საყდრისი-ყაჩაღიანის გადასარჩენად 14 პოლიტიკური პარტია ერთიანდება


საზოგადოება

საყდრისი-ყაჩაღიანის გადასარჩენად 14 პოლიტიკური პარტია ერთიანდება

8 აპრ. 2015, 23:31:40

“გურია ნიუსისთვის“  ცნობილი გახდა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის გადასარჩენად 14 პოლიტიკური პარტია ერთიანდება. პარტიის ლიდერები საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“დღეს საქართველო იმყოფება განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ერთის მხრივ იგი მიისწრაფვის ცივილური მსოფლიოსკენ, მისი ღირებულებებისკენ, ხოლო მეორე მხრივ, თავისი ქმედებებით ამ ღირებულებებს და ფასეულობებს ანადგურებს.

ძალიან ხშირად საქართველოში სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას  ყურადღება არ ექცევა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არ ხდება საკითხისადმი სახელმწიფოებრივი აზროვნებით მიდგომა, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია არა ეროვნული, არამედ პირადი ინტერესები, იკვეთება კორუფციული სქემების ნიშნებიც, ხდება კერძო კომპანიების ლობირება, უხეშად ირღვევა კონსტიტუცია საზოგადოების სრული დუმილის ფონზე!

საკითხის ამგვარ გადაწყვეტას ეწირება ეროვნული ფასეულობები: თბილისის იერსახე და ლანდშაფტი, არქეოლოგიური და ბუნების  ძეგლები, საქართველოს ეკოლოგია, მოსახლეობის ჯანმრთელობა და კიდევ ბევრი რამ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია. ასეთი პოლიტიკის შედეგი და ლოგიკური გაგრძელებაა საყდრისის განადგურებაც.

საყდრისის დანგრევა ესაა დანაშაული ერის წინაშე. მთავრობას არ აქვს უფლება მოუსპოს საკუთარ ერს ისტორიული და კულტურული მეხსიერება. ხელისუფლება უნდა უზრუნველყოფდეს კანონის უზენაესობის პრინციპსაც!

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ: დაცულ იქნას სასამართლოს უზენაესობა და საქართველოს კონსტიტუცია! განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის განადგურება! დაუშვან არქეოლოგები საყდრისზე! გამოძიებულ იქნას საყდრისის ნგრევის კანონიერება! შეწყდეს გარემოს დაბინძურება და ჩატარდეს ეკო აუდიტი! შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია საყდრისის შესახებ!"

განცხადებას ხელს აწერს: ნინო გოგუაძე-თავისუფალი დემოკრატები;  გრგოლ ჯოჯუა-ქრისტიან-დემოკრატიული პარტია; ზაზა მგალობლიშვილი-სახალხო პარტია; მანანა ნაჭყებია-ახალი მემარჯვენეები; ზურაბ ღონღაძე-ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; პაატა ჩოხელი-ლეიბორისტული პარტია;  კობა მახაური-ქრისტიან-დემოკრატები;  ალექსანდრე შალამბერიძე-თვისუფალი საქართველო; ზურაბ ხარატიშვილი-სამოქალაქო ალიანსი-თვისუფლება;   ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი;  სერგო რატიანი-ნაციონალური მოძრაობა;  ლეილა ცომაია-ზვიად განმათვისუფლებელის პარტია:  იგორ ჩხეიძე-ეროვნული ხელისუფლების; დიმიტრი ლორთქიფანიძე ბურჯანაძე დემოკრატები.




 ახალი ამბები
  • დადასტურდა თუ არა ინფიცირების შემთხვევები ჩოხატაურის ბაზარშიჩოხატაურის აგრარულ ბაზარში  კივიდ-19 თან დაკავშირებით ტესტირება ჩატარდა. ტესტირება გაიარეს ადმინისტრაციის მოსამსახურე პერსონალმა და მოვაჭრეების ნაწილმა. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გუშინ სულ 25 ტესტი ჩატარდა და ყველა მათგანის პასუხი ... ...
  • მოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად ჩატარდამოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ყოველ წელს ყველა საგანში ტარდება, ონლაინ რეჟიმით  ჩატარდა. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტურიც, თუმცა ის კვლავ ონლაინ რეჟიმით ჩატარდება თუ არა, ჯერ სკოლებისთვის ცნობილი არ არის. -პირველ ტურში ჩვენმა მოსწავლეებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩატარდება მეორე ტური, დისტანციურად თუ კონტაქტურად. ვიმედოვნებ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეორე ტურშიც იქნებიან საუკეთესოები, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ. „გურია ნიუსს“  ოზურგეთის დანარჩენი სკოლებიდანაც უთხრეს, რომ მოსწავლეებს კარგი შედეგები აქვთ პირველ ... ...
  • "მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას"საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას. სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' და ,,ი'' ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამავე თემაზე: სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები ... ...
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....