გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "თქვენგან გავიგე, რომ ბენია თავბერიძე ნიშნავს სხდომას"

gurianews.com

საზოგადოება

გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "თქვენგან გავიგე, რომ ბენია თავბერიძე ნიშნავს სხდომას"

2015 სექ 20 19:09:48

გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მისცემის უფლებით იური ჩხაიძე ისარგებლებს.

სხდომა გურიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ბენია თავბერიძემ ჩაატარა. მისი თქმით, სხდომას ხუთი დელეგატი ესწრებოდა და  მათ ხმა  იური ჩხაიძის კანდიდატურას დაუჭირეს.

დელეგატის არჩევნებს გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი  კახა ებრალიძე არ ესწრებოდა.

" მე მოკლე  ტექსტური შეტყობინება და წერილობითი  ინფორმაცია გავიგზავნე,  რომ დღეს ტარდებოდა დელეგატის არჩევნები. თუ რატომ არ დაესწრო ის არჩევნებს,   არ ვიცი." – გვითხრა  ბენია თავბერიძემ.

არჩევნების შემდეგ "გურია ნიუსმა" იური ჩხაიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.

–ბატონო იური, ელოდებოდით თუ არა, რომ  არჩევნებში ხმის უფლებით თქვენ ისარგებლებდით?

– ველოდებოდი თუ არა, ეს როგორ უნდა ვთქვა. მთავარი ის არის, რომ  ჩატარდა კანონიერი შეხვედრა. უმრავლესობა შევიკრიბეთ და ხუთივემ  ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება. რაც ნიშნავას იმას, მე მექნება არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება. ეს არის დიდი ნდობა და ავირჩევთ ისეთ პრეზიდენტს, რომელიც წაადგება ქართულ ფეხბურთს.

– ვინ წაადგება ქართულ ფეხბურთს?

– ამას არჩევნების დროს გავიგებთ. ფარულად მიმდინარეობს ხმის მიცემა და ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ.

– დღეს დელეგატის არჩევნებს არ ესწრებოდა გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე. თქვენი ინფორმაციით, რატომ არ დაესწრო  დღევანდელ სხდომას?

– არ ვიცი, რა არის მისი არ დასწრების მიზეზი. მთავარი ის არის ვიცე-პრეზიდენტმა, ბენო თავბერიძემ კანონიერად ჩაატარა სხდომა.

" არ მქონდა არავითარი ინფორმაცია.  ვინ ატარებს  სხდომას პრეზიდენტის გარეშე? ეს ქმედება ჩემთვის არის გაუგებარი" - ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს კახა ებრალიძე.

ბატონო კახა, ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თქვენ წერილობით მოგმართათ  და ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგიგზავნათ.

– არცერთი არ მიმიღია. ვიცე-პრეზიდენტმა ბენია თავბერიძემ არ იცის მოკლე ტექსტური შეტყობინების წერა. შეიძლება ნელ-ნელა ასწავლეს, არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. თბილისში ვიმყოფებოდი მეუღლესთან ერთად. ახლა დავბრუნდი ლანჩხუთში. თქვენგან გავიგე, რომ ბენია ნიშნავს სხდომას, მესამეჯერ აკეთებს ეს ადამიანი ამას.  იქნებ დამელოდნონ და მე დავნიშნო ეს სხდომა.

– ბატონი იური ჩხაიძე  აირჩიეს  დელეგატად . მისი თქმით, ეს არჩევნები კანონის ფარგლებში მოხდა. თქვენ რას გვეტყოდით?

_ დელეგატის არჩევა კანონიერად არ მომხდარა. თუ პრეზიდენტი არ ესწრება სხდომას ის არალეგიტიმურია. - გვითხრა კახა ებრალიძემ.


ნახვა: 54


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...