არასამთვარობო კოალიციის მიმართვა მედიას

საზოგადოება

არასამთვარობო კოალიციის მიმართვა მედიას

2015 აგვ 3 23:01:57

ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში მწვავე დისკუსია გამოიწვია ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 26 ივლისს გადაცემა "იმედის კვირაში" გასულმა სიუჟეტმა[1], რომელიც რეალური ქალის მიერ ოჯახში განცდილ ძალადობას და ე.წ. "ქალიშვილობის ინსტიტუტის" ფენომენიდან გამომდინარე პრობლემატიკას ასახავდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სიუჟეტის წარდგენისას, ასევე დასრულების შემდეგ ჩანს გადაცემის წამყვანების განზრახვა, რომ ინციდენტი პრობლემის კუთხით წარმოჩნდეს, თავად სიუჟეტი  ოჯახში ძალადობის მსხვერპლის რევიქტიმიზაციას და მავნე სტერეოტიპების კიდევ უფრო გაღრმავებას ახდენს.

ჟურნალისტური პროფესიული სტანდარტები მოითხოვს ადამიანის ღირსების, პირადი ცხოვრების და სივრცის პატივისცემას და დაუშვებლად მიიჩნევს ემოციებით და განცდებით მანიპულირებას. ამ სიუჟეტის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალის პირადი სივრცე უხეშად და ხელაღებით დაირღვა; აუდიტორიამ არა მხოლოდ მისი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი შეიტყო, არამედ ისეთი ინტიმური დეტალებიც, როგორიცაა მენსტრუალური ციკლი, ქალწულობის ექსპერტიზის დასკვნა, სქესობრივი აქტის და სექსუალური ძალადობის ადგილი - საწოლის ახლო ხედების ჩათვლით. ამ ყველაფერს ვულგარული სენსაციის შექმნის ელფერი უფრო ჰქონდა, ვიდრე ღრმა და სერიოზული პრობლემის თუნდაც ძალიან რეალისტურად წარმოჩინების.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35. 6 მუხლი ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდის დასაშვებს, როდესაც "იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს". ეს სიუჟეტი ვერ ჩაითვლება მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად.

საზოგადოებაში ქალთა სექსუალური კონტროლის და ჩაგვრის შესახებ დისკუსიის წამოწყება არ აღემატება იმ ზიანს, რომელიც სიუჟეტში იდენტიფიცირებულ ქალს შეიძლება მიადგეს, ჩვენს საზოგადოებაში არსებული რეპრესიული და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შედეგად. მსხვერპლის ვინაობის გამჟღავნებაზე თანხმობის არსებობის შემთხვევაშიც კი, ჟურნალისტებს აკისრიათ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გაიაზრონ ის წნეხი, რომელშიც მათი რესპონდენტი შეიძლება აღმოჩნდეს სოციუმში გაბატონებული შეხედულებების გამო.

ცხადია, ჟურნალისტი ვერ მოახდნეს ძალადობის, როგორც ახალი ამბის იგნორირებას, მაგრამ  ფართო სურათის ჩვენებით და არა ერთ ინდივიდზე ფოკუსირებით, მას შეუძლია პრობლემა ადამიანის უფლებების კუთხით და სამართლებრივ კონტექსტში წარმოაჩინოს.

იმ კულტურულ კონტექსტში, სადაც ქალები  ხშირად საზოგადოებაში არსებული სექსისტური დამოკიდებულებების და სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან, მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უსამართლობის დაძლევაში და ქალთა ჩაგვრასთან ბრძოლაში - პრობლემის სიღრმისეულად და სერიოზულად გაშუქებით და საზოგადოებაში ჭეშმარიტი დისკუსიის გამოწვევით.

საიმისოდ, რომ მედიამ, როგორც გავლენიანმა ინსტიტუტმა, საზოგადოების წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობა გაითავისოს, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას ასახოს ის მიდგომები, რომლებიც UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს  რეკომენდაციებშია მოცემული. მივმართავთ მედია საშუალებებს:

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გაშუქებისას, არ მოხდინოს ადამიანის რევიქტიმიზაცია;

 კონცენტრაცია მოახდინოს გადარჩენილზე, პატივი სცეს მის განცდებს და მოახდინოს მათი მინიმალიზება;

ეჭვქვეშ დააყენოს მცდელობა, ბუნებრივად და ღირსების საქმედ წარმოაჩინონს მომხდარი;

დაეხმაროს აუდიტორიას, გაიგოს ფართო კონტექსტი, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი თვალსაზრისით;

იყოს თანმიმდევრული გაშუქებისას, როგორც სამართლებრივ პროცესზე თვალყურის მიდევნების მხრივ, ასევე პოსტ-ტრავმულ პერიოდთან გამკლავების კუთხით. 

ქალთა მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავმართოთ ფართო და ღია დისკუსიები მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მივაღწიოთ კონსენსუსს იმ ღირებულებებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით, რომლებიც ორიენტირებულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ინდივიდის პირადი ცხოვრების პატივისცემაზე.

ქალთა მოძრაობა

მედიის განვითარების ფონდი - MDF

საფარი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი -TDI

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი

მედია კლუბი

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

იდენტობა

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო

სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე

კავშირი "ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის"

ქალთა ფონდი საქართველოში

წამების მსხერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილისტაციის ცენტრი - GCRT




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...