სტიქიით დაზარალებულებმა 7 ივლისიდან მერიის ქონების მართვის სააგენტოს ან შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ

gurianews.com

საზოგადოება

სტიქიით დაზარალებულებმა 7 ივლისიდან მერიის ქონების მართვის სააგენტოს ან შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ

2015 ივლ 7 01:06:10

13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას 7 ივლისიდან შეუძლია ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამის გამგეობას ან მერიის ქონების მართვის სააგენტოს  მიმართოს.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ და ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძემ  სასტუმრო "444"-ში  მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულებს  ზარალის ანაზღაურების პროცედურები თავად განუმარტეს.

ლაშა აბაშიძის თქმით, პირველ კატეგორიაში შემავალი სახლების მეპატრონეებმა, ანუ მათ, ვისი სახლიც დანგრეულია ან აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას, უნდა მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს. დაზარალებულებს შეუძლიათ, აირჩიონ ზარალის ანაზღაურების წესით დადგენილი ერთ-ერთი ვარიანტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, მის გასამაგრებლად შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ.

კარლო ლაფერაძის თქმით, ზარალის ანაზღაურების გაცემა წინასწარ დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება. შესაბამისი დასკვნები ლ. სამხარაულის  სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე მომზადებული აქვს, მათ შორის, ქონების საბაზრო ღირებულებასაც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განსაზღვრავს. ამიტომ, მოსახლეობისგან  დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა საჭირო აღარ იქნება. 

13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი საკრებულომ 5 ივლისს დაამტკიცა. წესის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყო.

პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება.

პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს,  პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის.

ამ წესით სარგებლობის შემთხევაში, დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა.

მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.



 ახალი ამბები
  • ​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა აცნობეს. პირველი არხი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. სპეცოპერაცია ... ...
  • არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს. ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს.  "ჩვენ გვაქვს ორი ტიპის წინადადება დღეს: ერთი ეხება პერსონალიებს, მეორე - პროცესს. პერსონალიებთან დაკავშირებით ჩვენ შევჯერდით ოთხ კანდიდატზე, ესენია: ვახუშტი მენაბდე, ზვიად ქორიძე, ნინო ლომჯარია და ანა ნაცვლიშვილი. ეს არის ჩვენი შეჯერებული ოთხი კანდიდატი. პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები. ამ ოთხ კანდიდატს ჩვენ ვთავაზობთ მთლიანად პარლამენტს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ეს კანდიდატურები განიხილოს უმრავლესობამ, რადგან ისინი იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარლამენტში. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ამ ოთხ კანდიდატს მოუსმენენ ფრაქციები. დღეს კანონი ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, თუმცა ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული",- განაცხადა ლაშა ტუღუშმა შეხვედრის ... ...
  • "დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ" _ ილია მეორე სპეცოპერაციას ეხმაურებასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე,ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. "გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი ჩვენი მფარველია. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და გვაშოროს შინაური და გარეული მტერი", - ამბობს  ილია მეორე. ... ...
  • ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში  დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები,  ტრაპეზი და შესაწირიდან თანხა მოიპარეს.  როგორც ირკვევა,  ინციდენტის შესახებ პოლიციაში მღვდელმა განაცხადა.  აღნიშნულ ინფორმაციას ცხინვალის დეფაქტო ძალოვნებზე დაყრდნობით ერთ-ერთი მედიასაშუალება იუწყება.  აღსანიშნავია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ოკუპირებულ ცხინვალში, ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესია მე-17 საუკუნით ... ...
  • ვინ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარიასარაოფიციალური ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს - ამ ინფორმაციას  ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ლომჯარიას კანდიდატურას ყველაზე მეტად ლობირებს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ ვისზე შეჩერდება საბოლოოდ არჩევანი, მიღებული ჯერ კიდევ არ არის. ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა სამთავრობო გუნდში, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.  “მე მარტო ის ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთ კანდიდატად აპირებენ ჩემს შეთავაზებას. სხვა არაფერი ვიცი, ვინ რას აპირებს“, _  გვითხრა ნინო ... ...

არქივი

ზაფრანი

ტრაქტორიდან „ლამბორჯინამდე“

საქვეყნოდ ცნობილი საავტომობილო გიგანტის, "ლამბორჯინის",...

როზალინდა ჩელენტანოს საიდუმლო

რამდენიმე ხნის წინ ადრიანო ჩელენტანოს...

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...