წყალი _ მთავარი პრიორიტეტი

საზოგადოება

წყალი _ მთავარი პრიორიტეტი

2015 აგვ 19 18:53:08

ზაფხულის გაუსაძლისად ცხელ დღეებში უწყლობამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჩიბათის მოსახლეობაც შეაწუხა. აქაურები ხელისუფლების მხრიდან მეტ ყურადღებას ითხოვენ.

"ძალიან კარგია გზა, მილხიდი და გაბიონიც, მაგრამ წყალი, მით უმეტეს, ასეთ სიცხეში, ყველაფერია. ჩიბათში არის წლის სათავე-ნაგებობა და ავზი, საიდანაც წყალს ვიღებთ, მაგრამ ახლა, გაუსაძლისი სიცხეების გამო, წყლის დებეტმა იკლო და პრობლემაც ამიტომ შეგვექმნა. სხვა სოფლებთან შედარებით, ჩიბათში საკითხის გადაწყვეტა შედარებით მარტივადაა შესაძლებელი და დიდი თანხის დახარჯვაც არაა საჭირო. არც წყლის ალტერნატიული მარაგია საძებარი, ყველაფერი გვაქვს. ჩვენთან კომუნისტების დროს გაკეთებული ჭაბურღილია, საიდანაც წყალი "ნასოსით" იტუმბება. ახლა "ნასოსი" გაფუჭებულია და აუცილებლად უნდა გამოიცვალოს. გაცილებით დიდი სიმძლავრისაა საჭირო, რომ წყალი კარგად ამოიტუმბოს. მოკლედ, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ჩვენ დახმარება გვჭირდება, რომ ამ ხელსაწყოს შეძენა მოვახერხოთ", _ გვითხრა მოსახლეობამ.

 "წყლის დებეტი სოფელ ქვემო ჩიბათში ზაფხულის თვეებში ძალიან მცირეა და ამიტომაც მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. ამასთან დაკავშირებით გამგებელიც ჩავაყენე საქმის კურსში საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე და მანაც დახმარება აღმითქვა. მომავალი წლის სტრატეგიულ გეგმაშიც გათვალისწინებულია საამისოდ 50 ათასი ლარი", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გიორგი ჩახვაძე:

_ პრობლემა ისაა, რომ გვაქვს ჭაბურღილიც და წყლის მაგისტრალიც. ჭაბურღილზე დგას "ნასოსი", რომელიც გაფუჭებულია და, დაახლოებით, ოთხი ათას ლარამდეა საჭირო მის გამოსაცვლელად. მოკლედ, წყალი საძებარი არაა _ იმისთვის, რომ სოფელს 24-საათიანი მომარაგება ჰქონდეს, ცენტრალური ავზი უნდა მიუერთდეს ჭაბურღილს. გარდა მოწყობილობის შეცვლისა, ასევე, დაახლოებით, ორი კილომეტრის სიგრძეზე გამოსაცვლელია მილი. იმ 300-ტონიან ავზს, საიდანაც ქვემო ჩიბათის მოსახლეობის 90% იღებს წყალს, თუ მივუერთებთ ჭაბურღილს, ზაფხულის სეზონზე წყლის პრობლემა აღარ წარმოიქმნება და 200 ოჯახი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

ამ ეტაპზე, მოსახლეობას წყლის პრობლემა დროებით რომ მოვუხსნათ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარე თვეში მოხდება ჭაბურღილზე "ნასოსის" შეკეთება და დროებით, ძველი მაგისტრალით მიუერთდება ავზს, სამომავლოდ კი 50 ათასი ლარის ფარგლებში, წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია გახორციელდება", _ გვითხრა ჩახვაძემ.




 ახალი ამბები
  • გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, რადგან ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის, _ ამის შესახებ Galmour-ი წერს. ექსპერტების აზრით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფრჩხილების შიდა ნაწილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს ... ...
  • ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ბ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 ივლისს, ქ. თბილისში,  აეროპორტის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისთვის ნასამართლევი ზ.ბ. თანამზრახველთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ირანის მოქალაქეს ყ.ჯ.-ს. თავდამსხმელებმა დანის გამოყენების მუქარით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, დაზარალებულს 1200 ლარად ღირებული „სამსუნგის"  ფირმის მობილური ტელეფონი და თანხა გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  სამართალდამცველებმა ზ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ზ.ბ დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ... ...
  • საქართველოში ონლაინ გაყიდვები აიკრძალადღეიდან, საქართველოში ონლაინგაყიდვებიც აიკრძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები საკვების გარდა, ინტერნეტით ვერაფერს შეკვეთას შეძლებენ საქართველოში ეს შეზღუდვა 3 დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით შევიდა ძალაში და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იმოქმედებს. წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ან/და საქმიანობის უფლება ... ...
  • GDI: „პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლები დაარღვია"GDI მიუღებლად მიიჩნევს, 2020 წლის 01 აპრილს,  ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ,  გოგი წულაიას მიმართ გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს. „მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო მდგომარეობის ფარგლების დარღვევით მოქმედებდნენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, გოგი წულაიას ადმინისტრაციული წესით დაკავების თაობაზე. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას დაკავებამდე განვითარებული მოვლენები იმსახურებს. დაკავებამდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გოგი წულაიას საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. გავრცელებულ ვიდო მასალაში ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი გ.წულაიას ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის გამო საგანგებო მდგომარეობის წესებისადმი დაუმორჩილებლობაზე მიუთითებს. შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალური ფორმა საქართველოს კონსტიტუციის ცალკე მუხლით არის დაცული. პროტესტი, თუ ის გამოხატულია ინდივიდუალურად, ერთი ადამიანის მიერ და  არ უკავშირდება ადამიანთა შეკრებას, დაცულია არა შეკრების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობით შეიზღუდა მხოლოდ შეკრების თავისუფლება და ის აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეხებია. შესაბამისად, პოლიციელთა მითითება, თითქოს გ. წულაიას არ ჰქონდა საჯარო სივრცეში ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის უფლება, რადგან შეკრების თავისუფლება შეზღუდულია საგანგებო მდგომარეობით, არის უკანონო და შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან საფრთხეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოეკიდოს საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვასა და მის აღსრულებას, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს ადამიანის უფლებების დარღვევის მომეტებული რისკი”,_ ნათქვამია GDI-ს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ... ...
  • ზვავსაშიშროება _ გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალაგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია,_ ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინსტრო  ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის აკრძალვა ზვავსაშიშროებითაა გამოწვეული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია“,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...