"ხარვეზი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზითაა გამოწვეული"
სეტყვისსაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრ "დელტაში" განმარტავენ, რომ სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი, ტექნიკური ხარვეზის გამო , მწყობრიდან გამოვიდა და ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ადგილობრივი მცხოვრების სახლს დაეცა.
"დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 16 სექტემბერს კახეთის რეგიონში სიღნაღისა და ლაგოდეხის რაიონების საზღვარზე დააფიქსირა სეტყვის ღრუბელი, რომელიც მოგვიანებით განვითარდა გურჯაანის, ყვარლის, თელავის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონების თავზე.
სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი, ტექნიკური ხარვეზის გამო, მწყობრიდან გამოვიდა და ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა.
"რაკეტებს მაკედონიაში ვყიდულობთ, ამიტომ ხარვეზი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული. საკითხს შევისწავლით, რათა მსგავსი შემთხვევები ავიცილოთ თავიდან. დაზარალებულ ოჯახს ზარალი სრულად აუნაზღაურდება"- აცხადებენ "დელტაში."