პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი

საზოგადოება

პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი

2015 მაი 25 16:48:52

ღია წერილის ავტორია მაია კეკელია, რომელიც ორი პოლიციელის ცემაშია ბრალდებული.

კონკრეტულად, საქმე ეხება 2014 წლის 16 ოქტომბერს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის პოლიციის შენობიდან დაკავებული მამაკაცის, თემურ გაბუნიას გაქცევას.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულმა შენობიდან გაქცევა ნათესავების დახმარებით შეძლო, რომლებიც განყოფილებაში მივიდნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, პოლიციელებისგან რადიკალურად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ საქმეში ბრალდებული პირები. მათი თქმით, პოლიციელებმა იქეთ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ღია წერილში, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ, საქმეში ბრალდებული მაია კეკელია თავის ვერსიას ჰყვება:

"ბოლო არჩევნებზე დიუსელდორფიდან ბერლინში ჩავედი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ვნანობ დაღლილმა დღე გამოსაძინებლად რომ არ გამოვიყენე. ცუდია, რომ არასოდეს მოდის ხელისუფლება, რომელიც იფიქრებს ხალხზე, არასოდეს ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებას და უფრო ცუდია მოტყუებული ამომრჩევლის  გულგრილი რეაქცია ტყუილზე. ცუდია როცა მთავრობის წარმომადგენელს უყვები შენს ტრაგედიას, და ცივი მზერით ვითომ გაკვირვებული გეკითხება რა ჟანრის ფილმს მიყვებითო?! თითქოს ეს ადამიანი სულ ახლო წარსულში თავად არ აფრიალებდა ე.წ. ციხის კადრებს და არ გაჰყვიროდა აი რას გვიშვება ხელისუფლება, ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობასო. მისი წილი სამართლიანობა აღდგა, მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ბედნიერია, ჩემი ტრაგედიის ჟანრი კი უკვირს, თუ არ გაიკვირვებს უნდა გაარკვიოს, გარკვევას კი კომპეტენცია უნდა, ცოტა გულიც. ცუდია როცა ამა თუ იმ ინსტანციაში მისვლამდე პოლიტიკაში გარკვეულ მეგობრებს უნდა ეთათბირო, აქ ვინ დაგხვდება იქ ვინ, რომელი ბანაკი, გაგხვევენ პოლიტიკაში, ყველაფერზე იწერენ ქულებს. აქ ქულა ხარ მხოლოდ, ისიც არჩევნების წინ. თუ პოლიტიკაში გარევას გადაურჩი ნეპოტიზმი? აქ ხომ ყველა ვიღაცის ბიძაშვილია, მამიდაშვილი, ან რაღაც მსგავსი.

ჩვენ 2014 წლის ოქტობერში დაგვაკავეს, ბრალდება მძიმეა. როგორც პოლიციელები აცხადებენ მე ვცემე  120-120 კილოიანი ორი მამაკაცი და ხუთი ბიჭი გვერდით მედგა, უბრალოდ მამხნევებდნენ, როგორც კარლსონი ბიჭუნას - ჰოპ-ჰოპ.

არ მჯერაო პროკურატურამ, მაგრამ დევნის შესაწყვეტად „ზემოდან“ უნდა დაგვირეკონო. ზემოთ ღმერთი არ პასუხობს ტელეფონს, ესეც ვცადე. თავს არ ვიმართლებ, ჩემს გასამართლებლად სასამართლოს საკმარისი მტკიცებულებები აქვს, მეიმედება. უბრალოდ მაკვირვებს ამ სამართლიანობა აღმდგარ ქვეყანაში პროკურატურის კომპეტენცია საქმის წარმოების ხარისხში, და არა მარტო პროკურატურის. ღმერთის გარდა 44-ჯერ მივმართე სახელმწიფო სტრუქტურებს: დეპუტატ ეკა ბესელიას, პრეზიდენტს, პარლამენტს თავისი სპიკერით და მოადგილეებით, გენერალურ ინსპექციას თავისი ძველი და ახალი უფროსებით, ძველი და ახალი მოადგილეებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი და ახალი მინისტრებით, მათი ძველი და ახალი მოადგილეებით, სახალხო დამცველს. წაიკითხეს განიხილეს (ყოველ შემთხვევაში მე ასე მეცნობა) და რეაგირებისთვის გადაუგზავნეს გენერალურ პროკურატურას, მან ზუგდიდის სამხარეო პროკურატურას, ხოლო გიზო უბილავამ (სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორი) არც მეტი და არც ნაკლები ისევ მის დაქვემდებარებაში მყოფ პროკურორ ბორის კვარაცხელიას, ამ უკანასკნელმა ისევ გამომძიებელს გადაუგზავნა. ჩემი ყველა განცხადება, ყველა საჩივარი ისევ იმას დაუბრუნდა ვისაც ვუჩიოდი - გამომძიებელს. მას თავის დასჯის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს. მანაც თავის მხრივ დაჰკითხა პოლიციელები, ამ გოგოს ტყუილს ხომ არ აბრალებთო, ყველამ ღმერთი დაიფიცა - არაო. ჰოდა საქმეც შეიკრა.

მარტვილის პოლიციის უფროსი კახა ძიძიგური მთვრალი იყო, ერთ-ერთ ბრალდებულთან ძველი ბოღმაც აკავშირებდა, დასცხო მუშტი მაგიდას - დადო სცენარი. ვინ ეტყოდა უარს?! მერე რა  რომ ის ერთი-ერთი პროკურორის შვილის ნათლიაა და ცოლიც ყოფილი პროკურორი. ისე უბრალოდ ემთხვევა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული უამრავი საქმე იჩქმალება, მოქალაქის ცემის ფაქტს 2 წელი იძიებდნენ, თან ირონიულად აცხადებენ გამოსაძიებლად გონივრული ვადები გვაქვს - მეორედ მოსვლამდეო. აქვთ და რა ქნან?! ბევრს კი არ ვითხოვ, სულ რამდენიმე კითხვა მაქვს, და იქნებ არჩევნებამდე ვინმემ მიპასუხოს?

ჰოდა 44 განცხადებას ვინ გადაიკითხავს, მოკლედ კი ასე იყო.

დაგვაკავეს მთვრალმა პოლიციელებმა, მე მომაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემიზღუდეს დაცვის უფლება, ადგილი ჰქონდა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, საფრთხე შეუქმნეს ჩემს სიცოცხლეს, ზეწოლას ახდენდნენ ბრალდებულებზე და მოწმეებზე. ბრალდებულებს სთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმებას, რომ ჩემს წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება. აშინებდნენ დაცვის მოწმეებს, რომ არ წამოსულიყვნენ სასამართლოში და არ მიეცათ ჩვენება. აშინებდნენ ტაქსის მძღოლებს, რომ ჩემს სასამართლო პროცესზე არ წაეყვანათ ხალხი ზუგდიდის სასამართლოში. არსებობს ამ ფაქტების შემსწრე მოწმეები და საუბრის ამსახველი საცოდავად ჩემს მიერ წარმოებული ფარული აუდიო ჩანაწერები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელმა გრიგოლ თოფურიამ გააყალბა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეთა ჩვენებები, საქმეში ნივთმტკიცებად ჩადო მაისურები, რომლებიც 2-3 ზომით პატარაა „დაზარალებულების“ ტანსაცმლის ზომაზე, გააყალბა პირადად ჩემი ჩვენება და როდესაც ვკითხე მიპასუხა, რომ ასე იყო საჭირო საპროცესო შეთანხმებისთვის. არ ჩაუტარა პოლიციელებს ალკოტესტი... არ მოგითხოვიაო. მერე რა რომ ფარული ჩანაწერები გადავეცი, არ მინდა და არ მოვუსმენო. არ დამკითხეს მე და დანარჩენი ბრალდებულები, არც ათეულობით დაცვის მოწმე, არ ჩაატარა ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა „ჩვენს მიერ ჩადენილ დანაშაულს“. წაშალეს ერთ-ერთი ბრალდებულის მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოფაილი, რომელიც ზუსტად ასახავდა 2014 წლის 16 ოქტომბერს ბანძის პოლიციაში განვითარებულ მოვლენებს. მოკლედ, ჩადენილ იქნა უამრავი სიყალბე, რომ „შეეკერათ“ აღნიშნული საქმე და „შეკერეს“ კიდეც. ამ ყველაფრის შემოქმედები არიან მარტვილის პოლიციის თანამშრომლები - კახა ძიძიგური, გოჩა არაბიძე, ალექსანდრე გაგუა, გამომძიებელი გრიგოლ თოფურია და პროკურორი ბორის კვარაცხელია.

შესაბამისად, როგორც კანონი ითვალისწინებს, განცხადებით მივმართე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პირადად შევხვდი გენერალური ინსპექციის უფროსს ვარლამ ხათრიძეს, რომელმაც განმიმარტა, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე უკვე გადაცემული იყო სასამართლოს, გასული იყო მისი კომპეტენციის ფარგლებიდან და ყველა საპროცესო გადაწყვეტილება იყო პროკურატურის მისაღები.

რატომ დროზე არ მივმართე? როგორ არა, მივმართე, მაგრამ აქაც გამომძიებელი ჩაერია, და შეაფერხა გამოძიების დაწყება, საყვედური გამოუცხადეს, მსუბუქი. ეს არც ხელფასის და არც პრემიის აღებაში შეუშლის ხელს. აღნიშნულის შემდეგ არაერთი განცხადებით მივმართე სამეგრელო-ზემო სვანეთი საოლქო პროკურატურას. ყველა განცხადებამ თავი მოიყარა პროკურორ ბორის კვარაცხელიასთან. და მანაც, ყველა ეს განცხადება გადასცა ისევ გამომძიებელ გრიგოლ თოფურიას, რომლებსაც ბრალს ვდებ სამსახურეობრივ სიყალბეში. ცოტა სასაცილო სიტუაციაა და ჩემი აზრით სისხლის სამართლის კანონმდებლობის შეურაცხყოფა, როდესაც არავინ ამ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი თავს არ იწუხებთ განცხადების წაკითხვით და უგზავნიან იმ ადამიანებს, რომელთაც ბრალად სდებენ ძალიან მძიმე დანაშაულებს. ვისაც უჩივი განცხადებაც რეაგირებისთვის მას ეგზავნება, საკუთარი თავის დასჯის სურვილი ჯერ არავის გამოუთქვამს. როგორც მოსალოდნელი იყო პროკურორ ბორის კვარაცხელიას პასუხი იყო დამცინავი და ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული, კერძოდ: 2015 წლის 2 აპრილის წერილით პროკურორმა ბორის კვარაცხელიამ მაცნობა, რომ ჩემი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიებისას, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ჩემს განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და გარემოებები არ დასტურდებოდა და რომ აღნიშნული გარემოებები წარდგენილ იქნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სადაც შეფასება მიეცემოდა საქმით არსებით სხდომაზე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულები არიან დაიწყონ გამოძიება, (ვიმეორებ ვალდებულები არიან და არა უფლებამოსილები), ვალდებული იყო თუ არა პროკურორი ბორის კვარაცხელია დაეწყო გამოძიება იმ პოლიციელთა მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული? (დაეკითხა მოწმეები, ჩაეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები და დანაშაულის არ დადასტურების შემთხვევაში შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ან პირიქით).

თუ ვალდებული არ იყო გთხოვთ განმიმარტოთ, რატომ? თუ ვალდებული იყო მაშინ იქნებ გამარკვიოთ, ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს თუ არა პროკურორის პასუხისმგებლობას; უნდა იცოდეს თუ არა პროკურორმა, რომ სასამართლო არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო. ის იხილავს, ჩემი, ინეზა კეკელიას და სხვათა ბრალდების საქმეს (და არა ძიძიგურის, არაბიძის და სხვების მიმართ) და გააკეთებს შეფასებას სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რაც პროკურატურის გადასაწყვეტი არ არის. რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში ვალდებულია (და არა უფლებამოსილია) დაიწყოს გამოძიება. სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში პოლიციელთა და პროკურორთა მიერ ჩადენილი დანაშაული არის თუ არა დამოუკიდებელი დანაშაული და გამოძიების დაწყების შემთხვევაში უნდა მიეცეს თუ არა დამოუკიდებელი ნომერი? პროკურატურის შესახებ, საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურატურა, კანონით დადგენილი წესით ახორციელებს თუ არა სისხლის სამართლებრივ დევნას და დევნის განხორციელებისას ზედამხედველობს თუ არა კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას, ამოწმებს თუ არა თავისუფლება აღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტს, ახორციელებს თუ არა საპროცესო მოვალეობებს სხვადასხვა დაწესებულებებში?

თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ განახორციელა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ აღნიშნული ვალდებულებები? არაერთხელ ქრთამის ბრალდებით სამსახურიდან გაშვებული პროკურორი რატომ მუშაობს პროკურატურის სისტემაში?

არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი და ნეპოტიზმი ის გარემოება, როდესაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე არის ერთ-ერთი დამნაშავე პოლიციელის, დანაშაულის მთავარი შემოქმედის კახა ძიძიგურის ახლო მეგობარი, მეჯვარე თუ შვილის ნათლია, ან ორივე ერთად? არის თუ არა კანონის დარღვევა, ერთ-ერთი მთავარი დამნაშავის, კახა ძიძიგურის მეუღლე, ყოფილი პროკურორი, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ გაათავისუფლეს პროკურატურის სისტემიდან, იყენებს თავის გავლენას ყოფილ თანამშრომლებზე, რომ ამ საქმეზე დაიწყოს გამოძიება? არის თუ არა ეს საკითხები საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის განსჯადი? თუ არის მაშინ რატომ არ რეაგირებს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა ამ საკითხებზე? თუ არ არის, მაშინ გეკითხებით თქვენ, მე, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც წავაწყდი ასეთ ნეპოტიზმს და არაკომპეტენტურობას საქმის წარმოების საკითხში სამეგრელოში, როგორ დავიცვა ჩემი უფლებები? რა ზომებს უნდა მივმართო რომ სახელმწიფომ ყურადღება მომაქციოს რათა შვიდი წლით უდანაშაულოდ არ ჩავჯდეთ ციხეში? რატომ გრძელდება ჩემი ერთ-ერთი თანასოფლელის, პოლიციელების მიერ ცემის ფაქტზე აღძრული საქმის გამოძიება 2 წელი? საქმე რომელსაც ყავს მოწმეები და რომელშიც დევს ექიმის ცნობა?. საქართველოში პოლიციელების მიმართ გამოძიება რომ დაიწყოს ადამიანის აფეთქება ან სიკვდილია საჭირო? თუ პარლამენტის წინ დავჯდე და შიმშილობა გამოვაცხადო?", _ აღნიშნულია მაია კეკელიას წერილში.

შეგახსენებთ, რომ მაია კეკელიასა და სხვა ბრალებულების საქმის შესახებ „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა.

დამატებით ინფორმაციას ამ საკითხზე შეგიძლიათ გაეცნოთ სტატებში:

 პოლიციელების ცემაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი 19 მაისს გაიმართება

როგორ გაიქცა დაკავებული - ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების „ამბოხით“




 ახალი ამბები
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...