პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეული მიმოხილვა

საზოგადოება

პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეული მიმოხილვა

4 მაი. 2015, 14:40:07

FactCheck.ge საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 27 აპრილიდან 3 მაისამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, „საზოგადოება 2030“-ის ექსპერტის, მიხეილ დუნდუას განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, “2013-2014 წლები მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა... და ამ წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან 32%-ით უფრო მეტი შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე ეს მთელი ცხრა წლის განმავლობაში შევძელით”.

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2013-2014 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავალი 2 914 მლნ აშშ დოლარი იყო. წინა ხელისუფლების მმართველობის ცხრა წლის მანძილზე (2004-2012) აღნიშნულმა შემოსავლებმა 3 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მანძილზე მიღებულ შემოსავლებს 15%-ით (436 მლნ აშშ დოლარით) აღემატება.

მიხეილ დუნდუას 2008-2012 წლებში ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლების 2013-2014 წლების შემოსავლებთან შედარებისას რიცხვები სწორად მოჰყავს. თუმცა, ის წინა ხელისუფლების მმართველობის ცხრა წელზე საუბრისას, მმართველობის პერიოდად 2003-2011 წლებს ასახელებს, მაგრამ არაფერს ამბობს 2012 წელზე. 2012 წლის ნაცვლად, დუნდუა 2003 წლის მონაცემებს გულისხმობს.

ქვეყნის სათავეში წინა ხელისუფლება 2003 წლის ბოლოს მოვიდა. შესაბამისად, თუ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის 9 წელზე ვსაუბრობთ, მაშინ 2004-2012 წლებში შემოსული შემოსავლები უნდა იქნას მხედველობაში მიღებული, რაც 3 350 მლნ აშშ დოლარია. ეს რიცხვი ბოლო ორი წლის მანძილზე მიღებულ შემოსავლებზე 436 მლნ აშშ დოლარით მეტია. ამასთან, მსგავსი მეთოდით (წლების უბრალოდ დაჯამებით) აღნიშნულ სფეროში არსებული რეალობის გაანალიზება შეუძლებელია. წლიდან წლამდე მიღწეულ პროგრესს ყოველწლიური ზრდის ტენდენცია გვიჩვენებს.

“საზოგადოება 2030″-ის ექსპერტი რიცხვებით მანიპულირების საშუალებით არსებული მდგომარეობის შელამაზებას და უარყოფითი ტენდენციის დადებითად წარმოჩენას ცდილობს. 2014 წელს როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ისე ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლების პროცენტული ზრდა შემცირდა. 2015 წელს კი, დაიკლო ვიზიტორთა რაოდენობამაც.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ მიხეილ დუნდუას განცხადება ტყუილია.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებაც გადაამოწმა. მელიას თქმით, 8 თვის განმავლობაში თბილისში არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა და ელემენტარული ორმოც კი ვერ იქნა ამოვსებული.

ფაქტ-მეტრის მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ბოლო 8 თვეში თბილისის მასშტაბით 256 ინფრასტრუქტული პროექტის (თითოეული 50 ათას ლარზე მეტი ღირებულების) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის, ცენტრალური გზების რეაბილიტაციის სამუშაოების უმრავლესობა 2014 წელს არ განხორციელებულა და მათი რეალიზება 2015 წელს იგეგმება. ასევე, პროექტების განხორციელება დროში საკმაოდ გაწელილია, რაც განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას განცხადება ზუსტი არ არის და ცალსახად გადაჭარბებულია, გზების ნაწილში მისი განცხადების კონტექსტი სწორია, ავარიული გზები ყველა მოქალაქის პრობლემაა.

ფაქტ-მეტრმა ნიკა მელიას განცხადება მეტწილად მცდარად შეაფასა.

გასულ კვირას გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხებოდა. ივანიშვილის თქმით, 2014 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. ასევე, მისი განცხადებით, „1998 წლის კრიზისის დასრულების შემდეგ, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ეკონომიკის ზრდა დაიწყო. ახლა კი, კრიზისია ევროპაში, რეგიონში. ამ ფონზე, ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩვენ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. 2003 წელს, შევარდნაძის მთავრობის დროს ეკონომიკური ზრდა 11% იყო, 2007 წელს, სააკაშვილის მთავრობის დროს – 12%, მაგრამ არცერთ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო ევროპასა და რეგიონში ლიდერი არ ყოფილა“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის წინასწარი მონაცემებით, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ირლანდიაში ფიქსირდება (4.8%). თუმცა, ევროპის ქვეყნებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოსთან შედარებით გაცილებით მეტია, რაც გულისხმობს, რომ ერთნაირი პროცენტული ზრდის პირობებში, ნომინალურ რიცხვებში გამოხატული ევროპის ქვეყნების შემოსავალი გაცილებით მეტად გაიზრდება.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ 2005 წლიდან, 2008-2009 წლების კრიზისული პერიოდის გარდა, საქართველოს ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ყოველთვის ჰქონდა უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ეს 2013-2014 წლებში დაფიქსირდა. ასევე, ევროპის განვითარებად ქვეყნებთან შედარებით საქართველო 2010-2011 წლებში მხოლოდ თურქეთს ჩამორჩებოდა, 2013 წელს კი მე-5 ადგილზე იყო.

რაც შეეხება საქართველოს ადგილის დსთ-ის ქვეყნებში, ანუ ჩვენს რეგიონში, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი არასდროს ჰქონია. მათ შორის არც 2014 წელს, რადგან საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში დაფიქსირდა. 2014 წელს დსთ-ის ქვეყნების ეკონომიკა 1%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ეკონომიკური ზრდა წინა წელთან შედარებით შემცირებულია, ამას რეგიონში საქართველოს რეიტინგზე გავლენა არ მოუხდენია.

იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2014 წელს საქართველოს მსგავსად, 3 500-4 000 აშშ დოლარის ფარგლებში იყო, საქართველო მშპ-ის ზრდის ტემპით მეოთხე ადგილს იკავებს. 2015 წლის პროგნოზის მიხედვით კი, საქართველო არც რეგიონში და არც ევროპაში მოწინავეთა რიგებში აღარაა.

2014 წელს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა 1.4%-ით გაიზარდა. შესაბამისად, კრიზისზე (განსაკუთრებით 1998 წლის ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში) საუბარი საფუძველს მოკლებულია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება მეტწილად მცდარად შეფასდა.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაც გადაამოწმა. ჯაფარიძის თქმით, “წელს სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური ხარჯების 3%-მდე ზრდა არის ჩადებული, რაც პრაქტიკულად ზრდა არ არის. თუ გავითვალისწინებთ ლარის გაუფასურებას, პირიქით შემცირება გამოდის. მიმდინარე წლის აპრილიდან ბავშვზე 10 ლარიანი დანამატის გაცემა უნდა დაწყებულიყო, მთავრობამ ეს ვერ მოახერხა და მაისამდე გადავადდა. ისიც არ ვიცით მაისიდან მოხდება თუ არა ამის გაცემა”.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების დაფინანსება წინა წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა. გასულ წლებში (2012, 2013, 2014) სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება გაცილებით მაღალი ტემპით იზრდებოდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ, UNICEF-ის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა. ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000-ს არ აღემატება, ყოველ ბავშვზე 10 ლარიანი დანამატი უნდა მიიღონ.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია ძალაში 2015 წლის 1 აპრილიდან უნდა შესულიყო. თუმცა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 მარტის დადგენილებით, ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების ვადამ 1 მაისამდე გადაიწია. სამინისტროში განმარტავენ, რომ  ვადის გადაწევა ახალ ფორმულაზე დამატებითი სამუშაოების საჭიროებით იყო გამოწვეული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალი მეთოდოლოგია აპრილში ამოქმედდებოდა, სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვზე 10 ლარიან დახმარებებს იმავე თვეში ვერ მიიღებდნენ, რადგან ოჯახის გადამოწმებიდან ფულადი დახმარების დანიშვნამდე პერიოდი 2-დან 3 თვემდე მერყეობს.  თუმცა, ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების ვადის გადაწევის შედეგად, ოჯახები ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში სოციალურ დახმარებას და ბავშვზე 10 ლარიან დანამატსაც დაგეგმილზე შედარებით გვიან მიიღებენ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება მეტწილად სიმართლეა.




 ახალი ამბები
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება„ოკუპაცია არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და აუცილებლად დასრულდება. მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი არის ერთ - ერთი ყველაზე  ტრაგიკული დღე ქვეყნის ისტორიაში. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია უმთავრესი  პრიორიტეტია. „მე მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად,"- განაცხადა არჩილ ... ...
  • 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა (R)დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის ... დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები. დღესვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია . სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა.   https://www.youtube.com/watch?v=OCYG-dpU0yA&feature=share&fbclid=IwAR2CGxpA6dgwV8HsnCG3h4-a1POARx_LlWPKLdTKt61XM7rEAXKvkBSkDDE ... ...
  • ეს ომი ტრაგედიაა - პრემიერი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებითამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.  „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ... ...
  • გახარია - საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, რაღაც გამონაკლისები იყოს, თუმცა რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი. „შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი, ამიტომ რაღაც დიდი გადახრები ვერ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls