"თოვლშიც და დარშიც "ლამაზა" გვარჩენს"

gurianews.com

საზოგადოება

"თოვლშიც და დარშიც "ლამაზა" გვარჩენს"

2012 თებ 9 07:21:29
დიდთოვლობამ მოსახლეობის დიდი საყოფაცხოვრებო გასაჭირი კიდევ უფრო დეტალურად გამოამზეურა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელმთა შემოქმედის თემს ექვემდებარება და ქალაქიდან სამიოდე კილომეტრითაა დაშორებული. დიდთოვლობამ აქაც შეაფერხა მოძრაობა და ვიდრე გზა გაიხსნებოდა, აქაურები ფეხით გაემართნენ ოზურგეთისკენ.

რობინზონ თოდრაძე ტყუპი ქალ-ვაჟის ობლად გამზრდელი მამაა. როცა მეუღლე გარდაეცვალა, ხათუნა და დათო 4 წლის იყვნენ. მას შემდეგ, ობლის კვერს დღემდე აცხობს და ახლაც მისი ერთადერთი მარჩენალი წითური "ლამაზაა". ძროხას თავს ევლება და ჩვეულებისამებრ, თებერვალს შემოყოლილ დიდ თოვლში, დილაადრიან რძით სავსე ბოთლებით ხელში, ოზურგეთისკენ ფეხით მიემართება _ იქ წინასწარ შეთანხმებული კლიენტები ელოდებიან.

_ დილაადრიან თოვლიან გზას თუ დავადექი, რა გასაკვირია? სამუშაო რომ იყოს სადმე, ვინ დამასწრებს?! ერთ ძროხას დავდევ და ახლა ქალაქში კლიენტებთან რძე მიმაქვს. გზის გახსნას რომ ველოდო, დამიღამდება სადმე. წითელმთა აგერ, "ყურისძირშია" ქალაქთან, მაგრამ ცოტაც თუ გაწვიმდა ან თოვლი მოვიდა, სოფელში მიკროავტობუსი ვეღარ მოდის _ ამას წინათ რომ თოვლი იყო, სამ დღეს ვერ ამოვიდა, საბურავები არ უვარგაო. ყველას თავისი გასაჭირი აქვს. მე, ჯერჯერობით, ჩემი ფეხით დავდივარ და ღმერთს მადლობას ვწირავ, _ ამბობს რობინზონ თოდრაძე და სვენებ-სვენებით საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის გასაჭირზე საუბრობს:

_ თუ ვინმე მადლიანი ხართ და რაიმე შეგიძლიათ, იქნებ, დამეხმაროთ. ოზურგეთის კოლეჯში შვილის შეყვანა მინდა, მაგრამ გადასახადია დაწესებული. ჩემი პენსია სარეცხ საშუალებას ძლივს ყოფნის, რძის გაყიდვით აღებული ორიოდე გროში პურის ფულად გვჭირდება. რა ვქნა? ჩემმა შვილებმა სტომატოლოგიური და ფარმაცევტული ტექნიკური განათლება კი მიიღეს, მაგრამ დღემდე სამსახური ვერსად იშოვეს. კოლეჯში არის ისეთი პროფესიები, როგორზეც დღეს უფრო მოთხოვნილებაა, ამიტომ სურს ჩემს ვაჟს იქ სწავლა, მაგრამ გადასახადის გადახდის არანაირი სახსარი არ მაქვს, ვეძებთ რაღაც გზას და ვართ ამ ძებნაში...

რობინზონ თოდრაძე თავს სოციალურად დაუცველად მიიჩნევს, თუმცა, სოციალური სამსახურის მუშაკების ულტიმატუმს, "ტელევიზორი და მაცივარი არ უნდა გქონდესო", მიცვალებულისთვის წაყენებულ მოთხოვნად მიიჩნევს და ითხოვს პასუხს კითხვაზე, არის თუ არა გაჭირვებული ის, ვისაც არ აქვს არსებობის წყარო? ცარიელი მაცივარი "ორსკია" საჭმელი ან ქონება?

მიუხედავად გასაჭირისა, ბატონი რობინზონი მხნედ საუბრობს და საკუთარ ჯანმრთელობას, ახალგაზრდობისას სპორტის სიყვარულს უკავშირებს. ხოლო ის ხანგრძლივი, 30-წლიანი პერიოდი, როცა ჯერ აგრონომად, მერე კი კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა სოფელ წითელმთაში, როგორც თვითონ ამბობს, ბევრს მისი "სიაბდლის" გამოხატულებად მიაჩნია, რადგან არასოდეს მოუპარავს, ხელი არაფერზე წაცდენია და ახლა ფანერისგან შეჭედილ სახლში ცხოვრობს:

_ მერჩივნა და ახლაც მირჩევნია, საკუთარი მარჯვენით ნაშოვნი პატიოსანი ლუკმა ვჭამო. ჩემი ძროხა 12 ლიტრს იწველის, თავდადებული მოვლა და შრომა სჭირდება, თორემ წვეთს არ მოგცემს. ყველა საქმე ასეა. ერთხელ, კომუნისტების დროს, როცა თავმჯდომარე ვიყავი, აჭარის ერთმა მკვიდრმა, რომელსაც ჩვენთან ჩამოსახლება სურდა, ჩემოდნით შემომთავაზა ფული. მეხვეწებოდა, მოითხოვე და დაწერე, მუშა ხელი მჭირდება და დასასახლებელი ადგილი მომყიდე, მომეხმარეო. არ ვქენი, არ იყო ეს ჩემი საქმე. ახლა კი მეუბნება ბევრი, შენ რანაირი კოლმეურნეობის თავმჯდომარეც იყავი, ისე საკადრისად ხარო. ფულიანი თუ ფულის ძალიან მოყვარული ხალხი სხვაგვარად აზროვნებს, მაგრამ მაღლა ღმერთია! _ გვიამბობს ბატონი რობინზონი.

სულ 7 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მფლობელია, სადაც მხოლოდ სიმინდს თესავს, მოწეული მოსავლით კი, "თოვლშიც და დარშიც", ოჯახის მარჩენალ "ლამაზას" ინახავს. გასულ წელს, როცა ამერიკული ყვითელი სიმინდი "შემოვიდა მოდაში", რობინზონ თოდრაძე შემომთავაზებლებს სასტიკად შეეწინააღმდეგა, მე მასე არ გავსულელებულვარ, ეგ დავთესო და თავს ნურც თქვენ გაისულელებთ, აგრონომი კაცი ვარ და მომისმინეთო: _ არ მომისმინეს და ახლა იშენენ თავში ხელს, _ განაგრძობს ძველი თავმჯდომარე, _ 1976 წელს, როცა პირველად შემოიტანეს ასეთი ყვითელი სიმინდის მოდა, ძალიან წინააღმდეგი ვიყავი. გლეხები გადაირივნენ, რომ თქვეს, სოიო არ იქნება, ბალახი არ იქნება, ისეთ წამალს მოასხამენ მიწაზე, მარტო სიმინდი ამოვაო. აბა, პირუტყვი რით ვარჩინოთ, ყანაში ისე რა გვინდაო? გადავწყვიტე თბილისში წასვლა. სამინისტროში ერთი სელექციონერი იყო, დეკაბრილოვიჩი. ვეახლე იმას და ვუთხარი, მე ასეთ სიმინდს ვრცელ ფართობებზე ვერ დავთესავ, ჩამოდით, მოვიწვიოთ კრება და ხალხს თქვენ გაეცით მერე პასუხი, მწირი და უვარგისი მოსავლის გამო, გლეხი მშიერი რომ დარჩება,-მეთქი. გჯერათ? შეისმინა ამ კაცმა და დამეთანხმა.

რობინზონ თოდრაძეს, ძველი დროის პატიოსან თავმჯდომარეს და ახალი დროების "ექსპერტ აგრონომს", როგორც თვითონ ამბობს, "გურია ნიუსთან" ძალიან ბევრი სასაუბრო აქვს, განსაკუთრებით საკუთარი სოფლისა და მხარის გასაჭირზე. გაზეთის მისამართსაც საგულდაგულოდ ინიშნავს, ასეთ თოვლიან ამინდშიც სიამოვნებით გესტუმრებით, ოღონდ მომისმინეთო. მობრძანდით, ბატონო რობიზონ, რედაქციის კარი მუდამ ღიაა!




 ახალი ამბები
  • გააქვს თუ არა მოსახლეობას განვადებით მაღაზიიდან პურისფქვილი, შაქარი და მაკარონი“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომელშიც ამბობს, რომ მოსახლეობა მაღაზიებში კვების პროდუქტებზეც განვადებას აკეთებს.  “გურიაში ხალხი ისე გაღარიბდა, მაღაზიებიდან პურისფქვილი განვადებით გააქვთ“, _ წერს ქათამაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ოზურგეთის ერთ-ერთ მაღაზიაში “გურია ნიუსს“ დაუდასტურეს, რომ კვების სხვადასხვა პროდუქტზე განვადების სისტემა მუშაობს. “დიახ, სიმართლეს შეესაბამება ეს ინფორმაცია. ვისაც პრობლემა არ აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, მაღაზიებიდან განვადებით გააქვს შაქარი, პურისფქვილი, მაკარონი, ზეთი... პროდუქტი 100 ლარზე მეტი ღირებულების უნდა იყოს, რომ განვადებით გაიტანო. მე, როგორც ვიცი, რვა თვის შემდეგ ხდება გადახდა.  ეს კეთდება იმ მომხარებელზე, ვინც კარგი გადამხედელია. ჩვენს მაღაზიაშიც შეიძლება ამის გაკეთება“. ამავე მაღაზიაში გვეუბნებიან, რომ პროდუქტებზე განვადება 6 წელზე მეტია მოქმედებს. “გურია ნიუსი“ დაუკავშირდა “კრედო ბანკის“ ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელს ჯაბა გუნთაიშვილს.  როგორც გუნთაიშვილმა გვითხრა, განვადების პროგრამით სარგებლობენ „კრედო ბანკის“ მომხარებლები, თუმცა ასეთი სახის განვადებაზე საპროცენტო განაკვეთი დიდი არ არის. “თითქმის 2 წელია მოქმედებს ეს პროგრამა. ღვინის დაყენების დროს მოგვმართავენ და შაქარი გააქვთ ჩვენი კონტრაქტორი მაღაზიებიდან“, _ გვითხეა ჯაბა გუნთაიშვილმა. ჩვენთვის, ასევე,  ცნობილი გახდა, რომ მაღაზიის მეპატრონეები,  პროდუქტს ერთი თვის ვადით ნისიად გასცემენ, ერთი თვის შემდეგ კი საბაზრო ფასს ემატება პროცენტი. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მაღაზიის მეპატრონებმა საუბარი არ ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?