ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ახალი ინიციატივით გამოდის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა.
" გვსურს ტრადიციად დავამკვიდროთ მუნიციპალიტეტში შემავალი თითოეული სოფლის სახელობის დღესასწაული და დავაფასოთ ის ადამიანები რომლებიც იმსახურებენ საპატიო წოდების მინიჭებას. ეს იქნება ერთის მხრივ სოფლის დაფასება და წარმოჩენაც ჩვენის მხრიდან", _ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი კვერღელიძის თქმით, "საკრებულოც ამ სოფლების წარმომადგენლების ერთობლიობაა, ამიტომაც იდეა, რომ აღინიშნებოდეს ყველა სოფლის სახელობის დღე ჩვენგანთვისაც მისასალმებელია. რადგან ასე 28-ვე თემს ვაყენებთ თანაბარ მდგომარეობაში, ხოლო ამ დღესასწაულებზე საპატიო მცხოვრების გამოვლენა ვფიქრობ მათი ღვაწლის დანახვა იქნება".