"2004-2012 წლებში, მოქალაქეებმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, 5 634 ქონება დათმეს"

gurianews.com

საზოგადოება

"2004-2012 წლებში, მოქალაქეებმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, 5 634 ქონება დათმეს"

2015 აპრ 28 17:35:00

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები", მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ, 2004-2014 წლებში, ჩუქების ხელშეკრულებით, უსასყიდლოდ ან მიტოვების ფორმით, გადაცემული ქონებების, წილების, აქციებისა და ავტომობილების შესახებ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს.

"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, გამოკვეთილია ღია ტენდენცია, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფოს სასარგებლოდ, მასობრივად თმობდნენ საკუთრების უფლებას, სხვადასხვა ქონებებთან დაკავშირებით ფორმდებოდა ჩუქების ხელშეკრულებები და სხვადასხვა სამართლებრივი შეთანხმების ფორმით, სახელმწიფოს ხელში ქონებები გადადიოდა უსასყიდლოდ. მონიტორინგის შედეგად, 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადაეცა 369 ქონება, მიტოვების გზით და სხვა სამართლებრივი ფორმით კი - 1941. საერთო ჯამში, სახელმწიფომ მიიღო 2310 ქონების განკარგვის უფლება. ამასთან, შესწავლილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქალაქეებმა წილები/აქციები დათმეს 150-ჯერ, ხოლო სახელმწიფო გახდა 864 ავტომობილის მფლობელი. მთლიანობაში, სახელმწიფომ 2004-2012 წლებში, მოქალაქეებისგან 5634 ქონება მიიღო.

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ან/და მიტოვებული ქონების სიმრავლე გვხდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გარდაბანი - 477, აბაშა - 116, ბათუმი - 97, ჩოხატაური - 84, ხელვაჩაური - 76, მცხეთა - 65, ხონი - 48, ხოლო საკუთვრივ თბილისში, 2004-2012 წლებში, დაფიქსირებულია ქონების დათმობის 589 შემთხვევა. ორგანიზაციამ შეისწავლა 2000-2003 წლებში არსებული მდგომარეობაც, სადაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების დათმობის მხოლოდ 1 შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში, სრულადაა წარმოდგენილი დათმობილი ქონებების პერიოდი, საკადასტრო კოდი და მისამართები. რაც შეეხება დათმობილ წილებს/აქციებსა და ავტომობილებს, ინფორმაციაში ამის შესახებ მხოლოდ სტატისტიკური მომაცემებია მოტანილი.

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, აგრეთვე მოითხოვა ინფორმაცია, თუ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014  წლის მდგომარეობით, რამდენმა მოქალაქემ ჩუქების ხელშეკრულებით ან სხვა სამართლებრივი ფორმით, დათმო საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ და რამდენი მიტოვებული ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ორგანიზაციის მიმართ, გამოხმურების წერილში ნათქვამია, რომ "ფიზიკური პირების მიერ ჩუქების ხელშეკრულებიტ ან სხვა სამართლებრივი ფორმით სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების დათმობის თაობაზე და აგრეთვე სტატისტიკურ ინფორმაციას მიტოვებული ქონების შესახებ, რომელიც დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ინფორმაცია არ მოიპოვება".

"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, ცალსახად შეუძლებელია ითქვას, რომ 2004-12 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობილი ქონებები, წარმოდგენდა საკუთრებების ჩამორთმევის შემთხვევებს, მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიღებულ სიკეთეებს, ვინაიდან შესწავლილ ინფორმაციაში, დათმობილი ქონებების მიზეზებსა და მოტივაციაზე, საუბარი არ არის. მიუხედავად ამისა, თვალსაჩინოა საკუთრებების დათმობისა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის მასობრივი ხასიათი და ტენდენცია. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, "ქონებაჩამორთმეულთა საქმეები" გახდა ტერმინი, რომელიც 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში, სწორედ საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე მიუთითებს, ვინაიდან არაერთი ფაქტით იქნა დადასტურებული, რომ 2006-2012 წლებში, მოქალაქეებმა და კერძო იურიდიულმა პირმა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ აჩუქეს ქონებები და საკუთარი კომპანიის წილები, რაშიც სახელმწიფოს ზეწოლის ნიშნები იკითხება.

ცნობისთვის: "ახალგაზრდა ადვოკატებმა" საკითხზე საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2014 წლის 15 დეკემბერს მიმართა. მოთხოვნილი ინფორმაცია 2014 წლის 31 დეკემბერს, სრულად გასცა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. 2015 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, ორგანიზაციამ მიღებული ინფორმაცია სრულად შეისწავლა.


ნახვა: 19


 ახალი ამბები
  • თემქაზე მე-6 სართულიდან გოგო გადმოვარდა თემქაზე საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან გოგო გადმოვარდა. ამ დროისთვის ის საავამდყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრონ გამოძიებას 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • „ჩვენზე უკვე მოახდინა გავლენა მესამე პირმა“ _ ეკა ნინიძის სასამართლო პროცესი გადაიდოდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასამართლოში ჩანიშნული  კიდევ ერთი პროცესი გადაიდო. მოსარჩელე ეკა ნინიძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა, სამსახურში აღდგენას ან ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანას ითხოვს. მოსამართლე მარინა კიკნაძეს  მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტმა, მიხეილ შილაკაძემ, რომელიც მოპასუხე მხარეს წარმოადგენს. მან განმარტა, რომ ქალაქ  ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს ეკა ნინიძე ხელმძღვანელობდა, მუნიციპალიტეტისას კი _ ავთანდილ მექვაბიშვილი. ორივე გათავისუფლებული პირი ითხოვს აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენას. თუმცა, მუნიციპალიტეტების შერწყმის შემდეგ, ერთი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი არსებობს. _ ეს არის ორი ერთნაირი საქმე და ამიტომ გვაქვს შუამდგომლობა,  გავაერთიანოთ. ისინი ერთსა და იმავე თანამდებობაზე ითხოვენ აღდგენას, _  თქვა შილაკაძემ. აქვე შევნიშნავთ, რომ ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესი  23 აპრილისთვის არის გადადებული. მოსამართლემ  განმარტა, რომ ეს მხოლოდ ზეპირი მოთხოვნაა და სასამართლოს სჭირდება დოკუმენტი.  შილაკაძემ თქვა, რომ შემდეგ  სხდომაზე მტკიცებულებას   წარმოადგენდა. შილაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი შუამდგომლობა აქვთ. _მოსარჩელე ითხოვს დირექტორის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას.  სკოლამდელი აღზრდის ცენტრში დირექტორიც და მოადგილეც დანიშნულია. ამიტომ ვითხოვთ სასამართლო პროცესში მესამე პირის ჩართვას. მაკა ჭყონია და მისი მოადგილე თამარ ქავზარაშვილი მესამე პირებად უნდა იყვნენ ჩართული, _ განაცხადა მან.  ეკა ნინიძის ადვოკატმა გია ხუროშვილმა  განმარტა, რომ  მათ არ აქვთ პრეტენზია არავის დანიშვნაზე და არ მიიჩნევენ საჭიროდ მესამე პირის ჩართვას. ლაშა თავაძის თქმით, ეკა ნინიძე რომ დაინიშნოს, ეს გავლენას მოახდენს მათზე, ვინც დღეს უკვე დანიშნულია. მოსარჩელე ეკა ნინიძემ განაცხადა, რომ მასზე და ავთანდილ მექვბიშვილზე უკვე მოახდინა გავლენა მესამე პირმა. _ ჩვენზე,  ჩემზე და ავთანდილ მექვაბიშვილზე,  უკვე მოახდინა მესამე პირმა გავლენა.  სამსახურიდან უკანონოდ გაგვათავისუფლეს, სხვა დანიშნეს და ახლა ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ გავლენა მასზე? არსად მიწერია სარჩელში, რომ მე ვითხოვ მოადგილის თანამდებობას,  გათვისუფლებული ვარ უკანონოდ და ვითხოვ სამსახურში აღდგენას, _ თქვა მან. მიშა შილაკაძის განმარტებით,   ტოლფასი თანამდებობა უნდა იყოს შესატყვისი წინა თანამდებობასთან ან დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნდა დაკმაყოფილდეს იმავე თანამდებობაზე... _რომელ ტოლფას თანამდებობას ითხოვთ? _მიმართა შილაკაძემ მოსარჩელეს. გია ხუროშვილმა კი ასეთი პასუხი გასცა: _ ვიღაც რომ დანიშნულია იქ, არ ნიშნავს იმას, რომ ეკა ნინიძე არ უნდა იქნეს აღდგენილი. მოსამართლე მარინა კიკნაძე დაეთანხმა პროცესის გადადებას, რომელიც 23 აპრილს, ორშაბათს, დღის 1 სათისთვის ჩაინიშნა  და განმარტა, რომ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს, როგორც მექვაბიშვილის და ნინიძის პროცესის გაერთიანებაზე, ისე მესამე პირის ჩართვაზე. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ციცინო როხვაძემ განაცხადა, რომ  მესამე პირის ჩართვა არაფერს შეცვლიდა და მას, შესაძლოა, შეეხოს შედეგი, რომელიც სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი არ ... ...
  • პანკისელებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს შეცდომა აღიაროსახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მცხოვრებთა შეკრება გაიმართა. შეკრებილები საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ, აღიარონ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა. პანკისელები, ასევე, თემირლანის სიკვდილში დამდაშავე პირების დასჯას და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, _ აღნიშნულის შესახებ რადიო "თავისუფლება" იუწყება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „ნათელია, რომ თემირლანის შესახებ გამოსაძიებელი არაფერია და ხელისუფლებას უჭირს შეცდომის აღიარება“ - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისივე თქმით, ხეობის მოსახლეობა ცდილობს, რომ ხელისუფლებამ შეცდომა აღიაროს. პანკისელებმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდეს მათთან შეხვედრისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ. სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ ... ...
  • არჩილ მიშველაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით აიკრძალადღეს, თბილისში  16:30 საათიდან 18:30 საათამდე  არჩილ მიშველაძის ქუჩაზე, ორივე მიმართულებით იკრძალება საავტომობილო მოძრაობა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება. როგორც უწყებაში ამბობენ, მოძრაობის დროებით შეჩერების მიზეზი "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში ევაკუაციის გეგმის ... ...
  • რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენიდან 77 წლის მამაკაცი გაიტაცესმორიგი გატაცება გორის რაიონიდან - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელი ჯარიაშენიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილია, _ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. მესტუმრიშვილი მწყემსია და ის საოკუპაციო ზოლთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს ... ...

არქივი

ზაფრანი

22 წლის მოდელი აუქციონზე ქალიშვილობას ყიდის

22 წლის პორტუგალიელი მოდელი აუქციონზე...

რა სარგებელი მოაქვს საღეჭ რეზინს

 აშშ-ში, მშრალი კანონის დროს, არომატული...

ახალგაზრდობის ელექსირი

ცოტა ხნის წინ მღრნელებზე ჩატარებული...

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გენეტიკაზე უფრო...

როდის რა ვსვათ?

ჭამის დროს წყლის სმას ყოველთვის...

რა გვაძლევს და რა გვართმევს ენერგიას

რა გვაძლევს ენერგიას: 1. წყალი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...

გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა გულის სიდამპლის წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება  თხილის...

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ...

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო,...

როდის დავიწყოთ თხილის პლანტაციის შეწამვლა

საშიში სოკოვანი დაავადებების და მავნებელთა...