გურამ წიბახაშვილი: სინამდვილეში არის სილამაზე ...

gurianews.com

საზოგადოება

გურამ წიბახაშვილი: სინამდვილეში არის სილამაზე ...

2015 აპრ 22 15:30:15

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი-სურათების გალერეაში, ფოტოგრაფების, გურამ წიბახაშვილისა და თინათინ კიღურაძის ფოტო-ნამუშევრების გამოფენა "არსად ისე..." შედგა. ყველაფერი  ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ამავე გალერეაში ქართველი ფოტოგრაფების გამოფენა ჩატარდა.

"მაშინ გაგვიჩნდა იდეა, რომ გურამ წიბახაშვილს და თინათინ კიღურაძეს, ამ ორ ხელოვანს გადაეღო  გურია, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ისინი წამოვიდნენ ამ შემოთავაზებაზე." - გვითხრა ოზურგეთის სურათების გალერიის ფონდების განყოფილების გამგე ლია ურუშაძემ.

ცნობილმა ფოტოგრაფმა, გურამ წიბახაშვილმა გაგვიმხილა, რომ გურიას კარგად არ იცნობდა.

"დღევანდელი გამოფენა არის ორი გალერეის, კონტეინერის" და ოზურგეთის სურათების გალერეის ერთობლივი მუშაობის შედეგი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდად ვიცნობდი გურიას. იმასაც კი ვამბობდი, გალერეა რომ არსებობდა ოზურგეთში, არ ვიცოდი. მოკლედ, მოგვეცა საშუალება, ცოტა ხნით გვეცხოვრა გურიაში და ხუთი დღის განმავლობაში აღვწერეთ ის, რაც ვნახეთ. ეს არ არის კონცეპტუალური ფოტოგრაფია,  ეს არის შთაბეჭდილება, რაც მოდის ვიზუალურად, როცა ნახულობ ამ მხარეს. ეს არ არის სრულყოფილი გამოფენა, რადგან 30 ფოტოში ვერ ჩაატევ გურიას. დაახლოებით, 15 000 ფოტო გადავიღეთ. ფოტოგრაფია არის კარგი საშუალება, რაღაცა შეისწავლო და რაღაცა გადმოსცე მერე. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ახლა გვქონდა ამის საშუალება. ამიტომ შევეცადეთ, ხუთ დღეში შეგვესწავლა გურია და შემდეგ გადმოგვეცა რაღაცნაირად", _ გვითხრა გურამ წიბახაშვილმა.

ფოტო-ნამუშევრების გამოფენის დროს მხოლოდ ორ  ტაძარს, შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარს და აჭის წმინდა გიორგის დედათა მონასტერს ნახავდით. შემოქმედის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ფოტო გალერეაში იყო გამოფენილი, ხოლო აჭის წმინდა გიორგის დედათა მონასტრის, სპეციალურად გამოშვებულ ბროშურაში დაბეჭდეს.

"კულტურული ძეგლები არის ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრები ადგილზე, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, ტურისტულ პირველადობას ავცდენილიყავით და გვეცადა,უფრო ახლო დაგვენახა ყოფა, ხალხი, ტრადიცია და ა.შ. მხატვარმა, ბატონმა ავთანდილ თავართქილაძემ თქვა, რომ სილამაზეს კი არ ვეძებდით, სინამდვილეს უფრო ვეძებდით. მინდა გითხრათ, რომ სინადვილეში არის სილამაზე",_ გვითხრა გურამ წიბახაშვილმა.

თინათინ კიღურაძისთვის გურია მშობლიური მხარეა.

"ძალიან სასიამოვნო იყო გურიაში მუშაობა. მე პირადად ადრეც მქონია შეხება, სოფელი მაქვს გურიაში და ვიცოდი, რასთან მექნებოდა საქმე, როდესაც შემოგთავაზეს ფოტოების გადაღება. მე ვთვლი, რომ ყველას არ შეუძლია ასეთი ბედნიერება ეღირსოს, რადგან ეს ნამდვილად იყო ბედნიერება, ის ხუთი დღე აღმოჩნდა დაუვიწყარი, ულამაზესი ბუნება და ძალიან თბილი ხალხი. ძალიან კომფორტული იყო ხალხთან მუშაობა."

ლია ურუშაძემ გამოფენის დროს გაგვიმხილა, რომ გურამ წიბახაშილი და თინათინ კიღურაძე ქალაქ ოზურგეთს გადაიღებენ.

"არის ახალი ამბავი - დღევანდელი გამოფენის შემდეგ, დაიწყებენ გადაღებას ქალაქ ოზურგეთის და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ვიხილავთ გურამის და თინათინის ახალ ნამუშევრებს."

ლია ურუშაძის თქმით,  ეს ფოტოები გალერეის ფონდის საკუთრება გახდა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანებს. ჩვენთვის, როგორც ხელოვნების მსახური ადამიანებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ქართული თანამედროვე ფოტოხელოვნების ძალიან გამორჩეული წარმომადგენლები ჩვენთან თანამშრომლობენ.

გურამ წიბახაშვილის და თინათინ კიღურაძის ფოტო-ნამუშევრების ნახვა ოზურგეთში 5 მაისამდე იქნება შესაძლებელი.


ნახვა: 54


 ახალი ამბები
  • “ერთი საზაფხულო ჯგუფის გახსნა არასაკმარისი იქნება კონტიგენტისთვის“მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოთხოვნა იყო საზაფხულო ბაღები ყოფილიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ეს საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა. “შიდა მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა გამოკითხული მშობლების 70-80% -ს სურს, რაც ნიშნავს შემდეგს: ერთი საზაფხულო ჯგუფის გახსნა არა საკმარისი იქნება კონტიგენტისთვის და არასამრთლიან პირობებში ჩააყენებს მათ, ხოლო სრული დატვირთვის ამუშავებისთვის ბიუჯეტით ეს შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება ინიციატივას კერძო ბაღბეთან მოლაპარაკების შესახებ, ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას განვახორციელოთ ეს ინიციატივა" - განაცხადა მერის თანაშემწემ ალექსანდრე ბერიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ა.(ა).ი.პ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის  ხელმძღვანელმა მაკა  ჭყონია იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ეს პროექტი განხორციელდება და 2019 წლის ბიუჯეტში გმოიყოფა თანხები. “მოთხოვნა იყო დიდი, როგორც ქალაქიდან და ასევე სოფლის საბავშვო ბაღებიდან, რომ ზაფხულშიც მიგვეღო ბავშვები, მაგრამ 2018 წლის ბიუჯეტში არ იყო ამისთვის თანხა ჩადებული. წელს დავიწყებთ ამ თემაზე მუშაობას, რომ მომავალ წელს ეს საკითხი მოგვარებული იყოს.“ განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლელა საჯაიას თქმით, საკრებულო აქტიურად იმუშავებს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში ეს პრობლემა გადაწყვეტლი იყოს. “იყო მცდელობა წინა წლებში, რომ ურეკში ყოფილიყო საზაფხულო ბაღი, მაგრამ ეს საკითხი ვერ გადაწყდა. ამ დრომდე ასეა, რომ არც წელს იქნება საზაფხულო ბაღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მაგრამ დაწყებულია მუშაობა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გამოინახოს თანხები და დაფინანსდეს ეს პროექტი.“ - გვითხრა ლელა ... ...
  • ბათუმში დახრჩობას 17 წლის ბიჭი გადაარჩინესბათუმში მაშველმა გიორგი მიხნომ 17 წლის ბიჭი გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მოზარდი ზღვის სანაპიროდან 15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და შველას ითხოვდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • ,,ქალბატონი თეას პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება“_ კობა კობალაძემმართველი გუნდის წარმომადგენელი, კობა კობალაძე  სამინისტროების სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესძლო გადადგომას გამოეხმაურა. როგორც კობალაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, წულუკიანს პიროვნულად დიდ პატივს სცემს და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება, ამიტომ, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის გადადგომა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ,,ქალბატონ თეას, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს, პიროვნულად საკმაოდ დიდ პატივს ვცემ, აქედან გამომდინარე, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება და არ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო. გამობრძანდა ქალბატონი თეა და განაცხადა, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია,  მაინც დარჩება ჩვენი გუნდის შემადგენელ ნაწილში. შემდეგი საკადრო ცვლილებები როგორი იქნება, ეს უკვე პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქალბატონმა თეამ უნდა შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია და დანარჩენი ახალი სამთავრობო გუნდის გადასაწყვეტია. რა შეეხება, სამინისტროების გაერთიანებას, ჩემი დამოკიდებულება ოპტიმიზაციის მიმართ არის დადებითი. ამ შემთხვევაშიც მოგახსენებთ, რომ უმთავრესი სიტყვა დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრს იმიტომ, რომ ზუსტად მისი პასუხისმგებლობაა ეფექტური გუნდის შექმნა, რომელიც მთავარი სახელმწიფო ამოცანების გადაწყვეტაზე იქნება ორიენტირებული“, _ განაცხადა კობალაძემ. ცნობისთვის, დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, ამ დრომდე, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ... ...
  • ახალი ვებგვერდი და 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსია შსს-შიშინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან აცხადებს განცხადებების მიღებას 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე. მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება. ასევე, დღეიდან, ფუნქციონირებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. მისი მეშვეობით მოხდება მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განცხადებების მიღება. ამასთანავე, ხსენებული ვებგვერდის გამოყენებით მოქალაქეებს შეეძლებათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია. "გარდა ამისა, იწყება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის საინფორმაციო კამპანია. მედიაში განთავსდება სარეკლამო ვიდეორგოლი, ხოლო უახლოეს კვირებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო ღია კარის დღე გაიმართება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, უშუალო კომუნიკაციის ფორმით, დეტალური ინფორმაცია მიიღოს მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიის, მისი ფუნქცია-მოვალეობების, სამუშაო პირობების და სხვა საკითხების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების პროცესი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია კრიმინალური პოლიციის რეფორმა. სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა და რეაქტიული მიდგომის ეტაპობრივი ჩანაცვლება პროაქტიული მიდგომით. ასევე, პოლიციასთან ერთად, საზოგადოების ორიენტირება უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე, დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცერი არის პოლიციელი, რომელიც ორიენტირებულია სხვა საპოლიციო დანაყოფებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობით იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოს მართლწესრიგი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოქალაქეებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო პრობლემების გადაწყვეტაში. ეს ინსტიტუტი პირველ ეტაპზე თბილისში, საპილოტე რეჟიმში დაინერგება, სადაც 365 მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად დაიწყებს მუშაობას. შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამის მომზადების კურსს გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც, ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით. პერმანენტული მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, იგეგმება ინსტიტუტის შემდგომი გაფართოება ქვეყნის მასშტაბითაც. მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელშიც არსებითია საზოგადოების ჩართულობა. შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცერი იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და ჩამოყალიბდეს მეტი ნდობა, რაც დანაშაულის პრევენციისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, არა მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული კვლევა და სწორედ ხსენებული მიზეზების გადაჭრა, რაც დანაშაულის პრევენციის აუცილებელი პირობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, ვაკანსიების გამოცხადებით, ამ პოზიციაზე მოიზიდოს ახალი კადრები, მოტივირებული, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ემსახურონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში" _ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ... ...
  • ,,იუსტიციის მინისტრი საკმაოდ წარმატებული მინისტრია“_ბუკიაფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე, გიგა ბუკია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას არამიზანშეწონილად მიიჩნევს, რადგან, როგორც ბუკია აცხადებს, იუსტიციის მინისტრმა საქართველოში ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა. ,,ვთვლი, რომ იუსტიციის მინისტრი საკმაოდ წარმატებული მინისტრია, მან ძალიან ბევრი სერიოზული რეფორმა განახორციელა და ის დამოკიდებულება, რომ თეა წულუკიანი უნდა გადაგდეს, ან არ უნდა იყოს  ქვეყნის მმართველობთ ორგანოებში, არასწორია. განსაკუთრებით, არასამთავრობოების მიერ საკითხის ასე დაყენება არ შეეფერება მათ სტატუსს. მიმაჩნია, რომ წულუკიანი საკმაოდ კვალიფიციური და წარმატებული მინისტრი იყო აქამდე, ხოლო, რაც შეეხება მომავალში რა ადგილს დაიკავებს, ეს  პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი იქნება“,_ გვითხრა ბუკიამ. ცნობისთვის, დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, ამ დრომდე, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...