სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჟურნალისტებს კახეთის რეგიონში გახსნილი საწარმოები დაათვალიერებინა

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჟურნალისტებს კახეთის რეგიონში გახსნილი საწარმოები დაათვალიერებინა

2015 აპრ 21 18:28:02

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ახალი საწარმოების მოსანახულებლად, კახეთის რეგიონში 19-20 აპრილს მედიატური მოაწყო.

სამინისტროში ჟურნალისტებმა კახეთში დაფინანსებული 42 ახალი საწარმოდან, ლოტოტრონის პრინციპით, თავად შეარჩიეს მოსანახულებელი საწარმოები.

"საზოგადოებაში ძალიან დიდი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის დაპირებული ასი საწარმო. ჩვენ უკვე აგრარულ სექტორში დაფინანსებული გვაქვს 119 ბიზნესი და ვიწყებთ ჟურნალისტებისთვის მათ ჩვენებას. პირველი რეგიონი გახლავთ კახეთი, სადაც 36-ის ნაცვლად, უკვე 42 საწარმოს ნახვის საშუალება გვაქვს.  ლოტოტრონის პრინციპით შევარჩიეთ 8 საწარმო. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადობას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია, თუ როგორი საწარმოები შეიქმნა სახელმწიფოს ხელშეწყობით", _  განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, 119 საწარმოს დასაფინანსებლად განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონ 800 ათას აშშ დოლარს, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა, დაახლოებით, 3700 -ს შეადგენს. გაფართოვდა 600-ზე მეტი საწარმო და საერთო ჯამში შექმნილია 10 ათასამდე სამუშაო ადგილი.

რაც შეეხება კახეთის რეგიონს, დაფინანსებულ  42 ახალი საწარმოში, დასაქმებულია 1025 ადამიანი, განხორციელდა 39 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი: 16 ღვინის წარმოება, 7 მესაქონლეობა, 7 სასაწყობო მეურნეობა, 3 მეფრინველეობა, 2 ცხვრის მოშენება, 2 ხილის გადამუშავება, 1 მეღორეობა, 1 ცხოველის საკვების წარმოება, 1 მუხის კასრების წარმოება და 1 სასათბურე მეურნეობა.

მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მდებარე შპს "ნინოწმინდა1" დაათვალიერეს. ფერმა თვეში 150 000 ცალ კვერცხს აწარმოებს, ხოლო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ამჟამად საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული, თუმცა როგორც "ნინოწმინდა1"-ის ხელმძღვანელი  მჭედლიშვილი გიორგი ამბობს, საწარმო ფართოვდება და, შესაბამისად, 20 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

"დაფინანსებაზე მაინც და მაინც დიდი პრობლემა არ გვქონია. მანამდე ფერმა გვქონდა, მაგრამ ვერ ვმუშაობდით, გვიჭირდა.  ვერც წიწილა შემოგვყავდა, ვერც ქათამი. მთავრობის მიერ შემოთავაზებული შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ავიღეთ 100 ათასი დოლარი. მერე წარმატებით რომ განვითარდა ბიზნესი,  კიდევ ავიღეთ 250 ათასი დოლარი, რის შედეგადაც თანამედროვე აპარატურა შემოვიტანეთ, ავაშენეთ საწყობი, გვაქვს წიწილის გამოსაყვანი გალიები. რეალიზაციას ძირითადად საქართველოში ვახდენთ. სესხი ერთპროცენტიანი განაკვეთით გვაქვს აღებული", _ გვითხრა გიორგი მჭედლიშვილმა.

ჟურნალისტები გურჯაანში შპს "ქართული ხილის" კომპანიაშიც იმყოფებოდნენ. ეს არის ხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც წლიურად 200 ტონა ხილის შენახვა არის შესაძლებელი. გადამამუშავებელ საწარმოში პირველად ელოდებიან ატმის სეზონს, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება და სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება.

მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ყვარელში შპს "შალოშვილის მარანი" და გურჯაანში, სოფელ ველისციხეში შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მოინახულეს. შალოშვილის მარანი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული 200 000 აშშ დოლარის კრედიტით დაფინანსდა, რითაც ქარხანამ გადამამუშავებელი დანადგარები - ღვინის გამაციებელი დანადგარი, ცისტერნა, ღვინის ფილტრაციის სისტემა შეიძინა. ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია 12 ადამიანი, ხოლო სეზონზე დასაქმებულთა რაოდენობა 65-მდე იზრდება. წელიწადში 100-120 ტონა ღვინის წარმოება და რუსეთში ექსპორტი იგეგმება. რაც შეეხება შპს "კახურ ტრადიციულ მეღვინეობას", შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში აღებული 600 000 აშშ დოლარის დახმარებით აშენდა ღვინის საწარმო, რომელიც წელიწადში 4500 ტონა ღვინოს აწარმოებს. საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული. პროდუქცია ექსპორტზე 15 ქვეყანაში გადის.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა"  ცისტერნების გარდა ღვინოს ასევე ფრანგული მუხისგან დამზადებულ კასრებში აყენებს, რომელიც საქართველოშივე იწარმოება.

როგორც სააქციო საზოგადოება "პროფესიონალური მეღვინეების პროდუქტების“ წარმომადგენელმა ვასილ კალანდაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კასრების საწარმოც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით გააკეთა. ის აწვდის სწორედ "კახურ ტრადიციულ მეღვინეობას" კასრებს.

"ჩვენ კასრების ერთადერთი საწარმო გვაქვს კავკასიაში. 850 ათასის ინვესტიცია განხორციელდა ამისთვის. გვაქვს სპეციფიკური დანადგარები,  ესპანეთიდან ჩამოტანილი, რომელიც კასრის წარმოებას უნდა მოხმარდეს. ყაზახებთან გვაქვს მოლაპარაკება, იმპორტზე გასვლასაც ვაპირებთ. როგორც კი მოთხოვნა გაიზრდება, მუშახელსაც დავამატებთ. მასალა გვაქვს ფრანგულ-ამერიკული.  ჯერ-ჯერობით, საქართველოში ვუკეთებთ რეალიზაციას.  დასაქმებული გვყავს 15 ადამიანი. თვეში 120-დან 150 კასრამდე ვაწარმოებთ. შეკვეთებს არ ველოდებით, სულ ვამზადებთ“, უთხრა ჟურნალისტებს ვასილ კალანდაძემ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა  აღნიშნა, სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფინანსებული საწარმოების დათვალიერება მედიატურის ფარგლებში სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლებადაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში N98 პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში. აღნიშნული ბრძანება საქართველოს მოქალაქეთა  და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. „საკანონმდებლო სიახლე ერთი მხრივ იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი, მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას“, – აცხადებენ უწყებაში. ​ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება. ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში. მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს. ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...