წყალქვეშა ნადირობისთვის საჭირო იარაღით უკანონო ვაჭრობას ზურაბ გურიელიძე უარყოფს

საზოგადოება

წყალქვეშა ნადირობისთვის საჭირო იარაღით უკანონო ვაჭრობას ზურაბ გურიელიძე უარყოფს

2015 ივნ 25 05:20:47

თბილისის ზოოპარკის დირექტორის  ზურაბ გურიელიძის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები ჩნდება. ორგანიზაცია "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგი"  გურიელიძეს თანამდებობასთან წინააღმდეგობაში მყოფ ბიზნესსაქმიანობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ის "პოსეიდონის სამყაროს" მეწილე პარტნიორია, ეს შპს კი დაკავებულია წყალქვეშა ნადირობის ტურების გამართვითა  და წყალქვეშა ნადირობისათვის განკუთვნილი იარაღით ვაჭრობით.

თავად გურიელიძე გავრცელებულ ინფორმაციას მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ კამპანიად აფასებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორც მან "გურია ნიუსს" უთხრა, წყალქვეშა ნადირობის ტურების მოწყობასა და უკანონო საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

ბრალდებები გურიელიძის წინააღმდეგ

ორგანიზაცია "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის" მიერ ჯერ კიდევ 2015 წლის 7 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია:

"ზოოპარკის დირექტორს  გურიელიძეს რამდენად გააჩნია მორალური უფლება, ეკავოს ზოოლოგიური პარკის დირექტორის პოსტი იმ დროს, როდესაც პარტნიორისა და მეწილის სახით არის ჩართული ბიზნესში, რომელიც დაკავებულია სანადირო იარაღის ვაჭრობითა და ნადირობის ტურების გამართვით; ბიზნესში, რომელიც ემსახურება ცხოველთა განადგურებას გართობისა და კომერციული მოგების მიზნით", _ ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზურაბ გურიელიძე მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია მისი სახელის "გაშავებას" ცდილობს.

როგორც გურიელიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტა, ის ნამდვილად არის "პოსეიდონის სამყაროს" ერთ-ერთი მეწილე და არა კომპანიის მფლობელი.

გურიელიძე ამბობს, რომ ეს კომპანია ხელს უწყობს დაივინგის განვითარებას საქართველოში: "კომპანიის საქმიანობებს შორის არის წყალქვეშა ნადირობა. ეს ორგანიზაციები კი  ცდილობენ როგორმე მიზანმიმართული შავი პიარით ააგორონ ჩემს წინააღმდეგ უარყოფითი დამოკიდებულება გააჩინონ საზოგადოებაში".

ამასთან, ორგანიზაცია "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგი" აღნიშნავს, გურიელიძის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისას, ის "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" კვლევას ეყრდნობა, თუმცა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აცხადებს, რომ თბილისის ზოოპარკის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით არავითარი კვლევა არ ჩაუტარებია.

"სავარაუდოდ, ხსენებული მონაცემების მოპოვება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შექმნილი საძიებო სისტემის http://companyinfo.ge/ka/ საშუალებით მოხდა, სადაც ავტომატურად იტვირთება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. ვფიქრობთ, რომ ეს კამპანია ზურაბ გურიელიძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, კომპანიაში წილის ფლობა არ წარმოადგენს კანონის დარღვევას ან ინტერესთა შეუთავსებლობის მაგალითს. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გამოყენებით, ბატონი გურიელიძის იმიჯის შელახვის მცდელობა უსაფუძვლოა. კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოს" არავითარი საფუძველი არ აქვს, ეჭვი შეიტანოს ზურაბ გურიელიძის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმში. თბილისის ზოოპარკში ბოლო წლებში მომხდარი პოზიტიური ცვლილებები ბატონი გურიელიძის წარმატებულ საქმიანობაზე მეტყველებს ზოოპარკის დირექტორის რანგში", _  აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოში".

"პოსეიდონის სამყაროს" საქმიანობა  და წილების მფლობელები

კომპანია "პოსეიდონის სამყაროს"  საქმიანობისა და მეწილეთა შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსმა" საჯარო რეესტრის გვერდიდან მოიპოვა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია "პოსეიდონის სამყაროს" (კომპანიის პირველი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 2010 წლის 16 დეკემბერსაა გაკეთებული) 75%-იან წილს დავით ნიკოლეიშვილი, 10-10%-ს ალექსანდრე სუდაძე და ზვიად პაიჭაძე, ხოლო 5%-ს ზურაბ გურიელიძე ფლობს. რეესტრის მიხედვით, "პოსეიდონის სამყაროს" დავით ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობს.

 "გურია ნიუსი" აქვე გთავაზობთ ორგანიზაცია "ზოოპარკის მონიტორინგის"და საჯარო რეესტრის ამონაწერებს.

თუმცა, გურიელიძე ამბობს, რომ ამ 5%-იანი წილით მას დივიდენდის სახით ერთი თეთრიც არ აუღია:

"სამწუხაროდ, არანაირ მოგებაზე "პოსეიდონის სამყარო" არ გასულა, ამიტომ, დივიდენდის სახით კი ერთი თეთრიც არ მაქვს აღებული. გვქონდა წყალქვეშა აღჭურვილობის მაღაზია, სადაც ჩვენ თვითონვე ვყიდულობდით პროდუქციას და ეს დღესაც მაქვს. ერთადერთი დივიდენდი ის იყო, რომ კარგი ხარისხის აღჭურვილობას ვშოულობდით ჩვენთვის. ეს მაღაზია დღეს დაკეტილია. სამწუხაროა, რომ კარგი წამოწყება ასე დამთავრდა. მე თვითონ არც წყალქვეშ და არც  წყალს ზემოთ არასოდეს მინადირია", _ ამბობს გურიელიძე.

გურიელიძე განმარტავს, რომ "პოსეიდონის სამყაროს" მიზანი საქართველოში დაივინგის ცენტრის და წყალქვეშა ტურიზმის განვითარების პროპაგანდა იყო, მაგრამ არანაირი სანადირო  ტურები "პოსეიდონის სამყაროს" არ განუხორციელებია არც წყალქვეშ, არც _ წყალს ზევით.

რაც შეეხება თავად წყალქვეშა ნადირობას, გურიელიძე ამბობს, რომ მონადირე წყალში ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე ჩადის, მრავალი საათის განმავლობაში უნდა იცუროს, მხოლოდ ერთი ისარი აქვს და დიდი-დიდი, ერთი ნადირობის დროს ორი თევზი მოკლას.

"ძალიან მეამაყება, რომ საქართველოში  პირველი დაივინგცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან წარუმატებლად მიმდინარეობს ეს საქმიანობები, აღარც ვებ-გვერდი  გვაქვს, აღარც მაღაზია ფუნქციონირებს. არც კლიენტი და მოთხოვნილებებია ამ სფეროში", _ აღნიშნავს გურიელიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც გააგრძელებენ  წყალქვეშა სამყაროს შესწავლას, წყალქვეშა საძიებო სამუშაოების წარმოებას არქეოლოგებთან ერთად, თუ ამის საჭიროება იქნება.

როდის და რა მიზეზით დაიწყო დაპირისპირება მონიტორინგის ჯგუფსა და გურიელიძეს შორის

საკითხი კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებამ თბილისში მომხდარი სტიქიისა და ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევის შემდეგ ზოოპარკის არა სხვა ადგილზე გადატანა, არამედ საერთოდ გაუქმების მოთხოვნა დააყენა.

რაც შეეხება ორგანიზაცია "თბილისის ზოოპარკის მონიტორინგს", გურიელიძესთან მათი ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2015 წლის 24 თებერვალს ზოოპარკმა მიიღო გადაწყვეტილება და ორგანიზაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  შეეწყვიტა.  

ამასთან დაკავშირებით, ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფმა 2015 წლის 25 თებერვალს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზოოპარკმა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის მიერ გამოვლენილი დარღვევების შემდეგ მიიღო.

უფრო კონკრეტულად კი, განცხადებაში ნათქვამია:

"ცხოველთადაცვითი მონიტორინგის შედეგად დადგინდა რომ თბილისის წყალსაცავთან (თბილისის ზღვა, ავტ.) მდებარე ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე განთავსდა ჯიშიან ძაღლთა გაურკვეველი სახის საშენი და საჯინობო მასში განთავსებული ცხენებით. ზოოპარკი დაკავებულია ამ ჯიშიანი შინაური ცხოველების გამრავლებით, რომელთა სახეობებს გადაშენება ნამდვილად არ ემუქრებათ, მაგრამ მათ გამრავლებას მოაქვს მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება. ასევე, ზოოპარკში ინტენსიურად მრავლდებიან ძვირადღირებული ლომები და ვეფხვები. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ცხოველები მრავლდებიან ზოოპარკში მანდ არსებული კარგი პირობების შედეგად, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი ხდება თუ არა ზოოპარკში აფროდიზიაკების გამოყენება, რომელთა ხელშეწყობით ხორციელდება ცხოველთა ხელოვნური გამრავლება.

რაც შეეხება თბილისის ზოოპარკის სამეცნიერო-კვლევით ფუნქციას, 2012 წლიდან დაწყებული, მონიტორინგის მსვლელობის პერიოდში დღემდე, არცე რთხელ არ დაფიქსირებულა რამე სახის სამეცნიერო დაკვირვებები ზოოპარკის ბინადრებზე, ხოლო მათზე ფიზიკური ძალადობისა, თუ წყლის გარეშე დატოვების ფაქტები არაერთხელ გამოვლინდა", _ აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 5 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის ზოოპარკის ცხოველთადაცვით მონიტორინგს მემორანდუმის საფუძველზე 2012 წლის 16 ნოემბრიდან აწარმოებდა.

ზურაბ გურიელიძე წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და განმრატავს, რომ მონიტორინგის ჯგუფი მუდმივად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციებს: "თუმცა, როდესაც ჩვენ ეს ჯგუფი ზოოპარკში მივიღეთ, გვქონდა შეთანხმება, რომ მათ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ამ დარღვევების შესახებ, პირველ რიგში, უნდა ეცნობებინათ ზოოპარკის ადმინისტრაციისთვის, თუმცა, ისინი ვითომ დარღვევებს ავრცელებდნენ და შემდეგ ვიგებდით ჩვენ... ახლაც, პირველივე დღესვე, დაიწყეს ცრუ ინფორმაციების გავრცელება და ეცადნენ, "მღვრიე წყალში თევზის დაჭერას", რითაც ჩემი აზრით, ისინი გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ. ასეთ სიტუაციაში ეს ქმედება მარადიორობისგან არაფრით განსხვავდება".

"ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მონიტორინგის ჯგუფთან დადებული მემორანდუმი გაგვეუქმებინა. საუბარი იყო კონკრეტულ პიროვნებებზე და არა საზოგადოებაზე. დღეს ამ ადამიანების სახელების და გვარების დასახლებისგან თავს შევიკავებ, არ მინდა, შევცდე, კონკრეტულად რომელმა მათგანმა გაავრცელა ეს განცხადება.

სამწუხაროდ, მაშინვე არ მიგვიმართავს სასამართლოსთვის ამ ცრუ ბრალდებების გამო და როგორც ჩანს, შეცდომა დავუშვით. თუმცა, არც ამ ადამიანებს მიუმართავთ სამართალდამცავი ორგანოებისთვის. თუ ასეთი დარღვევებით ვმუშაობდით ზოოპარკში, რატომ არ მიმართეს სამართალდამცავებს? თუ რამდენიმე წელი მალავდნენ ჩვენს ვითომ დარღვევებს, მაშინ რა გამოდის _ ჩვენი თანამზრახველები არიან?" _ ამბობს გურიელიძე.

რაც შეეხება ცხოველების ხელოვნურად გამრავლების და შემდეგ გაყიდვის შესახებ წაყენებულ ბრალდებებს, გურიელიძე ამასაც სიცრუედ აფასებს და განმარტავს, რომ ზოოპარკები ცხოველებით არ ვაჭრობენ და ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიძიებენ, როდესაც თბილისის ზოოპარკმა ცხოველი გაყიდა:

"ამისთვის სპეციალური ხელშეკრულება უნდა არსებობდეს, საზღვარზე გადაყვანის დროს მუშაობს სპეციალური CITES საერთაშორისო კონვენცია, სადაც ყველა ქვეყანაა გაერთიანებული, ასევე, არსებობს ორგანიზაცია TRAFFIC-, რომელსაც არალეგალური ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია  მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს.

CITES სერთიფიკატის გარეშე წარმოუდგენელია ცხოველების საზღვარგარეთ გაყვანა. ეს არის ცხოველები, რომლებზეც კომერციული მოთხოვნაა. საჭიროა ვეტერინარული  დოკუმენტაცია, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის გავლა. ამდენი საბუთის გაყალბება და სახელმწიფო სტრუქტურების მოსყიდვა ხომ წარმოუდგენელია?

ამასთანავე, ჩვენი ლომები სტერილიზებულები იყვნენ და გამრავლება არ ხდებოდა. სპეციალურ კაფსულას ვუყენებდით და არ მრავლდებოდნენ. ეს ზოოპარკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაა. საერთოდ, ლომების დაბინავება ძალიან რთული საკითხია და ყველა წამყვანი ზოოპარკი თავად ამრავლებს მათ", _ აღნიშნა გურიელიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.

შენიშვნა: ამავე საკითხზე "გურია ნიუსის" გუშინ გამოქვეყნებულ მასალაში არ იყო ზურაბ გურიელიძის კომენტარი, რადგან არც მან და არც ზოოპარკის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჩვენს სატელეფონო ზარებსა და სმს შეტყობინებებს არ უპასუხეს (ზარებისა და სმს შეტყობინებების გაგზავნის დრო დაფიქსირებულია), ამიტომ რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივი ინფორმაცია ჩაეხსნა საიტიდან, რისთვისაც რედაქცია მკითხველს ბოდიშს უხდის.




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...