“ყველაფერი დამალულად კეთდება, ხალხისთვის ინფორმაცია არაა!"

საზოგადოება

“ყველაფერი დამალულად კეთდება, ხალხისთვის ინფორმაცია არაა!"

23 ივნ. 2015, 22:51:12

 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  შსს  სავაჭრო ცენტრის 100 პროცენტის წილის მესაკუთრე სსიპ თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების _ 5 982 კვ.მ. მიწის ფართობიდან 4 400 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მალე აუქციონზე გავა.

აუქციონი პირობებიანი იქნება და ბაზრის  4 400 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი აუქციონში გამარჯვებულს 25 წლის ვადით გადაეცემა. აღნიშნულის შესახებ თანხმობა ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს 17 ივნისს უკვე მისცა საკრებულომ.

საკრებულოს დეპუტატმა თამარ ნადირიძემ  ბაზრის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით  პროტესტი საკრებულოს სხდომაზე გამოთქვა. მისი თქმით, 4400  კვ.მ. მიწის ფართობზე  მერია ითხოვს პირდაპირი განკარგვის წესით პირობითი აუქციონის ჩატარების წესზე თანხმობას.

"გაურკვეველია ჩემთვის ეს ფაქტი,  ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მოვაჭრეებმა არ იციან ეს ამბავი. ფაქტიურად მერიას ევალება ამ პირობების განსაზღვრა, ჩვენ ვაძლევთ ხმას ისეთ რამეს, რომ არ ვიცით, რა ელოდებათ ხვალ ადამიანებს", - აღნიშნა ნადირიძემ.

მისივე განცხადებით,  დღევანდელმა  ხელისუფლებამ მოსვლისთანავე ბაზრის ტერიტორიის გასხვისება დაიწყო.

"პირველი იყო ის,  რომ თავის მეგობრებზე გაასხვისეს. ახლა შენობა -ნაგებობების სასწრაფო წესით გაყიდვაზე ფიქრობენ.  ამას აკეთებენ არა 10, არამედ 25-35 წლიანი იჯარით.  ჩემი აზრით,  ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ქალაქის მოსახლეობა. რა პირობებში აყენებენ  შემდეგ მოვაჭრეებს, არც ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია", _აღნიშნა ნადირიძემ.

ბაზრის მოვაჭრეებმა აუქციონის შესახებ არაფერი იციან. მათი თქმით, ბაზარში  ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სახანძრო მანქანა ვერ გაივლის.

"ხანძარი რომ გაჩნდეს, სად შევა მანქანა?  თუნდაც ცუდად გახდა ადამიანი, სასწრაფო ვერ მივა.  საშინელი სიტუაციაა.   ვინ იცის აუქციონის შესახებ, ყველაფერი დამალულად კეთდება,  ხალხისთვის ინფორმაცია არაა.  რაღაცას თქვენგან თუ გავიგებთ, თორემ თითქმის ყველა მეორე კერძოა, სიხარულით ვეგებებოდით ამ მთავრობას, რა დაგვრჩა?   მხოლოდ ოცნება , არც ღირს საუბარი, რა აზრი აქვს? " _ გვითხრეს მოვაჭრეებმა.

მათივე თქმით, ყველას ამ ბაზარში უნდა და ყველა აქ მორბის.

"რა სცხია ამ ბაზარს ასეთი? რა უნდა ვთქვათ, არ ვიცით!   როგორ ყველაფერს ყიდულობს ეს კაცი, ეს რა არის?   სალუქვაძე  35 წელში  ხელში  ჩაიგდებს ყველაფერს!" _ ამბობენ მოვაჭრეები "გურია ნიუსთან".

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე განმარტავს, რომ ბაზარის აუქციონზე გასვლის შემდეგ, მოვაჭრეებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

"არანაირი საფრთხე ბაზრის მოვაჭრეებს არ ემუქრებათ, თავად ბაზრის მოვაჭრეებსაც შეუძლიათ მიიღონ აუქციონში მონაწილეობა", _აღნიშნავს კობალაძე.

მისი თქმით, აუქციონი  პირობიანი იქნება.

"აუქციონს ექნება თავისი პირობები, აუქციონში გამარჯვებული პირი მერიის თანხმობის გარეშე ვერ გაზრდის გადასახადს, დაწესებული იქნება სტანდარტები,  უნდა მოაწესრიგოს   ტერიტორია, დაასუფთავოს, ელექტროენერგიის გადასახადი უნდა გადაიხადოს და  ნათელი  უნდა გახდეს ბაზრიდან შემოსული გადასახადების შესახებ ინფორმაცია.

მოწესრიგდება ბაზრის სეგმენტი, იცით, როგორ გამოიყურება ცელოფანგამოკრული ბაზარი?  ეს   არის მერიის ტერიტორია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს.  ეს  იქნება   სწორი ნაბიჯი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ბაზრის ყბადაღებული  თემა" _აღნიშნავს კობალაძე.




 ახალი ამბები
  • "უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში" _ საჯარო სამსახურის ბიუროსაჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ  . აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“, – აღნიშნულია ... ...
  • რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევარას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. ეზუგბაიას თქმით, 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდანაა. „დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 26 შემთხვევა. აქედან 18 არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის მცხოვრებლების კვლევა გრძელდება. კვლევისას დადასტურებულ შემთხვევებს სტაციონარში ვათავსებთ და მათ კონტაქტებს ვსწავლობთ. ამისთვის არაა საკმარისი ერთჯერადად უარყოფითი პასუხი, ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას მათ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ უარყოფითი პასუხი. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 არის საკარანტინო სივრციდან, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. რაც შეეხება ჩვენს ცენტრში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს 48 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 11 გუშინ მუშევანიდან მივიღეთ. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, დღეს ჩაუტარდებათ რადიოლოგიური კვლევა. 24 საათში 1 პაციენტი გავწერეთ. გვყავს სამი პაციენტი მძიმე პნევმონიით, თუმცა მათ თანმდევი დაავადებები არ აქვთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უმეტესად მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • 11 ინფიცირებულის 50 კონტაქტი _ ე. წ. საბურთალოს კლასტერისაქართველოში საგანგებო რეჟიმის გაუქმებიდან ერთ კვირაში სრულიად ახალი და მასშტაბური ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაჩნდა. მისი წარმოშობის პირველწყარო სავარაუდოდ ექთანია, რომელმაც საკუთარი ოჯახის 6 წევრი დააინფიცირა. ახალგაზრდა ქალის მეზობლები ამბობენ, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები პირველად მის მამას გამოუვლინდა. ინფიცირებულ ოჯახთან პირდაპირ კავშირში მყოფი ორი მეზობელი დღეს ტესტირების შემდგომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს ტესტირება კორპუსში მცხოვრებ პირებს ადგილზე ჩაუტარეს. სულ ე.წ საბურთალოს კლასტერი 11 ინფიცირებულს ითვლის. ექთნის და მისი ოჯახის 6 წევრის გარდა კოვიდინცირებულია მისი 4 ნათესავი - ბიძაშვილი ქალი, მისი მეუღლე და მათი 2 შვილი. დღეს ეპიდემიოლოგები საბურთალოზე მდებარე კიდევ ერთ კორპუსში მუშაობდნენ. ექთნის ბიძაშვილი იქ ერთ-ერთ ოჯახში ბოლოს 5 დღის წინ სტუმრად იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ახალი კლასტერის პირველწყარო სავარაუდოდ მისი კოლეგა გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დაინფიცირებულთა დაახლოებით 13% სწორედ მედიცინის მუშაკია. ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს. გაიზრდება თუ არა ე.წ. საბურთალოს კლასტერი ვირუსის ინკუბაციის 2 კვირიან პერიოდში გამოჩნდება. საკარანტინო ზონაში კლასტერში შემავალ პირთა 50 კონტაქტია გადაყვანილი. წყარო: ... ...
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?