ვინ დაჯილდოვდა გენდერული თანასწორობის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის

საზოგადოება

ვინ დაჯილდოვდა გენდერული თანასწორობის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის

2015 ივლ 7 15:21:53

საქართველოს პრეზიდენტს  გიორგი მარგველაშვილს  გენდერული თანასწორობის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ გადასცა.

 შომბი შარპმა მადლობა გადაუხადა 2015 წლის ქალთა და გენდერული თანასწორობის წლად გამოცხადებისთვის. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ხელი შეუწყო თანასწორობის მთავარი პრინციპების დანერგვას და სხვადასხვა პროექტების განვითარებას ამ მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდო საუკეთესო მეწარმე ქალის ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიის "შუხმანის ღვინოების" მმართველ დირექტორს ნუცა აბრამიშვილს გადასცა.

გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებაში ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 "მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას, იმ ძალიან აქტიური საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევა ჩვენს ქვეყანაში. ეს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს როგორც წარმატებული, თანამედროვე ქვეყანა და დაუბრუნდეს თავის ჭეშმარიტ იდენტობასა და ჭეშმარიტ ღირებულებას, რომელიც ქართველებს გვქონდა და დღესაც უნდა დავიცვათ – ვგულისხმობ ქალბატონების პატივისცემას და მათ როლს საზოგადოებაში.

დღეს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ღირებულება, რომლითაც ვამაყობდით, ძალიან სერიოზული კითხვის ქვეშაა, მისი დაცვა კი ჩვენი ეროვნული და კულტურული ღირებულებების დაცვის იდენტურია. არ შეიძლება ძალადობა სექსუალური ნიშნით, არ შეიძლება საქართველოში გვქონდეს ის კატასტროფული სტატისტიკა, რომელიც გვქონდა შარშან ქალებზე ძალადობის, მკვლელობის და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის კუთხით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ იგივე ხელფასი და ანაზღაურება, როგორც კაცებს. ვსაუბრობთ იმაზეც, რომ ქალების უფლებები პოლიტიკურად უნდა იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასაუბრო თემატიკაა, როცა ვუყურებთ რეალობას – რა არის გადასალახი ჩვენს ყოფაში, სურათი მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის და ჩანს, რომ სამწუხაროდ დასაძლევი ბევრი გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ჩვენს წინაშე დგას რამდენიმე პრინციპული ამოცანა, მათ შორის აუცილებელია ქალთა როლის გასაძლიერებლად ცვლილებები საკანონმდებლო სივრცეში. "ჩვენთვის სამარცხვინოა ის, რაც დაგვემართა. აქედან გამომდინარე,  ჩვენს წინაშე დგას რამდენიმე პრინციპული ამოცანა. პირველი არის ის, რომ ძალადობის მიმართ ძალიან აქტიური უნდა იყოს საზოგადოება, აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტს აფიქსირებდეს ყველგან და ყველა დონეზე და ეს იყოს ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარების დომინანტური თემა.

მეორე - მნიშვნელოვანია, რომ შს სამინისტრომაც ეფექტურად აუწყოს ფეხი ამ ტენდენციას და უფრო დეტალურად იყოს ჩახედული, როცა საუბარია სქესობრივ ნიადაგზე ძალადობაზე.

მესამე – ჩვენ   უნდა გავატაროთ ცვლილებები თუნდაც საკანონმდებლო სივრცეში. ამ თვალსაზრისით მე არაერთხელ დავუჭირე მხარი საარჩევნო კოდექსში ქალთა თანასწორობის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამას მხარს დაუჭერენ არა მარტო ქალები, არამედ მამაკაცი დეპუტატებიც, ვისთვისაც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და საკუთარი თუნდაც მამაკაცობა ვლინდება ქალების დაცვის და მათზე ზრუნვის გამოხატვის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გადასაწყვეტი და გადასალახი გვაქვს ბევრი რამ, დაწყებული ძალადობით, დამთავრებული პოლიტიკური ინსტიტუტების დასტაბილურებით და დაბალანსებით. ეს ძალიან ბევრ სიკეთეს მოგვიტანს რამდენიმე თვალსაზრისით: ჩვენ ვიქნებით ის, ვინც ვართ – იდენტური ჩვენი ეროვნული ღირებულებების არა ზოგადი დეკლარაციებით, არამედ ყოფის წესით და ასევე ასეთი საზოგადოება ბევრად ძლიერია ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად და ბევრად უფრო ეფექტურად ვითარდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

აღნიშნული კონკურსი უკვე მეოთხედ იმართება და მასში საქართველოში მოქმედი კომპანიები და საჯარო სექტორის ორგანიზაციები მონაწილეობენ.

კონკურსის ფარგლებში გაიცა ჯილდოები 4 ნომინაციაში: უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის – კომპანია "კულა"; ჯილდო – საუკეთესო მეწარმე ქალი – ნუცა აბრამიშვილი; ჯილდო გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე – პერსონალის მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი; ჯილდო საუკეთესო ინოვაციური გენდერული პოლიტიკისთვის – "ჯითიეს ელექტრონიქსი."

დაჯილდოებაზე სიგელები მიიღო რამდენიმე კომპანიამ და უწყებამ.

ამ სიაში მოხვდა ქალაქ ოზურგეთის მერია  გენდერული ბიუჯეტის დანერგვისთვის. პრიზი გადაეცა ქალაქ ოზურგეთის მერიის კულტურის, განათლების და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსს მარინა ჯაფარიძეს.

განსაკურებული აღიარება გენდერული ტრენინგებისთვის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების კოლეჯი; განსაკუთრებული აღიარება ქალთა გაძლიერების პროგრამისთვის – "ჯეოსელი"; განსაკუთრებული აღიარება ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობისთვის – კოპერატივი "ალვანი"; განსაკუთრებული აღიარება ქალთა ლიდერობის ხელშეწყობისთის – სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია."

 კონკურსი ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში.

 2015 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.




 ახალი ამბები
  • ეპიდემიის გამო, ბეზოსმა 12 მილიარდი დოლარი დაკარგა, გეიტსმა _ 10 მილიარდიმსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ბოლო კვირაში ნახევარ ტრილიონამდე დოლარი დაკარგეს. სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით უდიდესი ინტერნეტმაღაზია ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა, მაიკროსოფტის ხელმძღვანელი ბილ გეიტსი 10 მილიარდით გაღარიბდა, ხოლო  კომპანია LVMH-ის მფლობელი ბერნარ ანო _ 9 მილიარდით. ბლუმბერგი იუწყება, რომ მინუსებში წავიდა პლანეტის მდიდარი ადამიანების 80 პროცენტი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია კორონავირუსის ... ...
  • კორონავირუსის კვლევაზე მომუშავე ჩინელი ექიმის რჩევებითუ გაქვთ სველი ნახველი არ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის გადამტანი იყოთ. კორონავირუსის პნევმონია არის მშრალი ხველა, ნახველის გარეშე. უჰანის ვირუსი არ არის სითბოს მიმართ მდგრადი და კვდება 26-27 გრადუს ტემპერატურაზე.ამიტომ, დალიეთ მეტი ცხელი წყალი.უფრო ხშირად და უფრო დიდხანს იყავით მზეზე.ცხელი წყალი არ არის სამკურნალო, ჯანმრთელობისთვის კარგია, ეფექტურია ყველა ვირუსისთვის. 1. ვირუსი საკმაოდ დიდი ზომისაა (უჯრედის დიამეტრი დაახლოებით 400-500 ნმ), შესაბამისად, ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი პრინციპში შეძლებს გაფილტროს. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ადამიანი შენს თვალწინ ახველებს ან გაივლის თქვენგან 3 მეტრამდე მანძილზე, ვირუსი უბრალოდ მიწაზე ჩავარდება, ფრენას ვერ შეძლებს.2.თუ ვირუსი მეტალის ზედაპირზე მოხვდება, ის გადარჩება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში.ამიტომ, თუ რაიმე მეტალის ზედაპირს შეეხებით, ხელები ზედმიწევნით დაიბანეთ საპნით.3. ვირუსი აქტიური შეიძლება დარჩეს ქსოვილზე 6-12 საათის განმავლობაში.ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებებით წესით უნდა მოკვდეს ვირუსი. ზამთრის ტანსაცმელი, საკმარისია მზეზე გაფინოთ, რათა მოკვდეს ვირუსი.დაავადების სიმპტომების შესახებ - კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონია:1. ვირუსის ყელში შეღწევის შემდეგ, ყელში სიმშრალე გაჩნდება, რომელიც ვლინდება სტენოკარდიით. ასე გაგრძელდება 3-4 დღე2. შემდეგ ვირუსი შეუერთდება ცხვირის სითხეს, შედის ტრაქეაში, შემდეგ კი ფილტვებში, რაც გამოიწვევს პნევმონიას. ამ პროცესს 5-დან 6 დღე დასჭირდება.3. კორონავირუსული პნევმონიის დროს აღინიშნება მაღალი სიცხე და ქოშინი.ცხვირის შეშუპება არ ჰგავს ნორმალურ ცხვირის შეშუპებას, არსებობს შეგრძნება, რომ წყალში იძირებით. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.პრევენციის შესახებ: 1. ინფიცირებისას ყველაზე გავრცელებული გზა ადამიანებთან შეხებაა, ამიტომ ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები.ვირუსს შეუძლია მხოლოდ თქვენს ხელებზე იცხოვროს 5-10 წუთის განმავლობაში. მაგრამ ამ დროში შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამ(შეგიძლიათ ხელებით შეეხოთ თვალებს ან ცხვირს).2ხშირად ხელის დაბანის გარდა, თქვენ შეგიძლიათ ყელის გამორეცხვა ბეტადინის ხსნარით მიკრობის აღმოსაფხვრელად, ან მისი მოქმედების შესამცირებლად, სანამ ისინი ჯერ კიდევ ყელშია (ფილტვებში მოხვედრამდე).იყავით ძალიან ყურადღებით და ფრთხილად, დალიეთ უფრო მეტი ცხელი ... ...
  • სად დაფიქსირდა საქართველოში შეგრძნებადი კიდევ ერთი მიწისძვრა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 თებერვალს, 19 საათსა და 15 წუთზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ონიდან 11 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ირთან დაფიქსირდა. ეს 2020 წელში დაფიქსირებული მეოთხე მიწისძვრაა _ 26 იანვარს 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩრდილო ოსეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრის დაშორებით მოხდა; 24 იანვარს, თბილისის დროით 21:55 საათზე, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 450 კმ_ში, ქალაქ მალატიასთან მოხდა 6.8 (Mw) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო სასაზღვრო ზოლში დასახლებული საქართველოს მოსახლეობისთვისაც; 22 იანვარს კი 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაბა შუახევიდან 6 კილომეტრის დაშორებით სოფელ ბრილთან ... ...
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...