უცხოური კომპანიების უმეტესობა ფრენშაიზინგის ხელშეკრულებებზე ინფორმაციას არ გასცემს

საზოგადოება

უცხოური კომპანიების უმეტესობა ფრენშაიზინგის ხელშეკრულებებზე ინფორმაციას არ გასცემს

2015 ივნ 22 18:19:41

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოში მოქმედი უცხოური სახელწოდების კომპანიების,  სასაქონლო ნიშნის გამოყენებისა და იურიდიული სტატუსის, აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებული მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და მომხმარებელთა მიმართ კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ მომზადებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს.

"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, სალომე გოგლიძის განცხადებით, მოქალაქეები უპირატესობას ანიჭებენ ძვირადღირებული ნივთების, პროდუქტებისა და სხვა საჭიროებების შეძენას მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ცალკეული კომპანიები პროდუქციას საერთაშორისო ნდობის მქონე ბრენდების სახელწოდებით სთავაზობენ, თუმცა სიღრმისეული დაკვირვების შემთხვევაში, შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ ასეთი კომპანიები ბაზარზე თვალთმაქცურად მოქმედებდნენ - მათ არ გააჩდეთ შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ სარგებლობდნენ ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით და არც რაიმე ვალდებულება, საკუთარი სტატუსის თაობაზე არსებული ინფორმაცია მიეწოდოს მომხმარებელს. ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო იმ გარემოების დადგენას, თუ რომელი კომპანიები იყენებენ სასაქონლო ნიშანს, სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთიანობას კანონიერად, გააჩნდათ თუ არა მათ ფრენშაიზინგის ხელშეკრულება, ან სხვა რაიმე ნებართავა/ლიცენზია ან უფლება გამოიყენონ უცხოური კომპანიის სახელწოდება. ამავე დროს  წარმოდგენილი ინფორმაცია უაღრესად კრიტიკულად უნდა შეფასდეს და საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, კომპანიების მხრიდან გამოხატული ინდიფერენტული და ნაკლებდ პასუხისმგებლობის მქონე დამოკიდებულების შესახებ.

"ახალგაზრდა ადვოკატების" მონიტორინგის შედეგად, კვლევაში ერჩეული 19 კომპანიიდან მონაწილეობა მიიღეს და დასმულ კითხვებზე სრულყოფილი ინფორმაცია მოამზადა მხოლოდ 2–მა კომპანიამ. 5–მა კომპანიამ ორგანიზაციას მიაწოდა მხოლოდ ინფორმაცია, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ ცნობილი ბრენდის სტატუსით მოსარგებლე კომპანიას საქართველოში. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების მხრიდან ჩაითვალა, რომ არც დასმულ სხვა კითხვებზე გააჩნდათ გამოხმაურების ვალდებულება, ხოლო მონიტორინგის ფარგლებში, ორგანიზაციასთან კომუნიკაცია საერთოდ არ უზრუნველყო 12–მა კომპანიამ.

ორგანიზაციამ მონიტორინგის პროცესში მოიწვია: "კარფური", "კოკა-კოლა", "მაკდონალდსი", "სოკარი", "დიზელი", "რედისონი", "ბენეტონი", "ბილაინი", "სვოჩი", "ივ როშე", "სამსუნგი", "ფორბსი", "ზირაათ ბანკი", "ყატარის ავიახაზები", "ვილეროი და ბოხი", "სვაროსვკი", "vivus.ge", "KFC", და "National Geographic", ხოლო შერჩევის კრიტერიუმი გახდა გარემოებები, როდესაც კომპანიები უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა სამომხმარებლოს სფეროს და მათი სახელწოდების მიმართ არსებულიყო ბრენდის სტატუსის დადგენის ინტერესი.

"ახალგაზრდა ადვოკატების" მონიტორინგის შედეგად, ნაწილობრივ სრულყოფილი მონაწილეობა მიიღეს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" და "კარფურმა". გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულთა უფლებებისა და ვალდებულებების მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება სპეციალური სამსახურების მიერ. აგრეთვე, შრომითი ხელშეკრულებები აღნიშნულ ორივე კომპანიაში დადებულია მოქმედი შრომის კოდექსის შესაბამისად და მათი მინიმალური ვადა განსაზღვრულია 12 თვით. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული კომპანიების მსოფლიო ბრენდის სტატუსის საქმიანობასთან, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" ინფორმაციით, ის სარგებლობს ბრენდის საავტორო უფლებით, რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, ხოლო კომპანია "კარფურს", ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ მოუწოდებია. რაც შეეხება "ივ როშეს", "ვილეროი და ბოხის""National Geographic""Forbes" და "სვოჩის". ყველა მათგანის გამოხმაურება ეხებოდა ბრენდის სტატუსით საქართველოში საქმიანობის საკითხს. კომპანიების ცნობით, მათი კომპანიები დაკავშირებული არ არის რომელიმე უცხოური კომპანიების საქმიანობასთან, დაფუძნებულია ადგილზე და არ წარმოადგენენ არც ერთი უცხოური კომპანიის ფილიალს, არ სარგებლობენ რომელიმე უცხოური კომპანიის შვილობილის სტატუსით. ამასთან, კომუნიკაცია არ უზრუნველყო სხვა 12-მა კომპანიამ. ამიტომაც, უცნობი რჩება მათი მხრიდან შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი, სამართლებრივი სტატუსი და მომხმარებლებთან ურთიერთობის ანგარიშვალდებულების საკითხიც.

"ახალგაზრდა ადვოკატების" მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველოში უცხოური სახელწოდების ქვეშ მოღვაწე კომპანიების მხრიდან სათანადოდ არ არის შეფასებული კორპორატიული პასუხისმგებლობა და სოციალური დიალოგის პრიორიტეტულობის საკითხი. მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებისთვის გვიძნელდება შევთავაზოთ დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელი კომპანია რა სტანდარტებით იცავს შრომით ურთიერთობებს, რომელი კომპანიები სარგებლობენ ბრენდის სტატუსით და გააჩნიათ ფრენშაიზინგის ხელშეკრულება,  ან სხვა რაიმე ნებართავა/ლიცენზია ან უფლება გამოიყენონ უცხოური კომპანიის სახელწოდება, რა არის აღნიშნული კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი.

"ახალგაზრდა ადვოკატები" რეკომენდაციით მიმართავს კომპანიებს, რომლებმაც უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ კვლევაში, უზრუნველყონ მათ წინაშე ორგანიზაციის დასმულ საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება და 2015 წლის 31 ივლისამდე, საჯარო ინტერესის გამო, ინფორმაცია გამოაქვეყნონ კომპანიების ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის: კვლევაზე: "უცხოური კომპანიები საქართველოში, მათი სტატუსი და დასაქმებულები" მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო. მონიტორინგი ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა.




 ახალი ამბები
  • დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს (R)ლიბერთის ბარათების მფლობელები, აღნიშნული აქციით მხოლოდ ლიბერთის პოსტერმინალებით გადახდისას ისარგებლებენ. აქციის ფარგლებში მაქსიმალური ქეშბექის რაოდენობა 50 ლარია. ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების ... ...
  • პრემიერი: მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება მიუღებელიასაქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი ადამიანის შეწყალება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკრიტიკა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია. „შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ შეიწყალონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ბრიფინგი თავად გამართა და განაცხადა, რომ წესების ცვლილებამდე პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ საკითხის ირგვლივ დამატებით განმარტებებს მოითხოვენ. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში ... ...
  • იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო (R)„ჩვენ მიერ გლდანში გაზაფხულზე შემოტანილი პროექტის შედეგად, მსჯავრდებულები უკვე მოსავალს იმკიან და ფინანსურ შემოსავალსაც იღებენ“, _ ასე დაიწყო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან შეხვედრა.  მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. დღეს პატიმრებმა  შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო.   პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები  ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა” ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა. დღესვე,  მინისტრმა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა პროექტის  მხარდამჭერი სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ის აგრონომებს, ზვიად ბობოქაშვილს, ირმა ირემაშვილს და ფრიდონ სანაიას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროდუქციის მოყვანაში უწევენ დახმარებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის. პროექტი, რომლის ფარგლებშიც N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივითა და საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტის მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება. პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" და შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია". ... ...
  • მაია მელიქიძის ინიციატივით ენერგო წყაროების ლაბორატორია დაფუძნდა (R)საქართველოში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია გაიხსნა. RES Lab-ის შექმნის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა. ლაბის ფარგლებში შეიქმნება სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.  ლაბორატორიის ფარგლებში ეტაპობრივად გაწევრიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, წევრობა არ ითვალისწინებს ფინანსურ კონტრიბუციას და მოიაზრებს მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადმიურ პარტნიორობას. განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორიის დაფუძნების ინიციატორია სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძე. ... ...
  • ჩოხატაური-ლეჟაისკი _ დიდი სამომავლო გეგმებიმიმდინარე წლის 4-11 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მინდია ჟღერიას, საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ჯუმბერ ბერძენიშვილისა და ნაზი ბერძენიშვილის შემადგენლობით, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკში. დელეგაციის წევრები დაესწრნენ ყოველწლიურ ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა იღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამსახურები, სოფლების თვითმმართველობები, ასევე, პოლონეთის პარლამენტის წევრები და საეკლესიო პირები. ვიზიტის დროს გახორციელდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უშუალოდ ქალაქ ლეჟაისკის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ თვითმმართველობის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები ესტუმრნენ ლეჟაისკის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინიციატივით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის სტუმრობისას დაიწყო, მომავალში იმ გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ქალაქ ლეჟაისკში არსებულ აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით წარმატებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გააჩნია. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის დასრულებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, პოლონეთის მხარე დახმარებას გაუწევს სასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე, შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების გახორციელება. პოლონეთის მხრიდან, ასევე, გამოითქვა მზაობა, მოხდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ლეჟაისკის რამდენიმე სკოლის დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების გახორციელება. 2020 წლის ივნისში, ქალაქ ლეჟაისკში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მაღალი დონის შემსრულებელი, მათ შორის სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ამაღლება, რომლის გამოსვლებს ფესტივალის ერთი დღე მთლიანად ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...