თბილისის მერია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების ანგარიშს ასაჯაროებს


საზოგადოება

თბილისის მერია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების ანგარიშს ასაჯაროებს

25 ივლ. 2015, 16:25:24

დედაქალაქის მერია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის მოზიდული სახსრების განკარგვის პროცესში ვალდებულია საზოგადოებას სრულად მიაწოდოს ინფორმაცია დაზარალებულთათვის გაკეთებული შეთავაზებებისა და გაწეული დახმარების შესახებ. თანხების განკარგვის პროცესის გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც დახმარების გაწევა ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ქ. თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობისთვის შეთავაზებების გაკეთება 2015 წლის 5 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა ფულადი დახმარების გაცემის წესის  საფუძველზე.

მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა ის არეალი, რომელშიც მოხვედრილ მოსახლეობას აღნიშნული წესი შეეხო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან საწყის ეტაპზე შეთავაზება გაუკეთდა სვანიძის ქუჩისა და წყნეთის ხევში აღნიშნულ არეალში მოხვედრილ 39-ვე ოჯახს. 

მოცემულ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია 16 ოჯახთან, ჯამში 79 ადამიანთან, რომლებსაც მათთვის გახსნილ საგარანტიო ანგარიშებზე ჩაერიცხებათ 2 537 775 ლარი. 6 ოჯახზე თანხების  გადარიცხვა უკვე განხორციელდა და უახლოეს დღეებში საკომპენსაციო თანხას კიდევ 10 ოჯახი მიიღებს. დანარჩენ  ოჯახებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი.

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ისარგებლონ. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს საწყის ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების (განსაკუთრებული რისკის მატარებელ) ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის, რაც გულისხმობს იმ სხვაობის გადახდას, რომელიც არსებობს ოჯახის საკუთრებაში ადრე არსებულ ქონებასა და მერიის მხრიდან პირველს ეტაპზე ოჯახისთვის გაცემულ თანხას შორის. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოჯახისთვის მერიის მხრიდან პირველ ეტაპზე გაცემული თანხა აღემატება ოჯახის პირველადი ქონების სანბაზრო ღირებულებას, დაზარალებულ ოჯახს რჩება მეტობით მიღებული თანხა. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.

გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახები მიიღებენ საკომპენსაციო თანხას ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად, რომელიც 8 000 ლარიდან 10 500 ლარამდე მერყეობს  და განისაზღვრება სულადობის მიხედვით. კერძოდ, 1-2 წევრიანი ოჯახი 8 000 ლარს, 3-4 წევრიანი ოჯახი 8 700-ს, 5-6 წევრიანი ოჯახი 9400-ს, 7 და მეტ წევრიანი ოჯახი 10 500 ლარს მიიღებს.  


შენიშვნა:  კურსი 2.2558

1 ოჯახი№1 7 54,32 118 110 53 788 248 138 დაეთანხმა სულადობის მიხედვით
2 ოჯახი№2 5 95 674 90 303 938 203 022 დაეთანხმა საბაზრო ღირებულებას
3 ოჯახი№3 3 20  65 22 500 146 627 დაეთანხმა სულადობის მიხედვით
4 ოჯახი№4 4 144  65 210 527 146 627 დაეთანხმა საბაზრო ღირებულებას
5 ოჯახი№5 11 118 300 110 235 286 248 138 დაეთანხმა საბაზრო ღირებულებას
6 ოჯახი№6 7 158 526 110 326 300 248 138 დაეთანხმა საბაზრო ღირებულებას
7 ოჯახი№7 6 50,87  90 60 404 203 022 დაეთანხმა სულადობის მიხედვით
8 ოჯახი№8 9 228 690 110,00 437 610 248 138 დაეთანხმა საბაზრო ღირებულებას
9 ოჯახი№9 5 88 88 90 64 856 203 022 დაეთანხმა სულადობის მიხედვით
10 ოჯახი№10 4 60 90 65 54 330 146 627 დაეთანხმა სულადობის მიხედვით
11 ოჯახი№11 4 54 72 65 46 064 146 627 დაეთანხმა სულადობის მიხედვით
12 ოჯახი№12 2 155 1365 45 519 004 101 511 დაეთანხმა საბაზრო ღირებულებას
13 ოჯახი№13 1 23 583 45 179 058 101 511 დაეთანხმა საბაზრო ღირებულებას
14 ოჯახი№14 3 84 643 65 339 923 146 627 დაეთანხმა საბაზრო ღირებულებას
15 ოჯახი№15 1 186,71  45 402 117 101 511 დაეთანხმა საბაზრო ღირებულებას
16 ოჯახი№16 7 58 1124 110 403 796 248 138 დაეთანხმა საბაზრო ღირებულებას
17 ოჯახი№17 6 141,85 455 90 326106,5 203022 მიმდინარეობს მოლაპარაკება
18 ოჯახი№18 5 24 409 90 149062 203022 მიმდინარეობს მოლაპარაკება
19 ოჯახი№19 4 85 808 65 309718 146627 მიმდინარეობს მოლაპარაკება
20 ოჯახი№20 4 37 329 65 129713 146627 მიმდინარეობს მოლაპარაკება
21 ოჯახი№21 5 176,38  90 238 203 202 221 მიმდინარეობს მოლაპარაკება
22 ოჯახი№22 10 357,22 468 110 504 992 248 138 მიმდინარეობს მოლაპარაკება
23 ოჯახი№23 15 497,45 883 110 954 756 248 138 მიმდინარეობს მოლაპარაკება
24 ოჯახი№24 5 159 735 90 297364 202 221 მიმდინარეობს მოლაპარაკება
25 ოჯახი№25 5 145,3 2549 90 2 294 100 202 221 მიმდინარეობს მოლაპარაკება
26 ოჯახი№26 3 160  65 276 712 146 049 მიმდინარეობს მოლაპარაკება
27 ოჯახი№27 1 50,5  45 56 813 101 511 მიმდინარეობს მოლაპარაკება
28 ოჯახი№28 2 28 1576 45 547 698 101 511 მიმდინარეობს მოლაპარაკება
29 ოჯახი№29 1 191 1136 45 462 840 101 511 მიმდინარეობს მოლაპარაკება
30 ოჯახი№30 1 13,5 120 45 46 010 101 511 მიმდინარეობს მოლაპარაკება
31 ოჯახი№31 5 52 274 90 114 067 202 221 მიმდინარეობს მოლაპარაკება
32 ოჯახი№32 4   65  146627 მიმდინარეობს მოლაპარაკება
33 ოჯახი№33 2   45  101 511 მიმდინარეობს მოლაპარაკება
34 ოჯახი№34 3   65  146627 მიმდინარეობს მოლაპარაკება
35 ოჯახი№35 6   90  203 022 მიმდინარეობს მოლაპარაკება
36 ოჯახი№36 3 113,3 284 65  146 049 მიმდინარეობს მოლაპარაკება
37 ოჯახი№37 5   90  202 221 მიმდინარეობს მოლაპარაკება
38 ოჯახი№38 7   110  247 159 მიმდინარეობს მოლაპარაკება
39 ოჯახი№39 1   45  101 511 მიმდინარეობს მოლაპარაკება



 ახალი ამბები
  • წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი- სერგეენკოწარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა,_ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ  ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განიხილვის თაობაზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ამ ცვლილების არსი. „ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე  რამდენიმე წელია არსებობს გეგმიურ ვაქცინებთან მიმართებაში და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდ ვაქცინასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა", - განაცხადა დავით ... ...
  • ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭაიუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის  პოპულარიზაციაში  შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო   პროგრამების მხარდაჭერისთვის. მოცემული  სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. იუნესკოს საპატიო  ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და  საქველმოქმედო  მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში. გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი  « ლირა », რომლის მთავარი მიზანია  ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა  და მათი ხელშეწყობა. მან ასევე  2013 დააფუძნა «  ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი »,რომელიც მნიშვნელოვან  კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების  პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს  მიენიჭა   საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების  სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ ... ...
  • NDI - საქართველოში გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 42% კი ფიქრობს, რომ არ არის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველოში  დემოკრატია არის, ხოლო 42% თვილის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ცნობისთვის, NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...
  • NDI - კორონავირუსის ვაქცინით აცრაზე 41% თანახმაა, 41% - წინააღმდეგიაეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% (2020 წლის დეკემბრის მიხედვით) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე თანახმაა, 41% კი წინააღმდეგია, ხოლო  17%-მა არ იცის საკუთარი პოზიცია. ცნობისთვის  NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...
  • NDI-ს კვლევა: კორონავირუსთან გამკლავების მიმართულებით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 60% კარგად აფასებსსაერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას - NDI-ს მიერ გამოკითხულთა 60% პასუხობს, რომ - კარგად. 33% მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას ცუდად გაუმკლავდა, ხოლო შვიდმა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის. ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია მთავრობის საქმიანობის შეფასება. კითხვაზე – როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, 30-დან 50%-მდეა გაზრდილი იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს. ნოემბერთან შედარებით, 64-დან 38%-მდეა შემცირებული უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი. კითხვაზე 11%-მა უპასუხა, რომ არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....