"სითი პარკი“ ზოოპარკის მიდამოებში გაჩერებულ ავტომობილებს აჯარიმებს
"შვილთან ერთად გადავედი ზოოპარკთან და მინდა გითხრათ, რომ თვალით ნანახი უფრო დამრთგუნავი აღმოჩნდა. მობრუნებისას აღმოვაჩინე ეს ქვითარი. „სითი პარკის" ეს თანამშრომელი ქალია. როგორც ჩანს, დადის და აჯარიმებს ამ მიდამოებში გაჩერებულ ავტომობილებს. ალბათ ტალახიდან ამოღებულ ავტოებსაც დააჯარიმებს მას მერე, როცა გზაზე დააყენებენ. ფულზე არაა ლაპარაკი, ვინც მე მიცნობს. „სითი პარკი" მოსაცილებელია. რაღაც უჯიგრო კომპანიაა", - წერს სოციალურ ქსელში გია ალიხანაშვილი.
ამასთან დაკავშირებით, განცხადება „სითი პარკმაც" გაავრცელა: "სითი პარკის" სახელით გაცნობებთ, რომ დღეს ჩიქოვანის ქუჩაზე პარკინგ ინსპექტორის მიერ მოქალაქის დაჯარიმება იყო გაუგებრობა. რადგანაც კომპანიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოხდეს არასწორად გაჩერებული ავტომობილების დაჯარიმება. სიტი პარკი ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და გამოწერილი ჯარიმას გადაიხდის თავად კომპანია,"- ნათქვამია ,,სითი პარკის" განცხადებაში.
წყარო:http://interfactnews.ge