მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიმოწერა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით

gurianews.com

საზოგადოება

მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიმოწერა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით

2015 ივლ 1 19:59:43

ინფორმაციის  თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიმოწერას აქვეყნებს. 

ქ. თბილისში, ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციის (ყოფილი აშშ-ის საელჩოს შენობა) საკითხი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე გაკეთებული განცხადების მიხედვით, არ აპირებდა მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ რეზიდენციაში გადასვლას, არჩევნების შემდეგ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება სწორედ ამ შენობაში გააგრძელა. პარალელურად, ათონელის ქუჩაზე მიმდინარეობდა ახალი რეზიდენციის მშენებლობა.  აღნიშნული მშენებლობის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ახალ შენობაში არ გადავიდა. პრეზიდენტის განცხადების თანახმად, მან აცნობა მთავარობას რომ არ აპირებდა ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას და ათონელზე გადასვლას.

საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით წარმოშობილ უთანხმოებაზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ამ თემაზე არსებული მიმოწერის ასლები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის 28 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ ტელეფონით მთავრობის კანცელარიის უფროსს, მაია ცქიტიშვილს აცნობა, რომ პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მშენებარე შენობის პრეზიდენტის რეზიდენციად გამოყენებას არ გეგმავდა. მაია ცქიტიშვილმა ამ საუბრის წერილობით დადასტურება მოითხოვა, რომ მთავრობას ემსჯელა სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობაზე და შენობის შემდგომ ბედზე.

აღნიშნული წერილის მიღების შემდგომ, 2014 წლის 10 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ პრეზიდენტის ინფორმირების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიმართა როგორც ავლაბრის, ასევე ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციების ექსპლუატაციისათვის საჭირო წლიური ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. სავარაუდოდ აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტს ესაჭიროებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის რომელ რეზიდენციაში გაეგრძელებინა მას მოღვაწეობა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, პრეზიდენტის რეზიდენციების ექსპლუატაციისათვის საჭირო ხარჯების შესახებ მოთხოვნაზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან პასუხი დღემდე არ მიუღია, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გადმოგზავნილი წერილი დაცულია გრიფით "საიდუმლო", შესაბამისად IDFI-თვის უცნობია რა ფინანსური მონაცემები იქნა სამინისტროდან მიწოდებული საქართველოს პრეზიდენტისთვის.

მანამდე, 2014 წლის 14 აპრილს, მთავრობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, შენობის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იძულებული იყო შეეწყვიტა მიმდინარე სარეკონსტრუქციო- სამშენებლო სამუშაოები.

თავის მხრივ, 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აცნობა, პრეზიდენტის გადაწვეტილების შეცვლის გამო თუ რა პრობლემები შეექმნა მშენებლობას, რომელიც გეგმით 2014 წლის სექტემბრის თვეში უნდა დამთავრებულიყო.

ზემოთ წარმოდგენილი მიმოწერის შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2014 წლის 14 ივლისს, 3 თვის დაგვიანებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წერილობით ოფიციალურად დაუდასტურა, რომ ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობას პრეზიდენტის რეზიდენციად არ გამოიყენებდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას შეეძლო ემსჯელა სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობასა და მისი შემდგომი განკარგვის თაობაზე.

IDFI-სთვის მიწოდებული კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2014 წლის 14 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გაგზავნილი წერილი, ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის არ გადასვლის შესახებ, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს 2014 წლის 4 აგვისტოს გაეგზავნა.

მშენებლობის სამუშაოები გაგრძელდა და საკითხი 2015 წლის აპრილში გააქტიურდა, როდესაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აცნობა, რომ საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობა დასრულებულია, ჰქონდათ კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველაფერი არის გაკეთებული სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა შენობის მშენებლობა, რომლის დანიშნულება მშენებლობის დასრულების შემდგომაც უცნობია. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ყოვლად დაუშვებელია საბიუჯეტო სახსრების დაუგეგმავად ხარჯვა, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ათობით მილიონ ლარს ეხება. ამასთან, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, პრეზიდენტის როგორც ავლაბრის, ასევე ათონელის ქუჩის რეზიდენციების მშენებლობის, მათი ყოველწლიური შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები, რომ საზოგადოებამ იმსჯელოს, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო როგორც ძველი, ისე ახალი რეზიდენციის აშენება საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.

წყარო


ნახვა: 40


 ახალი ამბები
  • ,,ქალბატონი თეას პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება“_ კობალაძემმართველი გუნდის წარმომადგენელი, კობა კობალაძე  სამინისტროების სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესძლო გადადგომას გამოეხმაურა. როგორც კობალაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, წულუკიანს პიროვნულად დიდ პატივს სცემს და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება, ამიტომ, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის გადადგომა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ,,ქალბატონ თეას, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს, პიროვნულად საკმაოდ დიდ პატივს ვცემ, აქედან გამომდინარე, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება და არ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო. გამობრძანდა ქალბატონი თეა და განაცხადა, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია,  მაინც დარჩება ჩვენი გუნდის შემადგენელ ნაწილში. შემდეგი საკადრო ცვლილებები როგორი იქნება, ეს უკვე პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქალბატონმა თეამ უნდა შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია და დანარჩენი ახალი სამთავრობო გუნდის გადასაწყვეტია. რა შეეხება, სამინისტროების გაერთიანებას, ჩემი დამოკიდებულება ოპტიმიზაციის მიმართ არის დადებითი. ამ შემთხვევაშიც მოგახსენებთ, რომ უმთავრესი სიტყვა დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრს იმიტომ, რომ ზუსტად მისი პასუხისმგებლობაა ეფექტური გუნდის შექმნა, რომელიც მთავარი სახელმწიფო ამოცანების გადაწყვეტაზე იქნება ორიენტირებული“, _ განაცხადა კობალაძემ. ცნობისთვის, დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, ამ დრომდე, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ... ...
  • ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი  ერთ-ერთი ინდ. მეწარმე, ქალაქ თბილისში  კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტის, ე.წ. „სუჯუკის“ წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია, როგორც მზა პროდუქცია, ასევე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი. ამასთან, ქალაქ თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს  სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი. ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ... ...
  • მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის კითხვებს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები პასუხობენპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეიქმნა, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ეცნობა. საქმის მასალებსა და ბრალდების მხარის ვერსია კომისიის წევრებს საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ და შს სამინისტროს გამომძიებელმა კახა სირაძემ ისაუბრა.  პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტში,მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში კომისიის წევრების კითხვებს საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე პასუხობს. ზვიად ფხაკაძე ბრალდების მხარის ხელთარსებულ მასალაზე დაყრდნობით იმ ვერსიაზე საუბრობს, რომელიც გამოძიებამ სასამართლოს წარუდგინა. როგორც ფხაკაძე აღწერს, დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა გ.ბ. - მ მიაყენა, მაშინ როდას ის გ.ჯ-ს ეჩხუბებოდა. „გ.ჯ დავით სარალიძეს ჰყავს დაჭერილი მარჯვენა მხრიდან, მუცელზე ჰყავს მიკრული. რა დროსაც მას მარჯვენა მხრიდან მარჯვენა ხელით აყენებს ჭრილობებს გ.ბ. იმ ჭრილობაზეა საუბარი, რომელიც იდენტიფიცირებული არის. ანუ არის მარჯვენა დუნდულასა და ბარძაყის არეში 12-14 ნომერი, ღვიძლის არეშია დაზიანება #1,სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, შემდეგ იცვლის პოზას, ამ დროს სარალიძეს გ.ჯ. ისევ წინ უჭირავს, მოხრილ მდგომარეობაში, და იმავე ბარძაყის, ფეხის საზარდულის არეში წინა მხრიდან ჭრილობის მიყენება, ეს არის #11 , რამაც გამოიწვია არტერიის გადაჭრა და ვენის დაზიანება. ექსპერტებთანაც მაქვს გავლილი კონსულტაციები, მათი თქმით,#11 ჭრილობა იმდენად საშიშია სიცოცხლისთვის, რომ რამდენიმე წამში ადამიანის რეფლექსები დუნდება, ექიმის განმარტებით 5 წთ საკმარისი, რომ დაიცალოს პირი სისხლისგან რისი აღდგენაც შემდეგ შეუძლებელია. ეს ხდება წამიერად. შემდეგ დათო სარალიძე იცვლის პოზას და შესაბამისად გ.ჯ.-ც იცვლის ადგილს, იმას არ უშვებს ხელს. ამ დროს შემობრუნებულს გ.ბ. კიდევ აყენებს ერთ დაზიანებას, დაზიანება #2.  გულმკერდის არეში უკვე მარცხენა მხარეს, მაშ შემდეგ რაც სარალიძემ მდგომარეობა შეიცვალა. ამ დროს უკვე მოდის აქ მ.კ. პარალელურად, როდესაც უკვე ამ მდგომარეობაშია, გ.ჯ-ს უკვე მარჯვენა ხელში უჭირავს (უკვე ფიქსირდება) დანა იქნევს ხელს დათოს მიმართულებით, ოღონდ მარცხენა იღლიის არეში აყენებს ჭრილობას,"- ამბობს ფხაკაძე. ფხაკაძის თქმით, გ.ჯ. , რომელიც მსჯავრდებულია დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში სარალიძეს ორ ჭრილობას აყენებს, თუმცა არცერთი მათგანი სასიკვდილო არ აღმოჩნდა.  ფხაკაძის თქმით, ბრალდების ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე დაპირისპირება ... ...
  • ძარცვა ღამის კლუბში _ დაკავებულია ერთი პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ნასამართლევი რ.გ., ქურდობის ფაქტზე   დააკავეს.მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 ივნისს, ერთ-ერთ ღამის კლუბში ღონისძიებაზე მყოფი სტუმრის, დ.ლ.-ს კუთვნილი მოტოციკლი ამავე კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. მოპარული მოტოციკლი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ... ...
  • ზვიად კუპრავა და მათთან ერთად დაკავებული პირები გაათავისუფლესზვიად კუპრავა და მათთან ერთად დაკავებული  პირები გაათავისუფლეს. კუპრავას თქმით, მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა მათი საბოლოო მიზანი მიღწეული არ არის. „ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო მუხტის დახშობა, რომელიც რუსთაველზე იყო. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, ვინც იმ დღეების განმავლობაში იდგა ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზ​ე ებრძოდა სისტემას და ებრძოდა სამართლიანობას. ამ ბრძოლამ, შეუპოვრობამ, უკან რომ არ დავიხიეთ, რომ ვერ მოგვისყიდეს და ვერ დაგვაშინეს, ამან თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა”, -განაცხადა ზვიად კუპრავამ. ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი 11 ივნისს დააკავეს. როგორც შსს-მ მაშინ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს. 12 ივნისს სასამართლომ მათ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს სხდომის დროს, სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა სასადილოდან დარბაზში ძალის ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...