პრეზიდენტის, პრემიერის და ომბუდსმენის სიმართლე

საზოგადოება

პრეზიდენტის, პრემიერის და ომბუდსმენის სიმართლე

2015 სექ 7 15:07:58

FactCheck.ge პოლიტიკოსების და საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.

FactCheck.ge-ს ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხებოდა.

"2015 წლის 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ არსებული, შერეული ტიპის საარჩევნო სისტემა ამ ეტაპზე არ გაუქმდება. შესაბამისად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

ამ თემაზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კოალიციის საარჩევნო დოკუმენტებში ნათლად იყო საუბარი, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემით უნდა შეცვლილიყო.

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას "არასამართლიანი" საარჩევნო სისტემის შეცვლა ნამდვილად წარმოადგენდა. ამასთან, დავით უსუფაშვილმა 2015 წლის 17 მარტს ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა უსამართლოა, ხოლო მაჟორიტარული სისტემა შესაცვლელია. აღსანიშნავია ვახტანგ ხმალაძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებას მართლაც წარმოადგენდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და რომ ის თავადაც ემხრობა ამ იდეას. თუმცა, ის ამავე დროს გაუქმებისთვის საჭირო საპარლამენტო მანდატების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობს.

ამასთან, კოალიცია აპირებს ინიციატივის წესით წარადგინოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც "უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ". ინიციატივის მიხედვით, 2016 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. გაურკვეველია, თუ როგორ აპირებს კოალიცია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას, თუკი მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმებისათვის საჭირო ხმები არ აქვს.

ქართულ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორში მაჟორიტარული სისტემის 2016 წლისთვის გაუქმებასთან დაკავშირებით კონსენსუსია. ძირეული რეფორმის წინააღმდეგი ამ ეტაპზე თავად მმართველი გუნდია.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გადაამოწმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში ასამდე ახალი სასტუმრო გაიხსნა.

სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" -ის გახსნაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოში ასამდე ახალი სასტუმრო გაიხსნა. სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2010-2012 წლებში 283 სასტუმრო გაიხსნა (2010 წ. – 78, 2011 წ. – 117, 2012 წ. – 88). 2013 წელს კი, ექსპლუატაციაში 84 სასტუმრო შევიდა. რაც შეეხება 2014-2015 წლებს, ამ წლებში გახსნილი სასტუმროების სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს და საქსტატმა მხოლოდ მშენებლობით დამთავრებული სასტუმროების რაოდენობა მოგვაწოდა. აღნიშნულ წლებში (2014-2015), საქსტატის ინფორმაციით, 78 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა.

შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სიმართლეა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხებოდა. მიმდინარე წლის 25 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მან განაცხადა: "ქვეყნიდან ჯამში 332 მლნ დოლარით ნაკლები გავიდა. ფულადი გზავნილების შემცირება მხოლოდ 202 მლნ დოლარი იყო. პრივატიზაციიდან შემოსულია 110 მლნ ლარის ექვივალენტი დოლარში… ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც ბოლო დღეებში ლარის კურსთან დაკავშირებით ხდებოდა, არის მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი".

აგვისტოში ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 7 თეთრით გაუფასურდა. კურსმა პიკს (2.42-ს) 26 აგვისტოს მიაღწია. გიორგი კვირიკაშვილმა კურსის ცვლილება მხოლოდ მოსახლეობის აჟიოტაჟურ ქცევას დაუკავშირა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, 3 სექტემბერს, გადაცემა "პოლიტარტში", გიორგი კვირიკაშვილმა ლარის გაუფასურება უკვე საგადასახდელო ბალანსს ანუ დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირებას დაუკავშირა.

ლარის კურსზე გავლენის მქონე ფაქტორებიდან შემდეგი სურათი გვაქვს: ექსპორტი ისევ მცირდება, თუმცა ის იმპორტის შემცირებით ბალანსდება. ფულადი გზავნილები ისევ მცირდება. პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი 4%-ით, ინვესტიციები კი 43%-ით შემცირდა. სავარაუდოდ, მაღალი აქტივობა არც ბოლო თვეებშია. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი აგვისტოში მაღალი იყო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაშთის გამოყენებით დაფინანსდა და მიმოქცევაში არსებული ლარის მასა გაზარდა. პრივატიზაციიდან დაპირებული 250-300 მლნ დოლარი არ შემოვიდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები არ შემცირდა. დაპირისპირებაა ეროვნული ბანკის მიმართ, რაც საფინანსო ინსტიტუტებისადმი უნდობლობას იწვევს. დაბალია ბიზნესმენთა და მომხმარებელთა ნდობა ეკონომიკური პროცესების მიმართ. ჩვენი რეგიონის ორი დიდი ქვეყნის – რუსეთის და თურქეთის ეროვნული ვალუტები ისევ გაუფასურდა. ტურისტული სეზონის განმავლობაში ლარს ისევ გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა. ყოველივე ამან მოსახლეობის მოლოდინზე – თუ როგორი იქნება ლარის კურსი მომავალში, იმოქმედა და გარკვეულწილად აჟიოტაჟშიც გამოიხატა. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში ლარის კურსზე ზემოთ მოყვანილ ფუნდამენტურ ფაქტორებს აქვს გავლენა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება მეტწილად მცდარია.

გასულ კვირას გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებას ეხებოდა. ნანუაშვილის თქმით, წლების განმავლობაში 100-ზე მეტი ადვოკატი დაკავებული იყო. მათი უმრავლესობა დღეს გათავისუფლებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2003-2012 წლებში 159 ადვოკატი იყო მსჯავრდებული. აქედან, თავისუფლების აღკვეთა 90-ს შეეფარდა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით კი, 2003-2012 წლებში მსჯავრდებული იყო 171 ადვოკატი.

რამდენი ადვოკატი გამოვიდა ციხიდან ბოლო წლების მანძილზე, ამ ინფორმაციას არც სასჯელაღსრულების სამინისტრო და არც სხვა შესაბამისი უწყება არ ფლობს. სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებული ადვოკატების კონკრეტული სტატისტიკა არ არსებობს, ბევრი მათგანი  2013 წლის ამნისტიის დროს გათავისუფლდა. ადვოკატთა გათავისუფლების ფაქტს ასევე ადასტურებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ უჩა ნანუაშვილის განცხადება სიმართლეა", _ აღნიშნავს FactCheck.ge.

FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.




 ახალი ამბები
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...
  • აშშ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობსამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ პომპეომ დღეს განაცხადა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. „ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში. ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“,_ წერია ... ...
  • რას წერს REUTERS მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შესახებსაქართველოს ყოფილი  პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა REUTERS-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც გამოცემის მიერ დაწერილ ტექსტშია ნათქვამი, ციხიდან გამოსული ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს, ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა, მას შემდეგ რაც ძალაუფლების გადამეტებაში, თანხის გაფლანგვაში და სხვა კრიმინალურ დაშაულში ცნეს დამნაშავედ, რასაც ის უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს უწოდებდა. მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა, ვიდრე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებოდა ქართული ოცნების მიერ, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. „შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი რომ გავაგრძელო ბრძოლა ამ რეჟიმის მოსაშორებლად“,_ განაცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „გაძლევთ გარანტიას, რომ წელს ეს ხელისუფლება დასრულდება“. მერაბიშვილს ციხის გარეთ უამრავი მხარდამჭერი დახვდა. მათ შორის ყოფილი ხელისუფლების წევრები. როგორც REUTERS აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი ყოფილი ოფიციალური პირი დააკავეს, ძალაუფლების გადამეტების და კორუფციის ბრალდებით. ოპოზიციური პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მისი ოპონენტების წინააღმდეგ ომობს. მაუწყებლის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე კრიმინალური საქმე გაიხსნა და დააკავეს ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციების პერიოდში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგ იმართებოდა. REUTERS-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გასულ ზაფხულს დაიწყო და სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სამხრეთ კავკასიის  ქვეყნის მთავრობამ, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გამოიყენა შერჩევითი სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რასაც ოფიციალური პირები ... ...
  • საკუთარ დაბადების დღეზე ცეკვის დროს გარდაცვლილი გოგო დღეს დაკრძალეს 20 წლის ‌ანა ენგიბარიანი, რომელიც მოსკოვში, საკუთარ დაბადების დღეზე, ცეკვის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა, დღეს, მშობლიურ სამტრედიაში დაკრძალეს. ‌რა გახდა 20 წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმა სახელდება.  ამავე თემაზე: სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა იელი გოგონას ცეკვა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...