საფინანსო კომისიამ 2014 წლის ბიუჯეტის ანგარიში დაიწუნა

საზოგადოება

საფინანსო კომისიამ 2014 წლის ბიუჯეტის ანგარიში დაიწუნა

24 აპრ. 2015, 21:43:11

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, ალეკო სარიშვილის ხელმძღვანელობით, გასვლითი სხდომა ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გამართა, რომელსაც  „post-ალიონისა“ და გაზეთ „გურია ნიუსის“ ერთობლივი პროექტის - „აირჩიე დემოკრატია“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. დარბაზში, განსახილველი საკითხებით დაინტერესებული სხვა მოქალაქეებიც იყვნენ.

ტრანსპორტის რეგულირების წესზე საკითხი „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის“ უფროსმა გელა ზოიძემ გამოიტანა.  კომისიის წევრები ერთსულოვანნი იყვნენ, რომ საკითხი მართლაც მტკივნეულია და აუცილებლად მოსაგვარებელი, ამიტომაც მას ერთხმად  დაუჭირეს მხარი. დეპუტატთა განწყობა იგივე იყო  გარევაჭრობის რეგულირების წესის განხილვისას.

როცა  გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ, 2014 წლის ბიუჯეტის ანგარიშის შესახებ ისაუბრა, კომისიის წევრთა ერთსულოვნებაც გაქრა.

ლაშხიას მოხსენებიდან, რომელიც ციფრებს უხვად მოიცავდა გაირკვა, რომ ბიუჯეტი 100% -ით ვერ შესრულდა,  მაშინ, როცა საკრებულოსა და გამგეობას ნაშთის სახით საერთო ჯამში 264 ათასი ლარი დარჩა. მათ შორის გამგეობის სოციალურ სამსახურს აუთვისებელი 47 ათასი ლარი დარჩა, არადა, აღნიშნულ სამსახურში შემოსული 2000 განცხადებიდან მხოლოდ 500 დაკმაყოფილდა.

„ყველაფერი ეს არის არასწორი მენეჯმენტის ბრალი. სოციალური სამსახურის უფროსის უნიათობის შედეგია, რომ სამსახურმა სრულად ვერ აითვისა თანხა. ნაშთის სახით საკრებულოსა და გამგეობასაც დარჩა თანხები, არადა, ბიუჯეტი ვერ შესრულდა. ამაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ გამგებელს უნდა დაეკისროს. გახსოვთ, ალბათ, გამგეობის ერთ-ერთ სამსახურში ახალი საშტატო განრიგი დავამტკიცეთ, თუმცა, რატომღაც გამგებელმა ბრძანება არ დაწერა და ხელფასები ძველი საშტატო განრიგით იწერებოდა. ეს კრიმინალია, რაზეც პასუხი პირდაპირ გამგებელმა უნდა აგოს.

მაისში გაფორმდა ხელშეკრულება  ტენდერში გამარჯვებულ ფირმასთან, ხუთი თვე არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ ხუთ ოქტომბერს გაუწყვიტეს ხელშეკრულება. ყველანი საარჩევნო რეჟიმში იყვნენ გადართულები, არავის ეცალა საქმის კეთებისთვის. აქ პირდაპირ უნდა დადგეს ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების პასუხისმგებლობის საკითხი“, -განაცხადა კომისიის წევრმა გია გოგუაძემ.

გოგუაძის არგუმენტები გარკვეულწილად გასათვალისწინებელი აღმოჩნდა  კომისიის წევრებისთვის, რაც აისახა კიდეც საკითხის კენჭისყრისას. ანგარიშს ხელი ერთადერთმა, თავად კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სარიშვილმა აუწია, ოთხმა კი დაიწუნა, მათ შორის უმრავლესობის წევრმაც.  სამმა კომისიის წევრმა თავი შეიკავა, საკრებულოს სხდომამდე საკითხში უკეთ  გარკვევის არგუმენტით, თუმცა, რეგლამენტით თავის შეკავება იგივე უარის თქმის ტოლფასია. ამ პროცედურამ ცხადყო, რომ 30 აპრილის საკრებულოს სხდომაზე მთავარი საბიუჯეტო კომისიის წევრთა პოზიცია, განგაშის საფუძველს უქმნის გამგეობას ანგარიშის უარყოფითი დასკვნის დადების კუთხით.
სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას კომისიის წევრი, შუხუთის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი იმნაიშვილი დაინტერესდა, რატომ აქვს „ვეტო დადებული“ შუხუთს.

„გამგებელი დამპირდა ინფრასტრუქტურიდან 25 ათას ლარს დაგვიმატებდა, თუმცა, დღემდე არაფერი ჩანს. სტიქიაზეც მხოლოდ 12 ათასი გამოგვიყვეს. შუხუთი დანგრევის პირასაა, ინგრევა სკოლა, საბავშვო ბაღი, არაერთხელ მივმართე სათანადო ინსტანციებს დახმარებისთვის, თუმცა, შედეგი ნულია. მრჩება შთაბეჭდილება და ჩემი თანასოფლელებიც ამას მეუბნებიან, ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ სოფელმა მე ამირჩია.

გამგებელმა ისიც მითხრა, მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც მივიღებდით თანხებსო, თუმცა, წავიდა გუბერნატორი და წაყვა თანხაც“, - განაცხადა იმნაიშვილმა.




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...