მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დაიხურა _ კოალიციის შეფასება და მოწოდება პარლამენტს

საზოგადოება

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დაიხურა _ კოალიციის შეფასება და მოწოდება პარლამენტს

2015 აგვ 14 18:14:19
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმაურება მიმდინარე წლის ივლისში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს, რომელიც გამჭვირვალობისა და ღიაობის განსაკუთრებით დაბალი ხარისხით ხასიათდებოდა.
კერძოდ, 20 ივლისს დაიწყო და რამოდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან. წინა წლებისაგან განსხვავებით, გასაუბრებები დახურულ ფორმატში წარიმართა საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებაში გასულ წელს შესული ცვლილების თანახმად.
კანდიდატების კენჭისყრის შესახებ ინფორმაცია უკიდურესი დაგვიანებით განთავსდა საბჭოს ვებგვერდზე. ამან პრაქტიკულად წაართვა შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებს, დასწრებოდნენ და შეეფასებინათ პროცესი.
ზემოაღნიშნულს კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობისა და ზოგადად, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის მიმართულებით უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მიგვაჩნია, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად.
ამ პროცესის დახურვა კი ვერ შეუწყობს ხელს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასა და მისი ავტორიტეტის ამაღლებას პროფესიულ წრეებსა თუ ფართო საზოგადოების თვალში. ამავე დროს, გასაუბრებების დახურული ფორმატი არ შეესაბამება საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდის ბოლო წლებში დაფიქსირებულ ტენდენციას.
2014 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2009 წლის 9 ოქტომბრის #308 გადაწყვეტილებაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება საბჭოს დახურულ სხდომაზე. აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე საბჭოში დამკვიდრებული იყო გასაუბრებების ღიად ჩატარების პრაქტიკა.
სწორედ ასეთმა ფორმატმა, და გასაუბრების პროცესზე რამდენიმეწლიანმა დაკვირვებამ, შესაძლებლობა მისცა სამოქალაქო საზოგადოებას, დინამიკაში დაენახა ის პროგრესი, რასაც მიაღწია საბჭომ ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ხარვეზები, და შეეთავაზებინა მათი აღმოფხვრის გზები.
იმ პირობებში, როდესაც საბჭოს, როგორც კოლეგიურ ორგანოს, და მის ინდივიდუალურ წევრებს არ აკისრიათ ვალდებულება, დაასაბუთონ მათ მიერ კანდიდატთან დაკავშირებით მიღებული არც დადებითი და არც უარყოფითი გადაწყვეტილება, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის ღიაობა წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას დაინტერესებული პირებისათვის, რომ არასრული ფორმით, მაგრამ მაინც დააკვირდნენ შერჩევა-დანიშვნის პროცესს, გამოკვეთონ და გაასაჯაროვონ ამ პროცესის დადებითი თუ ნაკლოვანი მხარეები და გარედან დაეხმარონ სისტემას მის გაჯანსაღებაში.
ამ პროცესის დახურვით კი სრულად შეუძლებელი ხდება გარეშე პირებისათვის იმის შეფასება, როგორ მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.
იმის გათვალისწინებთ, რომ მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, კოალიციას მიაჩნია, რომ საბჭომ გამჭვირვალობისა და ღიაობის სასარგებლოდ უნდა შეცვალოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის მარეგულირებელი წესები.
კოალიცია ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ჯეროვანი ყურადღება დაუთმოს აღნიშნული საკითხის განხილვას და უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელება საკანონმდებლო დონეზე რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში.



 ახალი ამბები
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...
  • კიბო განაჩენი არაა! _ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ იუბილე ჩოხატაურშიჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში „გამარჯვეულ ქალთა კლუბის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის დაარსების ერთი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საღამომ, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კიბოს დიაგნოზზე გამარჯვებული ქალბატონები იმყოფებოდნენ, სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. იუბილეს ესწრებოდნენ "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელი თინა ბერუჩაშვილი და ლანჩხუთის კლუბის ხელმძღვანელი მზია კვირკველია. „დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში, არც ერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არის სიცოცხლის დამარცხება. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, სრულფასოვანი ადამიანები ვართ. ჩვენი მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაავადება 21-ე საუკუნეში განაჩენი არ არის“, – თქვა მზია კვირკველიამ.  მისი აზრით, ასევე, აუცილებელია იმ ქალბატონებმა, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, საზოგადოებას მოუყვნენ პირადი ისტორიები კიბოს დამარცხების შესახებ. „ეს არ არის პირადი ცხოვრება. ეს არის ბრძოლა და თუ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკეთ, შედეგი არ გვექნება“, – ამბობს დიაგნოზზე უკვე გამარჯვებული ქალბატონი. საღამო კულტურის გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები კი იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ კლუბის დამფუძნებელმა თინა ბერუჩაშვილმა. _ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩოხატაურში დაარსების დღიდან კლუბს აქტიურად უდგანან გვერდით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს: ზაალ მამალაძეს და ირაკლი კუჭავას, _ აღნიშნა თინა ბერუჩაშვილმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც კლუბის ჩამოყალიბება ... ...
  • გია ვოლსკი: პარლამენტი "ევროპული საქართველოს" მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს_  „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც  „ევროპული საქართველოს“ დადგენილების იმ პროექტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით,  პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია ქვეყნის მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია. იგულისხმება ურთიერთობები ნატო-სთან, ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ხელისუფლება ამ არჩევანის ერთგული იყო და მომავალშიც დარჩება, პრინციპული პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე. ერთ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ მოახერხეს და ქვეყანას დაატეხეს ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი, საქართველოში რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ. არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს იმ ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატორებს, რადგან ესმით, ე.ი. ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს – საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის შესახებ“, _ განაცხადა ვოლსკიმ. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დღეს, ევროინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...