ლანჩხუთის საავადმყოფოს მომავალი _ პიარი თუ მწარე რეალობა

საზოგადოება

ლანჩხუთის საავადმყოფოს მომავალი _ პიარი თუ მწარე რეალობა

22 ივნ. 2015, 21:20:29

გავრცელებული ინფორმაციით, მაისში, ოზურგეთში, ქვეყნის პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველ პირს, ზაზა ურუშაძეს პრიორიტეტების განხილვისას, ერთ-ერთ მთავარ საკითხად მიხეილ ჩაჩავას სახელობის საავადმყოფოს გარემონტება დაუსახელებია. ირაკლი ღარიბაშვილიც გულისხმიერად მოჰკიდებია საკითხს და იქვე მყოფი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისთვის მიუცია კიდეც დავალება, რომ ეს საკითხი შეესწავლა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალური საავადმყოფოს წარმომადგენელი სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში დაიბარეს სათანადო დოკუმენტაციის წარსადგენად.

ფაქტია, რომ საავადმყოფოს საკითხი, წლებია, აქტუალურია და როგორც აქაური მედპერსონალი, ისე პაციენტები ელემენტარული პირობების არარსებობაზე ხმამაღლა საუბარს არ გაურბიან. საავადმყოფოს, რომელიც საზეიმოდ ავთანდილ ჯორბენაძის პრემიერობისას გაიხსნა, დღეისთვის საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს, როგორც ფინანსური, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით. გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ სახელმწიფო საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოების დაწყებას აპირებდა, ბევრში იმედის ნაპერწკალი გააღვივა, თუმცა, ზოგი გაჟღერებულ ინფორმაციას არარეალობად მიიჩნევს და მას აბსურდულსაც კი უწოდებს.

საავადმყოფოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს საკრებულოს დეპუტატი ევგენი ჩიჩუა, რომელიც პროფესიით ექიმია და მიხეილ ჩაჩავას სახელობის საავადმყოფოში გინეკოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს:

"არაფერი ვიცი, გამგებელს ჰკითხეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან არასდროს უსაუბრია", _ თქვა ჩიჩუამ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას.

პრემიერსა და ლანჩხუთის გამგებელს შორის საუბრისას რა გადაწყდა და სამომავლოდ რა გეგმები დაისახა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საავადმყოფოს მთავარი ექიმი თინათინ გოგუაძეც. როგორც მასთან საუბრისას გაირკვა, მის წარმომადგენელს არანაირი დოკუმენტაცია არ წარუდგენია სამინისტროში და არც სარემონტო სამუშაოების დაწყებაზე ჰქონია ვინმესთან საუბარი:

"ჩემთან არავინ მოსულა და არაფერი უკითხავს. არც პრემიერთან საუბრის შესახებ ვიცი რამე. გუბერნატორს გავაცანი ჩვენი პრობლემა და ბატონმა გიამაც, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება აღგვითქვა. სამინისტროდანაც არავის გამოუთხოვია ჩვენგან რაიმე დოკუმენტაცია. პერიოდულად, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს ვაწვდით ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, ჩვენი საავადმყოფოს სამეურნეო განყოფილების ხელმძღვანელიც და სამინისტრომ ამ ცენტრიდან თუ გამოითხოვა რამე, არ ვიცი", _ თქვა თინათინ გოგუაძემ.

მუნიციპალური საავადმყოფოს შენარჩუნების საკითხისადმი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი საკრებულოს წევრი კახა ასკურავა, რომელიც წლების წინ ოზურგეთის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა და გარკვეული გამოცდილებაც გააჩნია ამ კუთხით:

"მინდა ვისაუბრო საკრებულოს წევრის პოზიციიდან _ ნამდვილად არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ლანჩხუთში ეს საავადმყოფო შენარჩუნდეს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არარეალურია. როცა ოზურგეთის საავადმყოფოს დირექტორი ვიყავი, ზუსტად ამ პერიოდში მოხდა მისი გადაბარება "მედალფასთვის", რაც მომდინარეობდა იქიდან, რომ სახელმწიფომ გააკეთა ახალი საავადმყოფო "100 ახალი საავადმყოფოს" პროგრამის ფარგლებში. თავიდან ბოლომდე ძველი საავადმყოფოს მენეჯმენტი წაიღო "მედალფამ". ამას ჰქონდა, როგორც სუბიექტური, ასევე, ობიექტური მიზეზები, რაც, უპირველესად, გამოწვეული იყო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებულებით, რომელიც გარკვეულ სტანდარტებს აწესებდა. ამ სტანდარტის 1%-საც ვერ აკმაყოფილებდა ოზურგეთის საავადმყოფო.

გადმოვიდეთ ლანჩხუთში, სადაც ანალოგიური სიტუაციაა. მხოლოდ ამ საავადმყოფოს გარემონტება არსებულ პრობლემას ვერ მოხსნის. იქ უნდა შევიდეს თანამედროვე ტიპის აპარატურა და მოეწყოს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ბლოკები. მარტო ვიზუალური მხარის მოწესრიგებით პრობლემა არ მოიხსნება. თუ საავადმყოფო დადგენილ სტანდარტებში ვერ ჯდება, მას ლიცენზიას ვერ აძლევენ. მეორე პრობლემა _ როცა არსებობს ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკა, რომელიც ძველს ასჯერ აღემატება ინფრასტრუქტურით, საავადმყოფო კონკურენციას, ელემენტარულად, ვეღარ გაუძლებს ვერც ფინანსურად, ვერც სამედიცინო პერსონალით და ვერც ინფრასტრუქტურით. მესამეც _ თუ ეს საავადმყოფო შენარჩუნდება, ისმის კითხვა _ როგორ უნდა ირჩინოს თავი? ან უნდა დარჩეს მუნიციპალურ საკუთრებაში და მუნიციპალიტეტმა უნდა არჩინოს, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია, რადგან ბიუჯეტის 90% დოტაციურია. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია მუნიციპალიტეტმა ეს სიმძიმე ზიდოს და ადგილობრივი საავადმყოფო არჩინოს, ანაც სახელმწიფომ წაიღოს, პირდაპირი წესით მისცეს თანხა და არჩინოს საავადმყოფო თავიდან ბოლომდე, რადგან ამ პირობებში, ამ ინფრასტრუქტურით სხვანაირად გამორიცხულია. ამიტომ, როგორც ამ საქმეში ჩახედულ ადამიანს და საკრებულოს წევრს, მსგავსი წინადადება მიმაჩნია არარეალურად, მეტიც, მოსახლეობა შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში.

ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ საკრებულოს მომდევნო სხდომაზე და მოვიკითხავ, რა კუთხით იძლევა გამგებელი, გუბერნატორი და ჯანდაცვის სამინისტრო დაპირებას, რომ ლანჩხუთში ძველი საავადმყოფო შენარჩუნდება.

რაც შეეხება გინეკოლოგიურ ბლოკს, ის ნარჩუნდება იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს ლანჩხუთში. თუ ცალკე აპირებენ სამშობიარო ბლოკის შენარჩუნებას არ ვიცი, თუმცა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ "ავერსი" აპირებს ცალკე შენობა ააშენოს გინეკოლოგიური ბლოკისთვის და როცა ალტერნატივა ამ კუთხითაც გაჩნდება, ისიც უბრალო კონკურენციას ვერ გაუძლებს.

2013 წელს გამგეობას ჯანდაცვის სამინისტრომ დაავალა, რომ 2014 წლის ბიუჯეტში წარედგინა პროგრამა, თუ რას ფიქრობდა ადგილობრივ საავადმყოფოზე, რომ შემდეგ იგი ჩართულიყო მუნიციპალურ პროგრამაში. როცა საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ეს ამბავი მოიკითხა, საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარესთან, ამირან გიგინეიშვილთან, რომელიც საერთოდ არ იყო საქმის კურსში, გაირკვა, რომ გამგეობას დაავიწყდა სამინისტროსთვის ამ პროგრამის წარდგენა", _ თქვა კახა ასკურავამ.

საინტერესო იყო თავად მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის განმარტება, რომელთანაც დაკავშირება ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს. ურუშაძესთან დაკავშირება გამგეობის პრესსამსახურის მეშვეობითაც ვცადეთ, თუმცა, გვითხრეს, რომ გამგებელს თათბირი ჰქონდა.




 ახალი ამბები
  • კახეთში კაცი დაჭრეს, სავარაუდო ბრალდებული კი გაიქცა და ავარიაში მოყვალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სავარაუდო ბრალდებული, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ამჟამად ისიც „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 11 ივლისს , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ. ... ...
  • “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ...“ - ფოტოები გომისმთიდანრუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ შანშიაშვილი სოციალურ ქსელში დაბა გომისმთის ღამის ფოტოებს ავრცელებს. “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ ცა უფრო ახლოსაა შენთან“  - წერს მარიამ შანშიაშვილი ... ...
  • ამბროლაურის ცენტრში ვაჟა- ფშაველას ბანერი დააზიანესამბროლაურის ცენტრში ვაჟა-ფშაველას ბანერი უცნობმა პირმა ან პირებმა დააზიანეს. ბანერის ადგილას კი ნაგავი დაყარეს. ფოტო:  ივეტა ... ...
  • „სახლი, რომელშიც მთელი სამეგობრო ვცხოვრობდით, აღარ არსებობს"„ჩვენს უახლოეს ადამიანს ბაჩო ჩხაიძეს, ჩვენს ძმას, სამი შვილის მამას, საუკეთესო ადამიანს, ყველას გვერდით მდგომს, რომელმაც იცის მეგობრობის ფასი, ჭირდება ჩვენი გვერდით დგომა. გუშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ, სახლში გაჩნდა ცეცხლი და სრულად გაანადგურდა სახლი, მასში ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. სახლი რომელშიც მთელი მისი სამეგობრო ვცხოვრობდით აღარ არსებობს. უმორჩილესად გთხოვთ, გავერთიანდეთ ბაჩოსთვის და მცირედით მაინც დავეხმაროთ, რადგან ეს ადამიანი და მისი დიდი ოჯახი სამი შვილით არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. ახლა ძალიან მცირედიც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. საქართველოს ბანკი: ანგარიში: GE16BG0000000161878002GEL მიმღები: ბიჭიკო ჩხაიძე პირადი ნომერი: 37001047801 ვფიქრობ, ყველა ერთად შევიტანთ წვლილს და ღვთის შეწევნით დავეხმარებით ახალი სახლის აშენებაში. P.S. ყველა ვინც მიცნობთ, იცით, რომ აქამდე არაფერი მითხოვია თქვენთვის. გთხოვთ გააზიაროთ რადგან უფრო ბევრმა  ადამიანმა ნახოს“,_ ამ ემოციურ პოსტს, ხანძრიდან მალევე, სოციალურ ქსელში დაზარალებული ოჯახის უფროსის, მერაბ ჩხაიძის ვაჟის, ბაჩოს მეგობრები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ, სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მერაბ ჩხაიძის საცხოვრებელი სახლის დაწვა მოჰყვა. ომიკო ჭიჭეიშვილი და იოანე მახარაძე ბაჩოს მეგობრების სახელით ჩხაიძეების ოჯახისთვის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავენ: ,,საქმე იმაშია, რომ ამ ოჯახს სხვა არანაირი საცხოვრებელი არ აქვს. არც საშუალება აქვს.სახლის შეკეთება არის წარმოუდგენელი. კედლები არის დახეთქილი სიმხურვალიდან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას. გვინდა დავეხმაროთ იმიტომ რომ ეს ოჯახი იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახი სამტრედიაში თავისი ბევრი დადებითი მხარით.  ბაჩოს 3 შვილი ყავს და ფაქტიურად რჩებიან ყოველგვარი ნივთების გარეშე ღია ცის ქვეშ. ვაგროვებთ თანხას, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსი არ ეყოფა. გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველას საზოგადოებიდან, ბიზნეს სექტორიდან, ძალიან მცირედი დახმარებაა საჭირო თუ ყველა ერთად ვიქნებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლი იყო ბანკში ჩადებული გამომდინარე სხვადასხვა ფინანსური პრობლემებიდან. სახლი აღარ არსებობს, მაგრამ გამოდის რომ მიწაც და სახლიც ბანკის სახელზეა. ამიტომ გვინდა და უნდა გადავატრიალოთ ყველაფერი და როგორმე ბანკთან მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მერე ვიზრუნოთ იმაზე რომ ეს ოჯახი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ.  ბაჩო და მისი ოჯახი, არ ვიცი,  იცნობთ თუ არა,  ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახია. ზოგადად ამ ოჯახის ცხოვრებისეული დევიზი იყო ყველას დახმარება. ბაჩოს ხუმრობით მეგობრები სულ ერთ ფრაზას ვუმეორებდით: - ბაჩო , ჯერ შენი საქმე გააკეთე და მერე სხვისითქო. ანდაზაც ასეთი არის,  ჯერ თაო ჩემო და მერე სხვაო ჩემოთქო. გემუდარებით, ყველას, ამოვუდგეთ მხარში ჩხაიძეების ოჯახს, რათა გადავარჩინოთ ეს დიდებული ადამიანები საკუთარი ჭერის გარეშე ცხოვრებას. ასე,  რომ ეს ჩვენი ყველას გამოცდაა. ეს გასაჭირიც იმისთვისაა რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავლახოთ. მჯერა ჩვენი თანამოქალაქეების ქართველი ერის და ყველა მორწმუნე ადამიანის რო ახლა ყველა ჩვენს გვერდით იქნება და 1 დღე მაინც იცხოვრებს ბაჩოს ცხოვრებით და ჯერ სხვის საქმეს გააკეთებს და მერე თავისას. ვიცი, როგორ რთულ დროს ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“. ამავე თემაზე: ხანძარი სამტრედიაში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...