აზარტული თამაშების პირველივე შემთხვევაზე პირს შეიარაღებული ძალებიდან გაათავისუფლებენ

საზოგადოება

აზარტული თამაშების პირველივე შემთხვევაზე პირს შეიარაღებული ძალებიდან გაათავისუფლებენ

2015 სექ 3 15:40:12

აქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სტატისტიკურად, ჯარში თვითმკველობის შემთხვევები ვალებს უკავშირდება, რომლებიც აზარტული თამაშების შედეგად არის გამოწვეული.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თუ სამხედრო თანამშრომლები აზარტული თამაშებით გატაცების პირველივე შემთხვევაზე გათავისუფლდებიან შეიარაღებული ძალებიდან.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთმა ჯარისკაცმა დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე, ჯარში არის რამდენიმე ასეთი შემთხვევა. ჩვენ რაც სამინისტროში მოვედით. ხშირად სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეული არის იმის გამო, რომ აქვთ ვალები ამ ადამიანებს, მათ შორის აზრტული თამაშებთ არიან დაკავებული და შემდეგ ამის კვალობაზე სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ ასეთი შემთხვევები ან საერთოდ აღარ იყოს ჯარში, ან მინიმალიზაცია მოვახდინოთ. სწორედ ამიტომ, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიტიკა, რომელიც აქამდე არსებობდა, რადიკალურად შეიცვლება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პრევენციულად არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები", _ აღნიშნა ხიდაშელმა და დასძინა, რომ აზარტული თამაშების პირველივე შემთხვევაზე პირს შეიარაღებული ძალებიდან გაათავისუფლებენ.

"ნებისმიერი პირი, რომელიც შემჩნეული იქნება და დადასტურდება, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო, და არის აზარტული თამაშებით დაკავებული, არის მოსარგებლე კაზინოების ან სხვა ფორმების, რომელიც ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, პირველივე შემთხვევაში გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან". თავდაცვის სამინისტრო იქნება უკომპრომისო და ჩვენი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ცალსახა. ასევე  მინდა საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება, ვაცნობოთ კიდევ 2 სხვა მსგავსი ტიპის ღონისძების შესახებ, რომლის გატარებასაც ვგეგემავთ, ეს არის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან მიმართებაში, ასევე აბსოლუტურად უკომპრომისო იქნება და პირველივე შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი პირი იქნება გათავისუფლებული შეიარაღებული ძალებიდან და თავდაცვის სამინისტროდან და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალის შემთხვევაშიც ანალოგიური ღონისძიებები გატარდება,"– განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნორიოს ბაზაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 




 ახალი ამბები
  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენსაქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. წყარო: ... ...
  • ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდებაქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს ... ...
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვლება„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...
  • ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი მოქალაქეები მაშველებმა გადაარჩინესმაშველებმა  3 200 მეტრის სიმაღლეზე ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ  ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფების მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ დროისთვის ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ... ...
  • გოგი წულაიამ ქუთაისის მერს გაუხსნა ვარსკვლავიპარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას სიმბოლურად გაუხსნა ვარსკვლავი, რომელსაც "სახელოვანი მოგზაურის, გიორგი სენკევიჩის" სახელი უწოდა. ვარსკვლავი 16 ივლისს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსდა. გოგი წულაია ამბობს, რომ 2019 წელს მერიამ მივლინებებში 155 000 ლარზე მეტი დახარჯა. მისივე განმარტებით, თანხა არამიზნობრივად არის დახარჯული და მერს ვიზიტის შედეგები არ წარუდგენია არც საკრებულოსთვის და არც საზოგადოებისათვის. "არასდროს გვინახავს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ მერს ბრიფინგი მოეწყოს და მისი ვიზიტების შედეგები გაეცნოს საზოგადოებისათვის. ეს არის ჩვეულებრივი მოგზაურობები და ექსკურსიები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ემიგრანტი მსოფლიოში ქუთაისიდანაა, ქალაქი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გამონაბოლქვის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მოუწესრიგებელია გზები. იმ დროს, როცა ქალაქი თავზე გემხობა, მერი ექსკურსიებზე დადიოდეს, უზნეობაა", _ ამბობს წულაია. ტელეწამყვანი და მოგზაური იური სენკევიჩი საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის ტელეარხზე უძღვებოდა გადაცემას „მოგზაურთა კლუბი“. გიორგი წულაიამ სწორედ მისი გვარი და ქუთაისის მერის სახელი ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...