სიყვარული და პოლიცია _ "დაგვეხმარეთ, რომ რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს კოშმარი"

საზოგადოება

სიყვარული და პოლიცია _ "დაგვეხმარეთ, რომ რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს კოშმარი"

2015 აგვ 11 15:39:51

გიორგი ტრაპაიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ცხოვრობს. 2 აგვისტოს იგი ანა ქ.-ზე დაქორწინდა, თუმცა, ქორწინებიდან მესამე დღეს, როგორც თავად ამბობს, მეუღლე  პოლიციის შენობიდან მოსტაცეს:

_ მე და ანიმ გადავწყვიტეთ ოჯახი შეგვექმნა. 2 აგვისტოს დილის 6 საათზე ერთობლივი შეთანხმების შემდეგ, ანიმ დამირეკა ტელეფონზე და მითხრა, რომ შეძლებდა სახლიდან გამოსვლას. ასეც მოხდა _ რამდენიმე ხანში შევხვდით. ანიმ თქმით, მან  სახლში დატოვა წერილი, სადაც განმარტავდა, რომ სრულიად აცნობიერებდა საკუთარ ნაბიჯს, დარწმუნებული იყო მისი ქმედების სისწორეში და ჩემზე თხოვდებოდა სიყვარულით.

ამის შემდეგ გავემგზავრეთ თბილისისკენ... სამი დღის შემდეგ,  ახლობლებისგან გავიგეთ, რომ ანის მამის მიმართვის საფუძველზე, ჩვენი გაპარვიდან მეორე დღესვე საქმე აღძრულა ჩემს წინააღმდეგ გატაცება-გაუპატიურების ბრალდებით (ანის წერილის ნახვის მიუხედავად).  ასევე, ჩემს ნათესავებზე მიმდინარეობს ზეწოლა, სახლებში უვარდებიან  და ემუქრებიან დაჭერით.

ამის შემდეგ, მე და ანიმ 5 აგვისტოს, დაახლოვებით 16 საათზე, დაუყოვნებლივ მივაშურეთ პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ განყოფილებას, რათა გაგვერკვია, რა ხდებოდა. განყოფილების უფროსს ვანო მჭედლიშვილს  ავუხსენი, ვინ ვიყავით და დავინტერესდი, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ზემოაღნიშნული.

ასევე ავხსენი, რომ ანი არის  ჩემი მეუღლე  და გამომყვა საკუთარი ნებით, რადგან ერთმანეთი გვიყვარს.  ანიმაც დააფიქსირა, რომ ვუყვარვარ და ყველაფერი მისი ნებით მოხდა _  შესაბამისად, არანაირ გატაცებას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია და არც ექნებოდა.  ვანო მჭედლიშვილმა  ჩემი თანდასწრებით მდივანს გამოართვა ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის ტელეფონის ნომერი, დაურეკა მას და ჩვენი პოლიციაში მისვლის მიზეზი განუმარტა. 

მათი საუბრის დასრულებისთანავე ვანომ ამიხსნა, რომ საქმე მართლაც ყოფილა აღძრული და უნდა დავლოდებოდით ოზურგეთის სამმართველოდან გამოგზავნილ მანქანას. დაახლოებით 4-5-საათიანი იძულებითი შეყოვნების შემდეგ, როგორც იქნა ჩამოაღწია მანქანამ და გავემგზავრეთ ოზურგეთში. შუაღამისას, დაახლოვებით 3 საათზე ჩავედით და მიგვიყვანეს პოლიციის სამმართველოში. შეგვიყვანეს სამმართველოს უფროსის კაბინეტში, მესამე სართულზე და დაიწყეს ჩვენი ზეპირი დაკითხვა. ანის ეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის ძალადობას ადგილი და ნამდვილად ნებით გამომყვა თუ არა, რაზეც ანიმ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა, ყველაფერი მოხდა ორივეს სურვილით და რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ამის შემდეგ ჩამოგვართვეს ოფიციალური ჩვენება, სადაც დავაფიქსირეთ იგივე.

ჩვენების შედგენა როცა დავასრულეთ, ანიმ პოლიციელებს სთხოვა, რომ არ სურდა მშობლებთან შეხვედრა და ნუ შეახვედრებდნენ, რაზეც უპასუხეს, სანამ მშობლებს არ შეხვდები, აქ ყოფნა მოგიწევთო. როგორც მოსალოდნელი იყო, მე და ანი განგვაცალკევეს. შემდეგ ანის და მამამისის ხმა გავიგონე, ის მშობლებს მაინც შეახვედრეს. რაღაც პერიოდის შემდეგ ანი ჩემს ოთახში შემოიყვანეს. მე ვითხოვე, მარტო დავეტოვებინეთ, რათა პირისპირ გვესაუბრა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს.

ანი არ აპირებდა მშობლებს გაჰყოლოდა _ ეს მან პირადად უთხრა დედ-მამას. ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა დაიწყო ჩემი  პირადი ინფორმაციის გასაჯაროება იმდენად დამახინჯებული, უარყოფითი და შეურაცხმყოფელი კუთხით, რომ უკიდურესად დავითრგუნე. კერძოდ, რომ მე მაქვს ბანკიდან აღებული სესხი, მყავს ცოლშვილი, მანქანა ლომბარდში მიდევს, ვარ ნასამართლევი, მყავდა საყვარელი და თუ ანი ცოლად გამომყვება, მე მას მხოლოდ გამოვიყენებ ჩემი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და როცა ამას მივაღწევ, მივატოვებ, რადგან მე ვარ თაღლითი.

ამ ყველაფრის მოსმენამ ჩემში გამოიწვია დიდი უკმაყოფილება და კატეგორიულად, მრავალჯერად მოვთხოვე, შეეწყვიტათ ეს ბინძური ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც ანის სულიერ დათრგუნვას ისახავდა მიზნად, მაგრამ პოლიციელი მაინც აგრძელებდა... ცოტა ხნის მერე ანი ისევ გაიყვანეს და მას შემდეგ აღარ მინახავს. მეც მალევე გამომიშვეს. მთელი ამ დაკითხვის პერიოდში, პოლიციის წინ მელოდებოდნენ ჩემი ახლობლები და ნათესავები. როცა მათ ვკითხე ანის შესახებ, ხომ არ დაგინახავთ, სად წაიყვანეს,-მეთქი, მითხრეს, რომ ანი არ გამოუყვანიათ, რაც მეტად უცნაურად მომეჩვენა. მოგვიანებით კი გავაცნობიერე, რომ პოლიციამ, ნაცვლად სამართლებრივ ჩარჩოებში მოქმედებისა, უპირატესობა კოლეგიალურობას მიანიჭა და სავარაუდოდ, მამამისის თხოვნით, რომელიც პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია, უკანა გასასვლელიდან გააქრეს.

ჩემი ინფორმაციით, ამ წუთამდე ანი ჰყავთ ჩაკეტილი, უკრძალავენ ჩემთან დაკავშირებას და მკაცრად აკონტროლებენ, რომ ჩემი ნახვა ვერ შეძლოს. უკვე მეოთხე დღეა, ანი ვერ მიკავშირდება, მოცემული სიტუაციის შესაბამისად, ვერც მე ვახერხებ ამას. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ პირადი კონტაქტების საშუალებით პერიოდულად მითვლიან მუქარებს, რომელიც მოდის ანის ოჯახის მხრიდან, კერძოდ: თუ ჩვენს შვილს თავს არ დაანებებ, დაგიჭერთ, ციხეში ამოგალპობთ და თავი არ დაიღუპოო.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემ ნათესავებსაც ანალოგიურად ემუქრებოდნენ ჩემი დაჭერით, ასევე, ვინაიდან ამ კონკრეტულ სიტუაციაში ბრალს ვერაფერში მდებენ, რადგან ჩვენს ქცევაში არავითარი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება (რასაც მოწმობს საქმის მყისიერი დახურვა), საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ მათი მუქარა გულისხმობს შემდეგს: შეეცდებიან, ჩემს წინააღმდეგ შეთითხნონ რაიმე ბინძური ხრიკი და ამის მეშვეობით მამხილონ რაიმე საკმაოდ მძიმე ხარისხის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში რომლის საფუძველზე მოხდება ჩემი სრული იზოლაცია გარკვეული პერიოდით.

იმედი მაქვს, რომ ქვეყანა ჩალით არ არის დახურული და თქვენი დახმარებით მივაღწევთ მინიმუმ იმას, რომ ადამიანებმა უბრალოდ თანამიგრძნონ და მაქსიმუმ იმას, რომ იქნებ ამ ბინძური ჩანაფიქრის გახორციელებაში ხელი შევუშალოთ, რათა ჩემი და ანის მომავალი არ დაგვიბნელონ _ მე ხომ მხოლოდ და მხოლოდ მის გამო განვიცდი ამ ყველაფერს ასე მტკივნეულად, ვგრძნობ თუ როგორ სტკივა მასაც და ჩემი ეს ხმის ამაღლების მცდელობა თქვენი დახმარებით იმისკენაა მიმართული, რომ დასრულდეს ეს ზეწოლა, რომელიც ანის ძალიან ანადგურებს, მის ჯანმრთელობას ძირს უთხრის ყოველწამიერად და რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს კოშმარი, _ მოგვწერა გიორგი ტრაპაიძემ, რომელიც მისივე თქმით, მოსალოდნელი საფრთხის გამო, ოზურგეთში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ცერცვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ფაქტის შესახებ საქმის კურსშია, თუმცა, დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს:

_ ჩემს კაბინეტში მსგავსი საუბარი არ ყოფილა. არ მიყვარს ასეთი ტექსტებით საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ორღობის ჭორაობას გავს. არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება იმის შიშს, რომ ვინმეს რაიმეს დაუშავებენ, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ სამართალთან შეუთავსებლობა ჩემი ხელმძღვანელობის დროს არ იქნება. საქმის დეტალებზე კი ნამდვილად ვერ გაგესაუბრებით და შეგიძლიათ პრესცენტრს მიმართოთ, _ გვითხრა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანა მშობლებმა ძალით წაიყვანეს ან მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლა ხორციელდება, არ გააჩნია:

_ ანა სრულწლოვანია და ის აგებს პასუხს საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ჩვენთან არანაირი შეტყობინება არ შემოსულა. თუ დაგვიკავშირდებიან, შესაბამის რეაგირებასაც მოვახდენთ, _ დასძინა ცერცვაძემ.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები ანას ოჯახთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, მისმა მამამ საუბარი არ ისურვა:

_ არ მსურს ამ თემაზე საუბარი.

_ თქვენ ბრალს გდებენ ზეწოლაში, როგორც გიორგი ტრაპაიძეზე, ასევე თქვენს შვილზე. გვწერენ, რომ როგორც ყოფილი პოლიციელი, ემუქრებით გიორგის, მის ნათესავებს და თქვენი შვილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაკეტილი გყავთ...

_ არ ვისაუბრებ არაფერზე, _ გვითხრა გოგონას მამამ და ტელეფონი გაგვითიშა.

პ.ს. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ა.ქ თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მის მიმართ არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა:

_ რასაც ეგ ადამიანი ამბობს ტყუილია. არანაირი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა და მას შემდეგ, რაც მის შესახებ სიმართლე გავიგე ჩემი ნებით წავედი სახლში. სრულწლოვანი ვარ და გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. არც ისაა სწორი, რომ პოლიციამ ჩემზე ზემოქმედება მოახდინა. ის რომ ორჯერ ნასამართლევია თაღლითობაზე და ქურდობაზე თავად მითხრა ბოლოს. ისიც მითხრა, მასთან სახლში რომ მივსულიყავით მისი ცოლ-შვილი დამხვდებოდა. ისიც სიმართლეა რომ ვალები აქვს და ლომბარდში ჰყავს მანქანა და ისიც, რომ საყვარელი ჰყავს. რაც თავად გითხრათ სიცრუეა. მაგ ადამიანს ცოლ-შვილი ყოლია, რაც მე არ ვიცოდი. არ ვიცი ახლა თავის დაძვრენა უნდა თუ რატომ საუბრობს ასე. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თავისუფლება არავის შეუზღუდავს და თავისუფლად გადავაადგილდები როცა მინდა და სადაც მინდა, _ გვითხრა ა.ქ-მ.




 ახალი ამბები
  • გარდაცვლილ ხუთ მგზავრს შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალიასამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალია. ჩვენ ხელთ მანამდე არსებული ინფორმაციით, იგი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკის მკვიდრი იყო. ინფორმაციის დასაზუსტებლად მერის წარმომადგენელს ალექსანდრე ჯანჯღავას დავუკავშირდით, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ თითქმის ექვსი წელია, ოჯახი ძველ სენაკში აღარ ცხოვრობს: "უკვე თითქმის ექვსი წელია ეს ოჯახი ჩვენს სოფელში აღარ ცხოვრობს. მათ სახლი გაყიდეს და როგორც ვიცი, საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ", _ განუცხადა "გურია ნიუსს" ალექსანდრე ჯანჯღავამ. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს "მინივენი" და ტრაილერი შეეჯახა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, შეჯახება იმდენად ძლიერი, იყო რომ "მინივენში" მსხდომი ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით ... ...
  • ვინ არიან სამტრედიაში საზარელი ავარიის დროს დაღუპულებიდღეს, საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  სამტრედიაში, სანავარდოს ქუჩაზე  გამავალ სამტრედია-ლანჩხუთი- სუფსა- გრიგოლეთის ს/გზის მე-2 კმ-ზე, სატვირთო აავტომანქანა “მერსედეს-ბენცი“, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა,  შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით  მოძრავ მინივენს.   შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მინივენის მძღოლი, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ენვერი ირემაძე და მისი მგზავრები: ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრები, 1968 წ.დაბადებული თენგიზ შაქარაძე, ქუთაისში მაისურაძის ქ. №9 ბ.23-ში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ქეთევან კუპრაშვილი, სენაკში, სოფ. ძველ სენაკში მცხოვრები1990 წელს დაბადებული თამარ ჯანჯღავა. მე-5 მგზავრის მონაცემები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება სსკ 276-VIII ... ...
  • სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია _ დეტალები შემთხვევის ადგილიდანსამტრედიაში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წარმოშობით ჩოხატაურელია, _ აღნიშნულის შესახებ ''გურია ნიუსს'' სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა. ,,როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, მინივენი, რომელიც ბათუმის მხრიდან მოდიოდა, სამტრედიის შესასვლელში მოცურდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მინივენის მძღოლი ჩოხატაურელია, ტრაილერს კი თურქეთის მოქალაქე მართავდა", _ გვითხრა ფოცხვერიამ.   ... ...
  • გომის მთას დასახლების სტატუსი ენიჭებადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ განიხილა: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ", განკარგულების პროექტი. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა გომის მთის, როგორც უნიკალური კურორტის შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა და საუკეთესო კურორტების რეიტინგულ სიაში მოხვდა. _ ჩვენთან უშუალოდ მერის წინადადება  არის წარმოდგენილი, რომ გომის მთას მიენიჭოს  დასახლების  სტატუსი. მთავრია,  დაიძრას  ეს საკითხი. როცა სტატუსი მიენიჭება,  ეს იქნება უდიდესი  საქმე კურორტის  გეგმაზომიერი განვითარებისთვის. საკრებულოს  თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება,   აქ  არსებული ვითარების  კანონის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს, რაც კურორტის თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.  _დღეს მართლაც მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,  ალექსანდრე სურგულაძემ. ხვალ, 26 თებერვალს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  თავის რიგგარეშე  სხდომაზე, რომელიც სწორედ გომის მთის საკითხს ეხება, მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწონოს წინადადება, გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი.   ხოლო აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია  საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს,  რომელმაც  უნდა განსაზღვროს  გომის მთისთვის დასახლების სტატუსის ... ...
  • ბიჭს, რომელიც მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს, მანქანა აჩუქესბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა, #ალუტეცჰGეორგია-მ და #ინნგროუპ-მა ავტომობილი აჩუქა, _ ამის შესახებ რადიო "პალიტრას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ „SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“ საქველმოქმედო გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაქარია დოლიძე, ცოტა ხნის წინ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა. გზად შემხვედრ თითოეულ მიუსაფარ ცხოველთან აჩერებდა „კეთილ მანქანას“ აპურებდა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით ეხმარებოდა. ტურნე საქართველოს მასშტაბით ნაქირავები ავტომობილით თბილისიდან დაიწყო და ცოტა ხნის წინ გურიაში იმყოფებოდა, საიდანაც გეზი აჭარისკენ აიღო. თუმცა, "კეთილმა მანქანამ" გზად უმტყუნა და ქობულეთიდან დედაქალაქში დაბრუნება მოუწია. მიუხედავად ამისა,  მიუსაფარი ცხოველები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მათთვის განკუთვნილი საკვები გაუგზავნა.  როდის გაუჩნდა მიუსაფარი ცხოველების დახმარების სურვილი, სად უფრო კრიტიკული სურათი შეხვდა მოგზაურობის დროს და როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება_ ამ საკითხების შესახებ ზაქარიამ „გურია ნიუსთან“, ჩოხატაურში სტუმრობის დროს ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...