სამწუხაროდ, არცერთ ძალადობის ფაქტზე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა - ომბუდსმენი

gurianews.com

საზოგადოება

სამწუხაროდ, არცერთ ძალადობის ფაქტზე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა - ომბუდსმენი

2015 მაი 16 16:51:48

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს.

"სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ძალადობისა და ჰომოფობიური გამოვლინებების ყველაზე მეტი შემთხვევა, სწორედ, ამ დღეს დაფიქსირდა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.
საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ჰომოფობიური განწყობა მჭიდრო კავშირშია საზოგადოების სოციალური და კულტურული  შემწყნარებლობის ზოგად დონესთან. 2012 და 2013 წლების 17 მაისს კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის სურვილით შეკრებილი ადამიანების მიმართ განხორციელდა სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები. პოლიციამ კი ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა. 2014 წლის 17 მაისი არ აღნიშნეს ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და უფლებადამცველებმა, რადგან გასული წლების გამოცდილებით მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბებისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა. სამი წელი გავიდა და სამწუხაროდ, არც ერთ ძალადობის ფაქტზე არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი.

აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება - „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა 2012 წლის 17 მაისს სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე–3 (წამების აკრძალვა); მე–10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე–11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა მე–14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიმართებით. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფო უნდა იყოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკაში განხორციელების გარანტი. ასევე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ  ამ უფლებების რეალიზაციის პროცესში საფრთხე არ დაემუქროს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სრულად ვიზიარებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სულისკვეთებას და მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და საზოგადოებას, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას", _ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

2015 წლის 17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება. დღის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზის ნომერი: 2 91 38 14; 2 91 38 15.


ნახვა: 43


 ახალი ამბები
  • ტროტუარზე გამოტანილი პროდუქტები ოზურგეთშიქალაქ ოზურგეთში გარევაჭრობის საკითხი ისევ მოუგვარებელი რჩება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი შალვა გაბრიჩიძე ამბობს, როომ ეტაპობრივად ეს საკითხი გადაიჭრება. “ძველი ბაზრის უკანა მხრიდან ეს საკითხი მოგვარებულია, რაც შეეხება წინა მხარეს, იქ მიმდინარეობს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები, რის დასრულების შემდეგ ყველას მოუწევს ბაზარში შესვლა. ჩვენ ყველა გარემოვაჭრეს ვაფრთხილებთ და მათ იციან, რომ ძალიან მალე მოუხდებათ ბაზარში შესვლა“, _ ამბობს შალვა გაბრიჩიძე. ქალაქ ოზურგეთში უნივერმაღთან მისვლამდე უკვე რამდენიმე დღეა, ჩვეულებრივად მიმდირეობს სასოფლო პროდუქტების გაყიდვა. ხან ისეთი მდგომარეობაა, რომ ფეხით მოსიარულეების ტროტუარზე გავლა უჭირთ. “ჩემს პროდუქციას ვყიდი და ვმუშაობ. ბაზარში რომ შევიდე, იქ ადგილი არ არის. ახლა სადაც ვარ, ბევრი ხალხია და ამიტომ დავდექი აქ. მოსავალი ხომ უნდა გავყიდო? თქვენ გონიათ მე მიხარია აქ დგომა?“ _ გვითხრა ერთ-ერთმა ... ...
  • მყინვარწვერზე ლაშქრობისას რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სტეფანწიმნდაში, მყინვარწვერიდან, რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს. 1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მყინვარწვერზე (ზღვის დონიდან 4300 მეტრი) ლაშქრობისას მეხი დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • „საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირები გადადგნენ„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა დირექტორის მოადგილე გია ქარქაშაძე, წარმოების დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს კომპანიაში დაუდასტურეს.  თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება. მეშახტეები თავის მხრივ მოითხოვენ, რომ საქნახშირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება მისცენ. მათ ტყიბულში საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყეს. 22 ივლისს მინდელის შახტში დაღუპული მეოთხე მეშახტე დაკრძალეს.  მანამდე, 21 ივლისს ტყიბულში დაღუპული 3 მეშახტე დაკრძალეს. ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა. წყარო: ... ...
  • გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმში შეტანილი ღვაწლისთვის დააჯილდოვესსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმში შეტანილი ღვაწლისთვის  შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიამ და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა (NBR-UNION) დააჯილდოვა. ცერემონია შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-Union) დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურია. კავშირის მიზანია ბიზნეს კომპანიების აღმოჩენა, მათი განვითარების ხელშეწყობა და დაჯილდოება. საქართველო კავშირში 2015 წელს ... ...
  • ზუგდიდსა და თბილისში ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის მასტერკლასები ჩატარდა (R)საერთაშორისო პრინტ ფესტივალის - „LIFE - N - STYLE" ფარგლებში ზუგდიდსა და თბილისში ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის მასტერკლასები ჩატარდა. თიბისის მხარდაჭერით, პრინტ ფესტივალი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. ფესტივალი, რომლის მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების  ხელშეწყობაა, აგვისტოში თუშეთსა და ბათუმში იმოგზაურებს. დასკვნითი ღონისძიება კი დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება. ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილისა და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს და მის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ვორქშოფების ფარგლებში ახალგაზრდებთან ერთად საკუთარი ნამუშევრები ისეთმა ცნობილმა არტისტებმა შექმნეს, როგორებიც არიან: გელა წულაძე, მარი ათანელი, ოლეგ ტიმჩენკო, ყარამან ქუთათელაძე, გუგა კოტეტიშვილი, გია ბუღაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები. ხელით ბეჭდვის უნიკალური დარგის გასაცოცხლებლად შექმნილი პროექტი, ქართველი არტისტების გარდა, ხელოვანებს აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან აერთიანებს. ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია. ხელით ბეჭდვაში თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. პრინტი ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის. „LIFE - N - STYLE" - „ცხოვრების სტილი" - ფესტივალის კონცეფციაა. „DO OR DO NOT" – „თუ აკეთებ გააკეთე" - კი წლევანდელი თემა. ფესტივალი სტარტს თუშეთში, 8 აგვისტოს აიღებს. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი

57 წლის ტიმ კუკი, კორპორაცია...

საინტერესო ცნობები „ქინდერ სიურპრიზის“ შესახებ

„ქინდერ სიურპრიზი“ - ეს საკონდიტრო...

მარსის საიდუმლო

ყველას დაგვბადებია კითხვა ვართ თუ...

გამქრალი ტბა

2007 წლის მაისში, ჩილეში პატაგონიაში,...

ცხოველთა სამყაროც ირჩევს

გასული საუკუნის 30–იან წლებში, როდესაც...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...