პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი სააფთიაქო ქსელი დააჯარიმა

საზოგადოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი სააფთიაქო ქსელი დააჯარიმა

2015 ივნ 1 17:14:22

2014 წლის დეკემბერში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს "ავერსი-გეოფარმი", შპს "პსპ აფთიაქი" და შპს "სახალხო აფთიაქი"  მათი ქსელის აფთიაქებში აწარმოებდნენ  როგორც ვიდეო კონტროლს, ასევე მომხმარებელსა და ფარმაცევტს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერას.

მოქალაქეთა მომართვის, ასევე თემის მასშტაბურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ინსპექტორმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო სამივე სააფთიაქო ქსელის მიერ აუდიო-ვიდეო კონტროლის დროს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ 365 აფთიაქში 24 საათიან რეჟიმში დახლზე განთავსებული მიკროფონის საშუალებით ხორციელდებოდა მოქალაქეებსა და ფარმაცევტებს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერა მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით. ბევრ აფთიაქში არ იყო განთავსებული აუდიო კონტროლის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი და ადგილზე მომხმარებელთა გამოკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი  მედიკამენტების თუ პირადი ჰიგიენის ნივთების შეძენის დროს ფარმაცევტთან ან კონსულტანტთან მათი კომუნიკაციის, ისევე როგორც დახლთან ლოდინისას  სატელეფონო თუ პირადი საუბრის ჩაწერის შესახებ. 

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას სამართლიანი ბალანსი უნდა იქნას დაცული მონაცემთა დამმუშავებლის კანონიერ ინტერესებს და მონაცემთა სუბიექტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის.

მიუხედავად იმისა, რომ სააფთიაქო ქსელებს აქვთ კანონიერი მიზანი - აკონტროლონ სააფთიაქო ქსელში მომსახურების ხარისხი,  ამ ფორმითა და მასშტაბით  მონაცემთა დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ არ იქნა მიჩნეული კანონიერი მიზნის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად. ინსპექტორმა მიიჩნია, რომ  აუდიომონიტორინგის განხორციელება წარმოადგენდა არაპროპორციულ ჩარევას მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში და ეწინააღმდეგებოდა  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილ პრინციპს.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანიები იყენებენ სხვა მეთოდებს, როგორიცაა "მისტიური მომხმარებლი", ცხელი ხაზი, პრეტენზიის ფორმა, რაც დასაქმებულთა და მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში ნაკლებ ჩარევას გულისხმობს.

ინსპექტორის გადაწყვეტილებით სამივე კომპანიას  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლით  გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და დაევალა აუდიომონიტორინგის განხორციელების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის სრულად განადგურება 2015 წლის 1 ივლისამდე.

"ვიმედოვნებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილე დროულად აღსრულდება და ორგანიზაციები უზრუნველყოფენ სამართლიანი ბალანსის დაცვას მათ ინტერესებს და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის," _ განაცხადა თამარ ქალდანმა. 




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?