საქართველოში 1 მილიონი ადამიანი ღარიბია, 440 ათასი – უკიდურესად ღარიბი

gurianews.com

საზოგადოება

საქართველოში 1 მილიონი ადამიანი ღარიბია, 440 ათასი – უკიდურესად ღარიბი

2015 სექ 20 16:42:13

ვებგვერდ "ამერიკის ხმის"ინფორმაციით, ამ დღეებში თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ- მარიოტში სიღარიბის შესახებ კონფერენცია გაიმართა, ჯანდაცვის სამინისტროს, ევროკავშირის წარმომადგენლობის,  გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF)  და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID)  მონაწილეობით.

კონფერენციას სახელწოდებით "სიღარიბე საქართველოში - თავისებურებები, გამომწვევი მიზეზები და რეაგირება" წამყვანი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ქეა მასპინძლობდა.

ქეას პროგრამების მენეჯერის გიორგი ღლონტის თქმით,განსხვავებით წინა წლებისგან, როცა ხანდაზმული, საარსებო წყაროს არმქონე, მაგრამ ტელევიზორის და მაცივრის მფლობელი ადამიანები ღარიბთა კატეგორიაში ვერ ხვდებოდნენ და შესაბამისად დახმარებასაც ვერ ღებულობდნენ, ახლა ეს კრიტერიუმები შეიცვალა..

"ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის, შესამჩნევი ეკონომიკური განვითარების მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სიღარიბეში ცხოვრობს, ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები, ბავშვთა მეოთხედზე მეტი ცხოვრობს სიღარიბეში", _ აღნიშნა კონფერენციაზე გაეროს ბაშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში როლანდ მონაშმა.

  რამდენი ღარიბია საქართველოში? სიღარიბის გამომწვევ მიზეზებზე ფონდის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ანალიზის პროექტის ოფიცერი დიმიტრი გუგუშვილი ამბობს:

"რაც შეეხება ღარიბთა რაოდენობას, ეს რაოდენობა  დამოკიდებულია,თუ რომელ ზღვარს გამოვიყენებთ. იმ ზღვრის მიხედვით, რომელსაც საქართველოს მთავრობა იყენებს, ეს არის დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი. უკიდურეს სიღარიბეში  UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე არის მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ი, ანუ დაახლოებით 440 ათასი ადამიანი. რაც შეეხება მიზეზებს, მიზეზები ძალიან ბევრია. ერთ-ერთი არის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულია სოფლის მეურნეობაში, რომელიც ძალიან დაბალპროდუქტიულია. მოსახლეობის 53 %-ი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაშია ჩართული. მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გასაღება საკმაოდ რთულია, თვითონ პროდუქტიოლობა არის ძალიან დაბალი. გარდა ამისა, არის დასაქმების პრობლემა ქალაქად.

ოფიციალური მონაცემებით,  სამუშაო ძალის დაახლოებით 17 %  არის დაუსაქმებელი.

წყარო


ნახვა: 37


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...