მერიის განმარტება თამარაშვილის ქუჩაზე მწვანე ნარგავების მოჭრასთან დაკავშირებით

საზოგადოება

მერიის განმარტება თამარაშვილის ქუჩაზე მწვანე ნარგავების მოჭრასთან დაკავშირებით

2015 აპრ 28 22:27:58

თამარაშვილის N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი და იგივე დროს თბილისის არქიტექტურის სამსახურში შევიდა ქალაქგეგმარებითად არასწორად გამიჯნული რამდენიმე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნა აღნიშნული ნაკვეთების ცალ-ცალკე სამშენებლო განვითარებაზე. იმის გამო, რომ არ მიგვეღო მოუწესრიგებელი სივრცით-გეგმარებითი განაშენიანება და არ მომხდარიყო ტერიტორიის ქაოსური განვითარება, თბილისის არქიტექურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი ტერიტორიის სამშენებლო განვითარება განხორციელებულიყო განაშენიანების რეგულირების გეგმის  ფარგლებში. შეჩერდა ცალკეულ ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვების გაცემა და დაიგეგმა ყველა მესაკუთრესთან შეხვედრა გრგ-ს დამუშავებაზე რეკომენდაციების გასაწევად.

მესაკუთრეებმა ზონალურ საბჭოს არაერთხელ წარუდგინეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, თუმცა, ყოველ ჯერზე მათ გარკვეული ხარვეზები უდგინდებოდა. ამასთან, წარმოებაში  ჩართული იყო მომჩივანი მხარეც - მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლები, რომლებიც ახალი მშენებლობის რამდენიმე მეტრით გადაწევას ითხოვდნენ. საბოლოოდ წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებული იქნა კომისიის რეკომენდაციები – ჩამოყალიბდა 2 შიდა ეზო პერიმეტრული განაშენიანებით, რომელთაც სივრცულად ერთმანეთთან ექნება კონტაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სარეკრეაციო სივრცეები შიდა ეზოების ხარჯზე გაზრდილია და ზონისთვის დადგენილი მოშენების ფართი, გამწვანების მაქსიმალური შენარჩუნებით, 0,7-დან შემცირებულია 0.4-მდე. არქიტექტურის სამსახურმა გაითვალისწინა ადგილობრივთა პრეტენზიებიც და საპროექტო შენობა მათ სახლს 25 მეტრით მოშორდა. გრგ-ს ამ ვერსიის განხორციელებას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურიდან ესაჭიროებოდა ხეების მოჭრასა და გადაგრვაზე ნებართვები, რაც დამკვეთებმა წარმოადგინეს.

27 აპრილს „არქი ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია „გრინ-სითიმ“ თამარაშვილის N13-ში ნარგავების მოჭრის სამუშაოები ნაჩქარევად და გარკვეული პირობების დარღვევით დაიწყო, რასაც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მხრიდან სწრაფი რეაგირება და ჭრის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერება მოჰყვა. კომპანიამ, მშენებლობის განხორციელების მიზნით, თავის კუთვნილ ტერიტორიაზე ნარგავების მოჭრაზე წერილობითი თანხმობა მიმდინარე წლის 24 აპრილს მიიღო. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა ეხება 30, მათ შორის, 4 გამხმარი ხის მოჭრასა და 19 ხე-მცენარის გადარგვას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის დამტკიცების შესახებ საკრებულოს N17-55 დადგენილებით (თავი 3, მუხლი 26), კერძო მესაკუთრეს უფლება აქვს, მშენებლობის მიზნით მოითხოვოს ხეების მოჭრა სათანადო კომპენსაციის გათვალისწინებით. კანონის შესაბამისად, კომპანიამ სრულად გადაიხადა ნარგავების აღდგენითი ღირებულების თანხა - 88 884 ლარი. თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიამ მოითხოვა გაცილებით მეტი ნარგავის მოჭრა, თუმცა, სამსახურის მხრიდან მრავალჯერადი შენიშვნის გათვალისწინებითა და წარმოდგენილი პროექტის კორექტირების შედეგად, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დავიდა. გაცემული ნებართვის მიუხედავად, თბილისის არქიტექტურის სამსახურის დავალების გათვალისწინებით, სამშენებლო კომპანია ვალდებული იყო, დალოდებოდა ჯერ საკრებულოს მიერ აღნიშნული ტერიტორიის კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო ნებართვით გათვალისწინებული მოჭრისა თუ გადარგვის სამუშაოები. კომპანიამ ხე-მცენარეების ჭრა კორექტირებული გრგ-ს დამტკიცების გარეშე დაიწყო. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა კომპანიას სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, რაც კომპანიის მხრიდან ასევე მყისიერად შესრულდა. სამუშაოების შეჩერებამდე ტერიტორიაზე 17 ხე მოიჭრა. საკითხი მოსაკვლევად და შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის მერიის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახურებს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად, მოსაჭრელი ნარგავების საკომპენსაციოდ უკვე დარგული აქვს 300 ხე-მცენარე მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ახლო მომავალში დამატებით 1000 ხე-მცენარეს დარგავს.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...