ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 გენდერული პრინციპების დაცვით ჩატარდება

gurianews.com

საზოგადოება

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 გენდერული პრინციპების დაცვით ჩატარდება

2015 მაი 19 21:28:27

ჟურნალისტთა ქსელი ოლიმპიურ კომიტეტთან მემორანდუმს აფორმებს. ღონისძიებას ხვალ, 2015 წლის 20 მაისს, 11:30 საათზე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში "საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის" თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და არასამთავრობო ორგანიზაციის "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" დირექტორი თამარ კაციტაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

მემორანდუმი გულისხმობს ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გამართული ღონისძიებების, მათ შორის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015-ის ჩატარების დროს გენდერული ასპექტების გათვალისწინებას, გენდერულად არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას და გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას და განახორციელებენ კოორდინირებულ, პოზიტიურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ საქმიანობას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დასაცავად.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულებას იღებს ითანამშრომლოს "ჟურნალისტთა ქსელთან გენდერული თანასწორობისათვის" და კომიტეტის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში, საინფორმაციო თუ სარეკლამო სტრატეგიის და მასალების შემუშავების დროს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გენდერული ნორმების დაცვა, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პრინციპების პოპულარიზაციას.


ნახვა: 30


 ახალი ამბები
  • "ჩემმა ქმარმა გაჭირვების გამო თავი მოიკლა _ არ მინდა, მეც ეს მაიძულონ!"38 წლის ხათუნა სიხარულიძე 4 შვილის დედაა. იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ორი გოგონა თბილისში ჰყავს _ წარმატებული სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი დაფინანსებით მოხვდნენ და ახლა თავს სტიპენდიით ირჩენენ. ხათუნა სიხარულიძემ ერთი წლის წინ დიდი ტრაგედია გადაიტანა _ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ჰყვება, გაჭირვების გამო: _ ძალიან ძნელია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი. ურთულესი დღეები გამოვიარე და ახლაც იგივე მდგომარეობაში ვარ. გოგონები რომ გრანტით მოხვდნენ სასწავლებელში, სიხარულით ცას ვეწიე. ბავშვებმა ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე, საკუთარი შრომით შეძლეს ეს, თუმცა, ჩვენ ვერ შევძელით დავხმარებოდით _ საჭმლის ფულს ვერ ვუგზავნიდით. არც აქ გვქონდა რაიმე. ჩემი მეუღლე სადმე დღიურ მუშად თუ იმუშავებდა, იმით ვსაზრდოობდით. არადა, სტუდენტს ბევრი რამ უნდა. მხოლოდ გადასახადი ხომ არ არის _ ბინის ქირა სჭირდებოდათ, გზის, საჭმლის ფული. ამ ყველაფერს ვერ გაუძლო ჩემმა ქმარმა და თავი ამიტომ მოიკლა, _ ცრემლების გარეშე საკუთარი ისტორიის მოყოლა უჭირს ხათუნას, რომელიც ცდილობს გაჭირვებას არ შეუშინდეს: _ მინდა, სულ ღიმილი მქონდეს სახეზე; მინდა, რომ ჩემმა შვილებმა არ შეამჩნიონ ჩემი ტკივილი, მაგრამ ხანდახან არ გამომდის. რთულია დამალო ემოცია და განცდა მაშინ, როცა შვილისთვის პურის ყიდვა არ შეგიძლია. ახლაც მაგ მდგომარეობაში ვარ. ბავშვი სკოლიდან რომ დაბრუნდება, არ ვიცი, რა უნდა ვაჭამო, _ ამბობს ხათუნა, რომელიც წლებია, სოციალურ დახმარებას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ: _ 2011 წლის შემდეგ ვითხოვთ სოციალური დახმარების დანიშვნას, მაგრამ არ გვინიშნავენ. მიზეზსაც არ გვეუბნებიან, რატომ. ერთხელ დეკლარაციაში ჩაუწერიათ, რომ თითქოს სახლის წინ მდებარე მცირე ნაკვეთზე მეურნეობა მაქვს და 300 ლარის შემოსავალს ვიღებ. არ ვიცი, ეს საიდან მოიტანეს. ნეტავ კი მქონდეს და ხმას არ ამოვიღებ. არანაირი შემოსავალი ჩემს ოჯახს არ აქვს. 2011 წლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეცვლილა, პირიქით, ყოველდღიურად მემატება პრობლემები. ეს სახლიც, სადაცაა დაინგრევა. უკანა მხარე სულ ჩამოშლილი აქვს, ყოველ გაწვიმებაზე პირველი სართული იტბორება. წინა მხარეს, გარედან რომ შეხედავ, ნორმალურად გამოიყურება თითქოს, მაგრამ არც იატაკი ვარგა და არც ჭერი. ამ სახლის მეტი არაფერი გაგვაჩნია და მართლა ვერ გამიგია, რაა იმის მიზეზი, რომ დახმარებას არ მაძლევენ, _ უკვირს ხათუნას. მისივე თქმით, გასულ წელს, დეკლარაციის შევსების დროს ბაზაში გამოჩნდა, რომ მის შვილებს სტიპენდია ერიცხებოდათ და დახმარების არდანიშვნის მიზეზად ეს დაუსახელეს: _ მიმტკიცებდნენ, ხელფასი გაქვსო. არადა, ბავშვებს წარმატებული სწავლისთვის ჰქონდათ ეს სტიპენდია. შემდეგ მირჩიეს, გოგონები სახლიდან ამოწერე და იქნებ, დაგინიშნონო. ასეც მოვიქეცი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მარტში შევავსე დეკლარაცია და ძალიან მაღალი ქულა მომივიდა, _ ამბობს ხათუნა სიხარულიძე. მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც სახელმწიფოდან იღებს, ორი არასრულწლოვანი შვილის პენსია და ათლარიანი დანამატია: _ ჩვენი თვიური შემოსავალი 220 ლარია. 100-100 ლარი აქვთ ბიჭებს მარჩენალდაკარგულის პენსია და 10-10 ლარიანი დანამატი ეძლევათ სახელმწიფოსგან. ესაა ჩვენი შემოსავალი, რომელიც წამლებშიც არ მყოფნის. ერთი ბიჭი იაშვილის კლინიკაში დამყავს სოფლის დეპუტატის ვლადიმერ სიხარულიძის დახმარებით _ თვალის პრობლემები აქვს და რომ არა ბატონი ვლადიმერი, ვერ წავიყვანდი. მეორეს დაბადებიდან ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და სულ ექიმებთან არის სატარებელი. ხშირად, წამლებში არ მყოფნის ეს თანხა. მერია და მერის წარმომადგენელი ერთხელ კი დამეხმარა წამლის თანხით. რაც შეეძლოთ, გამიკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის. 100 ლარი გადამირიცხეს წამლისთვის. 200 ლარი მქონდა აფთიაქში ვალი და ის თანხა გამომიქვითეს. ახლა წამალიც ვერ ვუყიდე, _ წუხს ხათუნა, რომელიც მაღაზიაში დაგროვილ ვალებზეც დარდობს: _ მაღაზიაში ვალი ვერ გადავიხადე. რომ გადამეხადა, წინა თვეში წამალს ვერ ვიყიდდი. გამყიდველის მრცხვენია, ვერ მივდივარ, ვერც რაიმე მომაქვს. კარაქზე, ხორცზე, კანფეტზე და ასეთ ფუფუნებაზე არაფერს ვამბობ. უბრალოდ, იმის საშუალებაც არ მაქვს, მაკარონი ვიყიდო. მეც ავად ვარ. დიდი ხანია თავის ტკივილები დამეწყო და წამონაზარდიც გამიჩნდა. ექიმთან ვერ მივდივარ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კი ვსარგებლობ, მაგრამ სრულად არ იფარება საჭირო თანხა, მე კი დამატების საშუალება არ მაქვს და ვართ ასე. არ ვიცი ასე სანამდე შეიძლება გაგრძელება. მეტი აღარ შემიძლია. არ მინდა ჩემი შვილები სულ უპატრონოდ დავტოვო, მაგრამ ამას მაიძულებენ, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ხათუნა სიხარულიძე. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ყველაზე მეტად გულს ის ტკენს, რომ სახელმწიფო მის ირგვლივ მცხოვრებ ისეთ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც არ უჭირთ: _ არ მინდა კონკრეტული გვარები დავასახელო, მაგრამ ჩემსოფელში, ჩემ ირგვლივ ისეთ ადამიანებს აქვთ დახმარება, ორ-ორ სამსახურში რომ მუშაობენ, მანქანები რომ ჰყავთ და არაფერი უჭირთ. მე რომ უპატრონო ვარ, იმიტომ არ მაძლევენ დახმარებას? სულ არ მინდა მაგათი ფული _ სამსახური მომცენ და ჩემი შრომით შევძლებ ჩემი შვილების გამოკვებას, _ აღნიშნავს ხათუნა სიხარულიძე. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში სიხარულიძეების ოჯახისთვის დახმარების არდანიშვნის მიზეზები გვითხრეს, რომელიც იმ რეალობიდან, რაც "გურია ნიუსმა" ადგილზე ნახა, მკვეთრად განსხვავდება: "ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 2008 წლიდან, თუმცა, დღემდე მხოლოდ 2 წლის მანძილზე იღებდა შემწეობას ბავშვებზე, რადგან მრავალჯერადი გადამოწმებების მიუხედავად, მუდმივად მაღალი ქულა უფიქსირდებოდა. ბოლოს ოჯახი გადამოწმდა 2018 წლის მარტში. დეკლარაციაში ფიქსირდება 3 ჯანმრთელი წევრი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი. ოჯახს ჰყავს გარეთ მცხოვრები 2 სრულწლოვანი შვილი, ფლობენ საკუთარ 2-სართულიან სახლს, დამხმარე ნაგებობებს, იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას ბავშვებზე 100-100 ლარის ოდენობით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გაყიდვიდან აქვთ შემოსავალი, გააჩნიათ სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართი და უფიქსირდებათ მაღალი კომუნალური გადასახადები. სააგენტომ ოჯახის სამივე წევრი _ დედა და ოჯახს გარეთ მცხოვრები სრულწლოვანი შვილები დაარეგისტრირა დასაქმების პორტალზე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება დამსაქმებელთან. ვფლობთ ინფორმაციას, რომ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ბავშვების დედა, თანახმაა, დასაქმდეს შეთავაზებულ პოზიციაზე. ასევე, შვილები ჩაერთვებიან სტაჟირების პროგრამაში, რომელსაც სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი ახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუკი გახორციელდება მომართვა "კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების" პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, დამატებით: ინვენტარით, საკვებით და სხვა აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველვყოფთ ოჯახს", _ მოგვწერა სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომელმა მაგდა კოტრიკაძემ. "გურია ნიუსმა" სიხარულიძეების მძიმე მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაც ჩააყენა. მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ოჯახს საცხოვრებელი პირობების გაუარესების გამო, მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს: _ აუცილებლად მოვიკვლევთ ოჯახის მდგომარეობას და აუცილებლად გავუწევთ იმ დახმარებას, რის საშუალებასაც ბიუჯეტი მოგვცემს. უყურადღებოდ ნამდვილად არ დავტოვებთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლის ... ...
  • შსს-მ გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1950 წელს დაბადებული ბ.ს. ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის პროცედურა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მაისს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზის ტროტუარზე ქვეითად მიმავალ აშშ-ს მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს - ა.ო.-ს დანის დემონსტრირებით ფული მოსთხოვა. ქალბატონმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ აშშ-ს მოქალაქისთვის არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და არც თანხა წაუღია. 22 მაისს კი ბ.ს.-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში და 1965 წელს დაბადებულ ქალბატონს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ს. 23 მაისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე და 160-ე მუხლებით ... ...
  • რატომ დატოვა ოზურგეთი და საქართველო ამერიკელმა მოხალისემამერიკელმა მოხალისემ ამანდა ონოჩი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ მუშაობდა, საქართველო დღეს, ვადაზე ადრე დატოვა. ამის მიზეზი ადგილობრივი მცხოვრებისგან დაშინების და ქურდობის მცდელობის ფაქტი იყო. “მადლობა ოზურგეთის პოლიციას,  ასე ოპერატიულად, რომ იმოქმედა ამერიკელი მოხალისეზე თავდასხმის საქმეზე, ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ თავდამსხმელი დამნაშავეა, ალკოჰოლიკი, თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი, რაც მთავარია ეს პირი ისევ თავისუფლად დაიარება ხან დანებით, ხან ნაჯახით, ხან ცელით, ხან "ატვიორტკებით" ... რა ბერკეტი აქვს დიპლომატიურ კორპუსს? არც არაფერი, გაიწვიეს ჩვენი მოხალისე ამერიკაში... ასეთი უუნარო პოლიცია გვყავს, სანამ ვინმეს მართლა არ მოკლავს ეს კაცი, არაფერს აკეთებენ! ირონია, ცინიზმი ისევ მსხვერპლის მიმართ! არ გვაქვს ჩვენ სახელმწიფო და მორჩა!“ - ეს განცხადება “ქალების რეგიონის განვითარებისთვის“ თავმჯდომარეს ქეთევან ხიდაშელს ეკუთვნის. ქეთევან ხიდაშელის თქმით, ამანდაზე ორჯერ იყო ფაქტი, რომ გაექურდათ და ასევე დაშინების, მაგრამ დაკავებული არავინ არ არის. “ბრალდებული დააკავეს და გამოუშვეს. დღემდე არ ვიცით, რის საფუძველზე მოხდა მისი განთავისუფლება. ამანდას დაშინების შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც ემუქრება და საქმის შესწავლა დაწყებულია, მაგრამ შედეგი რა იქნება არავინ არ იცის? ამანდა ახლოს იყო ადგილობრივებთან და ხშირად ეხმარებოდათ მათ. მაგალითად, თხილის საკრეფად, სიმინდის აღების დროს და ა.შ. ვწუხვარ, რომ ნაადრევად დატოვა ოზურგეთი. “ - ამბობს ქეთევან ხიდაშელი. სოფელ შემოქმედში მცხოვრები მაია ქოჩიშვილი ამბობს, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდება სხვის საცხოვრებელ სახლებში და ერთ-ერთ ჩემს მეზობელს მკვლელობით დაემუქრა. “ამ ქალს ჩაბარებული აქვს სხვისი სახლი და იქ რამდენჯერმე შევნიშნეთ ეს ადამიანი.ხშირად ნასვამ მდგომარეობაში დადის. უკვე ვიყავით დაკითხვაზე, ყველაფერი ვთქვით. ველოდებით გამოძიების შედეგებს.“- გვითხრა მაია ქოჩიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინიატროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქეზე - სსკ-ს 179-ე (ყაჩაღობა) მუხლით და შემოქმედის ფაქტზე სსკ-ს 151-ე (მუქარა) და 160 (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება. დადგენილია პირი და ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ... ...
  • გოჩა ლორთქიფანიძე: „რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა"სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)". სასამართლოს სიტყვით უკვე მიმართეს საქართველოს და რუსეთის მხარეების ადვოკატებმა. სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. „როგორც შეგპირდით და განვაცხადეთ, ეს იყო უკომპრომისო, ოღონდ სამართლიანობისა და სამართლისთვის ბრძოლა.  ამ შემთხვევას, ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისათვის. პირველ რიგში, ეს არის უკრაინა და მოლდოვა. მეორე მომენტია ის, რომ თავად ნახეთ და თავად შეგიძლიათ შეაფასოთ რუსული კონტრარგუმენტების ე.წ. ხარისხი. არგუმენტების ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ ისევ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი, რომ ეს არის ან სიყალბე, რაც საქართველომ წარმოადგინა, ან შეთქმულება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა", − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ... ...
  • "რუსეთის ძალები ქართველი მოსახლეობის დაცვას ცდილობდნენ“ - რუსეთის წარმომადგენელი სტრასბურგშისაქართველო უპრეცედენტო გადაწყვეტილების მოლოდინში - სტრასბურგში ისტორიული სასამრთლო პროცესის ბოლო ღია მოსმენა მიმდინარეობს. სხდომა, რომლიც რამდენიმე წუთში ისევ განახლდება, საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატის გამოსვლით დაიწყო. ბრიტანელმა ბენ ემერსონმა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე ისაუბრა, რომელიც ქართულმა მხარემ ევროპულ სასამართლოს წარუდგინა. მისი თქმით, რუსეთი აგვისტოს ომამდეც აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონს და ომისთვის 2008 წლამდე ემზადებოდა. ბენ ემეროსნის მტკიცებით, სახეზეა ეთნიკური წმენდის ფაქტები. „რუსმა სამხედრო მოწმეებმა უარყვეს, რომ შეტევაზე რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, მაგრამ ისკანდერების ფრაგმენტებზე ამოცნობილია რუსული ნომრები. ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ცდილობს, დაარწმუნოს მთელი მსოფლიო, რომ ამავე ორგზანიზაციის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოგდების ფაქტი სიყალბე და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილია, დანაშაულის ადგილი კი გამოგონილია რუსეთისთვის ბრალის წასაყენებლად. მათ კარგად იცოდნენ, რომელი ისკნდერი გაისროლეს, მაგრამ თავისუფლად შეეცადნენ თქვენს მოტყუებას,“- განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა, ბენ ემერსონმა. ამის შემდეგ კი რუსული მხარე ორი მოპასუხით გამოვიდა და ქართული მხარის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას "ფალსიფიკაცია" უწოდა. „მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ საქართველოს ძალების მხრიდან ცხინვალზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგები, მაგრამ საქართველომ საპირისპირო ფაქტები წარმოადგინა. რუსეთის ძალები ქართველი მოსახლეობის დაცვას ცდილობდნენ,“- განაცხადა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალპერინმა. სტრასბურგის სასამართლოში უზანაესი სასამართლოს მოსამართლე ეკა გასიტაშვილი იმყოფებოდა. ახლა კი მხარეები საბოლოო პოზიციების დასაფიქსირებლად ემზადებიან, რის შემდეგაც უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილების მისაღებად გავა. ... ...

არქივი

ზაფრანი

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...

რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი _ მამაკაცი ვერძი გარეგნულად...

სმარტფონები ახლომხედველობას იწვევს

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ტელეფონი...

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...