლოებით 2–5 ლარით. შემდეგ უკვე "სილქნეტიც" ასე მოიქცა, თუმცა მან ფასები 6–10 ლარით გაზარდა. ორივე შემთხევაში კომპანიებმა ფასების ზრდის მიზეზად მომხმარებელთა მოთხოვნა დაასახელეს ინტერნეტის სიჩქარის ზრდასთან დაკავშირებით, რასაც შესაბამისად ფასების ზრდაც მოჰყვა. თუმცა, ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება, რათა მათ არჩევანის საშუალება მისცემოდათ – ან დარჩენილიყვნენ არსებულ ტარიფზე და ნაკლები სიჩქარის ინტერნეტით ესარგებლად, ან გაეზარდათ სიჩქარე და შესაბამისად ფასებიც.

ამ ყველაფრის შემდგომ, კავკასუს ონლაინმა კვლავ დააანონსა ფასების ზრდა და ამის მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე არსებული  და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.  თუმცა როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ჩანს 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, "კავკასუს ონლაინს" შესყიდულ ინტერნეტზე ხარჯი 5 მილიონით შეუმცირდა, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ფასების ზრდა ყოვლად დაუსაბუთებლად მოხდა," _  განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ორგანიზაციის პრეზიდენტმა „კავკასუს ონლაინის" მიერ შესყიდული ინტერნეტის მოცულობაც წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წელის, პროვაიდერმა  1096705 მბ  9 420 439 ლარად შეიძინა. ხოლო 2014 წელს 915778 მბ 3 693 002 ლარად.

რაც შეეხება ლიქნეტის დანახარჯებს, ის ასე გამოიყურება: 2013 წელი -  378 344 მბ ყიდვა  2 482 559 ლარი დაჯდა, ხოლო  2014 წელს 590 000 მბ-ს ყიდვა 4 539 101 ლარი.

"როგორც ვხედავთ "სილქნეტს" 211 656 მბ თ მეტი  აქვს შეძენილი და შესაბამისაც  2 056 542 ლარით მეტი ხარჯიც ჰქონდა. თუმცა მარეგულირებილის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ მხოლოდ სხვა ქვეყნის ოპერატორებისგან და მხოლოდ 6 თვის მონაცემებით 2013 წლის მთლიან შემოსავალთან შედარებით 605 393 ლარით მეტი შემოსავალი მიიღო კომპანიამ და 46000 მბ თ მეტი გაყიდა. ასევე ამას ემატება  ქართული პროვაიდერებისთვის მიყიდული მოცულობა, შემოსავლები და საკუთარი მომხმარებლების ზრდა და მიღებული შემოსავლები", _ განაცხადა აფბას ვიცე–პრეზიდენტმა.

გიორგი კაპანაძის თქმით "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია", დაინტერესდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ინტერნეტ ტარიფებით. მან წარმოადგინა სხვადასხვა ქვეყნებში ინტერნეტზე  არსებული ფასები და განაცხადა, რომ  ქართველი ინტერნეტპროვაიდერები ფაქტობრივად კაბალური ფასებით ოპერირებენ.

ინტერნეტ ტარიფები იურიდიული პირებისთვის

კაპანაძის განცხადებით "აფბა" ასევე დაინტერესდა "კავკასუს ონლაინისა" და  "სილქნეტის" მიერ იურიდიული პირებისთვის დაწესებული დატიფებით.

"უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ინფორმაცია პროვაიდერებს საკუთარ საიტებზე არ აქვთ განთავსებული და მათი მოპოვება მხოლოდ ოპერატორთან დაკავშირების შემდეგ არის შესაძლებელი.  რაც შეეხება ტარიფების ფასსს იგი 55 ლარიდან იწყება და 100 მეგაბაიტის შემთხვევაში 10 000 ლარსაც კი აღწევს რაც ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით საკმაოდ მაღალი ტარიფია და ბიზნესს საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება,"– განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კაპანაძე მოუწოდებს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აუცილებლად დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და კომპანიებს მოსთხოვოს იურიდიული პირებისთვის დაწესებული ტარიფის ოფიციალურად, მათ საიტზე გამოქვეყნება. ასევე, მისი თქმით პროვაიდერებმა მომხმარებლებს მისცენ არჩევანის უფლება, დარჩნენ ძველ პაკეტზე ძველი პირობებით თუ გადავიდნენ ახალ პაკეტეზე ახალი პირობებით.

"აუცილებლად კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დეტალურად შეისწავლოს ინტერნეტპროვაიდეტების ბაზარი,  დაადგინოს კომპანიების რეალური ხარჯი და შემოსავალი, ბაზრის შესწავლის შემდეგ, თუ დადასტურდება კომპანიების მიერ ფასების ხელოვნური ზრდა და თუ დადასტურდება ზემოგებაზე მუშაობა, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და დაუწესოს კომპანიებს ზედა ზღვრული ტარიფი.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა" ასოციაცია გააგრძელებს აღნიშნული ბაზრის შესწავლას და სხვადასხვა მონაცემებს საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს", _  განაცხადა აფბას ვიცე–პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?