მელექედურში ცხოვრება გაუმჯობესებულია?!

საზოგადოება

მელექედურში ცხოვრება გაუმჯობესებულია?!

15 იან. 2012, 06:35:17
_ გაისად გურიაში აღმავლობის და აყვავების წელი იქნება, გურია ყველამ ფეხზე უნდა წამოვაყენოთ... ჩვენი ამოცანაა, გურიაში არ იყოს ცუდი გზა, თუნდაც ისეთი გზები, როგორიც ახლა ვნახე, ეს ხვრელებიანი გზები წარსულს ჩავაბაროთ. არ უნდა იყოს არც ერთი ოჯახი, სადაც არ იქნება შეყვანილი გაზი, არც ერთი სოფელი, სადაც არ იქნება გამრიცხველიანება, სადაც არ დაიწყება წყალმომარაგების სისტემის მოგვარება. ასჯერ მეტი უნდა ყოფილიყო გაკეთებული აქამდე და ასჯერ მეტია გასაკეთებელი, _ ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში ვიზიტის დროს თქვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის რწმუნებული, გაგა ცხომელიძე 9 თვეა, რაც სოფლის რწმუნებულად დანიშნეს. როგორც ცნობილია, სოფელ მელექედურში 2010 წლის არჩევნებში ნაციონალებმა წააგეს, თუმცა ამას მელექედურის რწმუნებული უარყოფს. მისი თქმით, სოფელში მოსახლეობა წინა წლებთან შედარებით, უკეთესად ცხოვრობს; ცხოვრების გაუმჯობესებას კი პენსიების და თხილის ფასის მატებით ხსნის. მისი თქმით, მოსახლეობა 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგებითაც კმაყოფილია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

_კი, ბატონო, გაკეთებულიც არის, მაგრამ გაუკეთებელიც ბევრია. მაგალითად, სოფლის ცენტრში ჯვარი დადგეს, ეკლესია შენდება, გზა კი, ხედავთ, რა მდგომარეობაშია. უამრავი პრობლემაა სოფელში, რომელი ჩამოგითვალოთ?! _ გვითხრეს სოფლის ცენტრში შეკრებილმა ადამიანებმა.

რ. ხინთიბიძე: _ სოფელში გზას შეხედეთ და მერე იკითხეთ, რა გაკეთდაო. პირველ რიგში, გზა უნდა გააკეთო. ცენტრში რომ ასეთი გზა იქნება, რაზე უნდა ისაუბრო?

_ თქვენი სოფლის რწმუნებული ამბობს, სოფელში ყველაფერი გავაკეთეთო.

_ კი, ბატონო. თუ გააკეთა, ხედავთ. გზა გააკეთეს 1 კილომეტრზე. მთავრობა სულ გვპირდება, გავაკეთებთო და რა ვიცი. ხალხი როგორ ცხოვრობს? თავი გააქვთ. სამუშაო არაფერია. პენსიით გაგვაქვს თავი. აწი თუ გაუმჯობესდება ცხოვრება, არ ვიცი და აქამდე უარესობისკენ იყო ყველაფერი. ჩვენი სოფლის რწმუნებულმა რა უნდა ქნას? რა აქვს მაგას, შეჭმით მაგი ვერაფერს შეჭამდა _ რა თანხაც გამოყვეს სოფლის დახმარების პროგრამით, იმას გადაანაწილებდა.

ვ. ბახტაძე: _ პენსიონერი ვარ, ნასაკირალის ჩაის ფაბრიკაში ვიმუშავე 20 წელი, ცვლის უფროსად. ფაბრიკა ახლა დანგრეულია. პროფესიით აგრონომი ვარ. სოფელში უპირველესი გზის პრობლემაა. გაზიც უნდა სოფელს. არც წყალი გვაქვს. სოფელში ვერაფერს წყვეტენ, რასაც ხელისუფლება უხელმძღვანელებს და შეუდგენს პროექტს, იგია. ადრე სოფლის საბჭოს მისი ბიუჯეტი ჰქონდა, ბეჭედს დაარტყამდნენ და დამთავრებული იყო საქმე. ახლა არაფერია, ქალაქში უნდა ირბინო და იწვალო. რა ვიცი, რა გააკეთეს, ბაბუა, სადღაც გზა "დალატკეს", დანარჩენი სოფელში არ გაკეთებულა. ჩვენთან, საბჭოში დასაქმებულია სამი ადამიანი. ერთი უფრო გამოცდილი, ორი ახალგაზრდაა. რა უნდა ქნან იმ პატარა ბიჭებმა, მე არ ვიცი. ეს ბიჭები კარგი ახალგაზრდები არიან, მაგრამ სოფელს სჭირდება გამოცდილი ადამიანი, სოფლის რომ ესმის, ისეთი...

საყანე ფართობი გვაქვს 40 ჰექტარი და აქედან, მხოლოდ მხოლოდ 10 ჰექტარი დაითესა. დანარჩენი ველადაა წასული. ვერ დათესა ხალხმა, რადგან ძალიან ძვირია საწვავი. ახლა რომ არიგებენ 30-ლარიან ვაუჩერებს, რაში გვეყოფა? 30 ლარი საჭმელზე არ გეყოფა ადამიანს ყანის თესვის დროს. წყალი შედიოდა საყანე ფართობში და იგი ვერ გააკეთეს ამ ბავშვებმა. ფული კი ჰქონდათ ჩამორიცხული.

_ თქვენი სოფლის რწმუნებულმა თქვა, ეს პრობლემა მოვაგვარეთო.

_ ჰკითხე? მოგატყუეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის რწმუნებული, გაგა ცხომელიძე "გურია ნიუსთან" სოფლის მხარდამჭერი პროგრამით სოფელში შესრულებულ პროექტებზე საუბრობს:

_ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით შევღობეთ ორი სასაფლაო, ამბულატორიაში წყალმომარაგების სისტემა გავაკეთეთ, ამოვთხარეთ ჭა, დაიდგა ძრავი, საყანე ფართობ "ხაშიას" გავუკეთეთ არხი, ფართობები იტბორებოდა და ამიტომ იქ არხი გავაკეთეთ. ადმინისტრაციულ შენობაზე გამოვცვალეთ შიფერი, ასევე შევცვალეთ ხეობა, შევაკეთეთ გზები, მესამე ბრიგადაში იყო ასფალტი დაზიანებული და გავაკეთეთ ორმული შეკეთება. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთეთ არხი. ექვს ოჯახში სახლებში ჩადიოდა ეს წყალი... დარჩენილი თანხა სოფლის ცენტრის კეთილმოწყობისთვის გამოვიყენეთ. მეხუთე ბრიგადაში, სადაც ყველაფერი იყო წყალმომარაგებისთვის, მოიპარეს ძრავი და ის ხელახლა შევიძინეთ.

_ ბატონო გაგა, სოფლისთვის სულ რა თანხა იყო გამოყოფილი და თითოეული პროექტის გახორციელებისთვის რა დაიხარჯა?

_ სულ ოცდახუთიათას ასოთხმოცდაექვსი ლარი იყო. დაკონკრეტებით ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ზუსტად არ მახსოვს. დაახლოებით 4 ათასამდე დასჭირდა სასაფლაოების შემოღობვას, 400 ლარამდე _ "ხაშიას" გაკეთება, 580 ლარი ძრავი დაჯდა, 1100 ლარი ამბულატორიას მოხმარდა და ასე. ზუსტი თანხები არ მახსოვს.

_ რა პრობლემებია სოფელში?

_ პრობლემები? გზაც პრობლემაა და გაზიც, მაგრამ მონახაზში ვართ ჩასმული და გაგვიკეთებენ, ასევე გამრიცხველიანებაც დაიწყება. გზა შეძლებისდაგვარად გავაკეთეთ, ხრეში დავყარეთ, ასე თუ ისე მოწესრიგებულია გზა სოფელში.

_ მოსახლეობა გამოკითხეთ?

_ კი, რა თქმა უნდა. მათ მიერ დასახელებული პრიორიტეტების მიხედვით გაკეთდა ყველაფერი სოფელში. აბსოლუტურად ყველა უბანი ჩამოვიარეთ და ყველა ოჯახს შევხვდით. ისინი გაზსაც ასახელებდნენ, მაგრამ სოფლის პროექტებში გაზი არ შედის.

_ როგორ ცხოვრობს თქვენი სოფლის მოსახლეობა, რა არის მათი შემოსავლის წყარო?

_ მეტ-ნაკლებად კარგად. წინა წლებთან შედარებით, ნამდვილად უკეთესად ცხოვრობენ.

_ თუ შეიძლება, გვითხარით, რამ გააუმჯობესა მოსახლეობის ცხოვრება?

_ რამ გააუმჯობესა და პენსიამ, ძირითადად. ასევე თხილის ფასების მომატებამ, იმიტომ, რომ ჩვენი სოფლის ძირითადი შემოსავლის წყარო თხილია და ფასების მომატებით, ოჯახები წლიდან წლამდე თავს ირჩენენ.

_ ცხოვრება გაუმჯობესებულია?

_ მაგას კითხვა უნდა, ცხოვრება რომ გაუმჯობესებულია?

საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის სპეციალისტი აბელ თოხაძეც ჩაგვერთო: _ ჩვენს სოფელში ძირითადად მუშაობს პატარა ჩაის ფაბრიკები, ჩაის სეზონზე 11-12 თეთრს იძლევიან. კარგ ჩაის თუ მოკრეფ, მშვენიერია, ერთი ადამიანი რომ 50 კილო ჩაის მოკრეფს, ცუდია? ჩაის მოვლა უნდა. ახლა სეზონზე უნდა დაბარო, გაკრიჭო, მერე მოკრიფო ჩაის დუყები და დაამუშავო ფაბრიკებში. დაახლოებით, ერთი კილო ჩაის ფასი 10 ლარია და ეს არ არის შეღავათი? არის 20 და 30-ლარიანი ჩაიც. თუმცა, პრობლემების მეტი რაა სოფელში.

_ ბატონო გაგა, სოფელში ბევრია ისეთი ოჯახი, ვისაც ძალიან უჭირს და დახმარება არ აქვს? _ მივმართეთ ისევ გაგა ცხომელიძეს.

_ 50 ოჯახი გვყავს, ვინც ფულად დახმარებას იღებს და სოციალური პოლისიც აქვს. არიან ისეთებიც ვისაც ეკუთვნით და არ აქვთ.

_ ამ ეტაპზე რა სამუშაოს ატარებთ სოფელში?

_ ახლა დაკავებული ვართ 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგებით.

_ მოსახლეობა კმაყოფილია?

_ კი, რა თქმა უნდა. მოსახლეობას რასაც მისცემ, არ უნდა იყოს კმაყოფილი?! კიდევ სხვა რამესაც დავურიგებთ, იქნება რაღაც სხვა საშუალებები და დავაკმაყოფილებთ, რაღაცას იზამს ჩვენი მთავრობა. რატომ არ უნდა იყოს კმაყოფილი, ჩუქნიან, ხომ?! ხვნა-თესვისას გამოიყენებენ ამ ვაუჩერს, უფრო გაუადვილდება ხალხს სეზონზე. კარგია, უფრო მეტი რომ იყოს, მაგრამ ის 30 ლარიც რამხელაა ოჯახისთვის, _ გვითხრა გაგა ცხომელიძემ, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ რატომაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული 30 ლარი ვინმეს "საჩუქარი"!




 ახალი ამბები
  • ორი შვილი საშიში დაავადების ერთი და იმავე სიმპტომებით _ მარიამს და ანას საზოგადოების დახმარება სჭირდებათქეთევან მურმანიძე და მურმან სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობენ. ახალგაზრდა წყვილს ორი გოგონა ჰყავთ _ 11 თვის მარიამი და 2 კვირის ანა. მიუხედავად მცირე ასაკისა, პატარებს უკვე უწევთ ძალიან საშიშ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლა. მარიამის და ანას მშობლები „გურია ნიუსთან“ თავიანთი გასაჭირის შესახებ სასაუბროდ მოვიდნენ. უნდათ, რომ დაწვრილებით მოგვიყვნენ იმ პრობლემის შესახებ, რომელიც მარიამის დაბადების პირველსავე დღეებში გამოვლინდა და იგივე განმეორდა ანას შემთხვევაშიც. „სიცოცხლის პირველსავე დღეებში მარიამს კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეექმნა. ადგილზე პედიატრმა გვირჩია, რომ წაგვეყვანა ქუთაისში. დედის რძეს ხელოვნურად ვაძლევდით და ჩავთვალეთ, რომ პრობლემა იმან წარმოშვა. ქუთაისის საავადმყოფოში ვიწექით ცოტა ხანი, სადაც ბავშვს ძლიერ ანტიბიოტიკს უკეთებდნენ. როცა ვიკითხე, რატომ უკეთდებოდა ჩემს შვილს ძლიერი ანტიბიოტიკი, მითხრეს, რომ ბავშვის მოწამვლა დედის პრობლემებმა გამოიწვია, რადგან ონკოლოგიური პრობლემები მქონდა. ქუთაისიდან, თითქოს, გამოჯანმრთელებულები წამოვედით, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ისევ დაგვეწყო იგივე პრობლემები, უკვე _ გამწვავებულად. ბავშვს დაეწყო კრუნჩხვითი მოვლენები. წავედით იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც გვითხრეს, რომ ბავშვი ჯანმრთელია, ავადობის ვერავითარი ნიშანი ვერ აღმოაჩინეს და ეს მდგომარეობა საკვებით გამოწვეულ ინტოქსიკაციას მიაწერეს, თუმცა, მარიამს დედის რძეს უკვე აღარ ვაძლევდით და ისეთ საკვებზე გვყავდა, რომელსაც, წესით, პრობლემა, რომელიც ბავშვს ჰქონდა (დიარეა და ღებინება), აღარ უნდა ჰქონოდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვს ჰქონდა ცილის აუტანლობა და საკვებში გამოვრიცხეთ ცილის შემცველობა. გამოგვწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ამის შემდეგ კრუნჩხვითი მოვლენები გახშირდა და ისევ შევბრუნდით საავადმყოფოში. ისეთი ხანმოკლე იყო ეს კრუნჩხვითი მოვლენები, დაფიქსირებაც ვერ შევძელით. იაშვილის სახელობის კლინიკაში კარგა ხანს ვიწექით. გამოიკვლიეს ბავშვი, თავზეც გადაგვიღეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება ეპილეფსია ყოფილიყო, თუმცა, არ დადგინდა _ მითხრეს, რომ ამ მხრივ მარიამი ჯანმრთელი იყო. უკვე 3 თვის მარიამს დაუდგინდა სტაფილოკოკი. დავიწყეთ ამაზეც მკურნალობა. საავადმყოფოში ყოფნისას ბავშვს, კისრის უკანა მხარეში გაუჩნდა სიწითლე, რომელიც წამებში გაქრა. ისე სწრაფად მოხდა ეს, რომ ექიმს რომ დავუძახეთ, სანამ მოვიდა, სიწითლე აღარ იყო. ვუმკურნალეთ სტაფილოკოკზე და გამოგვწერეს. არც წამალი დაგვინიშნეს, რადგან ამბობდნენ, რომ ბავშვი იყო ჯანმრთელი, მაგრამ სახლში ეს გამონაყარები თუ სიწითლეები მოემატა. მივედით ისევ საავადმყოფოში. პედიატრებმა მითხრეს, რომ საჭირო იყო ალერგოლოგის ჩარევა და ბიძინა კულუმბეგოვთან ჩავეწერეთ მიღებაზე. იქედან წამოვედით ატოპიური დერმატიტის დიაგნოზით. დაგვენიშნა პრეპარატები და მკაცრი დიეტა. მაგრამ მკურნალობის მომენტში უკეთესობის ნაცვლად, მდგომარეობა გართულდა, ამას თან დაერთო ბავშვის უმადობაც _ წონაში მატების ნაცვლად, იკლებდა. ჩავრთეთ კვების ექიმიც. იმედს მაძლევდნენ, რომ ეს მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდებოდა. ამის შემდეგ სხვა ექიმსაც მივმართეთ, რომელმაც მითხრა, რომ მარიამის სიმპტომები ურთულეს, ძალიან ვერაგ დაავადებაზე მიუთითებდნენ _ მას ეჭვი ჰქონდა გალაქტოზომიაზე. ეჭვის გამოსარიცხად შემომთავაზა გამოკვლევა, რომელიც 6 000 ლარი ღირს. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს გადავხედეთ _ ამხელა თანხას სად და როგორ ვიშოვიდით?! შემდეგ უფრო იაფფასიანი გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც მითხრეს, ანალიზი იგზავნებოდა გერმანიაში და პასუხი 2 კვირაში გვექნებოდა. ისე ცუდად ვიყავი, რა ჭირდა, რა გაუკეთდა ჩემს შვილს, ესეც არ ვიცოდი, _ გვეუბნება დედა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს, რომ ამ დროს უკვე 9 თვის ფეხმძიმე იყო და მეორე შვილი უნდა გაეჩინა, რომელსაც, დიდი იყო რისკი, რომ დაავადება, რომელიც პირველ შვილს ჰქონდა, აღმოჩენოდა. _ მითხრეს, რომ ეს იყო გენეტიკური დაავადება, რომელიც მომდევნო შვილებშიც იჩენდა თავს, თუ გავაჩენდი. ჩვენ ირგვლივ არავინაა, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და ვერ ვხვდებით, საიდან უნდა ჰქონოდათ ბავშვებს. მივიღეთ პასუხი _ დადასტურდა გალაქტოზომია, მაგრამ გადავრჩით, რომ რთულ ფორმაში არ აქვს. თუმცა, გამონაყარი მატულობს და ხანგრძლივდება ბავშვის კანზე. კავშირი მაქვს ბიძინა კულუმბეგოვთან და ფოტოებით ვაჩვენებ, როგორი სახის გამონაყარი უჩნდება, თორემ წასვლისთვის საშუალება ვეღარ გამოვნახეთ. ერთ თვის განმავლობაში რამდენჯერმე გვიხდება ჩასვლა. დაავადების დადგენის მომენტში მე უკვე მეორე შვილი გამიჩნდა, რომელსაც ზუსტად იგივე სიმპტომები აქვს, რაც პირველ შვილს. პატარასაც იმავე ანალიზის გაკეთება სჭირდება, თუმცა, ვეღარ ვახერხებთ, _ გვეუბნება ბავშვების დედა და მედიცინის დოქტორის, ირაკლი ჯოლოხავას მიერ გაცემულ სამედიცინო-გენეტიკურ დასკვნას გვაწვდის, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გამოკვლევა, რომელიც ესაჭიროება ახალშობილს, მისი ღირებულების სიძვირის გამო, ვერ გაკეთდა: როგორც ბავშვების მშობლები გვიყვებიან, მათი ოჯახი 7 წევრისგან შედგება, მათგან მხოლოდ ქეთევანია დასაქმებული, რომლის ხელფასიც ექიმთან თვეში რამდენჯერმე წასასვლელ გზის ხარჯსაც კი ვერ ანაზღაურებს. მათი ოჯახის შემოსავალია, ასევე, ბებიის პენსია, რომელიც ექიმის გასამრჯელოსა თუ წამლებისთვის წინასწარ სესხის სახით აქვთ აღებული. მათივე თქმით, ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური შემწეობის მიღების მიზნით, განცხადებაც დაწერეს, თუმცა, მაღალი სარეიტინგო ქულა მიიღეს, არადა, როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამბობს, მათი შვილებისთვის თითოეული თეთრიც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, ქეთევან მურვანიძემ დახმარების თხოვნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძესაც მიმართა. იმის გასარკვევად, რა დახმარებას გაუწევს ანა და მარიამ სიხარულიძეებს მუნიციპალიტეტი, ზაალ მამალაძეს დავუკავშირდით. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტი სიხარულიძეების ოჯახს, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება. თუმცა, მკურნალობა და სპეციალური კვება, რომელიც პატარა გოგონებს სჭირდებათ, გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რასაც ოჯახი ჩვენი _ საზოგადოების დახმარების გარეშე ვერ შეძლებს. ანასა და მარიამის დახმარება შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება. ხელმოკლე ოჯახისთვის შემოწირული ყოველი ლარი მნიშნელოვანია. გოგონებისთვის ლიბერთი ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში: GE20LB0711164907961000 მიმღები: ქეთევან ... ...
  • „დაყრილი იყო ნიახური, ავიღე“- რას ყვება შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი მეორე ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული პირი, რომელიც შემთხვევის ადგილზე "მეორე მანქანით" ფიგურირებს, ამბობს, რომ შუაღამისას, ავტომაგისტრალზე ნიახურს კრეფდა. დავით კიპაროიძის ჩვენება Report.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა. მისი თქმით, ზუსტად იმ დროს, როდესაც გიორგი შაქარაშვილს მდევრები მისდევდნენ და კონფლიქტი გამწვავებულ ფაზაში იყო, არაგვის ხიდებთან ავტომობილით გაიარა და გზაზე დაყრილი საგნები შეამჩნია. "იქნებოდა ღამის პირველი საათი, რა დროსაც ჩემი კუთვნილი Ford Transit-ის მარკის და მოდელის მიკროავტობუსით ჩემს მეუღლესთან და 2 წლის შვილთან ერთად სახლიდან გავემგზავრე საჩხერის რაიონი სოფელ გამოღმა არგვეთში, სადაც მაქვს სახლი. დაახლოებით 01:00 საათზე როდესაც გავცდით საგურამოს გადასხვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის უბედურ შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მე გადავწყვიტე, მენახა თუ რა ეყარა მაგისტრალზე და საჭიროების შემთხვევაში გადმომეტანა გზის პირზე. აქედან გამომდინარე მანქანა გავაჩერე დაახლოებით 50 მეტრში იმ ადგილიდან სადაც რაღაც რომ შევამჩნიე, კერძოდ ხიდის ბოლოში გზის პირას, ჩავრთე ავარიული შუქურები და გადმოვედი მანქანიდან მარტო, ანუ ჩემი მეუღლე და შვილი დარჩნენ მაქნანაში. მე წამოვედი თბილისის მიმართულებით მაგისტრალის მანქანების გზის სავალ ნაწილში პირველი ზოლის ნაპირით. მივედი იმ ადგილას, სადაც შევამჩნიე რაღაც დაყრილი ნივთები. ამ დროს მაგისტრალზე ინტენსიური მოძრაობა არ იყო, მაგრამ მანქანები დროთა განმავლობაში მოძრაობდნენ. თავიდან გზის პირიდან როდესაც გავუსწორდი იმ ადგილს, სადაც ის რაღაც ეგდო, მაშინვე არ მივსულვარ, იმიტომ, რომ მაგ დროს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოდიოდა სატვირთო მანქანა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით, რათა არ გადაევლო უცხო საგნებზე, ჩემი ფანრით ვანიშნე იმ ადგილზე სადაც რაღაც ეგდო. როდესაც საშუალება მომეცა მივსულიყავი ჩემს წინ სავალი გზის გამყოფ ზოლთან ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე დაყრილი იყო ნიახური, რომელთა დიდი ნაწილი მანქანების გადავლის შედეგად გაფუჭებული იყო, ხოლო რამდენიმე ცალი შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის ნაპირის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან" , - აცხადებს ჩვენებაში საქმის ფიგურანტი. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, თუმცა მის მგზავრობას ეს ფაქტი ვერ დაუკავშირა, რადგან გარკვეული პერიოდი იყო გასული. მოგვიანებით, როდესაც მას სამართალდამცველები დაუკავშირდნენ, შეძლო აღედგინა მოვლენების ქრონოლოგია. ... ...
  • საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება საქართველოს ბანკი ეკონომიკურად გამართული, მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბათუმში ,,ჰაიატის“ ბრენდის ქვეშ 5 ვარსკვლავიანი, 170 ნომრიანი  სასტუმრო და 4,500 აპარტამენტი აშენდება. კომპლექსში განთავსებული იქნება A კლასის ბიზნეს ცენტრი. პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (მსოფლიოში საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრების უდიდესი ქსელი) შემოდის. Alliance Centropolis-ში ასევე განთავსებული იქნება ქალაქის უდიდესი კაზინო. მთლიანად კომპლექსი 18,815 კვ.მ-ს მიწის ფართობზე იქნება განთავსებული. აქედან 37,088 კვ.მ-ს სავაჭრო მოლი დაიკავებს. 23,775 კვ.მ-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშენდება, რომლის პრეცენდენტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. 8,486 კვ.მ-ს ბიზნეს ცენტრი დაიკავებს. კომპლექსს 40,997 კვ.მ-ზე განთავსებული 940 ადგილიანი ავტოსადგომი ექნება. მასშტაბური პროექტი  სამი თაუერის აშენებას ითვალისწინებს. აქედან A  და C  ბლოკი 45 სართულიანი, B ბლოკი კი 50 სართულიანი იქნება. პროექტის მშენებლობა 2026 წელს  დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება  დაახლოებით 180 მილიონი დოლარია. „საქართველოს ბანკი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური ჩართულობით ბათუმს ასეთი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო დონის, განსაკუთრებული არქიტექტურისა და კონცეფციის მქონე კომპლექსი შეემატება. კომპლექსი ფინანსურადაც საკმაოდ მასშტაბურია და რაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტით საქართველოში შემოდის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ქსელი და საერთაშორისო ბრენდი „ჰაიატი“. პროექტი, საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის გარდა, მნიშვნელოვანია იმითიც, რომ ის ხელს შეუწყობს  დასაქმებას, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე ოპერირების დაწყების შემდეგ. გვჯერა, რომ ეს კომპლექსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამარტო ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების პროცესში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, ახალი პროექტის, Alliance Centropolis-ის გარდა კომპანიას უკვე დასრულებული აქვს ბათუმში, 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“. მიმდინარე პროექტია ბათუმში, 54-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”.  კომპანია ბათუმის გარდა მრავალფუნქციური კომპლექსს "ალიანს ჰაილაინს" თბილისშიც აშენებს. ... ...
  • დატბორილი ეზოები და ცენტრალური ქუჩები - უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნაუხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნა. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის"ჟურნალისტი იუწყება,  დატბორილია  ცენტრალური ქუჩები  და  ეზოები. ასევე, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია,რის გამოც მათ საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანათ. დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.  ,,სამი დღის წინ იგივე სიტუაცია იყოო, მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და დაგვეხმარა  წყლის ამოტუმბვაში, მაგრამ ბოლობდე მაინც ვერ ამოტუმბეს. ამის გამო ჩვენი სახსრებით გუშინ ვიქირავეთ მუშები დასახმარებლად. დღესაც  შემოვიდა წყალი.  სახლში ყველაფერი გაგვიფუჭდა და დაგვიზიანდა. ყოველი ძლიერი  წვიმის დროს ასეთი მდგომარეობაა, როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცით. მერიიდან იყვნენ და დახმარებას დაგვპირდნენ.  სამი დღის წინ  უხვი ნალექი რომ მოვიდა  ელქტროენერგია გაითიშა, შესაბამისად  სატუმბი სადგურები არ მუშაობდა და დატბორვის მიზეზი ეს იყო, მაგრამ ამჯერად ელექტროენერგია არ გათიშულა და რა გახდა მიზეზი, არ ვიცი ,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ნანული ძიგოევმა. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ,  ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. მათივე ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ... ...
  • 6 თვეში გამოვლენილი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების უმეტესობა აჭარასა და გურიაში ფიქსირდებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება - დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს. 6 თვის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტია გამოვლენილი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 824 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 813, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 340, ქვემო ქართლში - 239, სამცხე-ჯავახეთში - 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში 248 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 10 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...