სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მეუღლის თხოვნა საზოგადოებას

საზოგადოება

სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მეუღლის თხოვნა საზოგადოებას

2015 ივნ 19 15:08:47

13 ივნისს, თბილისის სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მეუღლე, დავით სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

_ გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიეთ ივლიტას წმინდა სული, თხოვნა იქნება ჩემი. ყველას უდიდესი მადლობა, _ წერს დათო სიხარულიძე.

ივლიტა ჯიბუტი გუშინ დაკრძალეს. 24 წლის გოგონა უკანასკნელ გზაზე მთელმა საქართველომ გააცილა. მათ შორის იყო საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემდგენლობა და პოლიტიკოსები.

სტიქიის დროს ივლიტა მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან მარიამ ქუთელიასთან ერთად ვერეს ხეობაში, სახლში იმყოფებოდა და საგამოცდოდ ემზადებოდა.

როგორც ივლიტას ახლობლებმა გვითხრეს, როცა სახლში წყალი შევარდა, მეუღლემ ის და მისი მეგობარი გოგო სახლის სახურავზე აიყვანა, საიდანაც სამაშველო სამსახურში დარეკა:

_ როგორც ივლიტას მეუღლე ყვება, 40 წუთი სახურავზე ელოდებოდნენ მაშველებს. ამ დროის განმავლობაში მეუღლე ივლიტას და მის მეგობარს ხელით იჭერდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სახლი, რომლის სახურავზეც იყვნენ, წაიღო და სამივენი წყალში ჩაცვივდნენ.

სწორედ ამ დროს მოვიდნენ მაშველები, რომლემაც ივლიტას მეუღლის გადარჩენა მოახერხეს, _ გვითხრა ივლიტა ჯიბუტის ერთ-ერთმა ახლობელმა.

დაკარგული ივლიტას ძებნა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ივლიტა ჯიბუტი მამა გიორგის მრავალშვილიანი ოჯახიდანაა.

დაიბადა და გაიზარდა ჩოხატაურში.

გამორჩეული მოსწავლის, არაჩვეულებრივი გოგონას შესახებ ჩვენი გაზეთის არქივს ბევრი მასალა ინახება.

განსაკუთრებულია წერილი სათაურით - „ჩვენ გავმრავლდებით და ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა“, რომელიც “გურია ნიუსის“ 2010 წლის 27 მაისის ნომერში, ივლიტა ჯიბუტის და დავით სიხარულიძის სიყვარულისა და საოცარი ქორწილის შესახებაა:

“2010 წლის 23 ვარდობისთვეს, სულთმოფენობის დღეს, დედა ეკლესიის წიაღში, ჯვარი დაიწერეს მხევალმა ღვთისამ  _ ივლიტამ დ მონამ ღვთისამ _ დავითმა.

ეს ულამაზესი წყვილი ორი წლის წინ, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით შეხვდნენ და...

ხვდებოდნენ ჩუმად, მალულად, სარკმლიდან უცქერდნენ დამეგობრებული ვარსკვლავებით მოჩითულ ზეცას და ცის თაღზე იწერებოდა _„მიყვარხარ!“ _ ვკითხულობთ გაზეთის არქივში.

დრომ საიდუმლო გაამხილა და პატარა ბარათმა გაზეთის ფურცლებიდან,  ივლიტასა და დათოს საქორწილო მოსაწვევმა ქვეყნას  ბედნიერი წყვილის ჯვრისწერის თარიღი ამცნო.

ასე ზეიმით და ბედნიერებით, 18 წლის ივლიტა _  მაშინ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი და 21 წლის დავით რაფიელის ძე სიხარულიძე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, შეუღლდნენ.

"გურია ნიუსის" ოფისის დერეფანში, კედელზე, ახლაც არის ივლიტა ჯიბუტის ხელით, რამდენიმე წლის წინ დაწერილი საკუთარი სახელი და გვარი...

კედელზე ცარცით წარწერა ივლიტამ მაშინ დატოვა, როცა რედაქციაში შეკრებილ საზოგადოებას თანატოლებთან ერთად საკუთარ ნიჭიერებას აცნობდა...




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...