სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხები გადანაწილებულია

საზოგადოება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხები გადანაწილებულია

23 აპრ. 2015, 20:54:51

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხები გადანაწილებულია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 23 აპრილს რიგგარეშე სხდომა ჩაატარა, რომელსაც დეპუტატთა მცირედი ნაწილი არ ესწრებოდა და იგი მხოლოდ ორ საკითხს მოიცავდა. თავდაპირველად საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები ფეხზე წამოდგომით მიესალმნენ დარბაზში მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც სხდომას „post-ალიონისა“ და გაზეთ „გურია ნიუსის“ ერთობლივი პროექტის - „აირჩიე დემოკრატია“ ფარგლებში ესწრებოდნენ.

პირველი საკითხი  დეპუტატების წინაშე გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ გამოიტანა, რომელმაც  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების  განაწილების შესახებ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის დამტკიცების თაობაზე ისაუბრა.

როგორც ირკვევა გამგეობის იურიდიულმა სამსახურმა შეისწავლა  აღნიშნული პროექტი და მას ვიზირებაც გაუკეთა. ლევან ჩხაიძის ინფორმაციით მთლიანობაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ 817 447 ლარი გამოყო. აქედან სოფელ შუხუთში 45 319 ათასი ლარით რვა პროექტი დაფინანსდება.  ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში კო -  14 პროექტი და საამისოდ 85 021 ლარი დაიხარჯება. ნიგოითის ადმინისტრაციაში 79 784  ლარია გათვალისწინებული  16 პროექტის განსახორციელებლად.საგულისხმოა, რომ აქედან 15 328 ლარი სოფელ ჩოლობარგში სასაფლაოზე მისასვლელი გზის შესაკეთებლად უნდა დახარჯულიყო, რაც თავის დროზე სოფლის კრებაზე მოსახლეობამ ერთხმად მოითხოვა. თუმცა, გამგეობამ  ამ თანხის გადამისამართება  საზოგადოებრივი ცენტრის შენობისთვის სახურავის ნაწილობრივ შეკეთებისთვის  და მინის შეძენა- მონტაჟისთვის მოინდომა, რაც  დასამტკიცებლად სხდომაზე წარმოდგენილ  პროგრამის პროექტში ასახულიც იყო. გაირკვა, რომ საბოლოოდ სოფელთან კომპრომისი ვერ შედგა  და სასაფლაოს გზის შეკეთებისთვისაც 13 315 ლარი მაინც დაიხარჯება,  დარჩენილი თანხით კი  საზოგადოებრივი ცენტრის შენობის სახურავი ნაწილობრივ შეკეთდება.

აკეთში ექვსი პროექტის განხორციელებას 49 234 ლარი მოხმარდება. აცანაში ამდენივე პროექტი განხორციელდება და საამისოდ 28 561 ლარია გამოყოფილი. მამათშიც და მაჩხვარეთშიც ასევე ექვსი პროექტი განხორციელდება, შესაბამისად 33 061 ლარით და  29 355 ლარით.  გვიმბალაურის ადმინისტრაციაში რვა პროექტისთვის 40 862 ლარია განსაზღვრული, ხოლო  ჩიბათის შვიდი პროექტისთვის -   54 189 ლარი.

ლესაში სულ ხუთი პროექტია განსახორციელებელი, მთლიანობაში 50 180 ლარის მოცულობით, აი, ჯურუყვეთის ადმინისტრაციაში კი 51 484 ლარით შვიდი პროექტი.  ნინოშვილში მხოლოდ ორი პროექტია შესასრულებელი და ამისთვის 24 438 ლარი გაიხარჯება სოფლის პროგრამებიდან. ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში კი 11 პროექტი განხორციელდება, რომელიც 74 890 ლარს მოიცავს. სუფსაში 14 პროექტი დაფინანსდება 96 312 ლარით.რაც შეეხება ღრმაღელეს, იქ  88 861 ლარი ხუთ პროექტს მოხმარდება. 

დეპუტატ გია გოგუაძის აზრით, გაუგებარია რატომ უნდა დაიხარჯოს სოფლის პროგრამიდან რაიმე თანხა საზოგადოებრივი ცენტრის შენობის სახურავის შეკეთებისთვის.

დეპუტატ ნონა მურვანიძის აზრით კი, გაუმართლებელია, როცა ჯერ თანხა გამოიყოფა და შემდეგ ამ თანხაზე ხდება პროექტის მორგება.

საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, რომან ბიწაძის მოსაზრებით, თანხები, რომელიც სოფლის პროგრამით იხარჯება, ფაქტობრივად, წყალში გადაყრილია.

ბიწაძისგან განსხვავებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის  არსებული მოდელი  სავსებით მისაღებია საკრებულოს  ინფრასტრუქტურის  კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძისთვის, რომელსაც მხარი ნიგოითის თემის დეპუტატმა თემურ ალექსაიამაც დაუჭირა.

ტაბიძემ აქვე ნინოშვილის მემორიალურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის პრობლემა დასვა და გამგებელს წინასწარ მადლობაც გადაუხადა, რომ იგი დაინტერესებულია ამ საკითხის მოგვარებით. 

სოფლის პროექტებთან დაკავშირებით ორიოდ სიტყვა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ზაზა ურუშაძემაც თქვა. 

„წლების წინ სოფელ ქვიანში სოფლის  პროგრამით ბაზარი გაკეთდა, თუმცა, დღეს იგი უფუნქციოა და შიგ არავინ შედის. ახლა ქვიანის ცენტრში საპირფარეშოს გაკეთებას ითხოვენ, გამაგებინეთ ერთი რამდენი უნდა გაკეთდეს, ორი ხომაა, მესამე უნდა დავამატოთ?“, _ აღნიშნა ურუშაძემ, რაზეც მას თემურ ალექსაია გამოეპასუხა და აღნიშნა:

„ერთი კუსტარულად დამზადებულია  ბატონო და კაპიტალური გვესაჭირეობა. თანაც ერთი საბავშვო ბაღზეა მიბმული, მეორე (ანუ კუსტარული) სამედიცინო პუნქტზე, ამიტომ ცენტრიდან მოშორებით უნდა გაკეთდეს“.

რაზეც მას გამგებელიც დაეთანხმა.

საბოლოოდ, გამოტანილ საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა.

მეორე საკითხად საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ ლანცხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  გასული წლის #107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე ისაუბრა.

კერძოდ, გეგმაში აისახა ხის მორების დამუშავების თანხა 2 500 ლარის ოდენობით და მუნიციპალიტეტში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ხარჯების დაფინანსების თანხა   1500 ლარის ოდენობით. ამ საკითხს დეპუტატებმა მხარი ისე დაუჭირეს, რომ არც ერთი კითხვა და შენიშვნა არ გასჩენიათ.




 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...