კომპანია "შავი ზღვის მარგალიტი" გურიაში 100 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს

საზოგადოება

კომპანია "შავი ზღვის მარგალიტი" გურიაში 100 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს

2015 ივლ 2 21:20:00

 სამხარეო ადმინისტრაციაში "ICBT CORPORATION"-ის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ICBT კორპორაცია პროექტის ფარგლებში "შავი ზღვის მარგალიტი" გურიაში 100 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში, გია სალუქვაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გასულ კვირას კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ჯერჯერობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ორგანული პროდუქტის (ხორცი, რძის პროდუქტები, ხილ ბოსტნეული და ა.შ.) წარმოების საკითხი განიხილება.

ინვესტიცია კომპლექსის მშენებლობას მოიცავს, რომელშიც წარმოებული პროდუქტების ექსპორტირებისთვის ტერმინალი განთავსდება. კომპლექსი უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. სამუშაოების ეფექტურად შესრულებას მონიტორინგს კომპანიის სპეციალისტები გაუწევენ. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად გურიაში რამდენიმე ათასი ადგილობრივი დასაქმდება. ასევე, განიხილეს "პროფესიულ კოლეჯთან" მემორანდუმის გაფორმებისა და კადრების გადამზადების საკითხიც.

"შავი ზღვის მარგალიტის" ინიციატივა ჩვენი რეგიონისთვის მართლაც სასარგებლო იქნება. მხარის ხელისუფლება კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას უცხადებს. გურიის რეგიონში ამ ტიპის ინვესტიციის განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. მსგავსი სახის პროექტები მხარის ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს." - განაცხადა გია სალუქვაძემ.

აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი სერტიფიცირებული იქნება, რომელიც ევროპის ბაზრის სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. ICBT CORPORATION" პროექტის ფარგლებში იგეგმება გურიის რეგიონში 200-500 ჰა.

მიწის ნაკვეთზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის) აგრო-სამრეწველო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც თავისთავში მოიცავს: 1. სასათბურე მეურნეობა; 2. მეფრინველეობის ფერმა; 3. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმა; 4. წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმა; 5. ბიო-აირის საწარმო; 6. ხორც-პროდუქტების გადამამუშავებელი კომბინატი; 7. რძის კომბინატი; 8. საკონსერვო ქარხანა; 9. ხილისა და ბოსტნეულის სასაწყობე მეურნეობა; 10. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის საამქრო; 11. კომბინირებული საკვების ქარხანა; 12. სატრანსპორტო კომპანია; 13. საპორტო ტერმინალი.

აგრო-სამრეწველო კომპლექს "გურია"-ში შეიქმნება 1500-დან 2000-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი. "ICBT CORPORATION"- კომპანიამ გურიაში 100 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი გამოაგზავნა. სააქციო საზოგადოება "ICBT CORPORATION"-ის აღმასრულებელი დირექტორი, მერაბ დავითაძე გუბერნატორის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფეშვილმა მიიღო. პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე სხვადასხვა სახის პროცედურული საკითხები განიხილეს; დასახეს სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც სამუშაო ჯგუფები ერთმანეთთან აქტიურად ითანამშრომლებენ. სამუშაო შეხვედრას "ICBT CORPORATION"-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები სოფლის მეურნეობის საკითხებში და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

(R)



 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...