სტიქიით დაზარალებულ 11 წლის მოზარდს დახმარება სჭირდება


საზოგადოება

სტიქიით დაზარალებულ 11 წლის მოზარდს დახმარება სჭირდება

20 ივნ. 2015, 05:46:10

"გურია ნიუსს"  გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით ( "მოზარდთან, რომელსაც სტიქიის დროს დედა და დეიდა დაეღუპა ფსიქოლოგი მუშაობს"  ), სადაც სტიქიით დაზარალებული ოჯახის შესახებ არის მოთხრობილი, ამავე სტიქიისას დაზარალებულის ახლო ნათესავი გამოეხმაურა.

როგორც სვანიძის ქუჩაზე დაღუპული ნანა ეგიაზაროვა-ფილიშვილის რძალი გულნაზ კირთაძე ამბობს, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მნიშვნელოვანი დახმარება არ მიუღიათ, ხოლო ვინც დახმარება მიიღო, მისთვის გაურკვეველია, რა ნიშნით შეარჩიეს.

როგორც გულნაზ კირთაძემ "გურია ნიუსს" უთხრა, სტიქიისას დაღუპული ნანა ეგიაზაროვას შვილი და მეუღლე ამ დრომდე მის სახლში ცხოვრობს, თუმცა, 11 წლის ნიკა ფილიშვილისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

ცნობისთვის, ნიკა ფილიშვილი და მიხეილ შაჰბაზიანი (მოზარდი, რომელმაც დღეს დახმარება მიიღო) დეიდაშვილები არიან. ორივე მათგანს დედები სტიქიისას დაეღუპათ. ნიკა და მიხეილი სტიქიამდე ერთ სახლში ცხოვრობდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, რიგითი მოქალაქის, გოჩა თათანაშვილის სურვილით დახმარება მხოლოდ ერთმა მოზარდმა, მიხეილ შაჰბაზიანმა მიიღო. მას თათანაშვილმა ტექნიკა და ფულადი საჩუქრები პირადად გადასცა. ინფორმაცია, რომელიც "გურია ნიუსმა" ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა აღნიშნულია, რომ დასახმარებლად ეს მოზარდი ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით შეირჩა.

"როგორც გავიგე სტიქიით დაზარალებულ მიხეილს შაჰბაზიანს, რომელსაც სტიქიისას დედა დაეღუპა, დაეხმარნენ, თუმცა, ჩვენ ნიკასთვის მსგავსი დახმარება არ მიგვიღია. როგორ დავიჯერო, რომ მიხეილმა არ თქვა, 11 წლის პატარა დეიდაშვილი მყავსო? ან არავის გამოუთქვამს სურვილი რომ ამ ბავშვსაც უნდა დაეხმარონ? სახლი მე თვითონაც არ მაქვს, მაგრამ მიცვალებული მაინც შევიკედლე, სანამ დავასაფლავებდით.  მიხეილის დედა და ჩემი რძალი ჩემმა ოჯახმა დაკრძალა; სადაც მივდიოდით აღრიცხვაზე მიხეილს და ნიკოლოზს ერთად ვაფიქსირებდით, რადგან სტიქიამდე ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ.  მაინტერესებს, მიშიკოს რომ დაეხმარნენ, ჩემს მაზლისშვილს რაიმე სახის დახმარება არ უნდა?!", _ ამბობს კირთაძე.

მისივე თქმით, დაზარალებული მაზლი და დაობლებული მაზლისშვილი მასთან სახლში დროებით შეიფარა, თუმცა, თვითონაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ამიტომ სახელმწიფოს დროულად დახმარების თხოვნით მიმართავს.

როგორც კირთაძე ამბობს, ამ დრომდე მასთან არავინ მისულა და ალტერნატიული ფართი მისი მაზლისთვის არ შეუთავაზებიათ.

მისივე თქმით, დედის დაკარგვის შემდეგ 11 წლის ნიკოლოზი დათრგუნულია და მას ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.

"ბავშვი სახლში მყავს, არსად წამიყვანია. ფსიქოლოგი მას არ ეხმარება და არც არანაირი საშუალება არ მაქვს ფსიქოლოგთან მე მივიყვანო. ქირით ვცხოვრობ, საკუთარი სახლი არ მაქვს და ჩემი მაზლი და მაზლისშვილი მაინც შევიკედლე. თვითონაც ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში ვარ, ისეთი დაავადება მაქვს, მუდმივად წამლები მესაჭიროება. არანაირი ფინანსური საშუალება არა მაქვს, დედადაკარგულ ბავშვს დავეხმარო;  ქირის ფულსაც კი ვერ ვიხდი. მამრაძის ქუჩაზე ვცხოვრობთ. ჩემთან რომ დარჩნენ საცხოვრებლად არანაირი საშუალება არ მაქვს. 7 სული ერთ პატარა ოთახში ვართ გამოკეტილები", _ ამბობს კირთაძე.

მისივე თქმით, სტიქიის შემდეგ მთავრობას ოჯახისთვის დახმარება და სხვა ალტერნატიულ ფართში გადაყვანა არ შეუთავაზებია.

"სტიქიის მერე არანაირი შემოთავაზება არსაიდან არ მიგვიღია. ერთადერთი, ვაკე-საბურთალოს გამგეობაში ვიყავით გარდაცვლილის საბუთების გასაკეთებლად და მაშინ  ერთჯერადი დახმარება  პროდუქტის სახით მოგვცეს. მიხარია 16 წლის მიხეილს რომ დაეხმარნენ, მაგრამ 11 წლის ნიკა არავის გახსენებია. მას ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. სითბოს ნიკა მე ვაძლევ, რადგან ბებია და ბაბუა არ ყავს, აღარც დედა...

თუ მიხეილს ეხმარებიან, ნიკას რატომ არ უნდა დაეხმარონ? ნუთუ არსებობს ქვეყნად ისეთი ადამიანი, ვინც შეიტყო ოჯახის შესახებ, გაიგო რომ არავინ ჰყავთ, სახლ-კარი არ აქვთ და ბავშვი ამოარჩია, 16 წლის მიხეილს დაეხმარა და 11 წლის ნიკას არა", _ ამბობს გულნაზ კირთაძე.

მისივე თქმით, სტიქიის შემდეგ მიხეილი თავის დეიდაშვილს თითქმის არ დაკონტაქტებია, როგორც გულნაზ კირთაძე ამბობს, მიხეილი დედის დასაფლავებაზეც რაიონის გამგებელმა რამდენიმე საათით მიიყვანა.

"ჩვენ  მიხეილს საერთოდ ვერ ვუკავშირდებით. ტელეფონი არა აქვს. დედამისის დაკრძალვაზეც, გამგებელმა მოიყვანა და ისევ წაიყვანა. ადრე  ერთ სახლში ვცხოვრობდით. არ მინდა, ბავშვებს შორის კავშირი დაიკარგოს, ისედაც ორივე ძლიერი სტრესის ქვეშაა", _ ამბობს კირთაძე და იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან სთხოვს, რომ თავიანთი დახმარება შეძლებისდაგვარად ერთნაირად გადაანაწილონ.

ცნობისთვის, ნანა ეგიაზაროვა-ფილიშვილი და მისი და ჟანა ეგიაზაროვა 13 ივნისის ღამეს, სვანიძის ქუჩაზე დაიღუპნენ.

მათი ოჯახიდან ასევე დაღუპულია, მათი ბიძაშვილები, დები, სვეტლანა და ლიანა ეგიაზაროვები.

იმ პირებს, რომლებსაც 11 წლის ნიკა ფილიშვილის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, "გურია ნიუსი" მზად არის, ოჯახთან დაგაკავშიროთ.




 ახალი ამბები
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...
  • "19 იანვარს დიდი ღონისძიებები არ იგეგმება" _ დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილიშემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 19 იანვარს არ იგეგმება მათი მხრიდან დიდი ღონისძიებები. “პანდემიის გამო მდინარეში არ მოხდება საყოველთაო ნათლობა. ხვალ გაიმართება ყველა მოქმედ ეკლესია-ტაძარში წირვა, რის ბოლოს იქნება წყლის კურთხევა", _ გვითხრა მამა ბასილმა. მამა ბასილის თქმით, თუ ვინმე გავა მდინარეში, ეს იქნება საკუთარი ინიციატივით. "გურია ნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა ოზურგეთის ტაძრებში ტრადიციული ნათლობა, მამა ბასილი გვპასუხობს, რომ ნათლობას მასშტაბური ხასათი არ ექნება. “ვისაც ექნება სურვილი, ნათლობა გაიმართება, მაგრამ ეს მასშტაბურის სახით არ მოხდება", _ აღნიშნა მამა ბასილმა. შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულზე განსაკუთრებით დიდი შეკრება ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე იმართებოდა, სადაც საყოველთაო ნათლობა ... ...
  • გიორგი ვოლსკი: ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი ახლა მეტი აქცენტი კეთდება ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და მეორე, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდებიან სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი. „დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ინტერესები არის უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელი და არ დარჩებიან სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდისეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების კლების ტენდენცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეაფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. „ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კლების ტენდენცია ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში ვითარება დაძაბულია და მიმოსვლა სერიოზულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეგვიფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. 6-ბალიანი სისტემიდან დაახლოებით 5-ბალიან სისტემას ვაკმაყოფილებთ. ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება და სწორედ ერთიანად, ამ შემზღუდველმა ღონისძიებებმა და ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უფრო ადვილად ვავლენთ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, - განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....