თხილის მიღების ფასი ყოველდღე იცვლება

საზოგადოება

თხილის მიღების ფასი ყოველდღე იცვლება

13 აგვ. 2015, 18:26:23

ქალაქ ოზურგეთში, თხილის მიმღები უამრავი პუნქტია გახსნილი. პუნქტებში დასაქმებულები თხილის ფასის ყოველდღიურ ცვლილებაზე ნაკლებად საუბრობენ.

_ რაღა მე მომადექი ამ საკითხზე სასაუბროდ. ასობით პუნქტია გახსნილი და შეგიძლიათ, იქ იკითხოთ, _ გვითხრა ერთ-ერთ ასეთ პუნქტში დასაქმებულმა მამაკაცმა.

"გურია ნიუსმა" 20-მდე პუნქტი მოიარა. ვინაობის დასახელებისგან ყველა რესპონდენტი თავს იკავებს.

_ რა ღირს ერთი კილოგრამი თხილი?

_ "გულშიშველა" 4 ლარი ღირს, კარგი თხილი კი _ 6 ლარი.

_ ყოველდღიურად დღეში სამჯერ მაინც იცვლება თხილის მიღების ფასი. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

_ რა ვიცი, აბა. ხანდახან არ მოდიან, ვისაც თხილი მიაქვთ და ვინც უნდა გაიტანონ ოზურგეთიდან.  ამ წუთებში, მაგალითად, "გულშიშველას" კლიენტი არ არის და ამიტომ მოხდა ფასის ცვლილება. ფულთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. თუ კლიენტს, რომელიც ჩვენგან თხილს ყიდულობს, არ აქვს ფული, არც ჩვენ გვაქვს.

_ გვაქვს ინფორმაცია, რომ ზუგდიდში გურიიდან წაღებული თხილის ხარისხი დაიწუნეს, ეს სიმართლეა?

_ ძალიან ცუდი ხარისხის თხილი არის. მეტი არაფრის თქმა შემიძლია.

რას უკავშირდება ყოველდღე თხილის ფასის ცვლილება ამ კითხვით ოზურგეთელებს მივმართეთ.

ეთერ ერისთავი: ეს ნამდვილად არ ვიცი. ვიცი ის, რომ წელს კარგი ფასი აქვს თხილს, წინა წელსაც თხილის ფასი კარგი იყო.

თემურ სანიკიძეჩემთვის მთავარია, თხილის ფასი იყოს მაღალი, რომ ოჯახი გამოვკვებო. გლეხმა რა იცის, რას უკავშირდება თხილზე ფასის ცვლილება.

აკაკი სალუქვაძე: ხშირად დავდივარ ქალაქში, თუ მომეწონება თხილის ფასი, ჩავაბარებ,  თუ არა _ წავიღებ სახლში. არავინ ამ პრობლემის მომგვარებელი არ არის,  ყველა საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობს.

ნუნუ ჩხაიძე: ყველაფერი ერთდროულად არ იქნება. მთავარია, რომ სეზონის დასაწყისში თხილი კაპიკები არ ღირს.

"როგორც წინა წლებში იყო, ახლაც ასე არის. ერთხელ და სამუდამოდ, ხომ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ყოველდღე როგორ შეიძლება თხილის ფასი ხან მაღალი იყოს და ხან კიდევ დაბალი. გუშინ (კომენტარი ჩაწერილია 11 აგვისტოს) "გულშიშველა" 5 ლარზე მეტი ღირდა და დღეს კიდევ 4 ლარზე დაეცა მისი ფასი. ვფიქრობ, რომ "თხილის მაფიოზები" აკეთებენ ამ ყველაფერს. ჩვენ, ხალხს კი დაგვაწყდა ნერვები. ეს არის ერთადერთი შემოსავალი და ხომ შეიძლება, სამი ან ოთხი დღე არ მერყეოდეს თხილზე ფასები. მახსოვს, წინა წლებში კაპიკებში ვაბარებდით, ახლა ეს პრობლემა აღარ არის", _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს სოფელ ძიმითში მცხოვრებმა 58 წლის ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის თქმით, ქართული თხილის გატანა ევროპის ბაზარზე უკვე დაიწყო და ამ დარგის განვითარებას საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს.  შარშანდელთან შედარებით, თხილის მოსავალი რეგიონში წელს საკმაოდ მაღალია. თხილის ფასს სახელმწიფო არ აწესებს და ყველაფერი  ბაზარზეა დამოკიდებული: _ მოგეხსენებათ, რომ თხილის კრეფა ახლახან დაიწყო. გურიიდან თხილის გარკვეული რაოდენობა გაედინება. სამეგრელოში  თხილის მიღებისთვის ინფრასტრუქტურა გაცილებით ადრე შეიქმნა. რაც შეეხება გუბერნატორის რაიმე სახით ბიზნესში ჩარევას, ეს გამორიცხულია. თუმცა, გარკვეულწილად, მოვლენებს ვაკვირდებით, ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა  არ შეიზღუდოს და შეილახოს ფერმერთა უფლებები. საბედნიეროდ, მსგავსს მომართვიანობას  ადგილი არ ჰქონია, _ თქვა გია სალუქვაძემ.

ზუგდიდში, 11 აგვისტოს მდგომარეობით, თხილის მიმღებ პუნქტებში ერთი კილოგრამი თხილი 6 ლარი და 30 თეთრი ღირს. ზუგდიდის თხილის ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი, ელდარ მაფორია ამბობს, რომ თხილის ფასზე ცვლილებას ბაზარი განაპირობებს.

_ ზუსტად არ ვიცი, რა ხდება ოზურგეთში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბაზარზე ფასები ყოველთვის მერყევია. თუ ბევრმა ქარხანამ დაიწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად, ფასიც იზრდება. ახლა, ალბათ, ფასები უკან წამოვა. როგორც გავიგეთ, ევროპაში თხილის ფასი დაბლა ეცემა. სავარაუდოდ, საქართველოში თხილის ფასი ხუთ ლარამდე დაიწევს, _ გვითხრა ელდარ მაფორიამ.

"გურია ნიუსი" ზუგდიდში, ასევე, დაუკავშირდა თხილის ქარხნის კიდევ ერთ მფლობელს, ნონა ხარებავას:

_ ოზურგეთიდან რომ არ დამირეკოს კორესპონდენტმა ზუგდიდში, არ შეიძლება? არ შეწუხდე მაგაზე, დროც არ მაქვს. კარგად ბრძანდებოდეთ, _ გვიპასუხა ხარებავამ. 




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?