რა პრობლემები უნდა მოაგვარონ ქართულმა მედიაპორტალებმა ევროპული ხარისხის მისაღწევად

საზოგადოება

რა პრობლემები უნდა მოაგვარონ ქართულმა მედიაპორტალებმა ევროპული ხარისხის მისაღწევად

2015 ივნ 8 01:55:16

ქართულმა ადგილობრივმა გაზეთებმა უნდა მიბაძონ  და ნახონ როგორ გამოიყურება ადგილობრივი გაზეთები ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში; გააფართოვონ სარეკლამო ბაზარი და გაზარდონ მცირე განცხადებების რაოდენობა -  ამბობს პოლონეთის ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის, კვირეული "პშელომის", ასევე, პორტალ przelom.pl-ის გამომცემელი, პოლონეთის ადგილობრივი გაზეთების ასოციაციის თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში განხორციელებული მედია-პროექტების ექსპერტი ალიცია მოლენდა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ქართულ ადგილობრივ გაზეთებს ევროპულ სტანდარტამდე მისაღწევად გარკვეული გზა გასავლელი კიდევ აქვთ.

"ადგილობრივი ინფორმაციული პორტალი, როგორც ცალკეული მედია პროდუქტი", - ამ თემაზე  ქართული ადგილობრივი გაზეთების წარმომადგენლებისთვის პოლონურმა ფონდმა  "განათლება დემოკრატიისათვის" სამდღიანი ტრენინგი გამართა. ტრენინგებს ფონდის კოორდინატორი აგნეშკა ნოვინკა,  ალიცია მოლენდა და ასოციაცია "დემოკრატიული აღმოსავლეთი"-ს ტრენერი მარჩინ ბანკი უძღვებოდნენ.

ალიცია მოლენდა:  ჩვენ ერთ სფეროში ვმუშაობთ, ამიტომ ადგილობრივი მედია პოლონეთშიც და საქართველოშიც არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ადგილობრივი პრესა უნდა განიხილავდეს მხოლოდ იმ თემებს, რომელიც არის საინტერესო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და კერძოდ, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც გაზეთი ვრცელდება. ადგილობრივი პრესის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მხოლოდ ადგილობრივ ინფორმაციებს უნდა შეიცავდეს. განსხვავება საქართველოს ადგილობრივ პრესასა და პოლონურ ადგილობრივ პრესას შორის მხოლოდ გაზეთის ხარისხშია; პროდუქტში, რომელიც სტამბიდან გამოგვაქვს. განვსხვავდებით რეკლამების რაოდენობითაც, პოლონურ გაზეთებში ძალიან ბევრი რეკლამაა საქართველოს გაზეთებთან შედარებით. ამასთანავე, პოლონეთის ადგილობრივი გაზეთები აუცილებლად აფინანსებენ თავის თავს, თვითმყოფადები არიან, საქართველოს ადგილობრივ მედიასაშუალებებს კი, ხშირ შემთხვევაში გრანტები აქვთ.

_პოლონურ ადგილობრივ გაზეთებს დამატებითი დახმარება, ფინანსური წყარო აქვთ?

_არანაირი დამატებითი ფინანსური წყარო. სახელმწიფო დაფინანსებიდან არანაირი დოტაციები არ არის, არც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. საკუთარი თავის ფუნქციონირებით საკუთარი ძალისხმევით გვაქვს შემოსავალი. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის როდესაც ვნახე, რომ  საქართველოს ადგილობრივი გამომცემლობების ელექტრონული ვერსიები, პორტალები ძალიან კარგ დონეზეა, ხშირ შემთხვევაში პოლონეთის პორტალებსაც სჯობს.

_ განვითარების რა კუთხით უნდა წავიდეს ქართული ადგილობრივი მედია, რომ უფრო მაღალ სტანდარტს მიაღწიოს?

_ ადგილობრივ გაზეთებს შეუძლიათ მიბაძონ  და ნახონ როგორ გამოიყურება ადგილობრივი გაზეთები ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. იმის მიუხედავად, რომ სარეკლამო ბაზარი საქართველოში უფრო მოკრძალებულია, ვიდრე ევროპაში, გაზეთები მაინც უნდა ცდილობდნენ მოიძიონ ეს რეკლამები ან გაზარდონ მცირე განცხადებების რაოდენობა. თქვენთან ძალიან მცირე რაოდენობაა მცირე რეკლამების, რაც მნიშვნელოვანია. პოლონეთში ადგილობრივი გაზეთების არსებობის პირველივე დღიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მცირე განცხადებებს და მათი რაოდენობა ყოველთვის დიდი იყო. ასევე, მაკეტების შეცვლაზე ვიმუშავებდი ქართულ გაზეთებში რომ  ვყოფილიყავი, შესაცვლელია სურათების ხარისხიც. ქართული ენა არ ვიცი, ამიტომ სტატიების შინაარსობრივ მხარეს ვერ შევაფასებ. ვიმედოვნებ, რომ ქართველ ჟურნალისტებს არა აქვთ თვისება რომ რაღაც ინფორმაცია ინტერნეტიდან გადაბეჭდონ. ვიმედოვნებ, შინაარსობრივი მხარე ადგილობრივ საკითხებს ზუსტად ასახავს. ადგილობრივი გაზეთების რედაქტორებმა და გამომცემლებმა ყური უნდა დაუგდონ თავიანთ მკითხველებს. სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინონ მათ საჭიროებებზე, თანამედებროვე მკითხველს ურჩევნია წაიკითხოს  უფრო მოკლე ტექსტები, ვიდრე ადრე კითხულობდა, ამ კუთხითაც უნდა იმუშაოთ. გაზეთის შინაარსობრივ მხარეს ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი აქვს, ვიდრე დიზაინს. გაზეთი მხარს უნდა უჭერდეს და მკითხველს სჭირდებოდეს, ამისთვის მას პრაქტიკული ინფორმაცია უნდა გადასცეს, რომელიც ცხოვრებას გაუმარტივებს.

_ ფონდი "დემოკრატიული აღმოსავლეთი” საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს. რა შეიცვალა საქართველოს მედია-ბაზარზე თქვენი ტრენინგების შემდეგ და საქართველოს გარდა რომელ მედი-აბაზარს იკვლევს?

_ 7 წლის წინ არცერთ გაზეთს თავისი ვებ-გვერდი არ ჰქონდა, საუბარი აღარ არის პორტალებზე. ახლა ვატყობთ, რომ გაზეთები შეიცვალნენ და ბევრმა გაზეთმა გაითვალისწინა და გაიზიარა პოლონეთის გამოცდილება, რადგან წლების განმავლობაში ექსპერტები და ტრენერები ქართველი ჟურნალისტებისთვის ტრენინგებს ატარებდნენ. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფები, თუ რა სწრაფად განვითარდა ქართული პორტალი დაარსებიდან დღემდე.

_ საქართველოს გარდა კიდევ რომელ ქვეყნებში მუშაობთ და რა მდგომარეობაა იქ ადგილობრივი მედიის განვითარების კუთხით?

_ გვიმუშავია ძალიან ბევრ ქვეყანაში, ამჟამად უკრაინის მედიაზე ვმუშაობთ; ასევე, მოლდოვაში, ყირგიზეთში, ცენტრალურ აზიასა და ტაჯიკეთში. ამ ქვეყნებში  ადგილობრივი გაზეთების დონე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ქართული ადგილობრივი გაზეთები ლიდერები არიან და პირველ ადგილზე იმყოფებიან პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. ძალიან ბავრი შესამჩნევი ეფექტია სემინარების და ტრენინგების შემდეგ.

_ ტრენინგისას აღნიშნეთ, რომ ზოგიერთ საკიხში ქართული მედიაპორტალების პროდუქტი პოლონურ მედიაპროდუქტზე უფრო კარგია. რა აქვს ქართულ მედიაპორტალებს ისეთი, რაც პოლონეთში ჯერ კარგად განვითარებული არ არის?

_ მოკლე ვიდეო ფილმები. ეს ის არის, რაც პოლონეთში ჯერ კარგად განვითარებული არ არის. ქართულმა მედიაპორტალებმა ამ მხრივ იმიტომ გაგვისწრეს, რომ ამ საკითხში სხვადასხვა გზებით წამოვედით. საქართველოს ჰქონდა საშუალება მარტივი, მცირე ფილმები გაეკეთებინა, პოლონეთმა სხვა გზა აირჩია, აკეთებდა გრძელ, ხარისხიან ფილმებს, რომლებიც მოითხოვდნენ დიდ ხარჯებს, ამან კი არ გაამართლა. ამიტომ გვაჯობეთ.

_ სამოქალაქო აქტივობა რა დონეზეა საქართველოში პოლონეთთან შედარებით?

_ ვფიქრობ, პოლონეთმა გარკვეულ დონეს და თავის მიზანს მიაღწია, რადგან საზოგადოება უკვე ნაკლებად არის დაინტერესებული ზოგიერთი საზოგადოებრივი საკითხით. საქართველოს აქვს კონკრეტული მიზანი და ამ მიზნისკენ განვითარების გზაზეა. ვფიქრობ, ქართველი  ხალხი უფრო მეტად არის ჩართული საზოგადოებრივ საკითხებში. პოლონეთში მოსახლეობა უკვე ნაკლებად არის დაინტერესებული პოლიტიკით, რადგან უკვე აქვთ საშუალება იოცნებონ დასვენებაზე, აირჩიონ გართობის სხვადასხვა სახეობები და მოგზაურობა. თუმცა, მალე პოლონელი ხალხის წინ რთული პერიოდი დადგება, როდესაც დამოუკიდებლად  უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს პრობლემებს, ვინაიდან ევროკავშირში შესვლისთანავე ის დახმარებები შეგვიწყდება, რასაც ევროკავშირი ჩვენ წლების განმავლობაში გვიწევდა.

_ იცნობთ თუ არა "გურია ნიუსის" გაზეთისა და ვებ-პორტალის და როგორ შეგვაფასებთ?

_ სემინარზე ჩამოსვლამდე მინდოდა გამეცნო ყველა გაზეთი, თქვენს ვებ-გვერდზეც შემოვედი და ძალიან მომეწონა. დადებითი აზრი მაქვს თქვენი გაზეთის ვებ-პორტალზე. თუმცა, თუ იმ შენიშვნებსაც გაითვალისწინებთ, რაც ზემოთ გითხარით, გაცილებით უკეთესი შემოსავალი გექნებათ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებულიოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...