თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო

საზოგადოება

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო

5 ივნ. 2015, 18:55:17

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციაზე მომუშავე კომპანია "გეოგრაფიკის" წარმომადგენლებისგან  მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა. შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელები, მერიის არქიტექტურიის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები, აქრიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონცეფციის ფარგლებში, რომელზეც დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი" მუშაობს, თბილისის ისტორიულ ნაწილში მოხდება შენობა-ნაგებობის აღნუსხვა, რეალური მდგომარეობის ვიზუალური შეფასება და ამ არეალის ძირითადი ნიშან-თვისებების განსაზღვრა. ცალკეულ ზონებზე მოხდება პრიორიტეტების კლასიფიკაცია ავარიულობის ხარისხისა და ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით.

შეიქმნება ქალაქის ურბანული ქსოვილის გაუმჯობესების გეგმა უბნების მიხედვით, ხოლო თითოეულ უბანში  შეფასდება არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და დაისახება მათი განვითარების გეგმა.

შეხვედრა კომპანია "გეოგრაფიკის" მიმდინარე სამუშაოების შესახებ პრეზენტაცით დაიწყო,  შემდეგ კი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მსჯელობა გაიმართა თბილისის ისტორიული ნაწილის კონცეფციის შექმნის მნიშვნელოვან საკითხებზე და გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რომლის გათვალისწინებითაც  პროექტზე მუშაობა გაგრძელდება. 

„აუცილებელია ჩატარდეს ქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული კვლევა, ვინაიდან არის მთელი რიგი შენობები და უბნები, რომლებსაც თავის დროზე ხელოვნურად მიენიჭა სტატუსი და იქ რაიმე სახის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.  მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, მართლა ვიცოდეთ საზღვრები, იმიტომ რომ ამ საზღვრების ფარგლებში მიდგომები განსხავვებული უნდა იყოს. თუ იქ რაიმე სახის სამუშაოებს ჩავატარებთ, ძალიან სკულპლუოზურად და მემკვიდრეობის წესების დაცვით უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის შექმნაზე კონკურსი თბილისის განვითარების ფონდმა 3 თვის წინ გამოაცხადა. მასზე გამარჯვებული კომპანია დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი  „გეოგრაფიკი“ დაახლოებით 2 თვეა მუშაობს. მათი მოწვევით, კონცეფციის შექმნაში  ჩართულია ცნობილი ჰოლანდიელი  ურბან-ეკონომისტი  ალე ელბერსი.  პროექტი დაწყებიდან 6 თვეში დასრულდება.

ძველ თბილისში შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილის ავარიულობის გამო, საჭირო გახდა, სათანადო კვლევების საფუძველზე, ქალაქის ისტორიული ძეგლების შენარჩუნების, აღდგენისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება. კვლევის არეალად განისაზღვრა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ძირითად რუკაზე არსებული 1768 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტოს მიერ 2007 წელს დადგენილი ნუსხის მიხედვით შეირჩა.




 ახალი ამბები
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...