რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს

gurianews.com

საზოგადოება

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს

2015 სექ 22 17:03:08

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს "საჯარო სამსახურის შესახებ" და მის თანმდევ კანონებში ცვლილებებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წარმოდგენილი ცვლილებებიდან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნას და მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს მამხილებელთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში ჩვენი და ჩართული მხარეების არაერთი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული, მომზადებული კანონპროექტი კვლავ შეიცავს გარკვეულ რისკებს, განსაკუთრებით, საკადრო პოლიტიკის სწორედ განსაზღვრისა და წარმართვის თვალსაზრისით.

წარმოგიდგენთ შენიშვნებს და მოსაზრებებს კანონპროექტთან დაკავშირებით:

  1. დახურული კონკურსი - კონკურენციის შემზღუდველი ნორმა

კანონპროექტის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელის დანიშვნა ზემდგომი (მესამე, მეორე, პირველი) რანგის თანამდებობაზე ხდება შიდა კონკურსის საფუძველზე, რომელიც საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით ცხადდება. რაც გულისხმობს კანდიდატის შერჩევას საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეებიდან, რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან.

მიგვაჩნია, რომ დახურული კონკურსები მნიშვნელოვნად შეზღუდავს კონკურენციას და ხელს შეუშლის საჯარო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობას და კვალიფიციური ახალი კადრების მოძიებას.

  1. სამთავრობო პოლიტიკის გავლენა საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციულ მართვაზე

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტით არსებითად იზრდება სამთავრობო პოლიტიკის გავლენა საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციულ მართვაზე. პროექტის თანახმად საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს: პროფესიულ საჯარო მოხელეთა თითოეული თანამდებობისათვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას და წახალისების წესს, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებს, მოხელის თითოეული რანგისათვის სპეციალურ მოთხოვნებს, რომლითაც დგინდება თითოეული რანგისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, ასევე, პროფესიული განვითარების სტანდარტს და სხვ. ამასთანავე, საჯარო დაწესებულება ანგარიშვალდებული ხდება საჯარო სამსახურის ბიუროს წინაშე, კერძოდ, პროექტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ბიუროს წარუდგინოს ანგარიშები მოხელეების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების და მათი პროფესიული განვითარების საჭიროებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად.  

აღნიშნული წესი ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსხურის თანამშრომლებზე,  "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოქმედების ფარგლების დადგენა ემყარებოდეს არა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ფუნქციათა საჯარო სამართლებრივი ბუნების იდენტიფიცირებას, არამედ ასევე დაწესებულების საკანონმდებლო მანდატის თავისებურებას. შემოთავაზებული საკანონმდებლო რეგულირება რისკის შემცველია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზაციული ავტონომიურობის თვალსაზრისით. შესაბამისად კანონპროექტით უნდა განისაზღვროს , რომ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებზე.   

  1. შეუსაბამოდ გაზრდილი გამოსაცდელი ვადა

კანონპროექტით საჯარო მოხელის გამოსაცდელი ვადა გაიზარდა. თუკი მოქმედი კანონით (მუხლი 24) საჯარო მოხელის გამოსაცდელი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, კანონპროექტის 45-ე მუხლის თანახმად, მოხელის გამოსაცდელი ვადა 12 თვეა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში 6 თვით შეიძლება გაგრძელდეს.

კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა შესაბამისობაშია შრომის კოდექსით განსაზღვრულ გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობასთან.

12 თვიანი გამოსაცდელი ვადა კვალიფიციურ კადრს დაუკარგავს მოტივაციას დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში, მითუმეტეს თუ გამოსაცდელი ვადის გასვლა ემთხვევა ხელისუფლების ცვლილებას. კომპლექსურად კი სერტიფიკატის აუცილებლობა და გამოსაცდელი ვადა შესაძლებელია საჯარო სამსახურში ახალი კადრების შესვლის დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს.

  1. სსიპ-ების ფართო წრე რომელზეც კანონი არ მოქმედებს

წარმოდგენილი კანონპროექტი აფართოვებს იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირების (სსიპ)-ების წრეს, რომელზეც არ ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის დღეს მოქმედი რედაქციით 29-ე-32-ე მუხლები, რომელიც ეხება საჯარო სამსახურში კონკურსის წესით მიღებას, ასევე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა შემდეგი სსიპ-ების: რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას.

მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი აფართოებდა იმ სსიპ-ების წრეს, რომელზეც არ ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მიქმედება და შესაბამისად საჯარო სამსახურში კონკურსის წესით მიღება. კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამსახურად ითვლება ითვლება საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიურ, ასევე, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაცია, მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაციის გათვალისწინებით.

იმ პირთა წრის გაფართოება, რომელზეც არ ვრცელდება კონკურსის წესით დანიშვნა წინააღმდეგობაშია ამავე კანონპროექტით დადგენილ საჯარო სამსახურის გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპთან (მუხლი მე-17) უკონკურსოდ დანიშვნა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რათა შემცირდეს დანიშვნის ამ მეთოდთან დაკავშირებული ნეპოტიზმისა და პოიტიკური პატრნაჟის რისკები.

  1. ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების პროაქტიული გამოქვეყნება:

კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგს და მონიტორინგის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას შემოწმებული დეკლარაციის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ. კანონპროექტის არსებული რედაქციით, "გადამოწმებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ქვეყნდება პროაქტიულად", თუმცა ამ ნორმამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების დროულად მიწოდება საზოგადოებისთვის. შესაბამისად, სასურველია თითოეული შემოწმებული დეკლარაციის შემთხვევაში მონიტორინგის შედეგების პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის გონივრული ვადის დაწესება (მაგალითად, მონიტორინგის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში). ასევე, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სასურველია პროაქტიულად გამოქვეყნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა დარღვევის თუ უზუსტობის გამო დაიწერა უარყოფითი დასკვნა თითეული თანამდებობის პირის მიმართ.

  1. ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მონიტორინგის სისტემის ამოქმედება:

კანონპროექტის თანახმად, შემოთავაზებული ცვლილება (და შესაბამისად მონიტორინგის სისტემაც) ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან. ეს გადაწყვეტილება მთლიანობაში გამართლებულია, რადგანაც ცხადია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება მონიტორინგის სისტემის მოსამზადებლად. ამავე დროს, სასურველია, რომ ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების მხრივ დღეს არსებული სრული ვაკუუმი 2017 წლამდე არ შენარჩუნდეს. ამდენად სასურველია, განხილულ იქნეს კომპრომისული ვარიანტი. მაგალითად, შესაძლებელია, რომ უფრო ადრე (თუნდაც 2016 წლის 1 იანვრიდან) ამოქმედდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების მექანიზმი, ხოლო თავად ბიუროს მიერ დეკლარაციების პროაქტიულად მონიტორინგი 2017 წლიდან დაიწყოს.

  1. ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების გადასამოწმებლად შექმნილი დამოუკიდებელი კომიიის დაკომპლექტების წესი

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობია და კორუფცის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტით, საჯარო სამსახურის ბიურო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას ახორციელებს ბიუროს უფროსის შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ. პროექტში არ არის მითითებული თუ რა წესით კომპლექტდება დამოუკიდებელი კომისია. კომისიის მნიშვნელოვანი ფუნქციიდან და შესაბამისად, მისი საქმიანობის ობოექტურობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის აუცილებლობის გათვალისწინებით კანონით უნდა დადგინდეს კომისიის დაკომპლექტების წესი.  

წყარო


ნახვა: 38


 ახალი ამბები
  • „ჩვენ ამ ჯარისკაცებთან ვალში ვართ“, _ კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენებსსაქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების - კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებაზე სიტყვით გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე საუბრით დაიწყო, რომელიც რეაბილიტაციის კურსს ვაშინგტონში გადის. „დღეს, „ვოლტერ რიდის“ ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მოვინახულე - მეომარი, რომელიც გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაიჭრა. დიდებული ახალგაზრდა, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი მისია. მან მითხრა: „ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი - ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა“. მინდოდა ეს თქვენთვის გამეზიარებინა, შემეხსენებინა, რომ ჩვენ ამ ჯარისკაცებთან ვალში ვართ, იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას იცავენ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ისეთი გმირებით, როგორიც არის ივერი, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ სწორედ ის, რაც ჩვენ ჩვენს საერთო მისიებში ერთ ოჯახად გვაქცევს. ჩვენი მებრძოლები ამაყობენ, რომ მსახურობენ აშშ-ის მებრძოლებთან ერთად. ისინი დაახლოვდნენ და იქცნენ თანამებრძოლებად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საერთო უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში შეტანილი წვლილით ამაყობს საქართველო, რომელმაც ამ კონფლიქტებში, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ნატოს სხვა ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე მეტი მებრძოლი დაკარგა. „ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე, რაც არის კიდეც სტრატეგიული პარტნიორობის უშუალო არსი. დამოუკიდებლობის პირველ პერიოდში, რომელიც ჩვენ 1991 წელს მოვიპოვეთ, საქართველომ მოიმკა კონგრესის - თქვენი და თქვენი წინამორბედების ძალისხმევის შედეგები, რომლებმაც კონგრესში ჩამოაყალიბეთ თანამოაზრეთა დიდებული ერთობა საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის სახით. თქვენ და თქვენი კოლეგები ჩვენთვის ჩაერიეთ ბევრ კონფლიქტში და წარმომიდგენია, რამდენი პოტენციურად მომაკვდინებელი აფეთქება ჩანასახშივე ჩააქრეთ. ქართველი ხალხის სახელით, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ამ სახის ჩართულობისთვის და ქართველი ხალხისთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე. მისი თქმით, რეფორმირების და განვითარების პროცესში, საქართველოს უდიდესი დახმარება გაუწიეს ისეთმა ამერიკულმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და კერძო საგარეო საინვესტიციო კორპორაცია. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებზე, რომლებიც რეგიონში საუკეთესოა. „ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებების საფუძვლებისადმი - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მტკიცეა, ღრმა და მდგრადი. მადლობა კონგრესის საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფს! ერთად ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა დავძლიეთ. წინ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ გვამოძრავებს ერთიანი მუხტი, რომელსაც მივყავართ კიდევ უფრო დიდი კეთილდღეობისა და მშვიდობიანი მომავლისკენ“,_განაცხადა ... ...
  • „არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება“_ კონგრესმენი კონოლისაქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების - კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.  როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ  აღნიშნა, სამაგალითოა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული მმართველობა მოიპოვა ისეთ სამეზობლოში, სადაც ხშირად იდგამდა ფესვებს ავტოკრატია და ავტორიტარიზმი. “განსაკუთრებული სიმამაცე დასჭირდა საქართველოს ამ კუთხით მისი დიდი მეზობლის - რუსეთის განწყობების გათვალისწინებით. ჩვენ ამერიკაში, კონგრესში საქართველოს გვერდით ვდგავართ. ჩვენ დავუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ თქვენი სიმამაცით და აქ, კონგრესში ჩამოვაყალიბეთ მხარდამჭერთა ძლიერი ჯგუფი, იმისთვის რომ თქვენს გვერდში ვიდგეთ. ჩვენ ვიღებთ რეზოლუციებს, გამოვხატავთ მხარდაჭერას არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის, არამედ განსაკუთრებით ქართული სიმამაცისადმი”, - განაცხადა კონოლიმ. კონგრესმენმა ასევე ისაუბრა თავისუფლების, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების შესახებ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა. “ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება. ამ კვირას მე მივემგზავრები პოლონეთში, ნატოს შეხვედრაზე, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ამ პოზიციას, როგორც ნატო; რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ჩვენი ქართველი მეგობრების მიმართ, როგორც ალიანსი. ჩვენ გვეამაყება, რომ გასულ წელს საქართველოში ჩავატარეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ჩვენთვის, ალიანსისთვის და საქართველოსთვის, არამედ თქვენი მეზობლისთვის - რუსეთისთვის. დიდი პატივი და პრივილეგიაა დღეს თქვენთან ყოფნა, ამ იუბილეს აღნიშვნა და ქართული სულისკვეთების წახალისება არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ, თქვენი სამეზობლოს სხვა ნაწილებშიც”, - განაცხადა  ... ...
  • რატომ არ ჩაატარებინა მოსწავლეებს „ბოლო ზარი“ ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორმაზუგდიდის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ბოლო ზარის ჩატარების უფლება არ მისცა. როგორც „პრაიმტაიმს“ სანდო წყარომ აცნობა, დოდო ცქვიტაიამ ბავშვები მხოლოდ იმისთვის დასაჯა, რომ ისინი ბოლო პერიოდში გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ. წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში დღეს საგამოცდო პროცესიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ასევე, ცნობილია, რომ დოდო ცქვიტაია დაახლოებით 25 წელია აღნიშნული სკოლის დირექტორია და მისი მხრიდან ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა. როგორც ირკვევა, მსგავსი ფაქტი რამდენიმე წლის წინაც დაფიქსირებულა, თუმცა მაშინდელი მიზეზი უფრო მძმე და გაურკვეველია. ცქვიტაიამ 15 წლის წინ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ის შეკითხვა არ აპატია, რომელიც ე.წ მოსაკრებელს ეხებოდა. ბავშვების ინტერესი კი დირექტორის მიერ ყოველთვიურად თითოეული ბავშვიდან აღებულ თითო ლარს ეხებოდა, რომელიც თითქოს სკოლის რემონტს ხმარდებოდა.  ... ...
  • მკვლელობა ხორავას ქუჩაზე _ პროკურატურა განცხადებას ავრცელებსხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. "გურია ნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გვინდა განვმარტოთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ნაჩვენები  კადრები, რომელიც თითქოსდა ტელევიზიის მიერ  ექსკლუზიურად იყო მოპოვებული, წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას, რომელიც გაცვლილია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში. რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ ფაქტს, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, აღნიშნული გარემოება გამოძიებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი  შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა.  მან იმავე დღეს მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას - დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის დაფარვის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: გამოიკითხა ათეულობით მოწმე, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა  და სისხლიანი ტანსაცმელი. ასევე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 პირი. ზ.წ.-ს, თ.კ.-ს, და გ.შ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა,  ლ.კ.-ს შეფარდებული აქვს  გირაო, ხოლო არასრულწლოვანი  მ.კ. იმყოფება მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითად განხილვა.  ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიება ობიექტურად და კანონის მოთხოვნის სრული დაცვით მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ცდილობს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას,  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სისხლის სამართლის საქმის  პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც ცალსახად დაუშვებელია. აქვე განვმარტავთ, რომ მირზა სუბელიანი აღარ არის საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, რამდენიმე დღეში პროკურატურიდან დათხოვნის თაობაზე  მან განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელმაც  დააკმაყოფილა მისი განცხადება", _ აღნიშნულია ... ...
  • „გაძევებას“ სჯობს „დარბაზის დატოვება“ _ოზურგეთის საკრებულო ეთიკის კოდექსს განიხილავს დღეს,  ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრეულოს ეთიკის  კოდექსის პროექტის განხილვა დაიწყო. დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენელთა წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგა NDI-ის თვითმმართველობის პროგრამის რეგიონული კოორდინატორი, ირინე ურუშაძე. მან თქვა, რომ ოზურგეთის საკრებულო ამ კუთხით არის ახალი პარტნიორი, რაც სასიხარულოა და და ეხმარებიან საკითხის ორგანიზებაში. საკრებულოს თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ ეთიკის კოდექსის განხილვა სასიამოვნო ფაქტია: _  კოდექსის შექმნის ინიციატორი ფარაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილია, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ჩვენ ხალხის არჩეული ადამიანები ვართ და  ეთიკის კოდექსის პატივისცემა გვმართებს, _თქვა მან. დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა  ხაზი გაუსვა პროექტის განხილვაში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას და განმარტა, რომ უმნიშვნელოვანესია მათი ჩართულობა, რადგან ისეთი ვარიანტის მიღება უფრო უპრიანია, რომელიც ყველას მიერ კარგად იქნება მიჩნეული. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გამოთქვა  საკუთარი მოსაზრება იმ კუთხით, რომ დეპუტატი შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს ვინმეს, არ უნდა არღვევდეს წესრიგს. პროექტის  განხილვისას უმთავრესი კითხვა რაც დაისვა, იყო ის,  თუ  რას ავალდებულებს კოდექსი დეპუტატს და როგორ უნდა შესრულდეს ის. ბევრი ისაუბრეს რეგლამენტში არსებულ სიტყვაზე,  „გაძევება“, რომლის ჩანაცვლება ამჯობინეს  სიტყვებით _  „დარბაზის დატოვება“. _ „გაძევება“ მართლაც არ არის სასიამოვნო მოსასმენი. აქ რაც წერია მედიასექტორთან თანამშრომლობის კუთხით, თუ ეს მოხდება, მარტო ამისთვის ღირს ამ კოდექსის მიღება, _  თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია: „ახლგაზრდული რესურსცენტრის“ ხელმძღვანელმა, ოთარ რევიშვილმა. ოთარ რევიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ, როცა დეპუტატის მიერ დარბაზის დატოვების  საკითხი დაისმება, იქ არ იქნება მშვიდი სიტუაცია. მთავარია, გამოხატვის უფლება არ დაირღვეს. ეთიკის კოდექსის პროექტის გარშემო,  არაერთი მოსაზრება გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა.  იყო სადავო და საკამათო კითხვები და  მოსაზრებები. ყოველივე ამის გამო, მონაწილეთა გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას  მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების  და  ფრაქციის წარმომადგენლები და შეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს.  შემდეგ კი, უახლოეს დღეებში, შედგება სამუშაო ჯგუფის ... ...

არქივი

ზაფრანი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...

რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი _ მამაკაცი ვერძი გარეგნულად...

სმარტფონები ახლომხედველობას იწვევს

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ტელეფონი...

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...