საიას განცხადება "რუსთავი 2"-ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე

საზოგადოება

საიას განცხადება "რუსთავი 2"-ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე

2015 აგვ 10 17:04:29

 ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებულ  მოვლენებზე საქართველოს იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. 2015 წლის 5 აგვისტოს  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" -ის  (შემდგომში რუსთავი 2) მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, ასევე ქონების განკარგვა. აღნიშნულს წინ უძღოდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღების მოთხოვნა

აღნიშნული დავის მნიშვნელობა და შედეგები - მათი კონკრეტული შინაარსისაგან დამოუკიდებლად - არსებითად სცილდება მხოლოდ მოცემული სამართლებრივი დავის უშუალოდ მონაწილე პირთა ინტერესებს. კომპანიის საქმიანობა, ასევე მისი მესაკუთრეობის საკითხი, განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა, არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ზოგადად მედია კომპანიას, არამედ იმიტომაც, რომ აღნიშნული მედია კომპანია წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მაღალრეინტინგულ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე დავას ორ კერძო სუბიექტს შორის, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს იგი, გააჩნია არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტიც.

თუმცა, საიას მანდატის გათვალისწინებით, მოცემული შეფასება მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი დავის მნიშვნელოვან ასპექტებზე. საკითხის წინასწარი შესწავლის შედეგად, იმ სამართლებრივ დოკუმენტებზე (და არა მთლიანად საქმის მასალებზე) დაყრდნობით, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია მოცემულ ეტაპზე (განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე) საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ შემდეგი:

1.    როგორც მოქმედი კანონმდებლობით, ასევე პრაქტიკით, ნათელია, რომ დასაბუთებული ვარაუდის ის სტანდარტი, რომელსაც მოსამართლე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შერჩევისას იყენებს, არის ზოგადად დაბალი და დავის მონაწილე სუბიექტების თავისებურებები განსხვავებულ სტანდარტს არ განაპირობებს. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლიანობას. თუმცა უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც მოსამართლეს ალბათობის მაღალი ხარისხით ჩამოუყალიბდება რწმენა, რომ უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა სამომავლოდ გაართულებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

2.     მოცემულ დავაში აღსანიშნავია, რომ  რუსთავი 2-ის მიმართ  ისეთი ღონისძიებების გამოყენებამ, რაც  ხელმძღვანელებს და მეწილეებს უკრძალავს კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებას, შესაძლოა დააზარალოს კომპანია და შეაფერხოს მისი საქმიანობა, რაც თავის მხრივ ასახვას პოვებს მედია საშუალების ფუნქციონირებაზეც; ასეთ შემთხვევაში ცალსახაა, რომ დაზარალდება არამხოლოდ კერძო სუბიექტების, არამედ საჯარო ინტერესიც, რომელიც პლურალისტური მედია გარემოსა და კრიტიკული აზრის თავისუფლად გავრცელებაში მდგომარეობს.

3.   შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ განჩინების მიღებისას მოსამართლეს უნდა ეხელმძღვანელა არამხოლოდ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით, არამედ ერთის მხრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსამართლის განსაზღვრული როლისა და მეორეს მხრივ - დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის, ასევე იმ შესაძლო შეუქცევადი ზიანის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მიადგეს მედია საშუალებას, შესაბამისად - საჯარო ინტერესს - რუსთავი 2-ის მიმართ ზემოაღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შედეგად. 

კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ:

4.   მოსამართლეს აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება უნდა დაესაბუთებინა არამხოლოდ იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ თეორიულად არსებობს რუსთავი 2-ის დირექტორატისა და მეწილეების მიერ კომპანიის ქონების არაკეთილსინდისიერად გასხვისების ან მისი მოცულობის შემცირების საშიშროება, რაც მომავალში საფრთხეს შეუქმნის მოსარჩელის სასარგებლოდ შესაძლო მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას,  არამედ გაემყარებინა მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული მტკიცებულებებითა თუ ფაქტებით; ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქმე #ას-511-821-09, 22 ივნისი, 2009 წ.  ) „ამა თუ იმ ფაქტის სამომავლოდ წარმოშობის დასაბუთებული ვარაუდი არ არის მხოლოდ პირის სუბიექტური შეფასება — ეჭვი. სამომავლოდ ამა თუ იმ ფაქტის წარმოშობის ვარაუდის დასაბუთება კავშირშია წარსულსა თუ აწმყოში უკვე არსებულ ფაქტებთან, რაც სავარაუდო ფაქტის ალბათობის მაღალი ხარისხით წარმოშობის რწენის ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს.“ 

5.     ამასთან, ვინაიდან მოცემულ გადაწყვეტილებას შეუძლია, უარყოფითი გავლენა იქონიოს თავად მედია საშუალების საქმიანობაზე, მოსამართლეს უნდა ეხელმძღვანელა პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპებიდან გამომდინარე დაშეეფასებინა, რამდენად იყო მოსარჩელის ინტერესების დასაცავად რუსთავი 2-ის მიმართ ერთდორულად რამოდენიმე ღონსიძიების გამოყენება დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი და პროპორციული.

6.      თუმცა,  განჩინებაში არ არის დასაბუთებული ერთდოულად რამოდენიმე ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და რატომ  არ შეიძლებოდა  იმავე ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ზომით. (კერძოდ, რატომ არ იქნებოდა მიზნის მისაღწევად საკმარისი, რომ მოსამართლეს არ მოეხდინა ერთდროულად რამოდენიმე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ან არ დაედო ყადაღა მთელ ქონებაზე და ამავდროულად არ აეკრძალა მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელება სრულად).

7.         ამასთან, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, გამოყენებული ღონისძიების მოქმედების ვადა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული მონაკვეთით, ხოლო განჩინების თანახმად, იგი ძალაშია არსებითი დავის დასრულებამდე, (და არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ დავა გაგრძელდეს თვეები და შესაძლოა - წლებიც), მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ზომების გამოყენებისას მოსამართლეს განსაკუთრებული სიმკაცრე უნდა გამოეჩინა მოცემული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების დასაბუთებულობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასებისას.

8.     დაბოლოს, ორ კერძო სუბიექტის ინტერესებს შორის ბალანსის დასაცავად, ვფიქრობთ, მოსამართლეს უნდა გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და დაეცვა არამხოლოდ მოსარჩელის სამომავლო ინტერესები, არამედ ასევე მოპასუხეთა ინტერესებიც; შესაბამისად,  მას უნდა ემსჯელა  რუსთავი 2-თვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზეც.  თუმცა განჩინებაში აღნიშნულ საკითზე არაფერია ნათქვამი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არამხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე

დაბოლოს, მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი დავა უნდა წარიმართოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტის დაცვით, რასაც ითვალისწინებს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა.

ამავე დროს, პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა მკაცრად თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ტიპის განცხადებისა თუ ქმედებისაგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. სასამართლოში საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების თუ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა არის და იქნება ინდიკატორი სასამართლო ხელისუფლების მიერ აღნიშნული დავის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, შესაბამისად, აპოლიტიკურად გადაწყვეტისა.

საია გააგრძელებს აღნიშნულ საქმეზე დაკვირვებას და მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას საკუთარ შეფასებებს საქმის სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით. 




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...