თბილისის ზოოპარკის ტრაგედია _ რა იქნება შემდეგ

საზოგადოება

თბილისის ზოოპარკის ტრაგედია _ რა იქნება შემდეგ

10 ივლ. 2015, 19:32:16

13 ივნისის ღამეს მომხდარ წყალდიდობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ამერიკული გამოცემა "გარდიანი" სტატიას სათაურით: "თბილისის ზოოპარკის ტრაგედია _ რა იქნება შემდეგ?" აქვეყნებს.

"გურია ნიუსი" სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

"გასულ თვეს თბილისში მძიმე დღეები  იყო. საქართველოს დედაქალაქი ჯუნგლებად გადაიქცა.  წყალდიდობის დროს ზოოპარკიდან გამოქცეული ველური ცხოველები ქუჩებში დაძრწოდნენ. დიდი აფრიკული ჰიპოპოტამი ქუჩაში დადიოდა, ვიდრე ტრანკვილიზატორი არ ესროლეს და ზოოპარკში არ დააბრუნეს.

ამ ამბებმა  მსოფლიო პრესის პირველ გვერდებზე დაიკავა ადგილი.  ბიბლიურ სცენას გავდა,  როგორ აძვრა დათვი წყალდიდობისგან თავგადასარჩენად კონდიციონერზე, ან ტალახში დამხრჩვალი თუ ჩაცხრილული ლომები, რომელთა გადასარჩენად კიდობანი არ მოვიდა.

გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი ადამიანი შეწუხებული იყო იმით, რომ ცხოველებმა მსოფლიოს ყურადღება მიიქციეს. როგორც ცნობილია, წყალდიდობის დროს  19 ადამიანი დაიღუპა. სამი  გაუჩინარებულია და ათეულობით მოსახლემ საცხოვრებელი სახლი მიატოვა. წყალდიდობიდან მეოთხე დღეს გაქცეულმა ვეფხვმა ადამიანი იმსხვერპლა.

"ეს ტრაგედია ჩემ ფანტაზიებს სცდება"_თქვა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ. გამოცემის ინფორმაციით, ტრაგედიიდან სამი კვირა გავიდა და ზოოპარკში ყველა ცხოველი აღწერეს დაკარგული ვეფხვის ჩათვლით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მკვდარი იპოვეს.

ზოოპარკმა სამასზე მეტი ცხოველი დაკარგა, ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი პოლიციელებმა მოკლეს. ზოოპარკში ასევე გლოვებენ სამ თანამშრომელს, რომლებიც იქვე ცხოვრობდნენ და წყალდიდობისგან  დაიღუპნენ.

THE GUARDIAN -ის ინფორმაციით, ბევრი ცხოველის  გალია დაიშალა. ერთ-ერთი ნიანგი ახლა პინგვინების ყოფილ ადგილსამყოფელში იმყოფება, ხოლო რვა გადარჩენილ პინგვინს  ადგილი შეუცვალეს და მტაცებელ ფრინველებთან ახლოს პატარა გალიაში შეასახლეს.

 გურიელიძეს დაჟინებული თხოვნით, მუშები სწრაფ ტემპში მუშაობენ, რომ 1 აგვისტოსთვის მოესწროს ზოოპარკის გახსნა.

"თუ ვერ მოვასწრებთ 1 აგვისტოსთვის, მაშინ 1 სექტემბერს გავხსნით. ზოოპარკი საჯარო დაწესებულებაა და ჩვენ ის აუცილებლად უნდა გავხსნათ"_ამბობს გურიელიძე.

ასევე ზოოპარკის სპიკერის, მზია შარაშიძეს თქმით, მალე ზამთარი მოვა და უკვე სახელგანთქმული ჰიპოპოტამისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად  250 ათას  ევრომდეა საჭირო.

"ის სიცივეს ვერ გაუძლებს," _ ამბობს შარაშიძე. გამოცემის ინფორმაციით, მთავრობას აქვს გეგმა, რომ ზოოპარკი თბილისის გარეუბანში გადაიტანოს, თუმცა პროექტი 15 მილიონ ევრომდე ჯდება. ზოოპარკთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, 2006 წლიდან ზოოპარკის დირექტორი და ამჟამად პოპულარული ფიგურა გურიელიძე კრიტიკის ქარცეცხლში გახვია.

 იყო მცდელობა ხელები  მისთვის შეეწმინდათ. თუმცა ცენტრალურ მოედანზე ასობით მოქალაქე გურიელიძეს მხარდასაჭერად შეიკრიბა, როცა ის პოლიციამ დასაკითხად წაიყვანა. პროტესტანტების უმეტესი  მოხალისეები იყვნენ, რომლებიც  სტიქიის შემდეგ ტერიტორიის დასუფთავებაში იღებდნენ მონაწილეობას.

გამოცემის ცნობით, ვახშმის შემდეგ გურიელიძემ და მისმა ცოლმა, ნათია კოპალიანმა ცხოველების შემოწმება გადაწყვიტეს. ისინი ზოოპარკში დაახლოებით შუაღამისას მივიდნენ, როცა წვიმა შეწყდა.

“უამრავი გუბე ჩანდა, მაგრამ სხვა მხრივ თითქოს ყველაფერი კარგად იყო”, _ამბობს გურიელიძე. “ჩვენ აფთრების და ღორების სანახავად წავედით, მაგრამ ჩვენს ირგვლივ სულ წყალი იყო. ხმა არ ისმოდა, მაგრამ წყლის დონე  სწრაფად იმატებდა. ეს შემაშინებელი იყო.” _ ამბობს კოპალიანი.

გამოცემის ინფორმაციით, წყვილი მანქანისკენ გაიქცა, მაგრამ ვიდრე მანქანას დაქოქავდნენ,  წყალი უკვე  კარებს ფარავდა. მათ მაშინვე  დატოვეს მანქანა და ვეფხვის  გალიაზე აძვრნენ.

“ჩვენ ზემოთ მივძვრებოდით და წყალიც მატულობდა.“-ამბობს კოპალიანი. ზოოპარკის პატარა შენობაში კი თანამშრომლებს გადარჩენის შანსი არ მიეცათ.

მათ შორის იყო გულიკო ჩიტაძე,  ზოოპარკის თანამშრომელი, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე ხელი მოაჭრეს, რადგან ერთ-ერთი ვეფხვი თავს დაესხა, თუმცა ის სამუშაოს მაინც დაუბრუნდა. გურიელიძე ხედავდა, რომ ვეფხვები გაიქცნენ, ბევრ სხვა ცხოველთან ერთად, მაგრამ  ღამისა და ძლიერი წვიმის გამო,  მან ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო.

 წყვილმა მაშველებისთვის დარეკვა ვერ მოახერხა,  რადგან მობილურები წყალმა გააფუჭა. პოლიციელებმა გაიგონეს მათი ყვირილი.  ისინი  ვეფხვის გალიაზე ზემოდან იმყოფებოდნენ,   მაგრამ შესვლა ვერ მოახერხეს, რადგან  დიდი იყო თავდასხმის საფრთხე.

"შემდეგ შევიტყვეთ რომ ცხოველებს ხოცავდნენ. როცა წყალმა იკლო მხოლოდ მაშინ შეძლეს მოხალისეებმა და ზოოპარკის თანამშრომლებმა  დასახმარებლად მისვლა"_ამბობს კოპალიანი. ვიდრე მოქალაქეებს ეძინათ, ათასობით სახლი დაიტბორა. როგორც გაირკვა, თბილისის ფარგლებს  გარეთ მეწყერის ჩამოწოლამ მდინარე ვერეს  ადიდება გამოიწვია.

საქართველოს ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ წყალდიდობა იყო საბჭოთა ხელისუფლების სასჯელი და დასძინა,  რომ მათ ზოოპარკი ჯვრების გადადნობით გააკეთეს. საზოგადოებაში არსებობს  კითხვა,  რატომ ხოცავდა პოლიცია ცხოველებს და  არ იყენებდა ტრანკვილიზატორებს.

 “ისინი გადარჩენილ ცხოველებს ხოცავდნენ,”_ ამბობს თინა ჭავჭანიძე.  როგორც მთავრობა აცხადებს,  პოლიციას  არ შეეძლო ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო.

როგორც ცნობილია, ტყვიას  გაქცეული ცხოველებიდან,  მხოლოდ ჰიპოპოტამი ბეგი გადაურჩა. გამოცემის ინფორმაციით, როგორც კი წყალდიდობის შესახებ შეიტყო,  გურიელიძის დიდი ხნის პარტნიორი ლევან ბუთხუზი შემთხვევის ადგილას მოვიდა.

"როცა მოვედი,  ქაოსი იყო."_ ამბობს ბუთხუზი.  მას მიუძღვის წვლილი ბეჰემოთის  გადარჩენაში.  რადგან ზოოპარკს წამალი  არ აღმოაჩნდა,  მან თავის მეგობარს დაურეკა და სთხოვა, რაც კი წამლები ჰქონდა მოეტანა. 

“რადგან ბეგი 2 ტონაზე მეტს იწონის, წამალს სამოქმედოდ დიდი დრო დასჭირდა,  თუ ჰიპოპოტამს ზოოპარკის მიღმა ჩაეძინებოდა, მას ადგილიდან ვეღარ დაძრავდნენ.”-ამბობს ლევან ბუთხუზი. THE GUARDIAN-ის ინფორმაციით,   ბევრმა ქართველმა გულთან ახლოს მიიტანა ცხოველების ბედი, განსაკუთრებით თეთრი ლომის ბოკვერის, შუმბასი.

სოციალური ქსელების 20 ათასზე მეტმა მომხმარებელმა მთელი კვირის მანძილზე ტრაგედიიდან პროფილის  ფოტოდ შავი კვადრატი დააყენა. ხოლო ათასობით მოქალაქე რეკავდა ზოოპარკში თხოვნით,  შუმბას სახელობის პარკი დააარსონ. ზოგი ფიქრობს, რომ ეს აქტივისტური განწყობა ნელ-ნელა ქრება.  მაგრამ სხვა   თუ არაფერი,  საპროტესტო აქციები და კრიტიკა დემოკრატიულობის ნიშანია. როგორც ცნობილია, ზოოპარკში ახალი არსება, შვლის ნუკრი დაიბადა, რომელსაც ბერძნული მითოლოგიის თანახმად პირრა დაარქვეს.

წერს  ამერიკული გამოცემა "THE GUARDIAN.“




 ახალი ამბები
  • ქალები ახალი კორონავირუსის დროსCOVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ. „მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, - უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”. ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ. „საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, - ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა. „პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, - გვიყვება ლია. თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.  „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, - ამბობს ნადეჟდა. საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. „ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, - გვითხრა საიდა ხოსაძემ. კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? - ამ კითხვებზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრმა ლელა საჯაიამ გვიპასუხა. „COVID 19 - ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული/მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, - ამბობს ლელა. ფოტოები "გურია ... ...
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...