ხელისუფლების სადამსჯელო სანქციები მედიისა და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ

საზოგადოება

ხელისუფლების სადამსჯელო სანქციები მედიისა და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ

2012 თებ 21 12:16:23

არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური კონტროლით დაიწყო ხელისუფლებამ იმ ცვლილებების ამოქმედება, რომელიც 29 დეკემბერს შევიდა ძალაში. აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ამ ტოტალური ფინანსური კონტროლის ქვეშ ძალიან მალე აღმოჩნდებიან იურიდიული პირები, მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიები, მედიაორგანიზაციები. ამ კანონისა და კონტროლის პალატის მყისიერი რეაქციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არჩევნებამდე ნახევარი საქართველო (თუ მეტი არა) დაყადაღებული აღმოჩნდება. გარდა პარტიებისა, რეპრესიული კანონი ეხება ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. ხელისუფლების მთავარი მიზანი, _ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფოს პოტენციური ამომრჩეველი, 2011 წლის 29 დეკემბერს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დააკანონა. ამ კანონში შეტანილი ცვლილებების სამართლებრივი ანალიზის გაკეთება "გურია ნიუსმა" პროფესორ ლევან იზორიას სთხოვა.

ლევან იზორია: "მთელი 20 წლის განმავლობაში, ჩვენ კანონმდებლობით ვერ შევქმენით ისეთი საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში კონკურენტულ გარემოს შექმნიდა და ამ პოლიტიკურ სუბიექტებს თანასწორი ბრძოლის შანსები ექნებოდათ. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ისეთი საარჩევნო სისტემის ხელშეწყობას, რომელიც მას ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას მისცემდა. იგივე რეალობის წინაშე ვდგევართ დღესაც. ივანიშვილის გამოჩენით ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა იმის შანსი, რომ შეიქმნებოდა პლურალისტური პოლიტიკური გარემო ქვეყანაში. ამიტომ ხელისუფლებამ მყისიერად მიმართა ისეთ მეთოდს, რაც ამ გარემოს შეზღუდავდა. სწორედ ამ ყველაფრის შედეგი გახლდათ ორგანულ კანონში შესული ის ცვლილები, რომლებიც ნამდვილად რეპრესიული ხასიათისაა და არაფერი აქვს საერთო ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასთან."

_ ბატონო ლევან, გასაგებია, რომ პარტიებთან დაკავშირებით ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე და კონტროლდებოდეს, მაგრამ ამ ცვლილებების შედეგად შეტანილი ბუნდოვანი ნორმების აღსრულება, რომლებიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეხებათ, რამდენად შესაძლებელია?

_ ყველაზე პრობლემატური არის 26 პრიმა მუხლი, რომელიც ამ ცვლილებებით გაჩნდა. ეს მუხლი ამბობს, რომ რა შეზღუდვებიც უწესდება პარტიას, იგივე შეზღუდვები მოქმედებს სხვა სუბიექტებზეცო. ეს სუბიექტები არიან იურიდიული პირები, რომლებიც დაკავშირებულები არიან პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ. იგივეს ამბობს ფიზიკურ პირზე, რომ ისევე იზღუდება როგორც პარტია და განსაზღვრავს, ვინ იზღუდება.

1. ეს არის ის, ვინც უშუალოდ განაცხადებს პარტიული ან საარჩევნო ამოცანების შესახებ.

2. ასევე ის, ვინც ამ განმცხადებელთან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული და ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი, მეზობელი...

3. ის, ვინც საქმიან ურთიერთობაში იმყოფება მასთან.

მოდით, შევეცადოთ და გავშიფროთ ეს ყველაფერი. ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი ფორმულირება ძალიან ბუნდოვანია. როგორ შემიძლია მე განვსაზღვრო იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან? Eეს კანონმდებელმა უნდა გვითხრას და განგვიმარტოს. ევროპის ქვეყნებს თუ ავიღებთ, სადაც ასევე არის ასეთი შეზღუდვები, იქ პირდაპირ განსაზღვრულია ვინ არის პარტიასთან პირდაპირ კავშირში. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად პოლიტიკური ფონდი, რომელიც დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს, რა თქმა უნდა, მისაღებია, რადგან სამართლებრივად არის დაფიქსირებული, რომ კონკრეტული ფონდები პირდაპირ კავშირში არიან ამა თუ იმ პარტიასთან. ამიტომ, როდესაც კანონმდებელი ასეთ ფორმულირებას ახდენს, კონკრეტულად უნდა განსაზღვროს ადრესატი, ვინ იგულისხმება. ასე, შეიძლება ყველა იგულისხმონ. ავიღოთ მაგალითები და ისე ვიმსჯელოთ. ვთქვათ, რომელიღაც იქს პარტიამ გურიაში გადაწყვიტა პლაკატების გამოქვეყნება. ამ პლაკატების გამოქვეყნებისთვის ეს პარტია მიმართავს რომელიღაც სტამბას ასევე გურიაში. აი აქ, შეიძლება უცებ კონტროლის პალატამ გადაწყვიტოს, რომ რადგან სტამბამ ფინანსები აიღო და მისი ხარჯვითი ნაწილი რაღაცნაირად დაკავშირებულია ამ პარტიასთან, ეს უკვე არის დაკავშირებული პირი. ამის შემდეგ ის მოითხოვს სტამბის ფინანსურ დეკლარაციას და ამას მოსთხოვს ან პარტიას ან უშუალოდ გამომცემლობას. სტამბა, იმის შიშით კონტროლის პალატა არ დამადგეს და ზედმეტი ჩარევებისგან თავი ავირიდოო, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ დაუბეჭდავს საარჩვენო ბუკლეტს. ასეთი ბუნდოვანება და ფართო გაგების საშუალება კონტროლის პალატას უქმნის ტოტალური კონტროლის საფუძველს.

_ რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე დაწესებულ შეზღუდვებს, რამდენად ჯდება რაიმე სახის გონივრულ ან ლოგიკურ ფარგლებში? ხომ არ იცით, რომელი ქვეყნის გამოცდილებით იხელმძღვანელის მსგავსი ნორმის მიღებისას?

_ ეს გახლავთ ირონიული სიტუაცია, რომელიც აბსურდამდე მიდის. როგორ შეიძლება ფიზიკურ პირებსაც იგივე შეზღუდვები დაუწესო, როგორიც პარტიას აქვს? პარტია შემოწირულობას იღებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქისგან. მაგალითად, მე მყავს ძმა უცხო ქვეყნის მოქალაქე და გამომიგზავნა თანხა საჩუქრად, დახმარებისთვის. იქედან გამომდინარე, რომ მე როგორც პოლიტიკური პარტიის წევრი, იგივე შეზღუდვებს ვექვემდებარები როგორსაც პარტია, შეიძლება ეს თანხა უკანონოდ ჩამითვალონ და სანქციები განახორციელონ ჩემზე.

- რას გულისხმობს ამავე კანონით განსაზღვრული ცნება "პოლიტიკური მიზნები და სხვა პოლიტიკური ამოცანები" და რამდენად შეუძლიათ ეს ნორმა გამოიყენონ მედიასთან მიმართებაში?

_ რას გულისხმობს, ეგ არავინ იცის კონკრეტულად და მთელი უბედურებაც მაგაშია. მოდით, გავაანალიზოთ სწორედ ეგ შემთხვევა. პარტიისთვის პოლიტიკური მიზანი რაც არის ყველამ ვიცით, _ მოვიდეს ხელისუფლებაში. სხვა იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური მიზანი რა შეიძლება იყოს? ის, რომ გააკონტროლოს პოლიტიკური პროცესები. ანუ ყველაფერი, მათ შორის მედიის საქმიანობაც, პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან _ პოლიტიკური პროცესების გაშუქებასთან, პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრებტან, მათთან დისკუსიის გამართვასთან და ასე შემდეგ. რა იგულისხმება ტერმინში "სხვა პოლიტიკური ამოცანები", ეს არავინ უწყის გარდა კონტროლის პალატისა. ამ უკანასკნელმა კი შეიძლება დღეს თვითნებურად გადაწყვიტოს, რომ ვთქვათ "გურია ნიუსმა" რადგან საჯაროდ გამოაცხადა, რომ მიზანი აქვს გამჭვირვალე გახადოს პოლიტიკური პროცესი, ეს ჩაგითვალოთ პოლიტიკურ მიზანში და ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მიერ გადახდილი სარეკლამო მომსახურების თანხა საბაბად მიიჩნიოს თქვენი ხარჯვითი ნაწილის კონტროლისთვის. ეს ყველაფერი ხდება 26-ე პრიმა მუხლით, რომელიც ფართო ინტერპრეტაციისა და ფაქტობრივად ყველა სუბიექტის შეზღუდვის შესაძლებობას აძლევს ხელისუფლებას.

_ ანუ საქმე გვაქვს ტოტალური კონტროლის მექანიზმთან, რომელიც გარდა შიშის ფაქტორისა, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებს ადამიანებს და აიძულებს მათ ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობაზე უარი თქვან?

_ ნამდვილად ტოტალური კონტროლის მექანიზმთან გვქვს საქმე და გამოვყოფ მეორე უმთავრეს პრობლემასაც. ეს გახლავთ კონტროლის პალატა და მისთვის მინიჭებული უფლებები. როდესაც კანონმდებელი კონკრეტულად არ განსაზღვრავს ვინ არიან ის სუბიექტები, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლის პალატას თვითნებური გადაწყვეტილებების უფლებას აძლევს. კონტროლის პალატა, კონსტიტუციურად უფლებამოსილი არ არის გააკონტროლოს პარტიის ფინანსები და მით უფრო არ არის უფლებამოსილი, გააკონტროლოს ფიზიკური პირების ანგარიშები. ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მას მხოლოდ სახელმწიფო ხარჯების კონტროლის უფლება აქვს. ის რომ ამ დღეებში კონტროლის პალატამ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური ანგარიში მოითხოვა, აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია. ისე მიიღეს ცვლილება ორგანულ კანონში, არც კი უფიქრიათ კონსტიტუციაზე, რომელიც ამ კანონზე გაცილებით მაღლა დგას.

_ კონტროლის პალატას ასევე მიენიჭა ადმინისტრირების ფუნქცია, რომელიც მას ანიჭებს იურიდული თუ ფიზიკური პირების ქონებასა თუ ანგარიშებზე ყადაღის დადების უფლებასაც.

_ დღემდე, სანამ ეს ცვლილებები განხორციელდებოდა, კონტროლის პალატას ერთადერთი სამართლებრივი საშუალება ჰქონდა ხელთ, _ აუდიტის ჩატარება. როგორც კი შეამჩნევდა კანონდარღვევებს, მაშინვე მიმართავდა შესაბამის უწყებებს, მაგლითად პროკურატურას. დღეს უკვე, ამ ცვლილებების შედეგად, კონტროლის პალატას გადაეცა წმინდა ადმინისტრირების ფუნქციები. Eეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია გამოსცეს აქტი, რომელიც სავალდებულო შესასრულებელია. შეუძლია დააწესოს სანქციებიც და ქონებას დაადოს ყადაღა. უფრო მეტიც, შეუძლია იურიდიული პირის ლიკვიდაცია განახორციელოს და მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით რეგისტრაციიდან მოიხსნას საარჩევნო სუბიექტი. აღარაფერს ვამბობ უკვე ათმაგ ჯარიმებზე, რომელთან დაკავშირებითაც, სხვათაშორის, ჩვენ ვესაუბრეთ უცხოელ ექსპერტებსაც და მსგავსი რამ არსად ხდება. გერმანიის მაგალითზე რომ ავიღოთ, იქ ორმაგი ჯარიმაა. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, უფლებამოსილების გადამეტებაა. როგორ შეიძლება ასეთი მკაცრი სანქციების შეფარდების უფლება კონტროლის პალატას ეძლეოდეს და არა სასამართლოს?

_ კანონში შეტანილ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არის თუ არა საქმის კურსში ვენეციის კომისია და რაიმე სახის რეკომენდაციები ხომ არ მოსულა მათგან?

_ ძალიან საინტერსო პრობლემას შეეხეთ. ხელისუფლება ყოველთვის გვეუბნებოდა, _ ვენეციის კომისიას მოეწონა და თქვენ რაღა გინდათო. საქმე ისაა, რომ ვენეციის კომისიას ეს პროექტი 30 ნოემბერს გადაეგზავნა და პირველადი ვარიანტი საიტზეც დევს. ხელისუფლება ამბობდა, _ გახსენით და ნახეთ საიტზე არის პროექტიო. პროექტი კი არის, მაგრამ 30 ნოემბერს გადაგზავნილი. მერე გადააგზავნეს 10 დეკემბერს. ვენეციის კომისიამ 16-17 დეკემბერს უკვე იმ 30 ნოემბერს გაგზავნილ პროექტზე თავისი მოსაზრებები დადო და ის გამოგზავნა. Mმაგრამ 10 დეკემბერს რა გაიგზავნა, ეს საიტზე არ ჩანს. სავარაუდოდ, გაიგზავნა ის რისი მოსმენაც 12 დეკემბერს პარლამენტში ისე დაიწყო, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არავინ დალოდებია. გახსოვთ, მარკეტი გამოვიდა და თქვა: მე ბოლო ვარიანტზე არ მაქვს ინფორმაცია, ჩვენ დასკვნა მოვამზადეთ პირველ პროექტზეო. ვენეციის კომისია სერიოზული ორგანიზაციაა. როგორ შეიძლება 10 დეკემბერს გაგზავნილ პროექტზე 16-ში, ანუ ექვს დღეში კომისიას ემსჯელა?! ფოსტით როცა მივა ეს დოკუმენტი, ერთი დღე მაინც უნდა ექსპერტებთან გადაგზავნას. ვენეციის კომისია საცხობი არ არის, ფუნთუშა შეაგდო და იმავე დღესვე გაგიმზადონ. Aმას დრო უნდა და სერიოზული მუშაობა. Oორი-სამი კვირა მაინც ჭირდება. ამიტომ ბუნებრივია, ვენეციის კომისიას ბოლო, მძიმე ცვლილებებზე დასკვნა არ დაუდია. ჩვენ ეს კვლევა ვთარგმნეთ ინგლისურად და საქართველოში აკრედიტირებულ თითქმის ყველა საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ვენეციის კომისიას გავუგზავნით.

_ რას აპირებთ პასუხის მიღების შემდეგ?

_ ჩვენ პასუხს არ ველოდებით. ველოდებით იმას რომ, ისინი მიიღებენ მხედველობაში და მაქსიმალურად გააკონტროლებენ ხელისუფლების რათა მოხდეს მათი თვითნებობის აღკვეთა. მაქსიმალურად მინიმიზება მოხდეს იმ ქმედებებისა, რომელიც ხელისუფლებას აქვს ამ კანონის საფუძველზე.

_ ჩვენ ვესაუბრეთ, ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელს ლევან ვეფხვაძეს, რომელმაც განაცხადა რომ ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, "ჰოლანდიის პოლიტპარტიული განვითარების დემოკრატიული ინსტიტუტის" სათაო ოფისმა, ამ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, საქართველოში თავიანთ წარმომადგენლობას დროებით საქმიანობის შეჩერება მოსთხოვა, სანამ არ დაიდება ამ კანონის სამართლებრივი ანალიზი. ისინი სერიოზულ რისკფაქტორებს ხედავენ ამ ცვლილებების ამოქმედებით

_ მე არ მაქვს კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია, მაგრამ ჩემთვის გასაგებია საერთაშორისო ორგანიზაციების ასეთი სიფრთხილე. მითუმეტეს მაშინ, როცა მათი ყოველდღიური საქმიანობა პირადაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკურ პროცესებთან. ბუნებრივია, თოთოეულ ამ სუბიექტს ინტერესი ექნება გაეცნოს კანონს და გაიგონ თუ რა შეზღუდვებს უწესებს მათ ეს კანონი. ამიტომ არ მიკვირს ამ ორგანიზაციის მხრიდან ასეთი მიდგომა.

_ თქვენ უცხოელი ექსპერტები ახსენეთ. როგორია მათი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით?

_ მომზადების პროცესში უცხოელ ექსპერტების მონაწილეობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი ჩათვლით, ამ კანონში შეტანილი ცვლილებების ანალიზის სამივე ავტორს წლების განმავლობაში ევროპაში გვაქვს განათლება მიღებული. იქ გვაქვს დაცული სადოქტორო დისერტაციები საჯარო სამართლის სფეროში. კარგად ვიცით, რა არის ევროპის სტანდარტები, მათი კანონმდებლობა და კონსტიტუციური ნორმების არსი. თუმცა, როდესაც დასკვნა მომზადების ბოლო სტადიაზე იყო, ჩვენს კოლეგებთან პირადი საუბრები გვქონდა. დაუფარავად გეტყვით, რომ ისინი აღშფოთებას ვერ მალავდნენ ამ ბუნდოვანი, აბსურდული და პოლიტიკური სისტემის შემზღუდავი ნორმების მიმართ.




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...