პატრული სხვას აჯარიმებს, თუმცა, მისი დამჯარიმებელი არავინაა!


საზოგადოება

პატრული სხვას აჯარიმებს, თუმცა, მისი დამჯარიმებელი არავინაა!

25 თებ. 2012, 07:25:07
ბოლო დროს, ოზურგეთელი მძღოლები სამართალდამცავების გააქტიურებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ გახშირდა პატრულირება, როგორც დღისით, ისევე ღამის საათებში. ჩვენი წყაროს თქმით, დღის განმავლობაში, პატრულის თანამშრომლები მძღოლებს სხვადასხვა დარღვევებისთვის აჯარიმებენ, რაც ბიუჯეტისთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავალია.

მათი თქმით, თუ მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაგაჯარიმეს, ან საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავ, პატრულის თანამშრომელი ჯერ ჯარიმას გამოგიწერს, შემდეგ კი ავტომანქანას საჯარიმო ავტოსადგომზე _ ქობულეთში ან ბათუმში გადაიყვანს. ამ შემთხვევაში, მძღოლმა ევაკუატორის მომსახურებისთვის კილომეტრზე 10 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო სადგომზე გაჩერებისთვის ღამეში _ 50 ლარი. სანამ "დატყვევებულ" ავტომობილს გამოისყიდდე, ჯერ ჯარიმა უნდა დაფარო, შემდეგ კი ზემოთ ნახსენები მომსახურების საფასური გადაიხადო. მიუხედავად გამკაცრებული ზომებისა, როგორც გვითხრეს, ნაცნობ-მეგობრობა ისევ ძალაშია და ყველა მძღოლზე აღნიშნული წესები არ ვრცელდება; დაჯარიმების ფორმები, ასევე არ ეხება არა ერთ მაღალჩინოსანს _ ისინი არც უსაფრთხოების ღვედებს იკრავენ და ნასვამ მდგომარეობაშიც არ ერიდებიან საჭესთან ჯდომას.

"18 თებერვალს, 00 საათსა და 15 წუთზე, ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდგარ DAF-ის მარკის ტრაილერს, რომელიც ტვირთის დასაცლელად მაღაზიასთან იდგა, უკანა მხრიდან "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა (სახელმწიფო ნომერს არ ვაქვეყნებთ). კიდევ კარგი, მგზავრის მხარეს არავინ იჯდა, თორემ "ოპელის" მარჯვენა მხარე ისე განადგურდა, რომ იქ მჯდომი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. სატვირთო ავტომანქანის გაოცებულ მძღოლსა და მტვირთავებს ხელთ შერჩათ საჭესთან მჯდომი მძინარე, მთვრალი მძღოლი, რომელიც ვერ აცნობიერებდა, რა მოხდა, თუმცა, ის კი მოახერხა, ეთქვა _ ოზურგეთის პატრულის თანამშრომელი ვარო", _ უთხრა "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის გამოჩენამდე "ფიატით" მივიდა პირი, რომელიც ასევე ზედმეტად ნასვამი იყო და სატვირთოს მძღოლს "საქმის გარჩევა" დაუწყო: _ ბიჭო, შენ ყოფილხარ დამნაშავე, აქ მანქანის გაჩერება არ შეიძლებოდაო. მძღოლი შეეპასუხა, მართალია, აქაური არ ვარ, მაგრამ არაფერი დამირღვევია, თქვენ ვინ ხართ, ამ საქმესთან რა გაკავშირებთო. პასუხად დაზარალებულმა მძღოლმა და იქ მყოფებმა, არამკითხე მთვრალისგან ასეთი სიტყვები მოისმინეს: მე ე. ჩ. ვარ, ეს ჩემი მეგობარია და შენ შანტაჟი გინდაო? სიტყვები: "შანტაჟი გინდა...", "შანტაჟს ეძებ..." (ალბათ, "შარი" უნდოდა ეთქვა) ე. ჩ.-მ რამდენჯერმე გაუმეორა გაკვირვებულ მძღოლს, რომელმაც ვერ გაიგო, რატომ ემუქრებოდა ან რას მოითხოვდა მისგან და მიუგო: _ მოვიდეს პატრული, მე გამოვიძახებ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, მანქანა დაზღვეულია პატრონის მიერ და ისინი გაარკვევენ სიმართლესო, _ გვიამბო კიდევ ერთმა თვითმხილველმა.

"მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ ტრაილერის მძღოლი ვერ დააშინეს, იმის გარკვევა დაიწყეს, ვინ ჰყავდა ნაცნობ-ძმაკაცი ოზურგეთში. ამასობაში, შემთხვევის ადგილზე პატრული მივიდა და ნასვამებმა მათთან გააბეს "შინაურული" საუბარი. საპატრულოს თანამშრომლებმა მძღოლს სთხოვეს, ნუ უჩივლებ, მართალია, უკვე მეოთხედ ემართება ასეთი რამ, მაგრამ სამსახურიდან გააგდებს უფროსიო. თუმცა, მძღოლს უფრო ის აინტერესებდა, ვინ იყო ის გარეშე პირი, რომელმაც, ლამის, შინაგან საქმეთა მინისტრად წარმოუდგინა თავი. პატრულს ამ შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია და ხელის ჩამორთმევით დასცილდნენ ე.ჩ.-ს. დამტვრეული "ოპელი" მალევე მოაშორეს იქაურობას, ხოლო DAF-ის მძღოლმა თავად იზრუნა, დაზიანებული მანქანის აღდგენაზე. ეს იმიტომ გითხარით, რომ ვინ იცის, კიდევ როდის გადააწყდებიან სტუმრები თუ ადგილობრივები ღამით ან დღისით ასეთ მთვრალ, ერთად ნაქეიფარ პოლიციურ ტანდემს, რომელსაც უნდა მოერიდო. საშუალო და მაღალი რანგის თანამდებობაზე მყოფთ, ამ მხრივ შეუძლიათ, მშვიდად იყონ", _ გვითხრა თვითმხილველმა.

განსხვავებულ ისტორიას გვიყვება კიდევ ერთი დაზარალებული _ ის ამბობს, რომ საღამოს საათებში, პატრულმა მხოლოდ იმ მიზეზით დააჯარიმა, რომ თურმე, ასე ჰქონდათ ნაბრძანები: "როგორც მითხრეს, ვიღაც ქუთაისელი პოლიციელია ჩამოსული და მის ბრძანებას ასრულებდნენ. ბიუჯეტი აქვთ შესავსები, თორემ თუ დაარღვევს მძღოლი წესს, უნდა დაჯარიმდეს, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, ამას ხელოვნურად არ უნდა ქმნიდნენ", _ ამბობს კიდევ ერთი დაჯარიმებული "გურია ნიუსთან" საუბარში.

ამ ინფორმაციის გადამოწმება საპატრულო პოლიციაში ვცადეთ, მაგრამ პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.




 ახალი ამბები
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...
  • "19 იანვარს დიდი ღონისძიებები არ იგეგმება" _ დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილიშემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 19 იანვარს არ იგეგმება მათი მხრიდან დიდი ღონისძიებები. “პანდემიის გამო მდინარეში არ მოხდება საყოველთაო ნათლობა. ხვალ გაიმართება ყველა მოქმედ ეკლესია-ტაძარში წირვა, რის ბოლოს იქნება წყლის კურთხევა", _ გვითხრა მამა ბასილმა. მამა ბასილის თქმით, თუ ვინმე გავა მდინარეში, ეს იქნება საკუთარი ინიციატივით. "გურია ნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა ოზურგეთის ტაძრებში ტრადიციული ნათლობა, მამა ბასილი გვპასუხობს, რომ ნათლობას მასშტაბური ხასათი არ ექნება. “ვისაც ექნება სურვილი, ნათლობა გაიმართება, მაგრამ ეს მასშტაბურის სახით არ მოხდება", _ აღნიშნა მამა ბასილმა. შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულზე განსაკუთრებით დიდი შეკრება ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე იმართებოდა, სადაც საყოველთაო ნათლობა ... ...
  • გიორგი ვოლსკი: ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი ახლა მეტი აქცენტი კეთდება ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და მეორე, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდებიან სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი. „დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ინტერესები არის უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელი და არ დარჩებიან სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდისეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების კლების ტენდენცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეაფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. „ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კლების ტენდენცია ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში ვითარება დაძაბულია და მიმოსვლა სერიოზულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეგვიფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. 6-ბალიანი სისტემიდან დაახლოებით 5-ბალიან სისტემას ვაკმაყოფილებთ. ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება და სწორედ ერთიანად, ამ შემზღუდველმა ღონისძიებებმა და ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უფრო ადვილად ვავლენთ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, - განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....